ლექსებით მოდარდე საქართველო /ნოველა/
–რაც ჩვენ მხედართმთავრები ვაწარმოეთ, განსაკუთრებით გენერლები, თითქმის მსოფლიოს გასწვდა, ბრძოლებიც მოიგეს, მაგრამ, უშუალოდ მამულისთვის, მხოლოდ რამდენიმე იბრძოდა..._თავისებურად, ნიშნისმოგებით ჩაურთო საუბარში ჭოლამ, გზად გამოვლილ მოყვრესთან საუბარში და სტუმარს დაბნეულობა, რომ შეამჩნია, სასმელით სავსე ჭიქა, ჭიქაზე მიუჭახუნა, მის დასამშვიდებლად დაამატა, _ კი ვაჟკაცები, საზრიანები ბევრი იყო, მაგრამ, რად გინდა მერე, ზოგმა ხონთქარის, ზოგმა იმპერატორის, ზოგმა შაჰის, ზოგმაც მამლუქთა და...
–არც, მთლად მასე იყო საქმე..._არ შეეპუა მოყვარე.
–არ გინდა ახლა, ეს უხეირო გამოსარჩლება... ბიძაშენმა, რაში მიიღო გენერლობა, მთელმა საქართველომ იცის, რაც მაგან მისიანი გაწყვიტა...
_მისი ავორიტეტი, რომ არა, ბაბუაშენს, ბიჭობაში წააძრობდნენ თავს...
_ეგეც საკითხავია, ბაბუაჩემის მამამ ორჯერ შეიფარა ბიძაშენი...
_კაი, კაი, ვიცი ეგ ამბავი...
–აბა, რაზედ იწყებ კაცო, რამდენს შემოგივლი...
_კიდევ უნდა შემომიარო...
_ახირებული კაცი ხარ, მაგრამ, მართლის თქმა იცი და მიტომაც მიყვარხარ...-დაუამა სტუმარმა.
_მართალი ისაა, რომ, გაჩენის დღიდან, ასე, ერთმანეთის ქიშპობით მოვედით, თუმც, უმეტესად, თვითონვე ვაგვარებდით გაუგებრობას და ასე, ერთმანეთის შენახვა-გატანით მოვიტანეთ აქომამდე თავი... ახლა, უამრავი ქვეყნის ლიდერებია ჩვენს მორიგებაში ჩარეული და დღემდე არ გვეშველა... ბუდეს მოვწყდით, სხვა მხარეს ვბუდარაობთ, და აქედან ვიძლევით რჩევებს...
_მერე დაბრუნდი შე დალოცვილო...
მასპინძელმა თავი, დაძაბულად მოღრიცა და ტკივილით დახშული ხმით თქვა_ვეღარ დავბრუნდები...
_რატომ შე კაცო შინაურიც გაიხარებს და...
_გაიხარებს არა... ან სადღა დამრჩა შინაური... ერთს მომეფერებიან, მომიკითხავენ და მერე თუ ვერაფერში გამომიყენეს...
_ნუ გგონია ასე...
_კაი კაცო, ვითომც, ექვთიმე თაყაიშვილის ამბავი არ ვიცოდე...
_ნუ ამბობ მაგას, მაშინ სხვა დრო იყო...
_სხვა დრო არა, ამდენი დამცირების გადამტანი ხალხი, ვეღარ მიგუებს... აქაც, არანაკლები თახსირობაა, მაგრამ, როცა შენიანი არ გინდობს... ამდენი გაიძვერობა და ორპირობაა...
_ორპირი ნიავიცაა, მაგრამ, ზოგჯერ, ისე სასიამოვნოა..._თემის გაიოლება სცადა სტუმარმა.
_რა, ეგეთი რამეები, უკვე, ბუნებრივ ჩვევად მიგაჩნია...
_არა ბატონო, მაგრამ ინგლისელს, რომ არ ჭირს ან ფრანგს, ან გერმანელს, ან ესპანელს, ან... ამერიკელზე კი, საერთოდ, ზედმეტია ლაპარაკი...
–ჰო მაგრამ, ჩვენ რა ხანია ვცოდვილობთ და ქვეყანა ვერა და ვერ ავაწყვეთ... ლექსებით მოდარდე საქართველოდ ვიქეცით!
–შენი კომპიუტერიდან ეტყობა ასე ჩანს, არ შეცდე...
–ჰო, ჰო... გენერლების წარმოება ეტყობა, ისევ გვემარჯვება...–იქედნურად ჩაილაპარაკა ძალად მასპინძელმა.
სტუმარი კი
იღიმებოდა, მაგრამ მოულოდნელად, წარმოსახვაში, მისი მზერა გენერლის მუნდირში გამოჭიმული ბიძამისის, შავად გაპრიალებულ ჩექმის წვერს წამოედო და უნებლიეთ შეაჟრჟოლა.
გამომშვიდობება იჩქარა.
„ჰმ, ლექსებით მოდარდე საქართველო...“ ორაზროვნულად დაემგზავრა ფიქრში.
ჯ.გ.
- ***გრიგალში*სად, ვინ, როგორ, რა ფერებში... _ ანუ, არც არაფერი ხდებოდა თითქოს... (ლაშქრული,კამპანელლა, ფოქსტროტი… ცნობილაძე, მავზოლეუმი და ისევ ცნობილაძე…აფრიკა დაამერიკა…)...*
*გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili
პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...
*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.
ცნობისთვის_”ხატოვან აღქმათა ობსერვატორიის” დღიურებიდან /არქეოლოგიური ხედვები დრო-სივრცის ლაბირინთებში /იუმორნარევი ესსე/
Комментариев нет:
Отправить комментарий