Translate

четверг, 13 августа 2026 г.

მოუსვით აქედან! /იუმორნარევი ნოველა/ ჯანრი გოგეშვილი

მოუსვით აქედან! /იუმორისტული ნოველა/

 ალიონზე, აივანზე გასული, საგანგებოდ ონკანთან დასველებული, პურის ნაჭრების დაქუცმაცებას და ქვემოთ მობინადრის, სართულის მთელ სიგრძეზეგანრთხმელიაივნის, მოალუბრისფერო  ალუმინით გადახურულ სახურავზე მიმობნევას ვიწყებდი.

კი, კარგა ხნის მანძილზე, თითქმის უნებლიეთ წამოფრთხიალდებოდა მეხსიერებაში: „იფრინონ და იღუღუნონ მტრედებმა,“

ძალზე ბევრისთვის, ადვილად მისავედრია, ჩემს მიერ, უნებლიეთ, აჩემებული სიტყვები, საყოველთაოდ დაფასებული კომპოზიტორის, საყოველთაოდ საყვარელი სიმღერიდან გახლავთ.

მაგრამ, მთავარი ის იყო, ამ დროს, ქვემორე, მოალუბრისფერო შეფერილობის სახურავზე, მართლაც მოღურუნე მტრედები ისხდნენ და თითქოს, მეგობრულად მიირთმევდნენ, ჩემს გადაყრილ პურის ნატეხებიდანაკენკილულუფებს.

ეს ამბავი  იქედან, დაიწყო, როცა   ერთხელაც, ჩემებმა, ჩვენი სასადილო ოთახში გაზის ქურის ზემოთ დამონტაჟებულ სავენტილაციო მილს მისაერთებელ რკალისებურ გადამყვანში, თავად მილში ჩამოვარდნილი მტედის ბარტყის ფრთხიალი აღიქვეს, ჩემმა ქალიშვილმა, არ დააყოვადა და თავისებური სიმარჯვით, ჩვენდა უნებლიეთ დატყვევებული ფრინველი გამწოვი მილიდან გამოიყვანა, მალევე გამოღებულ ფანჯარში გაუშვა.

-ბარტყი ყოფილა!-მივადევნე მე.

-ოღონდ,მთლად ხუნდი არა!_თითქოს ნიშნი მომიგო შვილმა.

დაბინდებისას აივანზე გასულმა, ქვემორე სახურავის, აღმოსავლეთ მხარეს, წინა დღით, ტყვეობიდან დახსნილი მტრედი შევნიშნე ,ახლა, არც ისე პატარა და უმწეო ჩანდა...

ალბათ შია...“ გავიფიქრე უნებლიეთ და სამზარეულოდან პურის ნატეხი გამოვიტანე, პირდაპირ მისკენ მოვისროლე, იგი წამოფრინდა, თითქოს ირიბად გამომხედა და მალევე დაეშვა ნატეხთან. გავიხარე, შინაურად მიმიჩნია მეთქი და ოთახში შევბრუნდი.

მალე ქვემორე სახურავზე, სხვა მტრედებიც ღუღუნებდნენ, ყველა, არა, მაგრამ აშკარად ჩანდა, ყველა იქ მსხდომნი, პურს ელოდებოდა.

დაიწყო, მორიგი ეტაპი, ჩემი და მტრედების მეგობრობისა, უფრო მართალი, რომ ვიყო, მე ყოველ დილით ჩვეულებისამებრ მათ ვემსახურებოდიოდნავი ცვლილება, ის გახლდათ, რომ უნებლიეთ საკუთარი ხანდაზმულობის, უფრო საგულისხმოდ შეგრძნებისბიძგით“, ჩემგან აჩემებულიმისამღერი“, საწყისი ხიბლით შეივსო, ანუუნდა დამიბერდე ტკბილად,. იფრინონ და იღუღუნონ მტრედებმა,..“

დღეები კი, ჩვეული მონაცვლეობით მიედინებოდა, ამასობაში, სხვადასხვა დღესა და დროის სხვადასხვა მონაკვეთში ოთხი მტრედი, ნებაყოფლობით ჩამოფრთხიალდა სავენტილაციო  მილის რკალისებრ გადამყვანში, ჩემმა ქალიშვილმაც, ოთხივე მათგანი, თავისებური სიმარჯვით იხსნა განსაცდელისგან, ოთხივე ნორჩი იყო.

მერემოპურადედამოღუღუნე მტრედებში, „ტყვეობიდანდახსნილთა ამოცნობით ვერთობოდი;  მათ ახლოს პურის დამატებით ულუფას ვაგდები. მალევე შევამჩნიე, რომ ჩემგან, მათი ამგვარიგამორჩევადანარჩენ მტრედებს აღიზიანებდა, განსაკუთრებითმოთავეობითგამორჩეულთ და თითოეული მათგანის შვეწროება და განდევნა დაიწყეს, ისე რომ, ორიოდე დღის შემდეგ, დილაადრიან, ჩემს მიერ გამართულნადიმზეარც ერთი მათგანი არ მოფრინდა. გავნაწყენდი, თუმც, მაინც ძველებურად გავაგრძელეხელგაშლილიმასპინძლობა, მერე მივხვდი, „გუნდში“, არცა წუხდნენგანდევნილებისგამო. პრიქით, ჩემგან გადაგდებული ნაჭერის დაუფლებისთვისმტრედულ აქტივობასცხარედ განაგრძნობდნენ.

- მგონი გონიათ, თქვენი მომსახურების        მიზნით გრანტი მაქვს მიღებული,ზოგჯერ, თქვენ, რომ არ გამეწბილებინეთ, ბოლო პურის ნაჭრები გამომიტანია, ხალხო, როგორ იქცევით?!-წამომცდა ერთხელაც. და იმის ნიშნად, რომ ქვემორე, მოალუბრისფერო სახურავზე მათ კინკლაობისაკომპონიმენტითმიმდინარესერობა“, ჩემთვის მიუღებელი იყო. ხმამაღლა დავძახე:

-მოუსვით  აქედან!

წამოფრინდნენ, მაგრამ, ასე ადვილი, არ გამოდგა,მათი მოშორება.

კარგა ხანს, ვასხამდი დილაადრიან ჯიუტად მოფრენილებს, ბოთლიდან წყალს.

მალე კი, ჩემს მეხსიერებაში ,   ამოჩემებული პწკარსაც, პულსისცემა საგრძნობლად ჩაუცხრა.

..

 

***
*
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili 

 პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...

*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.

*

 

Комментариев нет:

Отправить комментарий