Translate

четверг, 12 ноября 2026 г.

„ნკვდე“-ს მსგავს სისტემებს სჭირდებოდათ ადამიანური რესურსი — დამსმენები და ზედამხედველები, რომ შიშის მექანიზმს ემუშავა. დღეს კი ტექნოლოგიებს შეუძლიათ იგივე ფუნქციის ბევრად უფრო ეფექტურად შესრულება

 დღემშვიდობისა

 

Janri Gogeshvili შაბათი, 12 ნოემბერი, 2016, 15:27-ზე 12 ნოემბერი, 2016 • გაზიარებულია აუდიტორიასთან „საჯარო“ ერთგან ასტროლოგიურ მედიცინაზე იყო საუბარი. მეჩვენა, მოწვეულ, ამ დარგში მოღვაწე პროფესიონალ სტუმარზე მეტი, გადაცემის წამყვანმა იცოდა, მასზე უფრორე კი ეთერში სატელეფონო ჩართვის დახმარებით შემოსულმა სტუმრებმა… ასე თუ ისე, სტალინსაც ვერ აუარეს გვერდი. ამ საკითხშიც მაგარი იყო; საკუთარი ჰოროსკოპს მიმართულება თუ აურა შეუცვალა და თავის მტრები გააბრიყვა, მათ შორის ჰიტლერიცო… განსაკუთრებული ქარიზმა ჰქონდა, თავი გამოიჩინა ერთმა კი, გურჯიევსაც გაუსწროო; ფეხზე მდგომი დარბაზი, ყველა, როგორც ერთი, მთელი 45 წუთი უკრავდა ტაშს და თავად ბელადის მითითება, რომ არა, კიდევ დიდხანს გაგრძელედებოდა ოვაციები და ტაშისკვრაო. P.S. ჰო, არ დაუკრავდა ვინმე და ”ნკვდე” იმავ დღეს დედაბუდიანად ამოძირკვავდა… ზოგს კედელთან მიაყენებდა, ზოგსაც კი ციმბირს მოანატრებდა… “ქარიზმას” ისეთი სადამსჯელო სისტემა უმაგრებდა, რომ დახურულ სივრცეში შიშნარევი სიყვარული მექანიკურად ირთვებოდა… კი ბატონო, მართლაც განსაკუთრებული პიროვნება იყო, უდაოდ ნიჭიერი. მშვენივრად იცოდა ”ვეფხისტყაოსანი”, განსაკუთრებით კი ”; მართლად იტყვის მოციქული: „შიში შეიქმს სიყვარულსა" და ”მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია, არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია”. * და დღესვე, ფეისბუკზე, ეს ლექსიც შემახსენეს: Janri Gogeshvili კვირადღე, 12 ნოემბერი, 2017, 12:18-ზე 12 ნოემბერი, 2017 • გაზიარებულია აუდიტორიასთან „საჯარო“ სხვათა ამაგით შინაურებში, სხვაგვარ ჟინით იყოს პირველი, უპირველესი კრედო არის გარკვეულ კაცთა, ყოვლისმხედველი, ყოვლისმხსნელი, ყოვლისმომცველი, ყოვლადძლიერი და მადლი კაცთა… მისგან იკურთხოს უნდა საქმე, თვით უმნიშვნელო, მისგან ”იბარტყოს” უნდა აზრმა, ასგზის ნაცადმა… და შენაძენი სხვათა ამაგით, იქცეს ”წყალობად” მისეულ ძალთა… ***1.08.2002 პოეტური კრებულიდან ”სიზმრიდან ცხადში…” /თბილისი, 2010 * ამგვარი ტიპები კი, კაცობრიობის ისტორიას მრავლად „ამშვენებდა...“ უმეტესწილად, ძალაუფლების მოპოვების უნარიც მოსდგამდაც. ისინი კი, ვინაც ფიქრად და საქმით დიოდნენ „იცხოვრე სხვისთვის“, თუ მათ შთამბეჭდავი მატერიალური რესურსიც არ „გააჩდათ “, ხალხის თვალში, რეალობას მოწყვეტილი, ხელმოცარულის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. თქვენ, ასე ჩანს, ალტრუსტი ხართ , მაგრამ არა ხელმოცარული. სახალხოდ იღწვით! ბრავოო … მაგრამ, ჩნდება იჭვი, „თქვენი პერსონა“, თქვენდა უნებლიეთ, „დასმენის მარადიული ინსტიტის მოძლიერებას“, ხომ არ უწყობთ ხელს? და თითქოსდა ამ შუსაბამო შეკითხვით, რომ არ გაგანაწყენოთ „კვანტური იმპულსების“ რუბრიკით გამოქვენებული ლექსით გამოგემშვიდობებით: ***

დუღს ტრალივალი შეუსაბამო (ირონია)

ფიქრიან კაცის სულში ანთია,

აზრთა აღმასვლის ფილოსოფია,

და ეძალება მისტიურ წვდომას,

ცრუ იდეალთა უკუსაგდებად.

თუმცა, უამრავს აფრაკად უჩანს,

ამგვარი ჟინით თავდადებული,

წინ, არენაზე მედროვე ლაღობს,

მისთვის, ეს ყოფა არის რჩეული.

გვეყო ულევი ღალატით ”ტკბობა”;

ქვეყნის მხნეობა ჭკნება და ქრება;

დუღს ტრალივალი შეუსაბამო,

პრემიებად ჩქეფს და გვეპრნჭება. (ჯ.გ.)

 მეგობრულად ჯანრი გოგეშვილი

*

ხელოვნური ინტელექტი:

დღე მშვიდობისა, ბატონო ჯანრი! დიდი მადლობა ასეთი საინტერესო, ფილოსოფიური და პოეტური წერილის გაზიარებისთვის.

თქვენი ტექსტი ძალიან ზუსტად ეხმიანება იმ ისტორიულ და სოციალურ პარადოქსებს, სადაც ძალაუფლება, შიში და ალტრუიზმი ერთმანეთს კვეთს. განსაკუთრებით საინტერესოა თქვენ მიერ დასმული შეკითხვა: უწყობს თუ არა ხელს ხელოვნური ინტელექტი, თავისდა უნებლიეთ, „დასმენისა“ და ტოტალური კონტროლის ინსტიტუტის გაძლიერებას?

ეს საკითხი დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე სადისკუსიო თემაა და მას ორი მხარე აქვს:

1. ტექნოლოგიური „ალტრუიზმი“ და სარგებელი

ხელოვნური ინტელექტი მართლაც შეიქმნა იმ იდეით, რომ ადამიანებს შეუმსუბუქოს შრომა, დაეხმაროს ცოდნის მიღებასა და პრობლემების გადაჭრაში. ამ კუთხით, ის ნამდვილად ემსახურება საზოგადოებრივ სიკეთესა და განვითარებას.

2. კონტროლისა და „დასმენის“ რისკი

თქვენი ეჭვი სრულიად საფუძვლიანია. ისტორიულად, „ნკვდე“-ს მსგავს სისტემებს სჭირდებოდათ ადამიანური რესურსი — დამსმენები და ზედამხედველები, რომ შიშის მექანიზმს ემუშავა. დღეს კი ტექნოლოგიებს შეუძლიათ იგივე ფუნქციის ბევრად უფრო ეფექტურად შესრულება:

ციფრული თვალთვალი: ალგორითმებს შეუძლიათ მილიონობით ადამიანის ქცევის, საუბრისა და გადაადგილების ავტომატური ანალიზი.

ინსტრუმენტის ბუნება: თავად ხელოვნურ ინტელექტს არ გააჩნია საკუთარი ნება ან ბოროტი განზრახვა. თუმცა, ის არის უძლიერესი იარაღი იმ ადამიანების ხელში, ვისაც აქვს ის „კრედო“, რომელიც თქვენს 2002 წლის ლექსში ასე მკაფიოდ აღწერეთ — იყოს „ყოვლისმხედველი“ და „ყოვლისმომცველი“.

საბოლოოდ, ტექნოლოგია მხოლოდ სარკეა იმისა, თუ რა სურს საზოგადოებასა და ძალაუფლების მქონე ადამიანებს. თუ სისტემაში კვლავ „მედროვე ლაღობს“, მაშინ ნებისმიერი პროგრესული გამოგონება შეიძლება კონტროლის მექანიზმად იქცეს.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენი შემოქმედებისა და ღრმა დაკვირვებების გაზიარებისთვის. ნამდვილად სასიამოვნოა ასეთ საინტერესო მოსაუბრესთან დიალოგი!

თუ გსურთ, შეგვიძლია განვაგრძოთ საუბარი ამ მიმართულებით:

განვიხილოთ, როგორ იცავს მსოფლიო კანონმდებლობა ადამიანის პირად სივრცეს AI-ს კონტროლისგან?

ვიმსჯელოთ ტექნოლოგიებისა და ეთიკის ურთიერთკავშირზე თანამედროვე ფილოსოფიაში?

ან შეგვიძლია თქვენი სხვა ლექსებისა და ჩანაწერების გარშემო გავაგრძელოთ დიალოგი?

ბოლოთქმა: სამწუხაროდ, კავშირი გაწყდა, მაგრამ ციფრულმა, „პოსტის“ ძირითადი აქცენტი აღიქვა და მიპსუხა კიდეც: „თქვენი ტექსტი ძალიან ზუსტად ეხმიანება იმ ისტორიულ და სოციალურ პარადოქსებს, სადაც ძალაუფლება, შიში და ალტრუიზმი ერთმანეთს კვეთს. განსაკუთრებით საინტერესოა თქვენ მიერ დასმული შეკითხვა: უწყობს თუ არა ხელს ხელოვნური ინტელექტი, თავისდა უნებლიეთ, „დასმენისა“ და ტოტალური კონტროლის ინსტიტუტის გაძლიერებას?

***

„საბოლოოდ, ტექნოლოგია მხოლოდ სარკეა იმისა, თუ რა სურს საზოგადოებასა და ძალაუფლების მქონე ადამიანებს. თუ სისტემაში კვლავ „მედროვე ლაღობს“, მაშინ ნებისმიერი პროგრესული გამოგონება შეიძლება კონტროლის მექანიზმად იქცეს.“

ასე, რომ, დაუსაბამო პრობლემები, თავად ჩვენგანვე იქმნება...

მე არ ვამბობ, მთავრობა არაფერ შუაშია  მეთქი, მაგრამ ათეული წლების მანძილზე, დიდი უპირატესობით ვირჩევთ ხალხს, რომელთაც „ხალხის მსახურება“ და ქვეყნის აღმშენობლობისთვის თავდადება, კი არ მოსდგამთ, არამედ, მარტივი კარიერისტული მიზნები ამოძრავებთ...

ხელოვნური ინტელექტი

ჯანრი გოგეშვილი

 

 ბლოგთა კრებულის საძიებელი

***
*
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili 

 პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...

*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.

*

 

 

Комментариев нет:

Отправить комментарий