იცოხნის თვის ხვედრს _„ადამიანი-მასა...“
როცა კაცობრიობის მომავალი, ყოველ წამს, შესაძლოა, „კაცუნების“ ბაქიბუქური, რიტორიკის მსვერპლი აღმოჩდეს, პროგრესი, რაც შეიძლება, სწრაფი ტემპით იმ მხრივ უნდა განვითარდეს.რომ ბიოტექნოლოგიურ ინტელექტუალებს, მიეცეთ კანონიერი უფლება, კოსმოსიდან უთვალთვალონ და ლაზერული ზემოქმედებით, ან სხვა იდუმალ ტალღაზე მოქმედი ბგერითი თერაპიის საშუალებით, პროფილაქტიკა ჩაუტარონ, ამა თუ იმ ქვეყნის დიქტატორს, მასთან „შეამხანაგებულს“ ან უცაბედად, ძალაუფლების სათავეებთან მობჟოტიალე „კაცუნებს“.
“ეს კაცი, ისევ ფანტაზიორობს?!“-ჩაიცინებს რეტროგრადი.
ორი ათეულ წლის წინათ, ბევრ ისეთ ტექნოლოგიურ მიღწევებზე, რომლითაც დღეს კაცობრიობა „ხარობს“, ყოველდღიური მოხმარების „ასპარეზად“ გვექცა, ამგვარ „ფაქტებს“, ახლო წარსულში, რუბრიკაში „კვანტური იმპულსები“ პოეტური სტრიქონებითაც კი შევეხმიანე:
მწველ სამყაროში
ზოგი ახერხებს ყოველის განსჯას,
ჩემულობს იყოს სწავლული, ქველი,
იოლად აფრქვევს აწაპნილ ფრაზებს,
ცოდნას ვცემ პატივს და არა ქადილს…
აფრთხობს რეტროგრადს ევოლუცია;
თუმცა, ქე იხმარს მობილურს, ფლეშკას...
იცოხნის თვის ხვედრს ადამიანი-მასა,
არარას, ფერს სძენს რჩეულთა სწრაფვა.
(ჯ.გ.)
და აქვე_
პროგრესი, აბა, რის პროგრესია!
/ხელოვნურ ინტელქტს/
რაღამც იწვნია ,„ფიქრისა“ გემო,
მდუმარებაში, ვეღარ ჩაკვდება;
სულ რომ აკრძალონ,_ თაობის გენში,
გენეტიკურად სევდად ჩარჩება!
სევდა, რაცაა, თავადაც იცით,
უცებ იფეთქებს, აყვავილდება!
პროგრესი, აბა, რის პროგრესია,
თუ არ იწვნია ფერისცვალებაც!
ჯ.გ.
***
ისევ, ტექნოლოგიური პროგრესისკენ სწრაფვას უნდა მივეძალოთ, თორემ ადამიანთა მიერ შექმნილი ყოველი საზოგადოება დღემდე, „რისკების“ შემცველი გამოდგა.
განგებისგან შესახელებული რჩეული ინდივიდების სწრაფვა, იქთკენაა მიმართული დააჩქარონ კაცობრიობის პროგრესი,
აი, უახლესი ინფორმაცია; „თანამედროვე მედიცინასა და ბიოლოგიაში სამეცნიერო მონაცემების მოცულობა ყოველდღიურად გეომეტრიული პროგრესიით იზრდება.
*
„კვლევის ავტორებმა (K. F. Roberts, Z. B. Abrams, L. Cappelletti, M. Moqri და სხვები) შექმნეს და წარადგინეს ახალი თაობის ხელოვნური ინტელექტის სისტემა, რომელიც არა უბრალოდ საძიებო ან ტექსტის დამამუშავებელი ინსტრუმენტი, არამედ მეცნიერთა სრულფასოვანი პარტნიორია.
რას ნიშნავს „აგენტური AI თანამკვლევარი“?
ტრადიციული AI მოდელებისგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ მომხმარებლის კონკრეტულ კითხვებზე პასუხობენ, აგენტური ხელოვნური ინტელექტი (Agentic AI) დამოუკიდებლად გეგმავს სამუშაო პროცესს, სვამს კვლევით კითხვებს, ამოწმებს ვარაუდებს და აანალიზებს შედეგებს.
ახალი მოდელი აერთიანებს მრავალსაფეხურიან ლოგიკურ მსჯელობასა და სამედიცინო მონაცემთა ბაზებთან წვდომას, რაც მას საშუალებას აძლევს:
მოახდინოს სამეცნიერო ლიტერატურის სინთეზი: სისტემა სწრაფად აანალიზებს ათასობით კვლევას და პოულობს ისეთ კავშირებს, რომლებიც შესაძლოა ადამიანის თვალს გამოჰპარვოდა.
შეიმუშაოს ახალი ჰიპოთეზები: არსებულ კლინიკურ და ბიოლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით, AI აყალიბებს მეცნიერულად დასაბუთებულ ვარაუდებს ახალი სამკურნალო მიზნების ან ბიომარკერების შესახებ.
დაგეგმოს კვლევის ეტაპები: თანამკვლევარი ეხმარება მეცნიერებს ექსპერიმენტებისა და კლინიკური კვლევების დიზაინის ოპტიმიზაციაში.“
**
მსგავსი ტექნოლოგიები შეეშველება, ჩვენს მიერ პროგნოზირებად „ფერისცალებასაც“.
რადგან, ზოგს, არასახარბიელო გარემოში უწევს ჩანაფიქრის „დაფრთიანება“, ზოგიც დროს, მეტისმეტად უსწრებს; ზოგსაც, მასასთან, „განსხეულებული“ ბიუროკრატია ჯაბნის, მასა კი მასაა; „იცოხნის თვის ხვედრს ადამიანი-მასა...“
და უახლესი ტექნოლოგიების მიერ დანერგილმა შესაბამისმა სუბსტანციებმა, უნდა განახორციელონ მსოფლიო არენაზე ,რომელსამეე არეალში „ადამიანი-მასის“ მიერ უპირობოდ მიჩნეული ხვედრის ცოხნისას, „წამოჩიტული“ დიქტატურის პროფილაქტიკური პროცესები, თანაც „ზეციდან...“
ჯ. გ.
****
*გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili
პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...
*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.
ცნობისთვის_”ხატოვან აღქმათა ობსერვატორიის” დღიურებიდან /არქეოლოგიური ხედვები დრო-სივრცის ლაბირინთებში /იუმორნარევი ესსე/
Комментариев нет:
Отправить комментарий