Translate

воскресенье, 9 мая 2021 г.

სისხლიან ბრძოლის ველზედა... / დავით ბაჯიაშვილი

 

***

მიზანი და მისწრაფება

არ დატოვოს კაცმა გულზე,

თორემ იგი მწარე არის,

მწარე არის ყველა წყლულზე.

ამ მარტივ, სადა სტროფს, ნაკითხობით გათამამებულმა მკითხველმა, შესაძლოა,თვალი ზერელედ გადაავლოს, მაგრამ

უჩუმრად გაჰყვება მასში ჩადებული, დრამატიზმით მოცული შეგონების სიღრმისეული განცდა…

როცა ჩემამდე, მეორე მსოფლიო ომში დაღუპული 22 წლის პოეტის დავით ბაჯიაშვილის   ხელნაწერებმა მოაღწიეს, ვიგრძენი, ტექსტებში ავტორის მიერ ჩაქსოვილი მძაფრი სურვილის, აღსრულება მე უნდა მეტვირთა; გაცრეცილ, ფრონტისეულ ორომტრიალგამოვლილ ფურცლებზე,  ჩაკარგული, ალაგ-ალაგ გადღაბნილი, ტექსტები, საგულდაგულოდ უნდა ამომეკითხა და ავტორის მიერ შეგულებულ მკითხველებამდე პოეტური კრებულის სახით წარმედგინა.

დავით ბაჯიაშვილის შემოქმედება ბიბლიოთეკებში გავრცელდა, მის მშობლიურ სოფელში, ხსოვნის საღამოც გაიმართა. გაზეთ ”ლიტერატურულ საქართველოში” კი, ცნობილ ლიტერატორ ზაალ ბოტკოველის მიერ შინაარსიანად ასახული რეცენზიაც გამოქვეყნდა.

...და ერთიც,რამდენიმე წლის უკან, დავითის ძმისშვილმა, პოეტმა და პროზაიკოსმა ცირა გოგეშვილმა (ბაჯიაშვილი) წიგნის ოცდაათამდე ეგზემპლარი 9 მაისს, ვაკის პარკში ვეტერანთა შეხვედრაზე დასარიგებლად წაიღო, მაგრამ შკრებაზე ვერ მოხვდა, თუმც, ვეტერანებმაც ვერ შეაღწიეს ფაშიზმზე გამარჯვების თარიღთან სიმბოლურად დაკავშირებულ უცნობი ჯარისკაცის საფლავთან… ცირამ პარკის შესასვლელთნ ჩამწკრივებულ პოლიციელების ყურადღე
ბა, ომში დაღუპული პოეტი ბიძის შესახებ
გაკეთებული საინფორმაციო სახის განცხადებით  მიიპყრო და საჩუქრად წიგნები გადასცა.

სამმართალდამცველებმა გულთბილი ინტერესი გამოავლინეს…

ჯ.გ.




 ***

ხატოვანი მოტივაციების კვალობაზე _ ამ ღირსეშანიშნავი წიგნს მოხმობაც შესაფერის განცდებს აღვიგძრავს…

*

*

*

*

*

*

***
*
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili 

***

понедельник, 22 марта 2021 г.

24/ 2021 _ ძირს, ჭრელი სერჟანტების დიქტატი! _ ”ვაშინერსი”

24/ 2021 ძირს, ჭრელი სერჟანტების დიქტატი! _ ”ვაშინერსი” 

/შეეშვით მაგ კაცს _ აკი, ალეგორიულად გაგვიმხილა _ გავბეზრდი ამდენი ოინბაზობით, ღირსეულ მემკვიდრეობას გიტოვებთ და წავედიო… ჰოდა, ევოლუციის მომლოდინეთაც მართებთ განწყობის გადახალისება, ანუ: ძირს, ჭრელი სერჟანტების დიქტატი! სერჟანტის ”ჩინი”. იქითა მხარემ, რომ არ ითაკილოს, ფრიად მნიშვნელოვან ისტორიულ ფაქტს მოვიხმობ: პირველი მსოფლიო ომის დროს, ბავარიული პოლკის ეფრეიტორი შიკლგრუბერი, მომავალი ადოლფ ჰიტლერი გახლდათ… მაგრამ, კაი ”სკოლა” გვაქვს გავლილი და არც განცდილი ტკივილია მივიწყებული… ვითარება, კოალიციური მთავრობის შექმნის აუცილებლობას გვთავაზობს, ხელოვნურად, ნუღა აჭიანურებთ… სიხარბით გამამაცებული უთავბოლობით, ნუღა გადავიჩეხებით… ჰოდა, სახალისოდ და შესამხნევებლად _ ძირს, ჭრელი სერჟანტების დიქტატი! 

* ორატორი კი ამაყობდა… 1975 წელი 
”ორტორი კი ამაყობდა…” _ აბა, რას ვიფიქრებდი, თუ ”კომუნისტური რეჟიმის” გასაკილად დაწერილი ეს ლექსი, დღევანდელ ჩვენს ყოფას, ასე, ”პირნათლად” მიესადაგებოდა… 
*** ორატორი კი ამაყობდა… სიზმრებს კრძალავდნენ… სცენის სიღრმეში დაშვებული ნათლის სვეტი ჯვარედინად გადაეხაზათ… ორატორი კი ამაყობდა, ჩვენ უსიზმრობის გვექნება წელი! _ ჩუმი სიცილით გალეშილს ჰგავდა… სმენადახშული, თვალდათხრილი სიცოცხლე თვლემდა ვრცელ დარბაზში, და თავისთავად იქნევდა ხელებს… ღიმმოჭედილი ნიღბების ქვეშე, ცნობიერების ბერწ საშოში მსუნაგი კუჭი განაბულიყო… ორატორი კი ამაყობდა: ჩვენ უსიზმრობის გვექნება წელი! _ ჩუმი სიცილით გალეშილს ჰგავდა… 21.10.1975 პოეტური კრებულიდან ”სიზმრიდან ცხადში…” /თბილისი _ 2010 
*** სააზროვნო აპარატის ახირება… 
ჩვენ, არ შეგვიძლია ბევრი რამის სრულფასოვნად გაგება და შეგრძნება, მაგრამ, მტკიცებულების პირობაზე, სურვილისამებრ ვიყენებთ ხოლმე. ეგ, ჩვენი სააზროვნო აპარატის ჩვეული ახირებაა… მაგრამ, თანამედროვე ქართული პოლიტიკის მესვეურთაგან, კოლეგიალური მმართველობის იგნორირება, უკვე მერამდენედ, არაპროფესიონალ აქტივისტთა ”მოვარდნის” მიზეზი გახდება. …ილიასეული _ გონიერ და პირიან კაცთა ერთობა _ შეიძლება ვერ მოხერხდეს, მაგრამ საკუთარ ”მომავალს”, რომ ხაფანგს უგებთ, როგორმე ინტუიციით, მაინც უნდა იგრძნოთ… * 
”ვიწყებთ ეროვნულ მოძრაობას!!!” _
გაისმის შეძახილები, პოლიტიკურ ძალთა _ მორიგი დაპირისპირების ფონზე _აბა აქამდე, რა ცოდვაში ვტრიალებდით _ დემოკრატიის დამკვიდრებაზე რატრატი პერპეტუმობილედ, რომ ვაქციეთ?! * საქართველოში ეგრეთ წოდებული ”ეროვნული თანხმობის” მიღწევა პერმანენტულ იდეა-ქმედებად იქცა. ამგვარი შინაარსის განცხადებები, უმეტესად პოლიტიკურ კრიზისებს, ანუ სამართლიანობის აღდგენის მორიგ ფსიქოტალღას ემთხვევა; ვითარდება შოუების ფონზე და ამა თუ იმ კოლორიტული კლანის, ამა თუ იმ ბანკირისა თუ ბიზნესმენთა აღმავლობით გრძელდება. მორიგ ”სენსიტიურ” გადაფურჩქვნა-გადმოფურჩქვაში, კონსტიტუციაში ’შენიღბული” ტერმინი _ "სოციალური სახელმწიფო" _ ისევ ტერმინად რჩება. და დღეს ”ეროვნული თანხმობის” უპირველესი მიზანი, ამ პირობის განხორციელება უნდა გახდეს, ანუ როგორც თავის დროზე გერმანელებმა კონსტიტუციაში ჩაწერეს; "საკუთრება ავალდებულებს, მისი გამოყენება, იმავდროულად, საზოგადოებრივ სიკეთეს უნდა ემსახუროს." ისე კი, ზოგადად, სამართლიანობის აღდგენის მოტივით, ჩვენთან უამრავი დემონსტრაცია გამართულა; და პატრიოტიზმით მოტივირებულმა ”გულუბრყვილოებმაც” უამრავი წელი _გადადექი, გადადექისა თუ გაუ-გაუს ძახილში _ გავატარეთ… *ჯანრი გოგეშვილის ”ბლოგიდან” _პარლამენტის შენობისკენ, პარლამეტთან, ტელევიზიისკენ, და ისევ პარლამენტისკენ... (ფოტოები გადაღებულია ავტორის მიერ...) ხუთშაბათი, 9 აპრილი, 2009 წელი. \/ 
 * 
”აჰო-ია” /იუმორესკა/
რეიმონდ „რეი“ კურცვაილი ამერიკელი მეცნიერი, გამომგონებელი, ფუტურისტი, გუგლის „ინჟინერიის დირექტორი“ (რეი ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების მრჩეველიცაა…) მისი პროგნოზები სცდება ფანტასტიკის ჟანრსა თუ კონსპირაციის თეორიებს, თუმცა, 86-პროცენტიანი სიზუსტით მართლდება. გარკვეული ხნის წინათ, ისიც იწინასწრმეტყველა, რომ მომავალში, უახლესი ტექნოლოგიების მეშვეობით საკვებს ჰაერისგან (”ჰაერი — დედამიწის ატმოსფეროს შემადგენელი აირების, ძირითადად აზოტისა და ჟანგბადის, ბუნებრივი ნარევი”) დაამზადებენ… მაგრამ ჰაერის ნაკლებობა, რომ არ განვითერდეს, და სასიცოცხლო გარემოს, არ ვავნოთ, უმჯობესია, მეცნიერებმა ”ყბედობის” ტექნოლოგიურ ათვისებაზე იფიქრონ… ამ ”პროდუუქცით” ხომ პირდაპირ გადავსებულია ”პირდაპირი ეთერი”… ყოველი მორიგი ხელისუფალი აღორძინებას გვპირდება… დაპირებები _ ჩქეფს და ჩქეფს… და თუ მსგავსი ტექნოლოგიების დანერგვა მოხეხდა, ავშენდით და ეგაა… გამართლდება ”აჰო-იას” გრანდიოზული პროექტი… ერთი, მაგიდის თავში დადგება, მეორე _ბოლოში. პიкველი შემოსძახებს ”აჰოს”, მეორე შეაგებებს ”იას” და აივსება სუფრა სანუკვარი კერძებით… ასეთი ჩანაფიქრი ჰქონდა კომუნისტების დროს ”ფსიქიატრიულიდან” გამოსულ ამბერკის… კეთილი კაცი იყო… და საჭმელ-სასმელზე დარდიც აღარ გვექნება. დადგება ორი კაცი გრძელი მაგიდის აქეთ-იქეთ… და ”აჰო-იას!” გადაძახილში ვინეტარებთო… რა ვიცი, ყველა უცნაურობა გამართლდა და ეს რატომ იქნება სხვაზე ნაკლები?! ჰო, სხავათაშორის _დროა, საზოგადოდ მივიწყებელი ცნების განმარტებაც გავიხსენოთ: სოფიზმი \/ ფორმალურად სწორი, მაგრამ არსებითად მცდარი დასკვნა, რომელიც ემყარება ცნებათა ორაზროვნებას, ამოსავალ დებულებათა განზრახ უმართებულოდ შერჩევას და სხვ. (უცხო სიტყვათა ლექსიკონი) P.S. ჰოდა, ამ მხრივ, მართლაც მაგარი კადრები გვყავს… მრავალგზის ”ნაწრთობი” ბიუროკრატია _ იღვრება და იღვრება ”ცრუსიბრძნე ” ... მინაწრი და რადგან ”მსუნაგი” კუჭის ვნებათა დაკმაყოფილებაზეა საუბარი… და თუ მსგავსი საოცრების განხორციელება ხდება შესაძლებელი, რატომ არ შეიძლება ლაყბობიდან, ანუ ამ გაუთავებელი ყბედობიდან, რაც საკუთრივ ჩვენი და მსოფლიო მედიასივრციდან ნიაღვარდება, სრულიად შესაძლებელია, უახლესი ტექნოლოგიების საშვალებით გავფილტროთ, ღვარძლისგან, ქარაფშუტული გამოხდომებისგან გავწმინდოთ და მათში ჩადებული ენერგია, საკვების , რომელიმე სასარგებლო დანამატად გარდაქვმნათ… 
* 
 ”ვაშინერსი

”ვაშინერსი” ნიშნავს აკრძალულს, რისი ხსენება, გაკეთება თუ შესრულება არ შეიძლება… ფრიად საგულისხმოა და გასათვალისწინებელია მეგრული გამჭრიახობა და წინდახედულობა… განსაკუთრებით ახლა, როცა ამდენი სალანძღავი სიტყვა მოედინება ქვეყანასა და ხალხზე ”გულაჩუყებული” აქტივისტებიდან… როცა, ხელისუფალს ცნება ”შიმშილის” წარამარა დაფიქსირება აღიზიანებს… და მავანთ ცხოვრება, რომ არ გაურთულოთ იქნებ, ამგვარი ქარაგმულობა დავნერგოთ, ანუ ”გადამძღარი ღორები” გურმანებად მოვიხსენიოთ… უამრავი, არაემოციური სიტყვებით შეიძლება ჩვენი გასაჭირის გამოხატვა (ისე, ცნობისთვის: ინდიურ ეპოსში შიმშილი _ ბაკდევინს ნიშნავს; კენებაკი _ გველს…) ყველა დროის ბიუჯეტზე მიბმული ბიუროკრატთა ქორო გამუდმებით გულმოდგინედ აფერადებს დუხჭირ ცხოვრებას და წამდაუწუმ მთავარი მყვლეფავების ნამოქნედარს ამართლებს… ვირეშმაკობაში განსწავლულებმა, არ უნდა შეიცნონ, რომ ზოგჯერ ”შერისხული” ოპოზიციის, გარკვეული ნაწილი, წრფელად ესწრაფვის ქვეყნის მსახურებას, და მეჩეჩზე გახიდული ქვეყნის, ხიფათიდან დამხსნელები, დიდის ალბათობით, შესაძლოა, სწორედ მათ რიგებიდან დაწინაურდნენ… ასე, რომ ”კოალიციური მთავრობის” შექმნის დროა… * ჯ.გ. 
 ****
 © გახსოვდეთ!..
საავტორო უფლება

 * 
”ხატოვან აღქმათა ობსერვატორია” ¬/ «Обсерватория образных восприятий» / ¬ “Observatory of figurative perceptions “/მეცნიერთა, მწერალთა და ხელოვანთა ასოციაცია ¬/ Ассоциация учёных, писателей и художников// Association of Scientists, Writers and Artists ¬/
*
***
*
*
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili


четверг, 7 января 2021 г.

სააზროვნო უნარის გადამოწმება… (შეხალისება)

 .. საზოგადოება, ხანდაზმულთა მიმართ დაუნდობელი გახდაკი, ბევრი აქტივისტი ჰუმანისტი, იღვრება ემოციებად, რომ ზოგადად, ხანშიშესულთა მიმართ, თანაგრძნობით და გაგებით უნდა ვიყოთ გამსჭვალულნი, მაგრამ, სინამდვილეში ასაკოვანების მიმართ ემპათია კლებულობს, აშკარაა, რომ მათ თავად ხანდაზმულობის გამო, პატივს აღარ მიაგებენ. ის კი არა, ზოგს, არათუ, შემთხვევით გადაყრილ აღრენილ პირისგან, არამედ, ვითომდაც მოსიყვარულე ახლობელთაგანრგებიათ”: შენ, სულ მთლად გამოშტერდი; ხომ ხედავ სიბერისგან სკლეროზი გჭირს; შეიგნე, ვეღარ ქაჩავ, ტვინში ნეირონები შემოგაკლდა… ეს იმიტომ, რომ დიდი ხნის მანძილზე, სამედიცინო კვლევების საფუძველზებოგინობდადასკვნა, თითქოსდა, ასაკის მატებასთან ერთად, ადამიანის ტვინი ნეიროგენეზის უნარს კარგავს

როგორც იტყვიან, ”ნურას უკაცრავად!”, ბოლო კვლევებმა ნათლად აჩვენა, ახალი ნეირონების წარმოება 90 წლის ასაკშიც კი მიმდინარეობს, თუმცა, ეს პროცესი, გარკვეულ შემთხვევებში პიროვნების გარდაცვალებამდე გრძელდებაგააჩნია ვის რა გენეტიკური მონაცემები და ვის რა ცხოვრების წესი გააჩნია

ოფიციალურად, კი მეცნიერთა მიერ, ამგვარი განცხადება გაკეთდა: "ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ჰიპოკამპის დაკბილულ ხვეულში ჩამოუყალიბებელი ნეირონების პოპულაცია 90 წლის ასაკშიც კი არსებობს".

სურათზე ეს დაკბილული ხვეული მიმზიდველად გამოიყურება. ჰოდა, ნუ დაიზარებთ, ვინაც აზროვნების ამაღლებისკენ იაწრაფვით, ერთხელ მაინც შეავლეთ მზერა, ანუ, ფიქრში დაიმეგობრეთ, იგულეთ, რომ საკუთარ თავის ქალაში, ”ჰიპოკამპის დაკბილულ ხვეულშიგყავთ მოყვასი და შემწეოღონდ, უმთავრესი ჯანსაღი ჩვევების მოძლიერება არ მიივიწყოთტვინის აქტივობა და მანევრირება, შინაგან ძალისხმევას ითხოვს. პოზიტიური ემოციები, ფიქრები და ქმედებანიტვინის სიხშირის” (რიტმის) ჰარმონიზაციას უზრუნველჰყოფს

არადა, ამ პანდემიის დროს, ვითომდაც, ჩვენზე ზრუნვის საბაბით განსაკუთრებითაგვითვალისწუნეს”, ასაკოვანები, ხანდაზმულები, მოხუცები ნუ ითამამებენო… გამიზნულად თუ სიბრიყვით, ტელეეკრანებიდან დაჟინებით იმეორებენ დაავადებისა თუ სიკვდილის ქრონიკებსდამთგუნველი შიშის სუნი დაძრწის გარშემო და ისედაც გაუბედურებულ ყოფაში, სიხალისის უნარს გიჩლუნგებს

ჰო, კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენო, საბურთალოზე, ასე ათიოდე წლის წინათ, რომელიღაცუბნის ექიმთანმოვხდი. მეუღლეც თან მახლდა. ”გამსინჯა”, რაღაცეები ფურცელზე მიინიშნა და მერე წამლების გამოწერას შეუდგა. რას მიწერთ? დავინტერესდი. წნევის წამალსო  არა, ზედმეტად წამლის მიღებას ვერიდები, ხალისიანად მივუგეშენს ასაკში, ეს აუცილებელიაო (მაშინ, 65 წლისა გახდით).  გმადლობთ, ისედაც იოლად გავალ, ჩემი წამალი დილით წავარჯიშებაა წინაკოტრიალი და ბეჭყირა მეთქი… 

 ჰოდა, ტვინში, რომ გაგჭედავს მერეც იხტუნავეოთვალები აემღვრა, ალბათ, იმაზე წამოენთო რეცეპტების გამოწერა, რომ ვერ შეძლოგამოაწერინო, თავს რატომ აწყევლინებომიჩურჩულა მეუღლემ, მაგრამ მე ისევ ვიღიმებოდი, გმადლობთ მზრუნველობისთვის და ჯანმრთელად მეყოლეთთავი დავუქნიე დამართალია, მერე, მისი ჯანმრთელობის ამბავის, მოკითხვის საშუალება, მერე არ მომეცა, მაგრამ მე მას მერე ათი წელი, ისე განვლე, .. ”წნევაღვთის წყალობით ნამდვილად არმიტევს”.

ჰო ქალბატონი, ჩემზე ბევრად ახალგაზრდა გახლდათ, არცთუ ურიგო გარეგნობის, მაგრამ აბურდულ თმასა და აჩაჩულ ჩაცმულობაზე ეტყობოდა,  თავის მოვლა ეზარებოდა… ჰო, ზოგი, ამგვარი აგრესიით, საკუთარ მეს ამკვიდრებს… მაგრამ, ბევრად სარისკოა, როცა პიროვნება საკუთარ თავს, ვერ მორევია… ანუ თავად არიან უსიამოდ აკვიატებული აზრების ტყვეობაში და მათი დაშოშმონებას ვერ ახერხებენ…

დაეუფლეთ ჰარმონიულად განვითარების ხელოვნებას! _მსგავს თემებზე, უამრავ მოწოდებას და ”რეცეპტურას” წააწყდებით მასმედიაში…

ისე, პატივცემულ მკითხველს გავუმხელ, რომ არავის დამოძღვრებას არ ვაპირებ… უბრალოდ, საკუთარი სააზროვნო უნარის გადამოწმებაში ვვარჯიშობპერსპექტივაში კი, მოსალოდნელია, მომავალში ნატურმოაზროვნეთა ჩანაწერები, ვირტუალური სამყაროსგან დეგრადირებული თაობის გონების საამქვეყნოდ მობრუნებისთვის გამოიყენონ

_ნუთუ, შესაძლოა, აქამდე დავიდეთ?!

_თუ ასე გაგრძელდა და პროფილაქტური ზომები არ იქნა მიღებული

 ინტელექტი (ლათინურიდან intellectus — განსჯა, გაგება, შეცნობა) ხშირად გამოყენებადი სიტყვაა, და იშვიათად იპოვით ადამიანს, რომელმაც მისი არსი, შინაარსი არ იცის…” მაგრამ, ამას ასე დამაჯერებლად, ძველად ამბობდნენ, ახლა კიმაინცადამაინც აღარ ფასობს, ფლობს თუ არა პიროვნება აზროვნების მრავალფეროვან თვისებებსა და ხერხებსუახლოესი ტექნოლოგიები რიგ ყოფით საკითხებზე  მზა პასუხებს იძლევიან.

ვაშაა!!! კიდევ ერთი ახალი მოდელის აიფონის პრეზენტაცია შედგება… _ ახალგაზრდა თაობათა ჩვეულ აღტყინებად იქცა… თუმცა, ზოგი ძველგაზრდა და თავად სასულიერო პირებიც ხარობენ მსგავსი შენაძენებით. არა, არც არვის განვიკითხავ… ეს დროის ფაქტორია… მაგრამ მისი ”ჭკვიანი ფუნქციები” მათზე ბრმად მინდობილ თაობას, მიჯაჭვულობას უჩენს. და ბევრ მოზარდს, უკვე არ შეუძლია დამოუკიდებლად გამართული შეკითხვის დასმა…

ამგვარ პროგრესს ვეღარ შეაჩერებ, ოღონდ, ყოველივე აახლოებს პროცესს, რამაც, შესაძლებელია ”ჰომოსაპიენსი” სამუზეუმო ექსპონატად აქციოს… თავდაპირველად კი მასში სტერეოტიპული აზროვნება გაბატონდება.

ინფორმირებულნი”, ხშირად იმოძღვრებიან თუ ქვეყნის წინსვლა გინდათ, განავითარეთ კრეატიულობა, წარმოსახვითი მრავალფეროვნება, ინიციატივა, ლიდერული თვისებები და ისწავლეთ პროცესების მართვაო… (ისე შეგახსენებთ _ უცხვირპიროთა ან რეგვენთა ლიდერობა, რომ ქვეყნისთვის დიდ საფრთხეს მოიცავს, მეტისმეტად შეინიშნება…) იმაზეც გვაფრთხილებენ, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, სტანდარტულიაიქუსმქონე ადამიანებს, რომლებიც პატიოსნად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას თვითგადარჩენა გაუჭირდება. ზოგნი გვაიმედებს, ამ მხრივ საფრთხე გაზვიადებულია, რადგან რობოტებს არ გააჩნიათ ხატოვანი აზროვნება, შემეცნება, ინტუიცია და სხვა ნატიფი, მხოლოდ ადამიანური  ბუნებისთვის დამახასიათებელი შეგრძნებანიო, თუმც, ჩვეული მოკვდავი, ვერ განსაზღვრავს სამყაროს გონში, კიდევ რა რეზერვებია, ალტერნატულისაზროვნო მექანიზმისგანსავითარებლადმომავლის ზეგონსა, თუ უმაღლეს სააზროვნო ჭკვას, შესაძლოა, საერთოდ არ უღირდეს იმის გარკვევა და გაანალიზება თუ რას გრძნობს ადამიანი ამა თუ იმ ემოციური დატვირთვის დროს, და ახლა, ასე გაღმერთებული ცნებასიყვარული”, უკაცრავად საზოგადოებასთან, მაგრამფეხებზეც  ქე დაიკიდოს” (ღონდ, ვინმემ არ დამიწყოს კამათი, ”სუპერგონს”, ფეხები რაში დასჭირდებაო?!”).სიმართლე ისაა, რომ დღევანდელი მიხვედრილობით, გამჭრიახობით სავსე ადამიანი არაფრით ისურვებს, უსიყვარულოდ სიცოცხლესშესაძლოა, გარკვეულ, ვთქვათ პარალელურ სივრცეში, ამგვარი სიცოცხლეც ქე არსებობდეს, რომელიც, ჩვენდა ფარულად, ისე როგორც ჩვენი, ერთიანი სამყაროს ორგანული ნაწილია, რათა, ერთთავად ემოციური ტურბელანტობისგან განიტვირთოს

ჩვენს ყოფაში კი, შესამჩნევია, ადამიანები თავდაპირველად, გაცნობილი სუბიექტისაიქიუსარ იკვლევენაგერ, შესაძლოა, შეღერებულ ყმაწვილსა თუ ხანდაზმულ მამაკაცს ქალის ლამაზ მკერდზე შეუფრთხიალდეს მზერა ანმოდი მკერდზე შევჩერდეთ… ჰოდა, წამისმიერად შეუყვარდეს, იქმდე უცნობი არსება და იმგვარი მიჯაჭვულობა იგრძნოს, რომ მასთან გატარებული სიცოცხლის მანძილზე, თავად უცაბედად ”მოვლენილი” პიროვნების საზრიანობის ავკარგით, არც დაინტერესდესარ უნდა დაგვავიწყდეს, ადამიანს ახასიათებს, თვითგადარჩენისთვის თანდაყოლილი სხვა თვისებები: ინტუიცია, მოხერხებულობა, გაქნილობა და მაინდამანც მოვალე არაა, სხვისი თუ თავისი საქციელი გაანალიზოს, ზოგი წამითაც არ ჩაფიქრდებაბოლო ჟამს, შეინიშნება, რომ მასმედიიდან ინფორმირებულნი, ფიქრგაღარიბებულიპერსონები”, თავისებური მოხერხებულობის წყალობითალაგებენკულტურას, ანუ ახალგაზრდა თაობის დიდ ნაწილს, ინტერნეტში გვრცელებულ სახელოვნებო თუ ლიტერატურულ წარმოდგენებისდა მიხედვით, მათთვის მოსაწონ მიდრეკილებებით ტვირთავენდა რა გამოდის, ნაღდი ინტელექტუალის ნააზრევს, ნაღვაწს, სხვადასხვა ჯურის ყოყოჩები უწევენექსპლოტაციას”... ასე, რომ, რეალურად, ისინიც აყალიბებენ ამა თუ იმ თაობისგემოვნებას”.არადა, მათში ღვთისადმი მოწიწება ნაკლებად შეინიშნება.იმის მინიშნება მინდა, რომ ხანდაზმულთა მიმართ ახალგაზრდა თაობათა ამგვარ გაუცხოებაში, სხვათა .. ”თავისუფლებაში დაწინაურებულთემთა მიმართ  მიმბაძველობას უდევსლომისწილი.

აინშტაინს კი უთქვამს: ”მეცნიერება რელიგიის გარეშე არასრულფასოვანია, რელიგია კი მეცნიერების გარეშე ბრმაა…”

თუმც, ილია ჭავჭავაძემ 1896 წელს გაენათის მონასტერში გაბრიელ ეპისკოპოსის დასაფლავების დღეს, ჩვეული უშუალობით ხატოვნად გაგვიმხილა:

ამონარიდები მისი გამოსათხოვარი სიტყვიდან:

ქვეყანა, ბატონებო, სავსეა ხილულითა და არა-ხილულითა ადამიანის სულიერ და ხორციელ თვალისათვის. ერთის ბრძნისა არ იყოს, „ზოგი საგანია, რომ თუ არ დაინახე, ვერ ირწმუნებ, და ზოგი-კი იმისთანა, თუ არ ირწმუნე ვერ დაინახავ“. ...პირიქით, იგი სარწმუნოებას ამეცნიერებდა და მეცნიერებას ასარწმუნოებდა, თუ ასე ითქმის, და მთელი სიბრძნე მისი ამაშია გამოსახული. ...ეს იყო მისი სიმბოლო, ეს იყო მისი განათლებული რწმენა, ეს იყო მისი გამეცნიერებული სარწმუნოება და გასარწმუნოებული მეცნიერება, ეს იყო ის, რასაც სიბრძნეს ეძახიან და რის გარედ მსახურება თვისი მსახურებად არ მიაჩნდა, ღვაწლი - ღვაწლად, მადლი - მადლად, საქმე - საქმედ. არ არის არც ერთი მაგალითი, რომ სადმე და რაშიმე ესუსტნოს ამ რწმენისათვის, პირიქით, თვისი ხანგრძლივი სამსახური მარტო ამ რწმენას შესწირა და შეალია. კაცთათვის მსახურება მსახურებაა ღვთისაო, - ამას მარტო ღრმადმეცნიერული სარწმუნოება იტყვის და ამისთანა სარწმუნოებისა იყო იგი, ვისიც სიბრძნე მარტო ჩვენ არ გვანცვიფრებს…”

***ისე, აინშტაინი 1879 წელს დაბადებულა

არა, არ დამვიწყნია, წერილი,  უფრორე ხანდაზმულთა აბუჩად აგდების ტენდეციაზე წამოვიწყე

არ დავიზარებ და კვლავ მოვიგონებ:

დაბერებასაც ნიჭი უნდა

დაბერებასაც ნიჭი უნდა,

ნიჭი მოვლისა,

საკუთარ თავთან დაზავების,

დამეგობრების,

გაფანტულ ძალთა შემოკრების

და განმტკიცების,

ნიჭი დათმენის, შემეცნების,

სხვა შემართების

დაბერებასაც ნიჭი უნდა,

ნიჭი მორჩილი,

ნერვთა და კუნთთა დამგეშავი,

სიმხნევის მჩენი,

ნიჭი მეოხი, შემწედ მისვლის,

ჭირთამძლეობის,

დარდთან მოქნილად გამკლავების,

განმარტოების

დაბერებასაც ნიჭი უნდა,

ნიჭი უდრეკი,

დროის სივრცეში შეღწევის და

გადანაცვლების

ნიჭი სრულყოფის მოწადინე,

ლოცვით ნაგეში, _

ცნებასიკვდილთანმოთამაშე,

ფერიცვალების

დაბერებასაც ნიჭი უნდა,

ნიჭი მოვლისა

***

11.02.2002

კრებულიდანსიზმრიდან ცხადშითბილისი, 2010

კეთილი სურვილებით...

*..

*

ჰო, ამ ჟესტმა, (სახელწოდებახალისი”) გვარიანად შემახალისა

 ხალისი  _    მონდომება, გაკეთების სურვილი

 

 ”ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელები ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.”

 *

 საძიებელი
The index

 ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili 

*Janri Gogeshvili (author) on AuthorsDen

გული ნაოცნებარი /ანონსი

* © გახსოვდეთ!..
”საავტორო უფლება”