Translate

суббота, 12 декабря 2020 г.

კლასიკოსებთან თანაავტორობის ჟინით შეპყრობილნი /პუბლიცისტური შენიშვნა/

კლასიკოსებთან თანაავტორობის  ჟინით შეპყრობილნი

 მსგავსი ტენდენცია,  სარეჟისორო ასპარეზზე ტრაგიკომიკურად ”მძვინვარებს”, და ანეგდოტების თემადაც იქცა. ამ მხრივ, თითქოს შეუმჩნეველია  ლიტხელოსანთა თავგამოდება, არადა, ზოგიერთიკრიტიკოსს-მიმომხილველირომელიმე ცნობილი ლიტერატორის შემოქმედებას (განსაკუთრებით უცხოელი ავტორისა), იმგვარიტონითმიმოიხილავს, თითქოსდა, იქამდე შეუცნობელის აღქმა და ახსნა მხოლოდ მან შესძლო.

ხაზგასმით იშველიებს უცხოურ ტერმინოლოგიებსს,  გასაქანს აძლევს, თემას აცდენილ  მისეულხედვებს”; დაჟინებით მიანიშნებს, რომ ავტორის მიერ ოსტატურად შენიღბულ, სხვებისთვის შეუცნობ, პალიტრას ჰფენს ნათელს. და მჟღავნდება რომ  იგიგამორჩეულთანთანაავტორობის ილუზიითა შეპყრობილი. რომ მხოლოდ მისი განსწავლულობისა და ალღოს წყალობით, გახდა შესაძლებელი, მკითხველს სრულიად ახლებურად შეეცნო და ეგრძნო ამა თუ იმ ცნობილ ნაწარმოებთ იდუმალი სისავსის წარმოჩენა.

მახსოვს,  ლიტერატურის, ერთმათავგამოდებულმამიმომხილველმა,, ირლანდიელი მწერალ ჯეიმზ ჯოისის რომანულისეზე” — იმგვარად მიქარგულ-მოქარგული ტექსტი გამოაქვეყნა, იფიქრებდით ქართველ მკითხველთა უმეტესი ნაწილი სიბრიყვეში ამხილა, შეარცხვინა, აჰ, თქვე ინტელექტნაკლულებო, რა ვერ გაიგეთ, ვეფხისტყაოსანივით იკითხებაო. არადა მახსოვს, ცნობილი მთარგმნელის ნიკო ყიასაშვილის მშვენივრად გადმოქართულებულიულისე”, ქართველ მკითხველთა უმეტესობამ ან საერთოდ ვერ წაიკითხა ან  ნებისყოფის მოკრების კვალობაზე დაუდო გული

წიგნი, თავის დროზე, 80 000 ათასი ტირაჟით დაიბეჭდა, მართალია დახლებიდან უსწრაფესად გაქრა (ეჰ, რა დრო იყო, წიგნების შეძენა, მით უფრო თუ მათ სახელოვანი ავტორების გვარსახელი ამშვენებდა, ობივატელთა გამორჩეულ ჰობად ითვლებოდა

ჰო, ერთგან რუსულენოვან პუბლიკაციაში, ჩემთვის უცნობი ავტორის წერილში, მსგავს შენიშვნას წავაწყდი: მე ძნელად წარმომიდგენია, რომ მკვლევარს შეუძლია უშუალოდ აღწეროს ვან გოგის ტკივილი და ემოციური ფონი, რომელსაც იგი, საკუთარი ყურის ბიბილოს ჩამოჭრისას განიცადა. ან თუნდაც, თუ რა მშვიდად შესვა ქვეყნის ღალატისთვის სიკვდილმისჯილმა, სოკრატემ, ჯალათის მიერ მიწოდებული, შხამით სავსე თასიდავამატებ,  ან თუნდაცგალაქტიონის მტკივნეულ განცდებს, რომ წადაუწუმგვითარგმნიან”. არსებობს მისი დიდებული პოეზია, ავტოგრაფისეული ჩანაწერებიადროვეთ დაინტერესებულ მკითხველს თუმც, ისიც უნდა ავღნიშნო, ნიჭიერ, სახელოვან ავტორთა შემოქმედების, გულწრფელად გააზრების მოსურნე დამწყებ, დაგვიანებულ თუ ვირტუალურ სივრცეში ორიენტაციააბნეულ მკითხველისთვის,  საშურველია, მართლაცდა მკითველის ნიჭით დაჯილდოებულ პიროვნებასთანდამოწაფება”…

და აქვე ამონარიდი, ჩემი წერილიდან _ რეფერატი _ ”ქართული ლიტერატურის ეროვნულ ფონდს რეფერატი _ ”ქართული ლიტერატურის ეროვნულ ფონდს” _ ქართული ანდაზისა არ იყოს: ზოგისა ბამბა ჩხრიალებს, ზოგისა კაკალიც არაო, სამწუხაროდ დღესაც გვარიანად ქმედითია.

მაგრამ მე ყოველთვის ნაღდი მკითხველის იმედი მქონდა, რომელიც საბედნიეროდ ჯერ კიდევ შემორჩაჰოდა, ჩემს ბლოგზე კარგა ხნის წინათ გამოქვეყნებული წერილიდან თემატურ ამონარიდსაც მოვიშველიებ

_განა ერთხელ მაინც არ შეხვედრიხართ, სადღაც მიყრუებულ სოფელში, ან ჩვეულებრივ დაბაში, ან დიდი ქალაქის რომელსამე ბინაშიჩარჩენილადამიანს, რომლის ნაკითხობით და უშუალობით, ამა თუ იმ ტექსტის შეცნობისა და განჭვრეტის უნარით მოხიბლულს, გაოცებით გიფიქრიათ, ასეთმა სამაგალითოშემტყობარმამხოლოდ უანგარო მკითხველად დარჩენა როგორ მოახერხაოიგი წიგნის მცოდნე, წიგნის დამგემოვნებელიაჭეშმარიტი მადლის მატარებელი, გამავრცელებელი და მცველი. ნატიფ მკითხველთა ერთობის წევრები იმდაგვარად არიან შემფასებელნი, რამდენადაც მათი სასიცოცხლო მოთხოვნილებაა, სიტყვების ძალასა და მადლზე აგებული მხატვრული წარმოსახვების საშუალებით შეიგრძნონ და შეაფასონ გარესამყარო. უანგარო მკითხველთაგან ბევრს მიაჩნია, რომ ლიტერატორმა მარტივად და ყველასთვის გასაგებად უნდა წეროსმაგრამ არიან ისეთებიც, რომლთაც მწერლის მიერ ენობრივ ქსოვილში ჩანერგილი ფსიქოლოგიური პასაჟების, კოდირებული ნიშნების შეცნობა იტაცებს. ისინი თავად ხდებიან შემოქმედებითი ძიების, მოკვლევის თანამოზიარენი… _(”უანგარომკითხველთა კოჰორტა / 23 აპრილი, 2010 .)

დიახ, ავტორებს, რომლებიც მოვლენების მართლად ასახვისა და განჭვრეტის ნიჭითა და უნართ გამოირჩეოდნენ, არც მაშინდელი ლიტოფიციოზისგან ეძლეოდათ შესაბამისი სარბიელი; ”კრიტიკოს-მიმომხილველები კი, მათ ნააზრევს ან განაქიქებდნენ, ანდაც საერთოდ ვერ ამჩნევდნენ… (თუმცა, იყო კეთილი გამონაკლისიც…) ჰოდა, ”ინდივიდუალისტიავტორებიც, სწორედაც, ამგვარუანგარომკითხველთა კოჰორტას იყვნენ მინდობილნი. მაგრამ დღეს, მათი რაოდენობა ვირტუალური სამყაროს  ზემოქმედებით საგრძნობლად შემცირდა. და დარჩაოფიციოზისმიერ ლიბერასტულად ვერ მოწონებული პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი საკუთარი საწერი მაგიდის ამარა… /

ჰო,ზემოთ, (ამონარიდის მოშველიებამდე/, ლიტხელოსანთა იმ სახეობაზე  მქონდა მინიშნება, რომლებსაც შესაშური ჟინი და გაქნილობა აქვთ, თავისებური დილეტანტური ინტერპრეტაციებით დაასახლონ ;იტერატურული სივრცე. და ამგვარადსახელგავარდნილებიკლასიკოსთთა მიმართ უპრაგონოდ ავრცელებენ ინტრიგულდიაგნოზებს”… ლამის, ცხონებულ მოაზროვნეებზე, ბევრად მეტად იციან, თუ რა ადარდებდა, რას განიცდიდა, რა მიზნებისკენ ილტვოდა ამა თუ იმ სტროფების ამოთქმისას ავტორიჩინბოძებულნი, ბიუროკრატული გაქნილობით ხერგავენ სააზროვნო და სამოღვაწეო სივრცეს. იღებენ პრემიებს, ინიშნებიანჭკუასაკითხავპერსონებად დადანარჩენი თქვენც იცითსტანდარტულად უკითხავ ობივატელს კი, უჩნდებაშანსიმედიასივრციდან, თითქმის მუქთადგაეცნოსრჩეულ შემოქმედეთა მემკვიდრეობას… ”სწრაფი კვების ობიექტისპირობაზე, ამგვარადდატრენინგებულიკი, დღევანდელი ვითარებისდა მიხედვით, შესაძლოა სხვებისგანმანათლებლადაცქე მოგვევლინოს...

..

 

 ჯანრი გოგეშვილის პუბლიცისტიკა:

***
შეხმიანება პროფესიონალ ფიზიკოსთან (ესსე)
***
და ასე შემდეგ...

 * ჯანრი გოგეშვილი _ პროზა, პოეზია, ესსე (პუბლიცისტიკა) დრამატურგია, იგავ-არაკები, ზღაპრები ... / Janri Gogeshvili Prose, Poetry, Essays, Articles, The drama, A-V

Комментариев нет:

Отправить комментарий