„თხა თხაზე ნაკლები - მგელმა შეჭამოსო..“ და სახელოვნებო სფეროში გამოჩენილ მოღვაწეთა სახელობის პრემიების უპრაგონოდ გაცემა–დარიგებამ კომიკური ხასიათი მიიღო... იმის თქმა მინდა...
არშემჩნევის ხრიკომანია...
ანუ უნარი, „ოსტატობა “ იმისა , რომ გამიზნულად, უწყინარი ან პირქუში სახით არ შეამჩნიო, ვინმეს ღვაწლი, განსაკუთრებით იმ სფეროში, სადაც, დაუცხომელი პრეტენზია გაქვს, ღირსეული პროფესიონალი გერქვას... აქ, შეიძლება უმალვე შეგახსსნონ , მოარული ფრაზა: „ყველაფერი გემოვნების საქმეაო...“ და არც მე ვაპირებ, ვისმეს დანამუსებას, რადგან, კაცობრიობის ისტორიაში, მსგავსი იგნორირების ფაქტები მრავლადაა, უბრალოდ, იმის შეხსენება მწადია, გამიზნული არშემჩნევის ე. წ. „ხელოვნებამ“ კომუნისტური რეჟიმის ეპოქიდან, დემოკრატიული ღირებულებით „აღტყინებულ“ ქვეყანაში, გრანტების ფრთები შეიბა. და „შემფასებლებიც“ სათავისოდ, უფრო აზარტულად ერეკებიან... მაგრამ თუ ყველა შემოქმედმა, საბაზრო ეკონომიკის კარნახით, დღევანდელობასთან, ანუ „ევროპულ ღირებულებებთან“ მისადაგება აიჩემა, აღარ გავაგრძელებ... ისე კი, თხრობისას, ამგვარ აზრით ექსპერიმენტისკენ გამიწია ფიქრმა; ვთქვათ, რომელიმე, პროდასავლურმა, სოლიდურმა ორგანიზაციამ ლიტმომხილველებისთვის, ადრე, კრიტიკოსების სახელით, რომ იყვნენ ცნობილნი, დაუშვა გრანტი, რათა, დღევანდელ ყოფის ამსახველი, სხვადასხვა ავტორთა ტექსტების „თანამედროვეობა“ შეაფასონ. მოხდა საოცრება და მათ შორის, ჩემი ნოველა „ოტოტოს მამაკაცური ღვაწლი“–ც https://gogjuansher.blogspot.com/2022/12/blog-post_20.html აღმოჩდა. ალალად მაინტერესებს, მათ შეფასებებში, როგორ წარმოჩინდება, მისი შინაარსი, ანუ თანამედროვე „ლიტდამგემოვნებელთა“ მიერ, რავარ „დახასიათებას“ მიიღებს... დიდი ეჭვი მაქვს, პროდასავლურობის „პარამეტრებს“ ვერ გაქაჩავს... თუმც, მასში, ქართული ყოფასა და რიგი ევროპული ქვეყნების, რეალურ სამყაროში, მცხოვრებ ინდივიდუმთა ფსიქოლოგიური მახასიათებლები, თავისებური ხატოვანებითაა წარმოაჩენილი... მკითხველთა ინტერესს, ბლოგის გვერდზე დაყენებული მრიცხველი, გარკვეულწილად ასახავს, ოღონდ, ქართული საგამომცემლო სისტემა, ამგვარი მახასიათებლებით კარგა ხანია, აღარ ინტერესდება, ალალ მკითხველივით, არც ბლოგებზე გამოქვეყნებულ ლიტერატურას მიიჩნევს ყურადღების ღირსად... ის კი არა, ავტორთა შესაძლებლობებით, მცირე ტირაჟით გამოცემულ კრებულის მკითხველამდე მიტანაც ვერ ხერხდება, ე. წ. „უპატრონო“ ავტორის წიგნის ბიბლიოთეკებში შეტანაც საძნელოა... ქართული წიგნის პოპულარიზაციის ეგიდით წარმოებული პროცესები სარეკლამო შოუების მიზანსცენებით უფროა დატვირთული, ვიდრე მოზარდებსა თუ ზრდასრულებში მხატვრული ლიტერატურის წაკითხვის ინტენრესის ამღვძრელი მიმოხილვითი საუბრებით. ის კი არა, გამოცემული წიგნების, როგორც, თანამედროვე, ერთიანი ლიტერატურის, საგრანტო დაფინანსების გარეშე, გადახედვ–გაანალიზება, „ლიტპროფესიონალებსაც“ კი ეზარებათ... თუმც,“უცხოური ლიტერატურის“, შიგთავსში, რაიმე დამაინტრიგებელის წარმოჩენა, ზოგიერთში, ცხოველ ინტერესს იწვევს... აღარ ჩავუღრმავდები... ერთი კია, ამგვარმა „არშემჩნევის ხელოვნებამ“, შინაურობაში „ნევიჟუს“, რომ ეძახიან, თავიანთი წიგნების რეკლამირებაში ნაცად ავტორებს, სიგელებისა თუ ტიტულირებულ გრაგნილების მოპოვების სურვილი გაუმძაფრა. „პრემირებულები“ მერე და მერე, თავად იწყებენ მსგავსი „გრაგნილების“ გაცემას. წლების წინათ გამოქვეყნებულ წერილში, ამ მიმართებით ტერმინი „აშოროდიას აზნაურებიც“ გავიხსენე... შეხსენების სახით; რეფერატი _ ”ქართული ლიტერატურის ეროვნულ ფონდს” მhttp://gogjuansher.blogspot.com/2019/07/blog-post.html მერე რა, იმათ, ეს შენი მხილება ფეხებზე არ ჰკიდიათ, მასებს, ნებსით თუ უნებლიეთ, იმგვარი ბლეფის მორევი ექაჩება, რომ... ყველაფერი ეს კი, საზოგადოებრივ ასპარეზზე, ლოგიკური აზროვნების გამიზნულად უგულებელყოფამ გამოიწვია...
მსგვას რამეზე, ჩვეულ, წამახალისებელ გრანტს, ალბათ, არც არავინ გასცემს, მაგრამ, ამგვარად ნააზრევი, მომავალში, იქნებ, რომელსამე მკვლევარს ქე წაადგეს...
ჯ.გ.
ჰოდა, ბარემ –ოტოტოს მამაკაცურ ღვაწლსაც... შეგაშველებთ–https://gogjuansher.blogspot.com/2022/12/blog-post_20.html
***მიმოხილვითი –ეროტიკული სიანცენი…Erotic pranks…
- სანამ ქვეყანა ნიჭით კვლავ ხარობს / სად, ვინ, როგორ...
- სანამ ქვეყანა ნიჭით კვლავ ხარობს /გაგრძელება
- თუ გაქვს აქსიომა _ პირველსაწყისი… /სად, ვინ, როგორ...
- კვეს-აბედისა, კი არ ჰქონდა, ცოდნა და განცდა…/სად, ...
- ყველა მთავრობა ჩემთვის გახლდათ დედინაცვალი / სად, ...
- გული ნაოცნებარი /ანონსი
- ***
- ***
- *
- პოეტური ინტერპრეტაციები იგავ-არაკებითა და ზღაპრებით...
Комментариев нет:
Отправить комментарий