Translate

пятница, 6 августа 2021 г.

… ასე უპრაგონოდ, რა ”სახალხოობა” აგიტყდათ?! /”აშორდიას აზნაურები… ”/

ბოლო  ხანს, ოფიციალური, თუნახევრადოფიციალურისამწერლო დაწესებულებათა მესვეურები წუხან, ლიტერატურულ ასპარეზზეგაურკვეულიპიროვნებები თვითნებურად, ”უპრაგონოდგასცემენ სახალხო პოეტის წოდებებს და ილია ჭავჭავაძის პრემიებსოდა ირონიულად აღნიშნავენ, ამგვარ აღზევებას, ”მინიჭებულებიცქე იფერებენო

არა იმას, არა და არ ვამბობ, რომ ქართული ლიტერატურის სამოღვაწეო ასპარეზზე, დროთა განმავლობაში, რიგ ღირსეულ შემოქმედს, პოეტსა, პროზაიკოსს თუ ხელოვანს, ეს წოდება თუ პრემიები უსაფუძვლოდ ააქვს მიკუთვნებული

საქართველოს მგოსნად აღიარებული აკაკი წერეთელი უშუალოდ ხალხის სიყვარულითა და მოწონებით იქცა სახალხო მგოსნადგალაქტიონ ტაბიძეს 1932 წელს სახალხო პოეტის წოდება ოფიციალურად, სამთავრო უწყების მიერ მიენიჭა, ანუ მაშინდელმა სამთავრო უწყებამ დაადასტურა მისი პოეტური ნიჭიერება, თორემ, ისედაც ხალხისგან სათაყვანო მგოსანი გახლდათ. პოეტური კოლორიტით გამორჩეულ, ძველი თბილისის გულანთებულ მოტრფიალე ისოებ გრიშაშვილის, წამღერებით წარმოთქმულ ლექსებს, თაყვანისმცემლები, თავისებური ემოციური წიაღსვლებით უსმენდნენჰოდა, 1959 წელს, რესპუბლიკის სახალხო პოეტის საპატიო წოდება მიენიჭაგოგლა ლეონიძეც, რომლის სახალხო გამოსვლები, თვითმყოფადობის და ეროვნულობის უშუალო წარმოსახვით, მართლაცდა სახალხო ზეიმად იქცეოდა ხოლმე, სამთავრო უწყების მიერ, ასევე 1959 წელს, იქნა აღიარებული სახალხო პოეტად

მაგრამ, ყოველი მათგანის პოეტურ ნიჭიერებას, თან სდევდა, ქართული კულტურისა და თვითშეგნების გაღვივება-აღორძინებისთვის გაღებული მრავალმხრივი მეცნიერული და საზოგადოებრივი საქმიანობა

დიახ, მიმნიჭებელი კომისიები, ზოგჯერ უპირობო ჭეშმარიტებას ადასტურებდნენ… . ეს იყო და ეს

ოღონდ, ქართულ სივრცეში დაფრთიანებულ, სხვა უნიჭიერეს პოეტებს, მსგავსი წოდება არ ამშვენებდათ, თუმც, ხალხის მოწონება და სიყვარული, მათაც გამორჩეულად ჰქონდათ, მათმა შემოქმედებამ თუ ხასითმა სახალხო პოეტისამპლუავერ შეითავსაზოგთ კი, მართლაც, რომ გამორჩეული პოეტური ფიქრთასვლის მქონეთ, მომავალში, კლასიკოსად დამკვიდრებულ ტალანტებს, სიცოცხლეში ცოტა ვინმე თუ სცნობდა, როგორც პოეტს, ნიკოლოზ ბარათაშვილის ტრაგიკული ისტორია ფრიად მრავლისმეტყველია

მაგრამ, დღევანდელობაში, ასნაირი მიმდინარეობებითგაზიმზიმებულსამწერლო სარბიელზე, კლასიკოსთა სახელობის პრემიები, უფრო მეტად, პირადი ურთიერთობების კვალობაზე რიგდება და არა პრემიების მაძიებელ ავტორთა მიერ წარდგენილი ტექსტების, შემოქმედებითი, მხატვრული რაობის გათვალისწინებით.

 ჰოდა, უნებლიეთ, ერთ დროს, საქართველოს ქრონიკებში გახმაურებული მოარული გამოთქმააშორდიას აზნაურებიგამახსენდა

ქართველი ავანტურისტის, სოლომონ აშორდიას შესახებ, მრავალი საინფორმაციო მინიშნება მოიპოვება  პერიოდულ პრესაში, კარგა ხის წინათ, გაზეთკვირის პალიტრაშიგამოქვეყნებულ წერილში კი ვკითხულობთ:

"სოლომონ აშორდია ნიჭიერი ქართველი თაღლითი გახლავთ, რომელსაც მსოფლიოს ისტორიული მისტიფიკატორების ნუსხაში საპატიო ადგილი უკავია. ყალბი საბუთების შედგენის სფეროში ყველაზე გამოჩენილი მოღვაწე იყო. XIX საუკუნის მიწურულს, მისი წყალობით, ქუთაისის გუბერნიის 2 ათასამდე მცხოვრებმა თავადისა და აზნაურის ღირსებები მიიღო…”

რამდენს გაუხარა გულირომელთა შთამომავლობა, შესაძლოა დღემდე თავს იწონებს აშორდიას მიერ გაცემული მეფე სოლომონის, ან რომელიმე დადიანის მიერბოძებული

არისტროკატობისდამადასტურებელი სიგელით, რომელიც, თუმც ყალბია, მაგრამ დღევანდელ  ყოფაში”, მსგავსი სიყალბეები, იმდენადაა ადაპტირებული, ლამისრეალობაჩაანაცვლონ

ისე კი, ასე, ერთბაშად 2000-მდე, ყალბი წარჩინებულის შემატება, ერის ისტორიულ მემკვიდრეობას თავისებურ საფრთხეს უქმნის

მწერლობასა და ხელოვნებაში პრემიებიდ გაცემისა და მიღებისკრიტერიუმები”, ხშირად ზოგადია, თუმც, ამ საკითხის გარშემო, ინტერნეტში შეიძლება მოიძიოთ კონკრეტული მოცემულობაც; თვალსაჩინო, ავტორიტეტულ დაწესებულებასთან დაფუძნებული ფონდის მიერ შემოთავაზებული დებულებიდან ვგებულობთ პრემიებთან ერთად გაიცემა ილიას მედალიმარად და ყველან საქარველოვ მე ვარ შენთანაქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის.” _ მშვენიერია

ოღონდ, თუ რომელიმე, სახელოვნებოშპს”, რომელსაც აქტიური ორგანიზატორი ჰყავს და სასურველი ფინანსებიც გააჩნია (რაც ამ შემთხვევაში პროცესების უმთავრესი წარმართველია), მსგავსიფორმულირებითაცშეიარაღდება, ანუმარად და ყველან საქარველოვ მე ვარ შენთანადა მეტნაკლებად სახელოვან ინდივიდუმებსაც შემოიკრებს, მაშინ? ქველმოქმედებას, ხომ, ვერ აუკრძალავ?! თუნდაც იჭორაონ, რომტიტულების მაძიებლები”, ოღონდ კი, რაიმე სახის პრემია მოიპოვონ და გარკვეული თანხით, ”მიჩუმათებულად”, თავად ავსებენ ხსენებულიშპს” - საქველმოქმედო ყულაბასო

ალბათ უღირთ, მომავალში შესაძლოა, რომელიმე ამგვარადტიტულირებულის”, წერა-კითხვის არმცოდნე,  შთამომავალმა, მსგავსიშპსგაცემული სიგელით, საარჩევნო მარათონის წარმოებისას თავიც კი, მოიწონოს

და იქნებ ჯობდეს, ყველას, ვინც ლექსს წერს და პროზაშიც უცდია ბედი, ყველას  ერთბაშად მიენიჭოს სახალხო პოეტის, მწერლისა და მოაზროვნის წოდება, ხოლო მოთხოვნილების შემთხვევაში დაემატოს ილიასეული მედალი _ მარად და ყველან საქარველოვ მე ვარ შენთანა. /უმეტეს შემთხვევში, ნეტამც,  ასე იყოს…/

ამგვარისაქველმოქმედო ღონისძიებისშედეგად, დროსაც დავზოგავთ, ენერგიასაც, ფინანსებსაც

ქვეყანაში, საიდანაც სოციალური სიდუხჭირის გამო, ადამიანები, წინაპართა საცხოვრისს სტიქიურად ტოვებენქვეყანაში, სადაც საერთაშორისო კვლევების მიხედვით ათასობით მაცხოვრებელი წერა-კითხვის არ მცოდნეა,  სკოლებშიც, ფრიად სავალალო ვითარებაა და ლამის, ჯერ კიდევ 1879 წელს დაფუძნებულ  წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აღორძინებაზე უნდა ვიფიქროთ, ამგვარისიგელომანიასავალალოა

როგორც იტყვიან _ ქვეყანა  თავზე გვექცევაო და ასე უპრაგონოდ, რასახალხოობააგიტყდათ?!

                                                                                                                                               ჯ..

ბლოგთა კრებულის საძიებელი

The index
***

ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili 

*”ხატოვან აღქმათა ობსერვატორია”/ ¬“Observatory of figurative perceptions “/მეცნიერთა, მწერალთა და ხელოვანთა ასოციაცია ¬/ Ассоциация учёных, писателей и художников// Association of Scientists, Writers and Artists ¬/

*ჯანრი გოგეშვილი _ პროზა, პოეზია, ესსე (პუბლიცისტიკა) დრამატურგია, იგავ-არაკები, ზღაპრები ... / Janri Gogeshvili Prose, Poetry, Essays, Articles, The drama, A-V

*

 პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...

*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.
© გახსოვდეთ!.. 
საავტორო უფლება

*



 

Комментариев нет:

Отправить комментарий