ჯანრი გოგეშვილი _ 75 ”
75 წლისა შესრულდა თვალსაჩინო ქართველი მწერალი ჯანრი ავთანდილის ძე გოგეშვილი. ამის გამო საქართველოს მწერალთა კავშირმა იუბილარს მისალმება გაუგზავნა. მისალმებაში ნათქვამია:
ბატონო ჯანრი!
ჩვენო ღირსეულო კოლეგავ!
საქართველოს მწერალთა კავშირი, თქვენი მეგობარი ქართველი მწერლები გულითადად მოგესალმებიან მრავალმხრივ, მრავალწახნაგოვან შემოქმედს და გილოცავენ ღირსშესანიშნავ თარიღს თქვენს ცხოვრებაში _ დაბადების 75 წლისთავს.
ნახევარ საუკუნეზე მეტი გასულა მას შემდეგ, რაც 1968 წელს, ადიგენის რაიონულ გაზეთ ”განახლებულ მესხეთში” დაიბეჭდა თქვენი პირველი მოთხრობა ”მესხური ყაყაჩოები”. მას შემდეგ თქვენი ნაწარმოებები _ რომანები, მოთხრობები, ლექსები, პიესები, იუმორესკები, ზღაპრები, პუბლიცისტური სტატიები, სისტემატურად ქვეყნდება ჩვენს სალიტერატურო პერიოდიკაში, გამოდის ცალკე წიგნებად.
თქვენი შემოქმედება ერთი გულმდუღარე ქართველი პატრიოტის სულიერი ღაღადისია, რომელმაც, სანამ მწერლობაში, შემოაბიჯებდა, დიდი ცხოვრებისეული გზა განვლო, ძირიძირობამდე შეისწავლა, მისი საესავი სამშობლოს ყოფა, ჩაუღრმავდა ქართველი ბედისა თუ უბედობის გენეზისს და ბოლოს ეს ყველაფერი მწერლური ხელოვნებით განაზოგადა თავის ნაწარმოებებში.
ამიტომაც შეხვდა ქართველი მკითხველი დიდი ინტერესით თქვენს ისეთ რომანებს, როგორიცაა ”შეშლილთა ტკბილი სულები”, ”სიყვარულის კრემატორიუმი”, ”გამთენებელი ღამისა”, ”თეთრი კედელი”, მოთხრობების კრებულებს ”მემკვიდრეს”, ”ლტოლვილი სიზმარეთიდან”, ”მიმიკრიას”, ”იოგობანას”, პოეტურ კრებულს ”სიზმრიდან ცხადში…” _ დიახაც რომ მრავალწახნაგოვანი შემოქმედი ხართ და ერთნაირი ძალმოსილებით ემსახურებით სტყვაკაზმული ლიტერატურის სხვადასხვა ჟანრს. ემსახურებით გატაცებით, რწმენითა და იმედით.
სხვადასხვა დროს იყავით სცენისმოყვარეთა დასის ხელმძღვანელი, უსაფრთხოების ტაქნიკის ინჟინერი, უფროსი ტექნოლოგი, ღამის დარაჯი, ელექტროამწის მემეანქანე, სტამბის მბეჭდავი, სასოფლო კლუბის გამგე, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი, დრამატული თეატრის დასის გამგე, სარეკლამო სააგენტოს უფროსი რედაქტორი, გამომცემლობის რედაქტორი.
დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი იყავით ჟურნალ ”ხატოვანი მოტივაციებისა”, დაარსეთ გამომცემლობა ”კიდევაც დაიზრდებიან”, ეროვნული ცნობიერებისა და მწიგნობრულ-მისიონერულ მხარდამჭერთა ფონდი, რომლის პრეზიდენტიც თავად იყავით, აგრეთვე მწერალთა ასოციაცია ”ეროვნული ცნობიერების ანალიტიკური ცენტრი”. ამ ცენტრის პრეზიდენტი იყავით წლების განმავლობაში და სულ ცდილობდით დიდი ილია მართლის გზაზე ვაჟკაცურად და ქედუხრელად სიარულს, შეგქონდათ რა თქვენი წვლილი ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის აღორძინებაში.
ბატონო ჯანრი!
გვიხარია, რომ თქვენი სახით ერთგული და ნაცადი მეგობარი გვყავს, რომელსაც შეიძლება დაეყრდნო, რომლის იმედიც შეიძლება გქონდეს.
კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ საიუბილეო თარიღს ჩინებულ შემოქმედსა და მამულიშვილს, გისურვებთ დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და ახალ შემოქმედებით გამარჯვებებს.
საქართველოს მწერალთა კავშირი
მწერლის გაზეთი
№3, 1-31 ივლისი
***
რა თქმა უნდა, როგორც ამბობენ, მადლობის მეტი რა მეთქმის. თბილი, საიუბილეო მისალმებაა…
ვინ წაიკითხავს, ვინ _არა, ზოგი თვალს გადაავლებს, მაგრამ ჩემს შემოქმედების გაცნობას კი არ მოინდომებს, მხოლოდ ”სამსახურეობრივი ნუსხით” დაინტერესდება…. _ამაზე შემდგომ… ”მწერლის გაზეთში” გამოქვეყნებული ”საიუბილეო მისალმება”, ნაწილობრივ ასახავს, ჩემს შემოქმედებით და სამსახურებრივ ბიოგრაფიას.
და რადგან, იუმორი ცხოვრების კეთილი თანამგზავრია, მომავალში, ჩემდამი მოძღვილ ”საიუბილეო მისალმება”-საც, იუმორით გავიაზრებ: (ისე ცნობისთვის _ 1946 წლის, იანვრის თვის ბოლოს მოვევლინე ამ ქვეყანას… და ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით მერწყული გახლავართ…) *
”იუბილე”_
ჯანრი გოგეშვილი _ 80
უფრო სრული სახით, რომ იქნეს წარმოჩენილი, ამისთვის აუცილებელია, მომავალი რუბრიკის ავტორის, თუნდაც ავტორთა ჯგუფის მიერ, ჩემეული ინტერნეტგამოცემის, ერთერთი ”მიმოხილვა” _გული ნაოცნებარი /ანონსი / ”ხატოვანი მოტივაციები” _გული ნაოცნებარი /ანონსი http://gogjuansher.blogspot.com/2020/04/blog-post_13.htmlგული ნაოცნებარი /ანონსი _ უფრო ყურადღებით იქნას შესწავლილი … თუმც, საიუბილეო ტექსტში ჩამოთვლილ, ჩემი შრომითი საქმიანობის ამსახველ ქრონიკებს, ვერც, მითითებულ ინტერნეტგამოცემაში აღნიშნული მონაცემები სძენს სისრულეს…
ვითარებათა გამო, საცხოვრის ადგილებსაც საკმაოდ ხშირად ვიცვლიდი, მასშტაბური გადაადგილებები მხიბლავდა, რაც აღნიშნულია კიდეც, ბლოგთა კრებულში განთავსებულ ავტოგრაფიულ მოგონებებში.
ვიმედოვნებ, ჩემი მომავალი ბიოგრაფიები, ჯანრი გოგეშვილის შემოქმედებითი ატმოსფეროს უკეთ გასათავისებლად, ამ მიმართებით, ინტერნეტის ბრაუზერებს, ქართულ ენასთან ერთად, ინგლისურ და რუსულ ენებზეც გადაამოწმებენ… ანუ ამგვარად _ ჯანრი გოგეშვილი, ან Janri Gogeshvili, თუნდაც Джанри Гогешвили. ზოგჯერ, განმარტების სახით, ჩინურ იეროგლიფებსაც ქე წააწყდებით _ 国外)的诗词(共5首)|诗集|作品…
ისიც გასათვალისწინებელია, რომ ინტერნეტი, ჩემს სახელთან და გვართან მიმართებით, ბევრად უფრო საყურადღებო ფაქტებით შეივსოს… მე პირადად, მსგავს განაცხადში სასაცილოს, ვერ ვხედავ, მაგრამ თუ ”დანაქადი” არ განხორციელდა, მაშინ, სხვებს შეეძლებათ იქირქლონ…
P.S. ჰო, საყურადღებო ინფორმაცია _”ბოლო წლებში, თავისუფალი "ბლოგერის სტატუსით"(სახელწოდებით "ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე" ვებ-საიტების ერთობლიობა), ინტერნეტ სივრცეში აქვეყნებს ლიტერატურულ ნაწარმოებებსა და პუბლიცისტურ შენიშვნებს.” _წლების წინ, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ, ”ბიოგრაფიული ლექსიკონის” რუბრიკით გამოქვეყნებულ ჩემი ბიოგრაფიის ცნობარში აღნიშნული ფაქტი.
რაიც, ჩემთვის არსებითია, რადგან, კარგა ხანია, წიგნების გამოცემას ვეღარ ვახერხებ და ჩემი შემოქმედება, _ ბლოგთა ინტერნეტკრებულებში პოულობს თავშესაფარს…
ჰო, დაკვირვებულ მკითხველს, შეიძლება ეჭვიც ქე აღეძრას, თუ ასეთი ნიჭიერია ეს ჩვენი ”იუბილარი”, ერთ პრემიას, ლაურეატობას, კულტურის ამაგდარი წოდებას, ან თუნდაც, მადლობის სიგელს, რად ვერ გამოჰკრა ხელიო… ამაში, ”დიდი ბრალი”, თავად ”მას” მიუძღვის, რადგან მსგავსი რამებისადმი ინერტულად გახლდათ განწყობილი და ერთხელ, ასე, 1997 წელს, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის სახელზე წარსადგენად გამზადებულ სიიდან, მისი სახელისა და გვარის ამოღება ჯიუტად ითხოვა, ანუ _ ამომიღეთ სიიდან, მე მაგთ ორდენსა თუ მედალს არ ავიღებო…
მას შემდეგ, ეტყობა, დამკვიდრდა მოსაზრება, რომ იგი, ლიტერატურულ პრემიებსაც უნდოდ ეკიდებოდა. ვფიქრობ, მსგავსი ”მოსაზრება” გადამეტებული უნდა იყოს, რადგან გააჩნია პრემიის რაობას და მომნიჭებლების ”სტატუსს”…
მოკლედ_ *
”იუბილე”_
ჯანრი გოგეშვილი _ 80
იმედია…
ოღონდ, შესაძლოა, ქართული სახელმწიფოს განვითარება, თუ ამგვარი შეუსაბამობით გაგრძელდება, იმ დროისთვის, ნიჭიც და ”მონიჭებაც”, სულ მთლად აღარაფერს ნიშნავდეს…
ღმერთმა ნუ ქნას…
ჯ.გ.
*
P.S.
ამონარიდი კრებულიდან –პოეტური ინტერპრეტაციები იგავ-არაკებითა და ზღაპრებით...
ბიოგრაფიული ლექსიკონი
***
ბიბლიოგრაფია
გამოცემული წიგნები
“ლტოლვილი სიზმარეთიდან~ (მოთხრობები) გამომცემლობა “მერანი~, 1982წ. ‘The Refugee from Dreamland.’ P. H. ‘Merani’, 1982;
“მემკვიდრე~ (მოთხრობები), გამომცემლობა “ნაკადული~, 1984 წ.’The Hire.’ Col lected stories. P. H.”Nakaduli’,1984;
“მიმიკრია~ (სატირულ-იუმორისტული კრებული), “ნიანგის ბიბლიოთეკა~, 1984 წ. ‘Mimicry.’ A satirical-comic collection. P. H. ‘N. B,1984;
“თეთრი კედელი~ (რომანი), გამომცემლობა “მერანი~, ‘White Wall’ novel) , publishing house ‘Merani’,1987;
“იოგობანა~ (სატირულ-იუმორისტული კრებული, _კომედიები), “ნიანგის ბიბლიოთეკა~, 1990 წ. ‘Playing Yoga’ A satirical-comic collection. ‘N.B.’ 1990;
“ბედი შენი~ (დრამა), საქართველოს კულტურის სამინისტროს მეთოდური ცენტრი, 1984წ. _ ‘The Lot of Yours.’ A drama. The Methodical Center of the Ministry of Culture,1984;
“სიყვარული აგვამაღლებს...~, “კალიების შემოსევა~ (ორი პიესა), საქართველოს კულტურის სამინისტროს მეთოდური ცენტრი,
1985წ. _ ‘Love Ennobles Us’, ‘Grasshopper Assault.’ Two plays. ‘The Methodical Center of the Ministry of Cul ture’ 1985;
“გამთენებელი ღამისა~, “რომელსა შენ მდევნი~... (ორი რომანი), გამომცემლობა “მერანი~, 1991წ. ‘The Herald of
Dawn’, ‘The One You Pursue.’ Two novels. P. H. ‘Merani’ 1991;
“სიყვარულის კრემატორიუმი~ (რომანი), გამომცემლობა “კიდევაც დაიზრდებიან~ 1992 წ. ‘The Crematory of Love.’ A novel. P. H. ‘The Cubs will Grow up’,1992;
“შეშლილთა~ ტკბილი სულები~ (რომანი), გამომცემლობა კიდევაც დაიზრდებიან~, 1995 წ. ‘Sweet Souls of the ‘Insane.’ A novel. P. H. ‘The Cubs will Grow up’,1995;
“არაფერა~ (საბავშვო ლექსი) “მწიგნობრულ-მისიონერული ფონდი~, 2003 წ. 2003 w. ‘Good-for-Nothing.’ A rhyme. ‘The Educational-Missionary Fund’,2003;
“პოეტური ინტერპრეტაციები იგავ-არაკებითა და ზღაპრებით...” -“მწიგნობრულ-მისიონერული ფონდი~; 2022
“ხატოვანი მოტივაციები~, ლიტერატურულ-შემეცნებითი ჟურნალი; 1/2004, 2/2004, 3/2005, 4/2005, “მწიგნობრულ-მისიონერული ფონდი~, “ეროვნული ცნობიერების ანალიტიკური ცენტრი~ _ ‘The Educational-Missionary Fund’, ‘The Analytical Center of National Consciousness’ 1/2004, 2/2004, 3/2005, 4/2005,
*
ინტერნეტსივრცეში _ბლოგებზე განთავსებული რუბრიკები და მათზე გამოქვეყნებულ თხუზულებათა დაგემოვნების მიზნით წარმოდგენილი ნიმუშები:
“ლიტერატურულ-შენეცნებითი სივრცე” –საძიებლები:
“გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები”; “კვანტური სამყარო გიხმობთ”:
JANRI A GOGESHVILI (author) on AuthorsDen
Гогешвили Джанри_ “Вариация сообразно предисловию“ (Автореферат)
“ხატოვან აღქმათა ობსერვატორია” _ნიმუში: “შეხმიანება პროფესსიონალ ფიზიკოსთან~,
“ეროვნული ცნობიერების ანალიტიკური ცენტრი” -ნიმუში: “რეფერატი _ ქართული ლიტერატურის ეროვნულ ფონდს”
“ხატოვანი მოტივაციები “ -ნიმუში: “ქართული ნაბეჭდი გამოცემების, პირველი გრაფიკოსი ანტონ გოგიაშვილი _შვილი ქაიხოსრო გოგეშვილისა”
GOGEJANR -ნიმუშები: “მაკურნებელი სიტყვა” (ესეი) “მართალი საქართველო” (პუბლიცისტიკა) -”პატივი მიაგე ნაბოძებ სიქველეს- შინაგან წესრიგ”ს (ესეი)
ბლოგებზე განთავსებულ იმ წარამოებთა ჩამონათვალი, რომლეთა წიგნებადად, კრებულებად დაბეჭვდა, ვითარებათა გამო, ვერ მოხერხდა...
***
პოეზია
კვანტური იმპულსები
ჯანრი გოგეშვილი - კვანტური სამყარო გიხმობთ…
რომანები
გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი_სათავგადასავლო, სამეცნიერო ფანტასტიკა/
ბუმბულის სახლი / სათავგადასავლო, ფსიქოლოგიური რომანი/
“სიკვდილის ხელოვნება” /მცირე რომანი/
მოთხრობები, ნოველები, იუმორესკები_ ნიმუშები _ “ბუკელა, მაშინ ქურდად იჯდა…” (იუმორისტული ნოველა)...”ნეოხრიკის” მსხვერპლი / ნოველა/; “გამწარება” /იუმორესკა/ და ა,შ.
სხვადასხვა ბლოგებზე _ სახელწოდებით “ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე”…
დრამატურგია
***
პიესები:
“უცნაურ ძიებათა არომატი“ (დრამა ირონიული ველით)
“ლეგენდის სატყუარა“ (პიესა)
“ცრემლიანი კომედია” / “მიდი, მიაწექ!..”
“ქალბატონი ქალიშვილი“ (პიესა)
“კალიების შემოსევა“ (კომედია)
...ბედი შენი... (დრამა)
“სიყვარული აგვამაღლებს“ (დრამა)
“ტანგო -
ალქიმიური მანევრით... “ (მელოდრამული სვლებით...)
*
ესეები _ “კოლაჟიდან რიზომამდე”; ‘შეხმიანება პროფესიონალ ფიზიკოსთან”; “ურჩად ეზრდება ნატანჯი ფესვი...” /დავით გურამიშვილის სამყაროსთან მიგეგება.../ და ა.შ.
პუბლიცისტური წერილები
ნიმუშები _- “სამშობლოწართმეულნი ანუ იდეა-ხრიკების ტყვეობაში” (პუბლიცისტიკა); “კლასიკოსებთან თანაავტორობის ჟინით შეპყრობილნი”; რეფერატი _ “ქართული ლიტერატურის ეროვნულ ფონდს” და ა.შ.
ხატოვანი მოტივაციები /ლიტერატურულ-შემეცნებითი ჟურნალი...
პარალელიზმი...ალტერნატივა... ლიტერატურული ფანდი...
Роет Gioom GalenЖPoems
Gioom Galen Poet Writer Shers.In
Shayari: You Look Fanicfylli
Журнл “самиздат“ Гогешвили Джанри_“Занимательные строфы“
Журнл “самиздат“ Гогешвили Джанри_“Занимательные строфы“
*
პუბლიცისტური ტროპები...
*
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
*გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili
პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...
*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.
***© გახსოვდეთ!..
”საავტორო უფლება”
Комментариев нет:
Отправить комментарий