ქართულ სივრცეში ჯვარი ვაზისა…
(ესსე)
ინტერნეტი, რომ არა, ამ ღირებული გამოცემის შესახებ, შესაძლოა, კიდევ უფრო გვიან გამეგო, და ფრიად საწყენიც იქნებოდა…
Googl -ის საძიებო სისტემაში, ახლახანს შევამჩნიე _
1 ქართული ქრისტიანული პოეზია ათ ტომად ...https://elfiles.emis.ge › uploads › conversions › E...
ჯანრი გოგეშვილი. ვინ სად იშენებს სალოცავ ტაძარს… იღუმენია მარიამ გოგეშვილის ხსოვნას.
აი ტექსტიც…
ვინ სად იშენებს სალოცავ ტაძარს…
იღუმენია მარიამ გოგეშვილის ხსოვნას
გურიის ლამაზ მონასტერს მთისას
დაჰკრავს სურნელი დედათ ლოცვისა,
და მწვანე მდელოს, საბუდარს სხივთა
ათრთოლებს ფიქრი მარიამისა…
ამა მონასტრის ამღორძინებლის
საფლავის ქვაი აღარ ჩანს უკვე,
საქმეთა მისთა განმაახლებელთ
მოუხმარიათ საშენ ქვად იქვე…
ვინ სად აშენებს სალოცავ ტაძარს,
ზოგი მწვერვალზე და ზოგი ბარად,
ზოგი სხეულში ამკობს უდაბნოს,
ზოგი ცის თაღთან ოცნებას ლამბავს…
შენების ნიჭი მართლაც ნიჭია,
მართლაც მადლია შენება ახლის,
მაგრამ სხვაგვარი მადლის მადლია,
მოვლა ხსოვნისა პირველმეტაძრის…
გამიხარდა, რადგან, ჯერ კიდევ 2014 წელს გამოცემულ, ამ თვალსაჩინო კრებულის შესახებ, ამგვარ ინფრორმაციას, ანუ, იმას რომ, მასში, ჩემს პოეზიის კრებულში გამოქვეყნებული ლექსი იყო შესული, აქომამდე, სამწუხაროდ, ჩემამდე ვერ მოეღწია…
ლექსი, რომელიც იღუმენია მარინე (მარიამ) გოგეშვილი ხსოვნას ეძღვენა, თავად მე ძალზე მესასუთება, მაგრამ, იმის ნახვამ, რომ მასში ჩაქსოვილი ემოციები სხვებისთვისაც, ღირებული გახდა, გამორჩევით გამითბო გული.
მასმედიიდან, რა თქმა უნდა, ის კი ვიცოდი, რომ საქართველოში, უკვე მერამდენედ ტარდებოდა ქრისტიანული პოეზიის ფესტივალი "წმინდა ნინოს ჯვარი" და ფესტივალის მთავარი პრიზით _ "წმინდა ნინოს ჯვარი" _მრავალი თვალსაჩინო პოეტი და ლიტერატურაში მოღვაწე დაჯილდოვდა… /სამწუხაროა, რომ სხვა ტომების ანოტაციები და შინაარსი, ინტერნეტში ვერ მოვიძიე…/
*
პირველი ტომის თავფურცელსა და მომდევნო გვერდებს კი, აქვე წარმოგიდგენთ:
***
ქართული ქრისტიანული პოეზია
ათ ტომად
*
თბილისი 2014 2 ქართული ქრისტიანული პოეზიის ათტომეული ისტამბება ქარელის წმინდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურის მამა ილია ჩიკვაიძის ლოცვა-კურთხევით.
*
ქართული ქრისტიანული პოეზიის ათტომეული გამოიცემა ქრისტიანული პოეზიის ფესტივალის “წმინდა ნინოს ჯვარი” ფარგლებში.
*
პროექტის ხელმძღვანელი ლია დაუშვილი
პროექტის ავტორი და შემდგენელ-რედაქტორი აკაკი დაუშვილი
პროექტის კოორდინატორები: ანა ერისთავი გივი ჩიღვინაძე
©გამომცემლობა “ქაღალდის წერო”, 2014 ©გამომცემლობა “ივერიონი”, 2014
ISBN 978-9941-9333-1-8 (ათივე ტომი) ISBN 978-9941-9333-2-5 (ტომი I)
წიგნი დაისტამბა თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით.
*
ეკლესია-მონასტრები ქართულ პოეზიაში
ტომი I
* * * დღეს ღირებულებათა გადაფასებისა და ზნეობრივი კრიტერიუმების სავალალო რღვევის ეპოქაში, როდესაც ადამიანური აზროვნება გაუგებრობასა და ქაოსს მოუცავს, განუზომელი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანში სულიერი საყრდენის ძიების პროცესს, რომელიც შეიძლება ითქვას, არის კიდეც პიროვნული განვითარების ძირეული პარადიგმა. ქართული ქრისტიანული პოეზიის ათტომეული ამ უმძიმეს ვითარებაში უდაოდ არის მანათობელი ლამპარი, რომელსაც ძალუძს კომპიუტერიზაციით შეჭირვებული ადამიანის გულს, სულსა და გონებას შეახსენოს ის მარადიული ზნემაღალი იდეალები, რომელთათვისაც თავს სწირავდნენ ჩვენი დიდი წინაპრები, სწორედ მათმა თავდადებამ შემოგვინახა დღევანდელობა და ჩვენი სულიერი თუ ფიზიკური არსებობაც მათი თავგანწირვისა და ზნეობრივი გმირობის შედეგია. ღმერთმა აკურთხოს ამ საშვილიშვილო ეროვნული საქმის მესვეურნი. ღმერთმა აკურთხოს და ხსნილჰყოს ყველა, ვინც ამ საქმეს შეეწია, ვინც გაეცნობა ამ ტომეულებს და სულიერ საგზლად წაიმძღვარებს ამ წუთისოფლის გზა- ბილიკებზე. ჯვარცმულმა ღმერთმა იესო ქრისტემ ხსნილჰყოს თაობიდან თაობაში ყოვლისაგან განსაცდელისა ყველა _ მკითხველნიც, ავტორნიცა და შემდგენელ- გამომცემელნიც. ამინ!
მღვდელი ილია ჩიკვაიძე
ქარელის წმინდა ნიკოლოზის სახელობის
საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
***
ტომეული ქართული ხალხური პოეზიით იწყება, შემდგომ ქართული ლიტერატურის კლასიკოსთა ლექსებია წარმოჩენილი და მერმე წესისამებრ, თანამედროვე პოეზიის წარმომადგენლების შემოქმედების ნიმუშებსაც გაეცნობით…
აქვე, სარჩევის სრულ ჩამონათვალსაც წარმოგიდგენთ:
სარჩევი _
ხალხური გრიგოლ ორბელიანი ნიკოლოზ ბარათაშვილი ბარბარე ჯორჯაძე მარიამ ერისთავ ი ალექსანდრე აბაშელი ვალერიან გაფრინდაშვილი გალაკტიონ ტაბიძე კონსტანტინე ჭიჭინაძე ტიციან ტაბიძე საფო მგელაძე გიორგი ლეონიძე სიმონ ჩიქოვანი ვიქტორ გაბესკირია ნიკო სამადაშვილი ირაკლი აბაშიძე ანდრო თევზაძე გრიგოლ აბაშიძე რევაზ მარგიანი იოსებ ნონეშვილი ხუტა ბერულავა ანა კალანდაძე ოთარ ჭელიძე მიხეილ ქვლივიძე სილოვან ნარიმანიძე ფრიდონ ხალვაში გიორგი ხუხაშვილი თამაზ ჩხენკელი შოთა ჩანტლაძე ნოდარ დუმბაძე გიგა (გიორგი) სხირტლაძე შოთა ნიშნიანიძე მუხრან მაჭავარიანი სულხან აბდალაძე გიორგი კორნაპელი 153 ნუნუ კერესელიძე თამარ ერისთავი ოთარ ჭილაძე ზურაბ გორგილაძე თემო ჯაფარიძე მერაბ კოსტავა ზვიად გამსახურდია არჩილ ფირცხალავა ლაშა გახარია თამაზ ბაძაღუა კოტე კაკიტაძე ჯანსუღ ჩარკვიანი ვანო ჩხიკვაძე დავით წერედიანი მანანა ჩიტიშვილი თინათინ მღვდლიაშვილი ემზარ კვიტაიშვილი თამაზ ჭილაძე ტარიელ ჭანტურია ზურაბ კუხიანიძე ვახტანგ ჯავახაძე მარიამ წიკლაური თემურ ჩალაბაშვილი დავით თედორაძე ლია ბედოშვილი ბაღათერ არაბული თემურ შავლაძე გვანცა ჯობავა ანდრო ბუაჩიძე ნუკრი ბერეთელი თეიმურაზ აბულაძე შოთა ზოიძე ლევან ფანჩვიძე მაია ჯალიაშვილი მალხაზ მაჭავარიანი კობა არაბული ქეთევან დოლიძე შარლოტა კვანტალიანი რეზო ესაძე მურად მთვარელიძე ელდერ ჭიჭიაშვილი 154 ანა ერისთავი დავით კვიცარიძე ვაჟა ოთარაშვილი ჯარჯი ფხოველი ნინო სადღობელაშვილი რაულ ჩილაჩავა თამარ შაიშმელაშვილი თამარ ჯავახიშვილი ფარნაოზ რაინაული დავით შემოქმედელი დოდო ჭუმბურიძე მაია მახარაძე (ია ჯიათელი) ჯანრი გოგეშვილი შოთა ხოდაშნელი ცირა ანთია ზოია ვაშაკიძე ნინო ნეკერიშვილი ელგუჯა ლებანიძე ვახტანგ ხარჩილავა ომარ გვეტაძე მთვარისა კერესელიძე პაატა ნაცვლიშვილი შოთა ტოგონიძე ნინო ქოქოსაძე თამაზ ბერუჩაშვილი ბელა ქებურია ჯემალ დობორჯგინიძე იამზე არველაძე-ხეცურიანი მაია დიაკონიძე მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილი ნიკა ფუტკარაძე მაკა გელაშვილი ნინო ლარცულიანი გია მურღულია მერაბ სიდამონიძე ზურაბ ყოლბაია (იმიერი) მამუკა დემეტრაშვილი ნანული ყურშუბაძე-გვარიშვილი დარეჯან ხვედელიძე სევარიონ (სოსო) ნადირაძე თორნიკე ჭელიძე 155 ლეილა თარალაშვილი ამირან ხაბაზი იზო ცარციძე დავით გაბუნია ია კოპლატაძე ჯემალ ინჯია კონსტანტინე (კოკა) ვეკუა ერეკლე საღლიანი თამარ ფარჩუკიძე გენო კალანდია გივი გოგნაძე რატი ამაღლობელი
*
უდაოდ სასიქადულო გამოცემაა…
თავდაპირველად, ათენელი ფილოსოფოსისა და სახელმწიფო მოღვაწის არისტიდეს (ძვ. წ. 530 —გ. ძვ. წ. 468) მიერ თავის ”აპოლოგიაში” მოყვანილ შთამბეჭდავ გამონათქვამს შეგახსენებთ _ „ეს სამყარო უთუოდ მოისპობოდა, რომ არა ქრისტიანთა ლოცვანი და ვედრებანიო“… ამ კაცს კი, ნამდვილად დაეჯერება, რადგან მას თანამედროვეებმა თავისი უანგარობის გამო _ მეტსახელად სამართლიანი შეარქვეს. იგი ზედმიწევნით პატიოსნად განაგებდა ძველი საბერძნეთის ფინანსებს.”
და მართლაც, ქრისტიანულ ლოცვას და ვედრებას უდიდესი მადლი აქვს კაცობრიობის ცივილიზაციის აღმავლობაში.
კერძოდ, ქართველ პოეტთა, მწერალთა, შემოქმედთა მიერ ქრისტიანობის სადიდებლად აღმოთქმული ყოველი სტრიქონი კი, ქართული სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიანობას ემსახურება.
თავად ილია ჭავჭავაძემ გვაკვალიანებდა:
”ქრისტიანობა, ქრისტეს მოძღვრების გარდა, ჩვენში ჰნიშნავდა მთელის საქართველოს მიწა-წყალს, ჰნიშნავდა ქართველობას. დღესაც, მთელს ამიერკავკასიაში ქართველი და ქრისტიანი ერთისა და იმავეს მნიშვნელობის სიტყვები არიან. გაქრისტიანების მაგიერ გეტყვიან: გაქართველდაო. ჩვენმა სამღვდელოებამ კარგად იცოდა, რომ მამული და ეროვნება, რჯულთან ერთად შეერთებული, რჯულთან შეხორც-შეთვისებული, უძლეველი ხმალია და შეულეწელი ფარია მტრისა წინაშე. სიტყვას ქადაგებისას, სწავლას, მოძღვრებას იგი სულ იმაზედ მოაქცევდა ხოლმე, რომ მამული და ეროვნება რჯულამდე გააპატიოსნოს, სარწმუნოებამდე აღამაღლოს, ასწიოს და ყოველივე ამ სამს წმინდას და უდიდეს საგანს, ერთად შეერთებულს, თავდადებით ამსახუროს, თავგანწირვით ამოქმედოს.”
ერთგან ავღნიშნე:
სიტყვა-ქარიზმა…
ეჰ, ჩემო კარგო!..
იტყოდა ხოლმე ზოსიმე ბერი:
რირა-ორირას ხმითაც გარითმავ…
პოეტი სხვაა, _ ერიც და ბერიც;
ციურ სავანით შემოსილი
სიტყვა-ქარიზმა…
***ჰოდა, მომინდა, აქვე, ჩემს კრებულში (სიზმრიდან ცხადში…”/თბილისი_2010) დაბეჭდილი, ქრისტიანული სულისკვეთების, არსისა თუ აქცენტების მომცველი ლექსებიც ამ მიმოხილვითი წერილის შინაარსში ჩამერთო, შემდგომ კი, ჩემს ერთ ლექსში ”პირმომცინარე ჭაბუკის სახით” /ესეი ლექსად/ მოცემული მტკივნეული საკითხსაც შევხებოდი.
მაშ ასე…
ჯანრი გოგეშვილი
ქართულ სივრცეში ჯვარი ვაზისა…
სურთ მიიტაცონ ქართული სივრცე,
ფესვი ჩაუჭრან ჩვენებურ ჯილაგს,
უნდათ მართალი ჯამბაზად იქცეს,
და ჰობად უჩანთ ამ ქვეყნის ჯიჯგნა…
კვლავ თვითმოსპობის შეგვყარეს სენი,
ქართველი კაცი უღვინოდ ”ლხინობს”,
ვაზის ნაჟურსაც სხვა უჩანს ფერი,
დახეთ,
ის ”მოყმე” დახლის ქვეშ ფლიდობს…
ვაშენებთ ჯიბრით და გამორჩენით,
თვალთმაქცობაა ცხოვრების ლიბო,
და ალუზია, ვით განაჩენი
იქცა ალიბად, რიტორი ლიზღობს…
ვბნებააშლილი მადის სანაცვლოდ,
შერჩა ქართველი უცხოეთს მძევლად,
გულში შთენილი სტკივა სამშობლო,
დე, მოუვლინე სულის შემძვრელად…
ღირსების გრძნობით აღანთე ერი,
აღძარ სიმხნევე საგზლად რწმენისა,
დასაბამიდან სამყაროს შვენის _
ქართულ სივრცეში ჯვარი ვაზისა…*
ტკივილში თავად სიცოცხლე სახლობს...
როცა სხეულში ტკივილი წვალობს,
სიკვდილს შესცინის და გეომება _
ეს შენი გზაა, შენ უნდა განვლო,
შემორჩენია სულს ნაოჭებად...
როცა ტკივილი სხეულში წვალობს
უნდა დაუძვრე ფლიდ გაორებას,
სასოწარკვეთა ფიქრთან წაწლაობს,
ბუდეს მოუშლი და აოტდება...
როცა სხეულში ტკივილი წვალობს
და ართობს შენი ამაოება _
იქვე, სიცოცხლე ვაზივით ხარობს,
მიწად ჩამარხულს მზე ენატრება...
როცა ტკივილი სხეულში წვალობს,
და ცად გაღწევის ჟინი ღვივდება _
ტკივილში თავად სიცოცხლე სახლობს,
ტკივილში უფლის ნება ვლინდება...
*
მცნებათა ნაკმევს…
ფხიზლად მამულო!
ორგული მძლავრობს;
ღვაწლს,
შემართებას მარჯვედ აშარჟებს,
ქართულ მეობას ქირქილით გვიმკობს,
მერე მალულად ლახვარსაც ჩაგვცემს…
ფრთხილად ძმობილო! ნუ გაორდები,
ხრიკულ, უღირს მსჯავრს ნუ გაალაღებ…
მომხდურთა ნირზე შვილთ ნუ გახედნი,
საკუთარ მერმისს ლაფში ნუ დასცემ!..
ხელისუფალო! ნუ გაშმაგდები;
მტრის ცბიერ ზრახვას მიზნად ნუ აქცევ!
მფარველ ანგელოზთ შესთხოვე შველა,
ერის წიაღში იშვი და აღსდექ!
და შენაც, მოყვასო! ნუ გაბრიყვდები…
ლოცვით ნაზარდ მადლს ნუ ჩაანაცრებ,
ჯიშს ნუ მოუშლი ციურ წყალობას;
რასაც განგება ჩვენს რჯულზედ გასცემს…
ვიცი, რომ გტანჯავს ათასი კითხვა
,მაგრამ სწორ პასუხს, ისე ვერ გასცემ,
თუ წრფელ მამათა მცნებათა ნაკმევს
არ შეისუნთქავ და გაიაზრებ!..
*
ვედრება შენი _ კიბედ აიგე…
…იდუმალ შვებას ვეღარ გგვრის სახე,
სახე, რომელიც სიყვარულს ითხოვს _
პირჯვარი წრფელად გამოისახე,
მოდრიკე მუხლი, სიცოცხლე გიხმობს…
სულის ღადარში ფხიზლად ჩაეშვი,
იპოვე სუნთქვა და მაჯისცემა
შეიცან წამი _ თავიდან იშვი,
გაგვაძლიერებს ისევ დათმენა…
აქ გაირინდე, იქეცი სმენად,
შენდობა სთხოვე არსთა გამრიგეს…
წყენა ჩანავლდა, რიდით წამოდექ,
ვედრება შენი _ კიბედ აიგე…
და განერიდე მიგდებულ ყოფას,
ძალთა გამომხრწნელ
მზაკვრულ სიბეცეს…
უმადურ ბაგეს,
უიღბლო განცდას,
და სასოწარმკვეთ ბრიყვულ სიქველეს…
კიდევ მრავალი არსებობს მახე,
მახე ნაცადი _
წრფელიც შეიპყროს…
პირჯვარი რწმენით გამოისახე,
მოდრიკე მუხლი, სიცოცხლე გიხმობს…
*
რომ არ დაბრკოლდეს…
ილოცე ლაღად და შენანებით,
ცხოვრების წესით, სხვათა სიმძიმით,
ილოცე მტრისთვის,
რომ არ დაბრკოლდეს _
და შეიმოსოს სიქველის ნიჭით…
დღეს უამრავი ზის ”დიეტაზე”,
ზოგიც მარხულობს მოწესის შიშით
და სხვათა ხელით ნარის გლეჯაა,
მათი ცხოვრების წესი და რიგი…
ილოცე ისე, თითქოს ლოცვაში,
სიტყვად ჩასახლდი და განსხეულდი…
აჰყევ ვედრებას ციურ სანახში,
წინაპრის ნირზე გამიერთგულდი…
*
უფალი გედგა ალბათ თავდებად…
ვინც ქიშპზე, ზიზღზე მოითბო ხელი,
მრავლად ებოძა ნაცვლის წოდება,
დროის ტკივილით ჩამოშლილ კედელს
ძეგლად დაედგა ყალბი დიდება…
ძალად-მაცხონე მეურვის ჟინით
მკვიდრად მოერგო ნაცად დროებას,
და ავი ფიქრით ნაკვერი დღენი,
ხოტბით შეუმკეს კარის მგოსნებმა…
მათაც საკბილოს გამოჰკრეს ხელი,
პრიზს თუ პრემიას _ ”უკვდავ ოცნებას”,
გახდნენ უაზროდ ”დიდნი და ბრძენნი”,
ბევრს აებურდა ფლიდი გონება…
მხდალმა სიმართლეც გიგცია ფარსად,
და ქარაგმული გახსოვს ბრალდება:
-თავი, რომ შეგრჩა კისერზე საღად,
უფალი გედგა ალბათ თავდებად…
*
ქრისტესთვის სულელს _ მრავალჟამიერ!
გიჟური ფანდით კურნება სენის _
იქმენ სულელი და გახდი ბრძენი…
მოვიდა ჟამი სალოსურ სიბრძნის,
დაშვრა ქადაგი, ჯიუტად იბრძვის…
ყავრის ლურსმანი კედელს ამშვენებს,
ქალი ზედ კიდებს იების კონებს,
შენს გამოხედვას მაგონებს ძლიერ _
ლურსმანი ყავრის… იმშვენებს იებს…
”გონზე” უარი, გონიერს ძალუძს,
წმინდა ხატებას ეფარვის სული,
წინასწარმეტყველს, სწრაფვაში მალულს,
ქრისტესთვის სულელს _მრავალჟამიერ!
*
ბოლოს ცხადდება…
ბოლოს ცხადდება,
რომ უშუალოს
ჰყოლია შემწე,
რომ უპოვარი,
სულაც არ გახლავთ
თურმე ”გლახაკი”,
რომ ღმერთი შველის
ხრიკებით უწვრთნელს
და სამომავლოდ
ნათელს უქადის…
ბოლოს ცხადდება,
რომ ულაშქროსაც,
მარტოკა მებრძოლს,
მხედრებს მოუვლენს
მტერთა რისხვად ქმნილს,
რომ უმოსელსაც
დიდებით მორთულს,
ძალა ეძლევა
სივრცის დალაშქვრის…
ბოლოს ცხადდება,
რომ მოძულე
ხდება მოყვასი
და მისხის მისხი
ჯიშით იქადის…
რომ ღმერთი შველის
ხრიკებით უწვრთნელს
და სამომავლოდ
ნათელს უქადის…
*
ზედაზენის გზაზე …
გზნებამ ლაღად ამოზრდილმა
წინაპართა ფარზე,
გვიმეგზურა,
გვიმეგობრა ზედაზენის გზაზე,
ტყის მშვენებით მოხიბლულნი
აღმართს მივეძალეთ,
სილურჯეში,
თეთრ ღრუბლებთან
სწრაფვა განვიახლე…
ზღაპრულ ფერთა ჰარმონიამ
სხვა ოცნება ქარგა,
ცად გამოკრთა ნატერფალი
ღირს ასურელ კაცთა,
გამახსენდა დრო წარსული,
ჭაბუკთ რაც გადაგვხდა,
როს ტაძრამდე ვიპაექრეთ
პოეტურმა დასმა…
აღარ მივდევ მე იმ სევდას,
მაქვს მომავლის განცდა,
თუმც, ასაკი მომეძალა,
ვერ დავუშვებ ფარდას,
ჩემს სპექტაკლში, ჩემი სცენა
უფრო მწველი გახდა,
იმ ოცნებას ვერ ვეშვები
სიზმარში რომ ახდა…
ფიქრმა ლაღად ამოზრდილმა
წინაპართა ფარზე,
ტაძრის კედლებს მიგვაახლა,
თავნი მოვიმდაბლეთ,
ლექსის სიბრძნე გურამიშვილს
აეზიდნა ცამდე,
ვილოცე და გულს მივენდე,
სული დავიამე…
*
ჰქონდათ სურნელი რწმენის სადარი…
ლიტველების სტუმრობა გურიაში, 1971წ.
ერთხელ, ზაფხულში, ყმაწვილობის ჟამს,
ტყე-ღრე წვალებით, შეთქმულის ჟინით,
თითქოს მივსდევდი წინაპრის ჩუმ კვალს,
გზნებით ვატარე სხვა ქვეყნის შვილნი…
გამორჩეულნი გრძნობათა ფარვით,
ერთი მსუქანი, ერთიც პირხმელი…
დისიდენტური კვლევით და სწრაფვით,
მედგრად იწევდა ორი ლიტველი…
ერთს მეამბოხის ჰქონდა სახელი,
და ციხეებში იყო ნატანჯი,
იმპერიული გათვალა-არგათვლის,
მას სიძულვილი ჰქონდა ათასგზის…
და მივიწევდით მთისაკენ მაღლა,
სადაც მლოცველი დიოდა მალვით,
გზას გვიღობავდა ტოტების ფარდა,
გვეძალებოდა წინაპრის ვალი…
და როს ვიხილეთ მონასტრის ეზო,
მწვანე მინდორი ნასათუთარი,
სწრაფვისა ჩვენის ვიგრძენით გემო,
კრძალვით გვიცქერდა მხცოვანი ქალი…
ნატიფად ნაგებ ტაძრის კედელთან,
იდგა მოწესე მშვიდი, ფერმკრთალი,
”მშვიდობა თქვენდა!” მიგვიღო წრფელად,
ისმინა სიტყვა ჩემში ნამაჭრი…
ნაჯაფი ხელი შემახო ხელთან,
მითხრა: სტუმრისა მეც ვიცი ყადრი,
ოთხი წლის ვიყავ, რომ მერგო ხილვა,
ამა საყდრის და ამა სავანის…
მას შემდეგ აქ ვარ, არსად გავსულვარ,
არ მიძებნია სხვა ბინა არსით,
არადა უკვე ასს წელს ვასრულებ,
ვფიქრობ ჰაემდე გავლიე ხანი…
ოღონდ იმასღა ვდარდობ და ვნანობ,
რომ არ გამოჩნდა ერთი მორჩილიც,
რომ მონასტერი, ესე სავანე
არ შერჩეს ტყე-ღრეს ხავსით მოსილი…
მერე წაგვიძღვა, შემოგვატარა
საფლავის ქვები, დათა სამარხნი,
ერთგან ილოცა და თან გვახარა
აღმშენებელი იყო ამ ტაძრის…
ბოლოს ახსენა კათოლიკთ წესი,
ლოცვისა ნირი, ქცევა ტაძარში…
აუწყა სტუმართ ”პაპისა” მრწამსი,
და განსხვავება პირჯვრისწერაში…
აქ ლიტველსაც კი დაეტყო განცდა,
შეიხსნა ჯვარი მკერდთან ნაფერი,
მიართვა მოხუცს, სთხოვა დალოცვა,
მოდრიკა თავი ნაციმბირალი…
ჯვარზე გაკრული ქრისტეს სახება
მოექცა ქალის მადლმოსილ ხელში,
სანთლების დარად მოჩინარ თითებს,
ჰქონდათ სურნელი რწმენის სადარი…
*
ლეგენდა ცოცხლობს…
ქართველი ქრისტიანი უშუალო ქართველია,
გალობა მისი ღვთიური სანთელია,
გულებს აღანთებს მომავლის ნიჭით,
ლეგენდა ცოცხლობს, ლეგენდა იბრძვის…
მადლობა უფალს, რომ შემძინა სიტყვის უნარი;
მუსიკის ჰანგებს მივნებდე და ფერი ფერით ვრთა…
რომ ვიმუშაკო, თან აზრს მივცე ცისა სარკმელი,
როცა ინებებს მწყალობელი ზეცად ამიყვანს…
*
კელენი
კელენი ეთქმის მცირე სახლაკსა,
მცირე სახლაკზედ უფრორე მცირეს,
ძვირფას თვალივით უჩანს სარკმელი,
იფარავს კაცსა სუსტსა თუ ძლიერს…
კელენი არის სავანის უბე
და განუყრელი მესაიდუმლე,
განმხოლოებულ კაცსა თუ ქალსა,
კელენი შესძენს ღვთიურ სისრულეს…
იგი სამოსად შეერწყმის სხეულს
და სიტყვას უწვრთნელს ლოცვად აღავლენს,
სწყალობს მონანულს, შვებას ჰგვრის ეულს
და ლოცვის ფრთებზე სუნთქვად დააფენს…
კელენი ჰკურნავს შურსა და ღვარძლსა,
კელენი ჰკურნავს გულის სიხარბეს,
კელენი სხვაგვარ სიმკაცრეს კვერავს,
კელენი გხვეწავს და გაქანდაკებს…
კელენი თრგუნავს გადამძღარ კაცსა
და ნამარხულევს მოჰგვრის სიამეს,
განმარტოებულს შვენის დათმენა,
ხმაი გალობის სულს განუახლებს…
კელენი მოჰგავს ძმას მესნეულეს,
შემწეს ავადმყოფ ბერთა და მწირთა,
აღძრავს სიყვარულს სხვაგვარი კრძალვით
და შეგვახსენებს მსგავსნი ვართ ღვთისა…
კელენი გახლავთ მცირე სენაკი _
უდაბნო, თოში _ იქვე ბაღნარი…
სამყაროს იტევს მცირე სახლაკი,
ძალუძს კურნება _ დაეც ბანაკი!
*
მამა შიოს _ არქიმანდრიტს,
_
დიდი მონასტრის წინამძღვარს…
მონასტერია შენი სიცოცხლე და
ხვალინდელი დღის აღსარება,
ბევრი შეგჩივის და თავს გაცოდებს,
ზოგიც იღვრება მთლად არაკებად…
შენა ხარ შემწე, წრფელი იმედი,
სავანე ძმათა, სულის კელია,
და თუმც, მავანი სხვაფრივ იკვნეხის,
ლექსთ კრებულს შენსას ვერ შეელია…
ნუ შებრკოლდები, მიჰყევ სივრცულ გზას,
მათემატიკა ჯაბნა გალობამ,
შენების ნიჭი და რუდუნება,
შენზედ აშუქა ღმერთმა წყალობად…
*
ღირსების ფონი…
”ცხოვრებას იმკის…” შეგუებით,
ვინც მორჩილია…
ტკივილს ტკივილით დაუამებს,
ქმნის იდილიას…
მას კი, ართობდა სიშლეგე ნერვთა,
სურდა ჩაყოლა ტკივილის ფესვთან…
”უჰ, ლომკა რაა, კბილის წრიალთან!..”,
თითქოს მიენდო იმ კაცის ნათქვამს,
ვინც ”ნემსზე იჯდა” მრავალი წელი…
ხოლო ახლა კი, წვერგაბარდნილი,
კაბით მორჩილის,
მთაზე ბობოქარ მონასტრულ სივრცეს
ელტვის და ელტვის…
დაგეშილია მოძღვრის ”მცნებებით” და
მსახურებას ესწრაფვის ღვთისას,
ესწრება ლოცვებს, კითხულობს დავითნს,
გალობს ხმატკბილად, იძინებს გვიან…
მერე იღვიძებს სისხამზე ადრე,
აახმიანებს ზანზალაკით
მონასტრულ სივრცეს…
და ძილმღვიძარე, სადღაც შიგნით
იჭვით შემკრთალი,
ჩექმის ძირს მიწას
ბრჭყალივით მოსდებს…
…ის ”ნემსზე იჯდა”სტანჯავდა ”ლომკაც!” _
უმწეო სულში მხეცის ღმუილი…
დღეს კი, საქმისგან არა აქვს მოცლა,
აქვს პატივი და ღირსების ფონი _
”ძმათა მსახური…
”წვრთნას _ წრთობა მოსდევს,
ხორცი ლაგამს ხრავს…
ჩაჭედილია მორჩის ორმოში,
გვერდდაბასრული…
”სიდამპლე” იგი სულაც არ ხიბლავს,
ვეღარ თამაშობს მასთან ავსული…
*
უდაოა, სამარხთაგან
ერთი ნათელს აფრქვევს…
მისტერია, მისტერია და
სიმს სუნთქვა არხევს,
შენიღბულა გრიმასებით,
ეგ დაღლილი სახე,
და ცხოვრება გაძარცვული,
”ვაი-ვაჰმედ” ახმეს…
აგერ, ის ხე დაგრეხილი
ბოღმით აშრობს არეს…
გამიგია, შუბივით ფესვს,
ძველ სამარხებს აბჯენს,
აბჯარ-აბგარს არ ეპუვის და
ფოთლებით დაჰყეფს…
ნერგი გვიან ამოზრდილი,
სუნს საამოს იკრეფს…
სიმყრალეში ვინ აღიქვამს,
დაკნინდება, ვაჰმე!
იქნებ, ის ხე, უნაყოფო
მეხის ნიშნით წახდეს,
იქნებ, ქარმა-ქარაშოტმა
დალეწოს და ჩახმეს…
ნერგი გვიან ამოზრდილი
გადარჩეს და ახდეს…
უდავოა, სამარხთაგან
ერთი სურნელს აფრქვევს…
*
უფალსაც ფეხი იმან დაბანოს…
ის გეხმარება,
როგორც მას აწყობს,
როგორც ამაყი ბუნება ჰგუობს,
სხვაც, ასე ცდილობს ჩაგჭიდოს ხელი,
ხელი ხელს ბანსო და განა ცრუობს…
მაგრამ ვის პირს ბანს საქმე ისაა,
ვის ხოცავს ნამუსს,
ვის სამკალს იმკის,
ვინ ვის შველის და ვისი ზრახვაა
შემნახავი თუ წამხდენი სიტყვის…
ვის ართობს შენი ტანჯვა-ვაება,
თვალთვალით გაწვდის
სარჩო ლუკმა-პურს,
ქვეყნის ფერხულში, რომ არ ჩაება,
გშველის და გხატავს,
ვითარც უსახურს…
მაგრამ ვინც წყალობს,
მწყალობელს თვისას,
ვინც შეგეწევა, ისე არ გავნოს,
ქველიც ისაა, მსახური ღვთისა,
უფალსაც ფეხი იმან დაბანოს…
*
***როგორც, ზემოთ ავღნიშნე, თემის დასასრულს, _ ”პირმომცინარე ჭაბუკის სახით” /ესეი ლექსად/
მასში მოთხრობილი ამბავი, შეიძლება ითქვას, კაცობრიობის ისტორიაში, ფრიად მტკივნეული მონაკვეთის, წარმართთა ეპოქაში, ამა თუ იმ კერპისადმი, ანუ მაშინდელი ადამიანის გონისთვის, შეუცნობ მოვლენებისადმი, ბავშვთა მსხვერპლად შეწირვის ”ქრონიკითაა” ნაკარნახევი, რაც, დღევანდელი ცივილიზირებული ადამიანისთვის, შემზარავზე უფრო მეტია, რადგან იგი, ერთიანადაა აღვსილი სიცოცხლის, სიყვარულის, სულიერებისადმი უნდობლობით…
არადა, ამგვარი მსხვერლპშეწირვის ქრონიკები, მსოფლიოს არაერთ კუთხეშია დაფიქსირებული, მეტადრე წარმართულ ხანაში…
***ამონიტელთა და სხვათა ტომთა ღვთაებად მიჩნეული _მოლოქისადმი მიძღვნილი რიტუალი, წარმოუდგენლად მოგეჩვენებათ, მოლოქი, თავის მიმდევართაგან ითხოვდა, ადამიანთა მოდგმის, ყველაზე უმანკო არსებათა შეწირვას ანუ _
"კართაგენში იდგა კერპი, სახელად - მოლოქი. იგი სულ სპილენძითა და ვერცხლით იყო ნაკეთები. მის შიგნით ცეცხლს ანთებდნენ. გავარვარებული კერპის გამოწვდილ ხელებზე ჩვილებს დებდნენ, რომლებიც ნებაყოფლობით მოჰყავდათ საკუთარ მშობლებს. ჩვილის მკვლელობა დემონისთვის შესაწირ უდიდეს მსხვერპლად ითვლებოდა. ბავშვთა შემზარავი კვნესისა და კივილის ჩასახშობად ქურუმები მუსიკალურ ინსტრუმენტებზე უკრავდნენ, მღეროდნენ და როკავდნენ. მოლოქი სიმდიდრის ღმერთად ითვლებოდა. ფუფუნებისა და სიამტკბილობის…”
სამწუხაროდ, წარმართული ეპოქის ქართველთა ცხოვრებაშიც, იყო დამკვიდრებული მსგავსი სარიტუალო მსხვერპლშეწირვა…
რაც, რამდენიმე წლის უკან, ერთმა შემთხვევამ, მტკივნეულად შემახსენა.
თბილისთან ახლოს, წმინდა გიორგის სახელობის მონასტერში სტუმრობისას, ახლომდებარე მიდამოს მონახულებისას, ერთ-ერთი კლდის თავთან, ჩემდა უნებლიეთ გავშეშდი, რამდენიმე წუთი ქვევით მდებარე ხრამს, შემკრთალი ჩავყურებდი. ეს არ იყო, გადაჩეხვის საშიშროებით გამოწვეული განცდა… იქაურობა, თითქოსდა, ატმოსფეროში, ალაგობრივ მობორიალე, შემზარაობით მემუქრებოდა.
თანმხლებმა /მონასტერში გაშინაურებულმა მორჩილმა/ იდუმალნარევი ხმით გამიმხილა:
_აქედან ხრამში, გვალვებისა და შიმშილობის დროს, წარმართი დედები, კერპის შესაწირად, თავიანთ ჩვილებსა და მცირეწლოვან შვილებს აგდებდნენ…
_აუ, როგორ იმეტებდნენ?!_ალალად გამოვხატე გაოცებანარევი წყრომა.
_წარმართთა ბუნებას, რას მოკითხავ…_ორაზროვნულად ჩაილაპარაკა მან.
_გამიგია, ერთგან, ძველთაძველი მუხის ხის ძირას ტოვებდნენ…_თითქოს, შეღავათის გამოხატვა ვისურვე.
_მერე რა, შიმშილით სიკვდილისთვის იმეტებდნენ…_სხარტად მომიგო მან,_წმინდა ნინოს შემოსვლამ, იხსნა ქართველობა ამ დიდი ცოდვისაგან…_და თხრობა, ქართველთა გაქრისტიანების სასიცოცხლო მნიშვნელობაზე, შთამაგონებლად გააგრძელა.
***მართლაც, ქრისტიანული მორალის წყალობით, წარმართთა შეგნების სასიკეთოდ ფორმირება; მის კვალობაზე, ამ შემაძრწუნებელი ჩვეულების აღმოფხვრა, მიმაჩნია უდიდეს მოვლენად… და რადგანაც, თითოეული შემოქმედის პოეტური განწყობა, თავისი ერის, იქვე კი, კაცობრიობის მიერ სისასტიკით ჩადენილი ყოველი ცოდვის, შემახსენებელ ეპიზოდს, თუნდაც უვიცობით ჩადენილ ”გულქვაობას” მტკივნეულად აღიქვამს, ეს ”მოვლენა”, ჩემს ლექსშიც თავისებურად გამოვხატე ანუ _
***პირმომცინარე ჭაბუკის სახით
ესეი ლექსად
ტკივილი მრუმე_ბოღმად ნანთხევი,
წარმართულ ხანის ნატანჯი ვნება…
აგერ, სალ კლდეზე, ღამენათევი _
იდგა, ყიოდა ბრმა შემართება…
წინ ედგა შვილი, ცხადში ნანატრი,
გულით მინდობილს უცებ ხელს კრავდა,
რწმენად ქცეული მზაკვრული შიშით _
აუხსნელ ნიშნებს მსხვერპლად სწირავდა…
იყო სივილი და ხრიალი უმეცარ კაცთა _
ხაოდა დედა…
შეტოკდა ცა და თეთრი სარკმლიდან
პირმომცინარე ჭაბუკის სახით
დაეშვა ხატი _”მშვიდობა თქვენდა!...”
აქ, წარმართ ქალთა დაინდეს შვილნი,
ცოდვანი თვისნი გაითავისეს,
ზეციურ სარკმელს მიაპყრეს თვალნი,
თან მონანაულთა მადლი შეიცნეს…
გავიდა ხანი, ისევ ”ლა-მოლექ!”
შესაწირს სხვაფრივ დაედო ფასი…
შეკვეთილია გული, თირკმელი,
ფულზე გასწირეს უმწეო არსი…
გავაშვილებთო, შეპირდნენ ორსულს,
ვერსად წაუვა მოლოქის აჩრდილს;
უკეთურს უნდა მიჩქმალოს კვალი;
ჩვილს დედის ხილვას არვინ დააცლის…
ტკივილი მრუმე_ბოღმად ნანთხევი,
წარმართულ ხანის ნატანჯი ვნება…
შეტოკდა ცა და თეთრი სარკმლიდან
პირმომცინარე ჭაბუკის სახით
დაეშვა ხატი _”მშვიდობა თქვენდა!...”
***ჯ.გ.
და ბოლოს, ისევ ათენელი ფილოსოფოსისა და სახელმწიფო მოღვაწის არისტიდეს (ძვ. წ. 530 —გ. ძვ. წ. 468) მიერ თავის ”აპოლოგიაში” მოყვანილ შთამბეჭდავ გამონათქვამს შეგახსენებთ _ „ ეს სამყარო უთუოდ მოისპობოდა, რომ არა ქრისტიანთა ლოცვანი და ვედრებანიო“ მას კი ნამდვილად დაეჯერება, რადგან თანამედროვეებმა თავისი უანგარობის გამო, მას მეტსახელად სამართლიანი შეარქვეს. …იგი ზედმიწევნით პატიოსნად განაგებდა ძველი საბერძნეთის ფინანსებს.”
და რადგან, ქრისტიანულ ლოცვას და ვედრებას უდიდესი მადლი აქვს კაცობრიობის ცივილიზაციის აღმავლობაში, ჩემეული ლოცვა-ვედრებაც, ქვეყნის საკეთილდღეოდ აღვსილი განწყობითაა ნაკარნახევი…
*
შთაბერე, _ მამულს არ ავნოს…
წმინდაო, ძლიერო, უკვდავო!
ქარს მიეც მტრისა ნაქადი,
დაეც, მზაკვრულად უნივთო,
ენაზე მოსდე ქამანდი…
წმინდაო, ძლიერო, უკვდავო!
უძლურჰყავ ფლიდი ”თავადი”!
მოკეთედ გიჩანს უგვანო,
უმრავლე კეთილზე დარდი…
წმინდაო, ძლიერო, უკვდავო!
უკვდავჰყავ ერზედ ამაგი…
შთაბერე მამულს არ ავნოს,
ისე გამოწვრთნას სარანგი…
წმინდაო, ძლიერო, უკვდავო!
აბჯრად ჰყავ კურნების მადლი,
ავმაღლდეთ, შფოთი განვაგდოთ,
ჩავუჭრათ წუწკ-ვერაგს ფანდი…
წმინდაო, ძლიერო, უკვდავო!
ქარს მიეც მტრისა ნაქადი…
***ამინ!
ჯ.გ.
*
****
*
”ხატოვან
აღქმათა ობსერვატორია” ¬/ «Обсерватория образных восприятий» / ¬
“Observatory of figurative perceptions “/მეცნიერთა, მწერალთა და
ხელოვანთა ასოციაცია ¬/ Ассоциация учёных, писателей и художников//
Association of Scientists, Writers and Artists ¬/
*
პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...
*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.
© გახსოვდეთ!..
”საავტორო უფლება”
Analytical Center of National Consciousness…JVJ Home Page (www.jvj.20m.com)
*
Комментариев нет:
Отправить комментарий