Translate

пятница, 27 августа 2021 г.

შეხსენება _ქრონიკების კვალდაკვალ... /და მოუშუშდა წყალსაც იარა…


***

*

Janri Gogeshvili

შეხსენება _ქრონიკების კვალდაკვალ...

*

  რეფერატი _ ქართული ლიტერატურის ეროვნულ ფონდს”  _

***სამშობლოს განცდა მარადიული… _აი, ის ძირეული მოტივი, რომელის ხატოვნება, ოდითგანვე იფრქვევა ქართული ეროვნული მწერლობის საგანძურიდან

****ამ პუბლიცისტური, მიმოხილვითი სახის სტატიის მთლიანად წასაკითხად, რომლის შემადგენელი ნაწილი ლიტერატურულ საქართველოში, ჯერ კიდევ 2018 წელს გამოქვეყნდაალბათ ვერ მოიცლით...

ჰოდა, ამონარიდებს მოგაწვდით

..

***

*”წოვა, ყურება, ტაცებისა და ხელის კვრის…” ტენდეცია თვალშისაცემია სახელოვნებო სფეროშიც კულტურის სამინისტრო შეფუთული იქნა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფასადში. არადა, თუ რაიმე თავმოსაწონი გააჩნია ჩვენს ქვეყანას, ეს უპირატესად, ისტორიული კულტურული მემკვიდრეობითა და თანამედროვე ხელოვანთა მიღწევებით განისაზღვრება.

რაც შეეხება მწერლობას. ამ სფეროს არეალი, თითქმის ულტრალიბერალთა ფრთის მიერ არის მისაკუთრებული.

გასახარია, რომ ფრაკფრუტის წიგნის ბაზრობაზე, ქართული კულტურის მდიდრულ ფონზე, ასე თვალსაჩინოდ წარმოჩინდა ქართული წიგნი, ბეჭდვითი პროდუქცია, მაგრამ აშკარად შესამჩნევია ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ცალსახად მიკერძოებული დამოკიდებულება საერთო-ეროვნული მწერლობის დამოუკიდებელ წარმომადგენელთა მიმართ.

როგორც ცნობილი გახდა, წიგნის ფესტივალზე 72 ავტორი იქნა წარდგენილი, იქიდან, მხოლოდ რამდენიმე პროფესიონალი.

დიახაც, დამწყებ ავტორებს სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს, მაგრამ ქართველი საზოგადოებისთვის უდაოდ საინტერესო იქნება, ამ ავტორთა ვინაობის გამხელა და მათი ნიჭიერების სათანადოდ შეცნობა. ამდენი გაუშიფრავი დანახარჯის შემდეგ, ამ საკითხთა ამსახველი, ერთი ჩვეულებრივი ბიულეტენის გამოცემა, პრობლემად არ უნდა იქცეს.

ოთხიოდე თვის წინათ, ინტერნეტში, ჩემს მიერ გახსნილ ბლოგთაგან ერთერთზე _ (ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე) ამ თემასთან მიმართებაში, მამხილებელი წერილი გეყოთ, ეროვნული თვითშეგნების შემლახავი, _ ლიბერასტული შეძახილები…” გამოვაქვეყნე. გთავაზობთ ამონარიდს:

ქართულ რეალობაში ლიბერასტული იდეოლოგიის ფუძემდებელთა დაფინანსებებით წამოყელყელავებული ლიბერასტ-რეტროგრადებიც თავხედობენ; ლიბერასტობა ლიბერალიზმში ნუ აგერევათ, ლიბერასტებმა საკუთარი ცხოვრების უკეთ მოწყობის მიზნით გარკვეული მორალური ღირებულებებზე გადავლის დემონსტრირებით გამოიდეს თავი; კი, თავისუფლების, ვითომდაც უკიდეგანო შეგრძნებაც ახალისებდათ, მაგრამ ბოლოს, ყოველივე პასუხისმგებლობამორღვეული სივრცის დამკვიდრებამდე მივიდა.

ერთეულ განსწავლულებს, თითქოს ბიტნიკური ცხოვრების ნირი ხიბლავთ, მაგრამ, ეს ისე, მარიაჟულად; კომფორმიზმისკენ მათი მიდრეკილება, მაინც უსაზღვროდ მძლავრობს. და ხშირად ბოლშევიზმის სულით ამხედრებულ პროლეტკულტელებივით ცალსახად აზროვნებენ; განსხვავებულ აზრზე ძალადობის ჟინით ატაცებულები, მხოლოდ და მხოლოდ თავისას ისწორებენ (ულტრალიბერალურად განწყობილი მასმედიის სრული უზურპაციითა და ფსევდოლიბერალურ ენჯეოშნიკურ ღირებულებებზე ასხმული კანონპროექტების წარდგენა-შეტენვის კვალობაზე შემუშავებული ინსტრუქციებით).

ჰოდა, ახლა ნარკომანია, ერთსქესიანთა ქორწინების პროპაგანდასთან ერთად, ჩვენებური ლიბერასტული იდეოლოგიის მძლავრ ფაქტორად ქცეულა. მათეული თავისუფლების სასიცოცხლო ნიშანსვეტად.

თუმც, ყოველივე ამის შესახებ, ჯერ კიდევ, რამდენიმე წლის წინათ, ჩემს მიერ გამოცემულ ლიტერატურულ-შემეცნებით სახის ჟურნალში (ხატოვანი მოტივაციები 1 (3) 2005) დაბეჭდილ ესსეში _ სააზროვნო სივრცის პერიპეტიები…” მქონდა მიმოხილვითი საუბარი. /იხ. ხატოვანი მოტივაციები /ლიტერატურულ-შემეცნებითი ჟურნალი.../http://gogjuansher.blogspot.com/.../literary-cognitive.../

ილია ჭავჭავაძის ლიბერალიზმი, რომელიც ეროვნულ ფასეულობებს მოწიწებით წარმოაჩენდა, დღევანდელი რიგი წამყვანი ქვეყნების, თუნდაც, ჩვენდამი კეთილგანწყობით გამორჩეული ამერიკი შეერთებული შტატების მმართველი ძალის ეროვნულ სულისკვეთებასთან დაპირისპირებაში ნამდვილად არ მოდის. (იგულისხმება პრეზიდენტ ტრამპის ”ეპოქა” -(ჯ.გ.)

ჰოდა, ქართული პოლიტიკური სპექტრის დემოკრატიულობით მოკეკლუცე ავანგარდს, ასეთი, რა განუკურნებელი ჭირი შეეყარა

და ბოლოს, სახუმარო პამფლეტი:

ადრე სხვა იყო, ახლა სხვა არის,

საგინებელი, მაინც ერთია

სადარდებელიც ისევ ის არის,

სულ მთლად არ ჩასკდნენ,

არ ჩაისვარონ

ქვეყნის პრესტიჟი, ხალხის ხელშია

(..)

****დღევანდელი ქართული სამწერლო სივრცის პრივლეგირებული ნაწილი შიგა სექტური კარჩაკეტილობით გამოირჩევა; ქვეყნის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ლიტერატურული გამოცემები, მხოლოდ თავისიანებად მიჩნეულ ავტორებს ბეჭდავენ უცხოურ ენებზე სათარგმნელად, მათი ტექსტების წარდგენაც გამორჩეულად ხდება.

ფონდი იმუშავებს ყველასთვის…” _ღმერთმა ქნას.

ფონდის მთავარი მიზანია, წიგნიერების ამაღლება ქართულ საზოგადოებაში და ქართული მწერლობის პოპულარიზაცია მსოფლიოში.

და იმგვარი პერსპექტივებია გადაშლილი, რომ, ოდნავ, იმედშემონახული ინდივიდუალისტი ლიტერატორიც კი, შესაძლოა გულუბრყვილო ოცნებას მიეცეს

კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, ვიცი ნიჭიერი ავტორები, ახლებს შორისაც არიან, მაგრამ იმასაც შეგახსენებთ, რომ ქართულ სინამდვილეში, საკუთარი ბედის ამარა დარჩენილი მწერლის ბედი, უმეტეს შემთხვევაში მეტად მძიმე გახლავთ.

დიახ, წერით ბევრი წერს,_ოღონდ, კითხვით ცოტას კითხულობენუმეტესობა, როგორც ხალხში ამბობენ, თავისივე დაწერილსა თუ ნათქვამს, აზრს ნაკლებად ატანს (არც სიურიალისტური ხედვებითარიან გამორჩეულნი). ქართული ლიტერატურის ისტორია ნაკლებად ან სრულებით არ აინტერესებთ მედიის მიერ საგანგებოდ უარყოფილ ავტორთა შემოქმედებას, ხაზგასმით არ ცნობენ სითავხედეც გვარანად მოსდგამთ და მხოლოდ თავიანთ გენიალურობაზეგაჰყვირიან.

ილია ჭავჭავაძის მახვილ გონს, არც ამგვარი სენით შეპყრობილთაანატომია გამოჰპარვია:

რა დაემართა ადამიანს? არ ვიცით, უჭკონი, ულოღიკონი, სულელნი განა წინათ კი არ ყოფილან, მაგრამ სულელს თვის დღეში სულელი ჰქრმევია და ყური არავის უთხოვებია. ეხლა კი სულელობას თითქო კაი ბაზარი აქვს, თითქო კაი ფასად გადის და ვისაც ეს განძი ბლომად ჰქონია, საპალნეებით ზედიზედ ეზიდება გასასაღებლად, თითქოდროს ეხარბება მაზანდა არ წაჰხდეს, ფასი არ დაჰვარდეს დადავიღუპოვო (1887 .)

მოკლედ, ისტორია მეორდება, თუმც ახლა, ამ კასტის წარმომადგენლები, ისე მარჯვედ არიან დატრენინგებულები, რომ მათიკარიერული წინსვლა საქვეყნოდ თვალსაჩინოა”…

დავუბრუნდეთ ქართველ მედიაში გამორჩევით რეკლამირებულ მწერალთა პროტესტს.

ქართველი მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლობები ახლადშექმნილ ქართული ლიტერატურის ეროვნულ ფონდს ბოიკოტს უცხადებენ.

მაგრამ თქვენ ხომ, თქვენი ინტერესების მიღმა მყოფი პროფესიონალების აზრი, არც არაფრად გიღირთ. ნაცმოძრაობის ზეობის ხანაში, ნამეტნავად წამოყვინჩილებულნი გაოცებით შეშფოთდებიან; საბჭოურ რეჟიმის ყოფაგამოვლილ მწერალთა თვალსაზრისი რა მოსატანიაო

ქართული ანდაზისა არ იყოს: ზოგისა ბამბა ჩხრიალებს, ზოგისა კაკალიც არაო, სამწუხაროდ დღესაც გვარიანად ქმედითია.

***

და აგერ, ახლახანს

ლიტერადან წიგნები ბესიკ ხარანაულმა, ვახტანგ ჯავახაძემ და გელა ჩარკვიანმაც მოხსნეს

კულტურა

პუბლიკა 23:29, 31 ივლისი, 2021

Janri Gogeshvili

პატივცემულებო, თქვენგან მიკვირს ნიჭიერებაში ვინ მოგედავებათ, მაგრამ, სამინისტროდან, ვინმეს დანიშვნა, ნამდვილად არ უნდა გაგკვირებოდათ თანაც, წლების მანძილზე, ქართული სამწერლო სივრცის წარმართვა ლიბერასტული იდეოლოგიით, /სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურებით, დაფინასება, მასმედია... / რომ ხდება , ვგონებ, უხერხულობას არ გიქმნიდათ...

*

Janri Gogeshvili

პოლიტპროგნოზი

რასაც პოლიტმიმომხილველთა არმია წინასწარმეტყველებდა, თითქმის ერთბაშად განქარდა.

ჰოდა, ჩემეული შეფასება, სიურეალისტური ხედვების კვალობაზე, ამგვარია ბოლობოლო _მორიგდებიან _ მთავარია, ქვირითი, _საძღომად ვის დარჩება

*

და მოუშუშდა წყალსაც იარა

 მერე აიჭრა ღრუბელი ცაზე,

ჩამოწვიმა და ზეცამ იხარა,

გადაირია ვარსკლავი მაცნე,

სინათლის ჩინჩხლი ჩამოგვაყარა

ვეღარ იპოვა მერცხალმა ბუდე,

ფოთლების გვირგვინს გადეყარა,

და სიყვარულით გალეშილ ძუ მგელს,

გაზაფხულდაო, მწველად ახარა

 მგელმა შეღრინა, ცას შეყმუილა,

ლეკვები შქერთან ჩამოატარა,

თევზმა ქვირითი ქვას მიაფინა,

და მოუშუშდა წყალსაც იარა

18.04.2002

პოეტური კრებულიდან სიზმრიდან ცხადში…” / თბილისი _2010

..

...ანუ, ვინ, ვის მუხლებზე აღმოჩნდება, ესეც საკითხავია

Janri Gogeshvili

28 ივლისი, 2019  · 

ვინც შამათს ვერ გამიკეთებს, რას დავეძებ -მითხრას ქიში. (. გუგუნავა).

/”სალაღობო/

*

ქადილი, მუქარა პოლიტიკურ ავანსცენაზე მრავლად ისმის ითხოვენ სამართლის აღსრულებას მართებულია, მაგრამ, განაცხადები, ხშირად ტრაგიკომიკურ შინაარსს იძენს.

ჰოდა, არსებულ პოლიტიკურ ჭრილში ისე ჩანს, რომ გუშუნდელმა ვერტიკალმა და დღევანდელმა ოპოზიციამ, ვერც მთლად გონივრულად გათვალა”… ხელისუფალმაც არ დააყოვნა და ინსტრუქციით ასე თუ ისე დაშვებული თავდაცვითი საშუალებები განახორციელა.... (პირადად, მე ვისურვებდი, .. რეზინის ტყვიები, არ ყოფილიყო გამოყენებული) დიახ, სამწუხაროა, რომ კონტშრტევა მოზომილად ვერ იქნა გათვლილი მაგრამ, დამოუკიდებელი საქართველოს დღემდე გაპრავებული ისტორია, სანამ სრულფასოვნად არ შეფასდება, სხვას შედეგს, ნუღა ველოდებით.

ისე კი, მარადიული სენტენცია: სამართალმა პური უნდა ჭამოს…” კვლავაც ჩვენთანაა.

ქადილი, მუქარა ინტესიურად გრძელდება, მოდრეიფე ოპოზიცია ხშირად არაადეკვატურია, ანუ , როგორც პოეტს უთქვამს: ვინც შამათს ვერ გამიკეთებს, რას დავეძებ -მითხრას ქიში. (. გუგუნავა).

ხოლო მომდევნო შერკინება, გარე ზეგავლენების გამო, შესაძლოა, სულ სხვა ვითარებაში წარიმართოს და ჩვეულებისმებრ დიდი გადაჯგუფებაც მოხდეს, ანუ ვინ ვის მუხლებზე აღმოჩნდება, ესეც საკითხავია

და მაინც, გადარჩენა იმაშია, რომ ქართულ პოლიტიკაში, მომძლავრდეს პასუხისმგებლობის გრძნობა და აღქმა: სამშობლოს განცდა მარადიული . . ბიზნეს-პოლიტიკის კერპად წარმოჩენა, ერისთვისა და ქვეყნისთვის აშკარად დამღუპველია მარტო, იმის ძახილი, რომ რუსეთი ოკუპანტია, ვერც შიდა ვითარებას გააჯანსაღებს, და ვერც დაკარგულ ტერიტორიებს დაგვიბრუნებს

ეროვნული, სოციალურად გაწონასწორებული სახელმწიფო სტრუქტურების დამკვიდრების გარეშე, ისევ, ამგვარად მოქილიკე ლიბერასტული ან ნეოფეოდალური პოლიტიკა აგვიკლებს

..

*

Janri Gogeshvili

***

ქართული პოლიტიკა და უსასრულოდ იმედაგაცრუებული დიპლომატები

შეიწყალეთ!

ამ ერთგულ დამრიგებლებს, მაინც ნუ ჩააგდებთ პერმანენტულ დეპრესიაში თორემ, ხალხი, კაი ხანია _ შიმშილ-კოვიდ-სანახაობის რეჟიმზეა.

ჯ.გ.
****

***
*
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili

 პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...

*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.

 

  ”ხატოვან აღქმათა ობსერვატორია”/ ¬“Observatory of figurative perceptions “/მეცნიერთა, მწერალთა და ხელოვანთა ასოციაცია ¬/ Ассоциация учёных, писателей и художников// Association of Scientists, Writers and Artists ¬/

 

Комментариев нет:

Отправить комментарий