Translate

воскресенье, 31 марта 2024 г.

სეირთა ქაოსში... /მორიგი პუბლიცისტური შენიშვნა/

 სეირთა ქაოსში... /მორიგი პუბლიცისტური შენიშვნა/

-სიცოცხლე, ოკენეში გადაგდებულ, თავდალუქულ ბოთლში ჩადებულ წერილსა ჰგავს
-
ეგეც შანსია!

ამგვარად წავუმძღვარე , თითქმის, სამი ათეული წლის წინათ გამოქვეყნებულ, ჩემს ერთერთ რომანს...

ვიმედოვნებ, მასში ჩაქსოვილ ქარაგმის მოტივს, გულისხმიერი მკითხველი მიმიხვდა.

ვფიქრობ, ჩვენს ყოფიერებაში არსებულ, მრავალ საჭირბოროტო საკითხთა გარშემო წამოჭრილ თვალსაზრისთა „ბედი და იღბალი“ ამგვარ „შანსის“ მოლოდინშია...

...

ისე გამოვიდა, რომ ახლახან, ახალი რომანის (კაშკაშა ფრინველი /სათავგადასავლო რომანი) ტექსტების აკრეფა სპონტანურად დავიწყე, სადარდებელმა, უშნოდ, რომ არ მიყელოს მეთქი, და ჩემეულ „ბლოგთა კრებულის“ გვერდებზე შევუდექი მათ პუბლიკაციას;

წიგნად გამოცემას, ალბათ, ვერ შევძლებ... ორიოდე წლის წინათ, აკრეფილი ტექსტების კრებულად შეკვრა და გამოცემა, კი მოვახერხე მცირე ტირაჟით, მაგრამ იმ მცირედის, ბიბლიოთეკებში შეტანაც ვერ მოხერხდა...

ზოგის, წიგნი სახელმწიფო  ბიუჯეტიდან ფინანსდება, (კულტურის სამინისტრო, თავისებურად ავლენს გამოსაცემად მოწონებულ ტექსტებს), რაც მისასალმებელია, მაგრამ, პირადად მე, კიდევ ერთხელ განვმეორდები  და გაგიმხელთ, ამგვარიშეღავათისმოპოვება, . . თავისუფალ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე; საგამომცემლო საქმის კურატორ მოხელეთა მიერ, არა და არ მერგო.

ამგვარად მოძულებული თუ არშემჩნეული შემოქმედისთვის, ამ მხრივ, ინტერნეტი, თავისისერვისებით“, მართლაც, რომ შველაა.

ქვეყნის დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე, მოგეხსენებათ, ერთერთმა პირველმა დავაფუძნე, მართლაც, რომ დამოუკიდებელი გამომცემლობაკიდევაც დაიზრდებიან“, რომელმაც, თავის დროზე, ბევრ პროფესიონალსა და დამწყებ ავტორს გაუმართა ხელი.... დარწმუნებული ვარ, ახლაც არიან მესვეურები... რომელთაგანც ზოგი გრანტებითააგანებივრებული“, ზოგსაც, წიგნის ბაზრისადმი, საკუთარი ხედვა აქვს შემუშავებული და ახალბედა თუმივიწყებულპროფესიონალს  წიგნის გამოცემაში ეშველება...

მაგრამ, სამწუხაროდ, ინტერნეტში გამოქვეყნებული „დედნების“ მიმართ, ეგეთიშეშველება“, არ ფიქსირდება.  ინტერნეტსივრცეში, გამოქვეყნებულ ამ სახის ნიმუშებს კი, თვალსაჩინო სივრცე უჭირავს... (არამარტო ლექსებს, არამედ, პროზაულ ტექსტებსაც).

ამ მიმართებით, მე ჩემეულ ტექსტებსაც მოვიაზრებ, ანუ, იმის თქმა მინდა, რომ, ჩემეულ ბლოგებზე გამოქვეყნებულ ნაწარმოებებს; მათ შირის რომანებსაც, თუ ბლოგთა გვერდებზე განთავსებულ მრიცხველებზე აღნიშნულ მონაცემებს მივენდობით, საკმაო მკითხველი დაუგროვდა, ზოგი იტყვის, ყველა, ხომ არ კითხულობს, ზოგი ცნობისმოყვარებას იკმაყოფილებს; „ინფორმაციასთვალი შეავლო და გავიდაო. კი ბატონო, ასეც მოსულა, მაგრამ ვინაც, თავისი განწყობამოწონებითდააფიქსირა, ის ხომ უტყუარი მკითხველია.. რაღამც, ვინმე ცნობილმა ლიტერატორმა, არ შეამჩნია, ან ამცნობილებისშემჩნევაარშემჩნევაზე მისადაგებულმა საგამომცემლო სისტემამ ვერ მოიცალა, ამგვარი ტექსტის „დასაგემოვნებლად“, რა თქმა უნდა, ვერც მისი გამოცემით დაინტერესდება. მაგრამ, მთავარი ისაა, რომ ჩვენს საგამომცემდო სისტემაში, ამგვარი დაინტერესებისკულტურა“, არაა დანერგილი; ანუ გამომცემლები, ინტერნეტში ქართულ ენაზე გამოქვეყნებული ტექსტების წაკითხვასა და შეფასებას, ნაკლებად ცდილობენ... მით უფრო მათ წიგნად გამოცემას და მიუხედავად, ჩვენს საგამომცემლო უწყებებში ასულდგმულებული, „პროგრესული ხედვებისა“, რაც ძირითადად საზღვარგარეთ აპრობირებულ ავტორთა კრებულების გამოცემით განისაზღვრება, ჩვენეულ საგამომცემლო სტრუქტურები, ამ მხრივ, ჯერ კიდევ ბიუროკრატულ ლაგამსა ხრავს...

ისე კი ცნობისთვის რომანი ბუმბულის სახლი /რომანი/ ჯანრი გოგეშვილი | AT HOME FROM FEATHERING /Novel/ Janri Gogeshviliწიგნად არაა გამოცემული

 

  ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанри Гогешвили _ Эпифиз, проснись! /Роман _ Janri Gogeshvili _ Hey Pineal Gland, wake up! / A novel /სათავგადასავლო, სამეცნიერო ფანტასტიკა

სამწუხაროდ, ამ ბლოგზე მრიცხველი არ მქონია დაყენებული...

ცალკეულ  ნოველბსა და მოთხრობებსაც, შესამჩნევი ნახვა და მოწონება აქვთ... წარმოიდგინეთ პიესებსაც...

უცნაურ ძიებათა არომატი (დრამა ირონიული ველით) / Ар...Flag Counter

ისე, რომან ჯანრი გოგეშვილი ’შეშლილთა" ტკბილი სულები” (რომანი)... სრული ვარიანტის გამოცემაც, ძალზე გამიხარდებოდა... ეეჰ...

ჰო, იმით დავიწყე, ისე გამოვიდა, რომ ახლახან, ახალი რომანის (კაშკაშა ფრინველი /სათავგადასავლო რომანი/) ტექსტებისბლოგთა კრებულისგვერდებზე პუბლიკაცია,  სპონტანურად დავიწყე, სადარდებელმა, უშნოდ, რომ არ მიყელოს  მეთქი;

ასე თუ ისე, გულისხმიერი მკითხველიც გამოუჩნდება...

და ბოლოს, მორიგიპუბლიცისტურ შენიშვნას“ , პოეტური წყობით გადმოცემულ განწყობასაც შევაშველებ:

 ***

როცა...

რჩეულ გამოცემებს  სანთლით დაეძებდნენ,

წიგნიერის პატიოსნებაც, რიდს აღძრავდა,

როცა, წიგნებს , ჰქონდათ დიდი ტირაჟები...

ნაკითხთა სიმრავლეს, ხალხიც შეჰხაროდა...

დღეს კი, გამეფდამზამზარეული ცოდნა;

თუმც, გაცვეთილი ცნებაა  ერის მსახურება...

სეირთა ქაოსში, „სიბრძნისდამნერგავი ცოტაა,

სიმართლის ვერ გატანა, თანმდევი განცდაა...

 ..

 P.S. და რომელიმე ნომენკლატურული მოხელე, ან თავისუფალი გამომცემელი, ჩემეული „გულუბრყვილო“ შენიშვნით, რომ დაინტერსდეს, კი, ნამდვილად საოცრება იქნება...

 ***

ბლოგთა კრებულის საძიებელი

***
*
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili 

 პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...

*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.

*

 მიმოხილვითი –ეროტიკული სიანცენი…Erotic pranks…

 

 

Комментариев нет:

Отправить комментарий