Translate

пятница, 15 марта 2024 г.

კომენტარის სუბლიმაცია ... ესსე

კომენტარის სუბლიმაცია ... ესსე

 /...და ისე გამოდის, რომ სხვადასხვა საიტზე განთავსებული ავტორის ყოველი ლექსი, მკითხველთა მიერ დართული (ავტომატურად დათარიღებული) კომენტარებით, თავისებური დღიურებია...\

 ალბათ გსმნიათ, თავიანთი ცხოვრების შინაურული ეპიზოდების შემონახვის მსურველები, „დღიურებადშესახელებულ წიგნაკებში, შესაბამის ჩანაწერებს აკეთებენ... მერე მომხდარა ისე, რომ მისი მფლობელის ასაკისა თუ ცხოვრებისეული პირობების შეცვლის გამო, ერთ დროს სათუთი ჩანაწერების წიგნაკი პატრონის მეხსიერებიდან ამოვარდნილა... და თუ, ვინმე ჩასაფრუბულის შურისმაძიებლური ქმედებით გამქრალა, შეურაცხყოფილ ავტორს, მეტად აღარ მონდომებია, თავისი შთაბეჭდილებებისთეთრი იდუმალებისთვისგაზიარება.

ამ მიმართებით გულაცრუებისა თუ გაუთვალისწინებელი ცხოვრებისეული პირობებით გამოწვეული დისკომფორტისდამაზღვევლადინტერნეტში მოვლენილი ბლოგოსფერო გვიჩანს... (რა თქმა უნდა, თუ იმას გავითვალისწინებთ, სამუდამოდ დაზღვეული არც არავინ და არც არაფერია.)

ბრაუზერებში ხეტიალისას, ხშირად წავწყდომივარ ამა თუ მიზეზით მივიწყებულ თუ მიტოვებულ ბლოგდღიურებს...

ჩემეული მოგონებების, წარსულში გადამხდარი ფათერაკების და ემოციების  მკითხველისთვის გაზიარება, ტექსტებში, ბევრგან, მემუარული სახის ლიტერატურადაა წარმოდგენილი... ბლოგებზე დაყენებული მრიცხველები გამცნობს, რომ მკითხველები  მსოფლიოს სხვადასხვა არეალიდან შემოდიან, იყო შემთხვევები, როცა მრიცხველებზე აღნიშნულ ზოგ ქვეყანაზე, მკრთალი წარმოდგენა მქონდა, ან საერთად უცნობი იყო მათი ადგილმდებარეობა და ინტერესით მომიკვლევია; „რა სად, რა ფერებშიდა ასე შემდეგ, ზოგჯერ გაოცებასაც შევუპყრივარ, „ნეტა იქ, ქართველს, როგორ გააქვს თავი მეთქი, მაგრამ, ახლა, არც არაფერი მაკვირებს და ვგონებ, არც ის გამაოცებს, მარსზე თუ აღმოვაჩენ ჩვენებურებს, არც,  იმაზე ფიქრი მექცევა გამოცანად;  ილონ მასკს, როგორ გაეპარნენ მეთქი...

და აგერ ახლა ,Gioom Galen -ის https://www.poemhunter.com/gioom-galen/Georgia ფსევდონიმით ინგლისურ ენაზე გამოქვეყნებულ ლექსებს, ნოსტალგიური განწყობით, რომ ვათვალიერებდი, ერთაგან მშვენიერი იტალიელი ქალბატონის, იმგვარი მომხიბვლელბით დაწერილ კომენტარს წავაწყდი, ვიფიქრე, ესეც ხომ დღიურში ჩაწერილ ემოციური აღტყინების შესამჩნევი ნიმუშია მეთქი. გთავაზობთ  პოეტ Gioom Galen-ის” (იხილეთპოეტური ფრაგმენტები…” ჯანრი გოგეშვილი / ’Poetic http://janrigioomgalengogeshvili.blogspot.com/2010/02/poetic-fragments-janri-gogeshvili.html) მიერ იგლისურ ენაზე შეთხზულ ლექსს, ამ ლექსის ჩემეულ თარგმანს და იმ ქალბატონის ავტორისადმი მიძღვნილ კომენტარს:

Tai Chi Italy27 June 2008

Fantastic concept embraced in this fine poem. Auto-suggestion at it's most powerful, A wow poem, smiling at you, Taiანუ июня 2008 г. ფანტასტიკური კონცეფციაა,  მშვენიერ ლექსში  ჩაქსოვილი. თვითშთაგონება, ძალზე ძლიერი სახით. უჰ შენ, ლექსო! გიღიმი მე...“

ახლა კი, თავად ლექსი

Gioom Galen

Georgia

Auto-Suggestion From A Pure Body …

Rating: 3.0

Fragrance and desire,
Smell of a sweaty body …
The eccentric woman is drawn by a smell
Men from «a cave oasis»,
Once, he with an instinct took a great interest
With a fragrance of the newborn child …
I breathe your aroma from my sky, _
Fragrance and desire;
Auto-suggestion from a pure body …

ანუ

არომატი და სურვილი,

სურნელება ოფლიანი

სხეულისა...

ექსცენტრიულ ქალს,

იზიდავს სურნელი

მღვიმისეულ ოაზისელმამაკაცისა;

ერთხელ, ინსტიქტურად, რომ შეიპყრო

ახალშობილი ბავშვის არომატმა.

მე ვსუნთქავ შენი სურნელით, ჩემი ციდან,–

არომატი და სურნელი;

თვითშთაგონება სუფთა სხეულიდან...

...

ჩემეული გადმოქართულებული და შემდგომ  პოეტურ რუბრიკაში განთავსებული –( პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები /Кв... http://janrigioomgalengogeshvili.blogspot.com/2018/01/poetry-quantum-thoughts-j-g_28.html)

 

გზნება ნამიდან ისწრაფვის

ნამიანი სხეულის იგავი;

სურნელება და წადილი,

უცნაურს ერწყმის სიურჩე

რკენაში ნაწრთობ ველურის

ვინაც შეიგრძნო სიცოცხლე

ახალშობილის ინსტიქტით,

ცვარს იჭვით დასცქერს;

არომატს იკვლევს შეპარვით.

სუფთა სხეულის სიწრფელე,

მითში შეღწევის ქადილი,

გზნება ნამიდან ისწრაფვის

პირველყოფილი წადილით

..

 

საიტზე დართული შენიშვნა

READ THIS POEM IN OTHER LANGUAGES

This poem has not been translated into any other language yet.

I would like to translate this poem

ანუ წაიკთხეთ ეს ლექსი სხვა ენებზე და მთარგმნებითი სერვისის შემოთავაზებაც თან ახლავს...

და ისე გამოდის, რომ სხვადასხვა საიტებზე განთავსებული ავტორის ყოველი ლექსი, მკითხველთა მიერ დართული კომენტარებით, თავისებური დღიურებია...

და ბოლოს, კომენტარის დამრთველმა ქალბატონმა, თვისი პოტური ემოციის, ასე ხატოვნად გამჟღავნებით, უშულოდ წარმოსახა, ამ ლექსში ჩაქსოვილი ექსპრესიის სიმძაფრე.

ამასობაში, ჩემს პოეტურ კრებულში /პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Gogeshvili/

გამოქვეყნებული ეს ლექსიც გამახსენდა:

სუბლიმაცია

და შეთრთვილული 

ოცნებები,
ცისარტყელაში

სულს რომ ჩაითქვამს,
და მაგ ბაგიდან

გამოყოლილ
ალერსის სიტკბოს

სხივი ჩაიწნავს
ამოფრინდება უჩვეულო

ბგერათა როკვით,
ციურ სხეულში

მონატრებად ჩაისახება,
შეეფეთება ვინმე ეულს

გრძნეული ნდომით,
შველად მიუვა,

სიყვარულად აიტალღება

9.08.2007

P.S. ისე, არაცნიბიერიდანმოვარდნილი სექსულური იმპულსების შესახებ, რომელთა სუბლიმირება, ხშირად  გროტესკულ ფერებში აღძრულ ემოციურ ტალღებს ქმნიან, ფროიდთან ბევრად უკეთაა წარმოჩენილი.

 ..

 

  • ***
    გრიგალში
    *
    ადვინროგორრა ფერებში... _ ანუარც არაფერი ხდებოდა თითქოს... (ლაშქრული,კამპანელლაფოქსტროტი… ცნობილაძემავზოლეუმი და ისევ ცნობილაძეაფრიკა დაამერიკა…)...
     *

  •  

     

    Комментариев нет:

    Отправить комментарий