Translate

пятница, 22 марта 2024 г.

ისე კი... /პუბლიცისტური შენიშვნა/

ისე კი... /პუბლიცისტური შენიშვნა/

 მნიშვნელოვანია ის, რომ, ეს ჩვენი ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო...“ საქართველობუნებით, ადამიანური გენომიდან გამორჩევით ასულდგმულებული, სიჯანსაღემშვენიერებით მადლმოსილი ქვეყანა, 20 მარტს, (ბედნიერების საერთაშორისო დღე) გაეროს მხარდაჭერით, ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ მომზადებულ 2024 წლის ანგარიშის თანახმად– ბედნიერი ქვეყნების ჩამონათვალში  ოთხმოცდამეთერთმეტე (91) ადგილზეა.

და მასზე, უფრო ბედნიერი, თავისი 82 ადგილით სომხეთი ყოფილა, აზერბაიჯანს კი, 101 ადგილი რგებია.

ისე კი, „მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყანა ფინეთია. მეორე ადგილზეა დანია, მესამეზე - ისლანდია, მეოთხეზე - შვედეთი და მეხუთეზე - ისრაელი. ბოლო, 143- ადგილზე ავღანეთია...“

და რაღაც, უბადრუკი 91-ე ადგილი, იმ ფონზე,– რაც, ჩვენ  საერთაშორისო სპორტულ და სახელოვნებო ასპარეზზე, ღირსეულ ქართველთა წარმატებებისგან აღძრული „ბედნიერებათა“ მღელვარებით მიგვიღია.

არადა, მეტწილად ქარბუქსა და ქარაშოტში მცხოვრები ხალხები, თურმე, ბევრად უფრო ბედნიერად გრძნობენ თავს, ვიდრე ქართველები.

ამგვარ ვითარებაში, მარტივად ასე გაიკვირვებენ: „კი მაგრამ, აბა ჩვენ, რა ჭირი გვეტაკაო?!“

თუმც, რუსეთის იმპერიის მზაკვრულმა თავდასხმებმაც გვარიანად დაგვაზიანა, მაგრამ, დღევანდელობაში, ამოტელა ზარზეიმების ფონზე, თორმეტ საუკეთესოში მაინც, ხომ უნდა მოვხვედრილიყავით და  ეჭვი გიჩდება, იქნებ ბევრს გააზრებულიც არა აქვს ბედნიერების სრული არსი, თუნდაც მცირედი, აი თუნდაც ამგვარად:

„ბედნიერებასულიერი და ემოციური მდგომარეობა, რომელიც სასიამოვნო შეგრძნებას იწვევს ადამიანში. ბედნიერების გამომწვევი ზოგადი მიზეზებია ყოფიერების პირობებით, ცხოვრების შინაარსიანობით, საკუთარი მიღწევებით შინაგანი კმაყოფილება.

ბედნიერების სუბიექტურ აღქმაზე და მსგავს თემებზე საუბარი, ბედნიერების საქვეყნო აღქმაში ვერ შეგვეშველება, მაგრამ, ქვეყნის უმეტეს მაცხოვრებელთა, ზარზეიმებით „მაკიაჟირებულ“ დაღრეჯილობის  ფონზე, უნუგეშობა, რომ აჩიავებს მომავალს ესეც ხომ არსებითია.

უნუგეშობას კი, ძირითადად, ჩვენებური; საქვეყნო „ეკონომიკური ძალადობა“ ქმნის.

რაც მე, მსგავს განწყობებსა  და ფაქტებზე  სტატია და ლექსი დამიწერია, მაგრამ...

ისე კი – შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, ცუდია დაღრეჯილობა

ჯ.გ.

 

 ბლოგთა კრებულის საძიებელი

***
*
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili 

 პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...

*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.

*

 ჯანრი გოგეშვილის პუბლიცისტიკა:

***

***
და ასე შემდეგ...

 

Комментариев нет:

Отправить комментарий