Translate

среда, 26 марта 2025 г.

იდუმალი ამბები /იუმორისტული ნოველა/

ნაკლულ სულისთვის...

თუ გატაცება, ექცა ტაცებად,
მალე, თარეშიც, ჰობად მიუჩანს,
და დიქტატურის დაკანონებაც;
ნაკლულ სულისთვის –
ხელოვნებაა...
ჯ.გ.

 იდუმალი ამბები

/იუმორისტული ნოველა/

–ამის დედაც, გაგიჟდებოდა, ტრამპი, აბა, რა იქნებოდა... მასკის ეფექტურობის დეპარტამენტს, ფულის ჯადოსნური კომპიუტერები აღმოუჩენია, რომლებიც გარკვეულ პირებზე, პირდაპირ ხაზინიდან გასცემდნენ თანხებს... მათი არსებობის შესახებ, კონგრესში, არც არავინ იცოდა...
–აბა, მაგ მხრივ, ჩვენთან პროგრსი ყოფილა, ყველამ ყველაფერი იცის, ისე ათლიან სახლმწიფო ბიუჯეტს მილიონებს და ამ ამბებებს, როგორც შოუს, ისე უყურებენ...–სიცილით გაეპასუხა რაჟა., პოლიტიკურ სიახლეებს ადევნებულ ბაბუამისს.
–და ეს, საერთაშორისო განვითარების სააგენტოც, ისეთ პროგრამებს აფინანსებდა, ვთქვათ ამაზონის ჯუნგლებში, ცივილიზაციას მოწყვეტილი რომლსამე ტომის აღმოჩენა, კაციჭამიების თანამედრვე კულტურასთან დაახლოება, აგერ, ერთი მონაწილე ქართველიც ყოფილა, მისი ანგარიშებიცაა გამოქვეყნებული...
–რა ანგარიშები?! ფრთხილად ბაბუ, არ გაგყვლიფონ, ხომ იცი, შენი პენსიის იმედზე ვართ!
–არა, მაგ გაგებით არ მითქვამს; მოხსენებაა, შესრულებული სამუშაობის შესახებ...
–ფეიკი იქნება!
–ყოველ გვერდზე შტამპი და ბეჭედი აზის...
–მით უფრო! კარგი, წავედი, დილით ისევ შემოგივლი...
–საინტერესოა...
–თუ საინტერესოა და უფასო იკითხე, ოღონდ, ანგარიში არ გამოგტყუონ, შენ, თადარიგიანი კაცი ხარ და ცოტა ფულიც გექნება გადანახული...
იოსები, უკვე ჩაძიებით უსმენდა,, ინტერნტში, „იდუმალი ამბების“ რუბრიკაში განთავსებულ აუდიოს...
შვილიშვილის წასვლა არ გაუგია, მიჩვეული იყო, მის უცებ გამოჩენა–გაქრობას.
პოდკასტის წამყვანს, საინტრესო ინფორმაციის გაგების მოლოდინით „უდარაჯებდა“:
„უსამშობლო ადამიანი“ მაკუტა, ჩვეულებისამებ აღგზნებული გახლდათ; სექსი უკვე მობეზრებული ჰქონდა და ახლა იმაზე იმტვრევდა თავს, ჯუნგლებში აგორებული რევოლუციური განწყობის სადაავები, რა ფანდებით წამოეკრიფა და ემართა...
უსამშობლოს კი ეძახდნენ, მაგრამ მთელ მსოფლიოს, თავის სამშობლოდ მიაჩდა და მისთვის, ჯერ კიდევ უცნობ, და საერთოდ ცივილური სამყაროსთვის მიუწვდომელ ამაზონის ტომებში, მაცხოვრებელთა თავისუფლი ნების გამოხატვისა თუ სოციალურ თემებზე, ჩაფიქრებულ ავანტიურიზმებზე, რევოლუციებიც ჰქონდა გათვლილი ... მაგრამ ახლა კრიზისს განიცდიდა... თავის გამოქვაბულში, ფაფუკბეწვა ტყავებზე ისვენებდა; ბერჯვერ ინდომა დაედგინა, რა ცხოველს ეკუთვნოდა, მაგრამ აღგზნებული ხიხვარელები, მის დანახვიმთანავე აღტაცების გამოხატვის ნიშნად მუსიკალურ საკრავ მარაკასის ბგერებს გამოსცემდნენ და მის გარშემო ცეკვას იწყებდნენ... ლათინურ–ამერიკული ცკვების მოყვარულთ, მასში ჩაყრილი კენჭების ჟღრიალი, წაცეკვების ნოტაზე განაწყობს; მაკუტას კი გულს უძმარავდა, თუმც, ითმენდა და იღიმებოდა კიდეც...
ამ მხრივ, რომ გამობრძმედილიყო, პირში, ფარულად, ქვიშასაც იყრიდა და თავის ჯანჯღარს იწყებდა, ოღონდ, მასპინძლების მსგავს ექსტაზს, ოდნავადაც, ვერ აღვივებდა... ბოლო ხანს, გარეთ გასვლაც არ უნდოდა, რადგან მისით მოხიბლული ხიხვარელბი, საეჭვოდ ყნოსვდნენ და შიშით დაგესლილ მაკუტას, უნებლიეთ, ბავშვობაში მიკლუხო–მაკლაიზე ყურმოკრული ამბავი აგონდებოდა, უნებლიეთ ამცივნებდა... თავის დროზე, ისიც გაღმერთებული ჰყავდათ პაპუასებს, მაგრამ მერე,, მივიწყებული კანიბალიზმის სურვილმა მძლავრად იფეთქა და...
მაკუტა ხიხვარეთიდან გაპარვაზე ფიქრობდა...
ჰო, დროა გაგიმხილოთ, ფრიად, ცივილური ერის შვილი, საიდან მოხვდა ამაზონის ჯუნგლებში; გაიხსენეთ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ანუ იუსაიდის მიერ დაფინანსებული ექსპერიმენტალური პროგრამები...
ყოველივეს პოდკასტების მომდევნო თავებში მოგიყვებით ანუ...
აქ ხმა შეწყდა;
–რა ვიცი ამბობდნენ ჭორიაო... ახლა მე, მიკლუხოს გამხსენებელი ვიყავი... კი, რევოლუციონერიც იყო, ველურების ყოფას და კულტურას იკვლევდა...–იოსები პოდკასტის გაგრძელებას ეძებდა, ანუ მის მომდევნო ფაილს, მაგრამ ვებსაიტზე განთავსებული, ვებგვერდების ჩამონათვალში გაიხლართა და მიკლუხო–მაკლაის ბიოგრაფიაზე გადაინაცვლა,–ჰო გვინეის პაპუასების კავშირის შექმნით, ყოფილა დაინტერესებული... და ერთხელაც პაპუასებმა შეჭამესო, ჭორია, ეს შეხსენება, რომ არა, მაკუტასავით, მეც, ასე მქონდა მახსოვრობაში ჩარჩენილი, პეტერბურგში გარდაცვლილა... ოო ეს ჭორი, ისე, ავსტრალიაში უცხოვრია, ტოლსტოის ვაჟთან ერთად საქართველოშიც ყოფილა სტუმრად, ესეც, ჭორი თუ არაა... ჭორებით ცხოვრობს, ეს ქვეყანა, მაკუტა, რომ არა...–და ჩაეცინა, იგრძნო, ჯუნგლებში ჩარჩნილი, ქართველის ბედმა დააინტერესა...
პოდკასტის მოძიება გააგრძელა და ბოლოს სასურველი ხმაც შემოესმა:
ხიხვარეთიდან გაპარვის გეგმებს აწყოდა, არადა, რა აღტყინებით ჩაება, ამ ექსპედიციაში; ჯგუფს, მიზნად დაუსახეს, ამაზონის ჯუნგლებში, პარაშუტების მეშვეობით, სათანადო კონტენეირებთან ერთად, ასე ვთქვათ, ალალბედზე დაშვება, შეძლებისდამაგვარად, მასპინძელი გარემოს ათვისება და სხვა წევრის მოძიებასთან ერთად, რომელსამე ველური ტომის საცხოვრისის გამოვლენა, მერე მის წევრებთან, ან რომელსამე წევრთან დაახლოება და სხვადასხვა აპარატურის მეშვობით ყოველივეს დაფიქსირება.
ეს აპარატურა და ჯუნგლებში ადაპტაციისთვის; მეტნაკლებად გამოსადეგი ნივთები, ინსტრუმენტები და ასე შემდეგ, კონტეინერში იყო ჩალაგებული... მეტნაკლებად იმიტომ, თავდაპირველად, არც პროგრამის ორგანიზატორებმა იცოდნენ, სად დაეშვებოდა, ექსპედიციის ესა თუ ის წევრი... მსმენელი, რომ არ დაიბნეს, შევახსენებ რომ ჯუნგლებში, ცხრა სახელმწიფოს ტერიტორიაზე გაშლილი: ბრაზილია, პერუ, ვენესუელა, ეკვადორი, ბოლივია, გაიანა, სურინამი და საფრანგეთის გვიანა. მთლიანობაში ტროპიკული ტყის მასივია, მაგრამ, აქ იმდენი მაგრამაა, მას ჩემი ცოდნა, ვერ გაწვდება, მით უფრო, კანიბალების შეჭმისგან ბეწვზე გადარჩენილი მაკუტა, ღამით გამოიპარა იქიდან, და იქაურობა, წესიერადაც არ უნახავს..
დაეშვა კი, მშვიდობიანად, თავის კონტეინერთან ერთად და უმალვე, თადარიგი დაჭერას შეუდგა, მაჩეტით ერთმანეთში გადახდართული ბუჩქნარი მოასუფთავა, იქვე შესაფერისი ადგილი შეარჩია, მზის ბატარეაზე მომშავე პორტატული პროექტორი გამართა, სამაგრებიანი ეკრანი ერთერთ ხეზე „მიამაგნიტა“ და მოკლემეტრაჟინი ანიმაციური ფილმების გაშვება დაიწყო. იმედი ქონდა თუ ახლომახლო ვინმე ადამიანი, ანდა ადამიანის მსგავსი იყო, ცნობისმოყვრეობა დასძლევდა და ესტუმრებოდა. თავად, ბავშური აღტინებით ადევნებდა თვალს ეკრანს.
არ ალოდინეს; მალე შორიახლოდან სხვადასხვა ხმით გადამბული ჩურჩული მოესმა:
„ტონტონ–მაკუტა, ტონტონ–მაკუტა, ტონტონ–მაკუტა...“
„ველურები!“ გულუბრყვილოდ გაიხარა და წამოხტა. ხელში მაჩეტა ჰქონდა მომარჯვებული, თვალებზე, დამცავი სათვალე ეკეთა, ტანთ ჯინსის შარვლ–პერანგი ეცვა და იქვე გასაშლელ სამზე, ჯინსის ქურთუკიც ჰქონდა მიფენილი.
და უცებ სამალავებიდან ხუჭუჭთმიანი, მართლაც, რომ ველური აღნაგობის, ანუ კუნთმაგარი, მამრობითი სქესის ადამიანები გამოიშალნენ. მზერა ეკრანისკენ ჰქონდათ გაფაციცებული, მაგრამ, მარტივად გამართულ მშვილდისრებს, მათ არეალში შემოხეტებულ უცხო არსებას, მაინც უმიზნებდნენ. ისევ „ტონტონ–მაკუტას“ ჩურჩულუბდნენ, შიგადაშიგ გარემოს შეპარვით ათვალიერებდნენ, თითქოს იმის დადგენას ცდილოდნენ, ეს მარტოა, თუ მისებრ ჯინსიანი, სხვაც ახლავს ვინმეო.
ნუკრი გამოერკვა, ასე, ერქვა სინამდვილეში, ციდან დაშვებულ ექსპედიციის მონაწილეს. მიხვდა ველურები შეშინებულუბი იყნენ და შეეცადა დაძაბულობის განმუხტვას, მომეტებულად გაიღიმა, თავისუფალი ხელი მისალმების ნიშნად მკერდზე მიიდო და მისალმება ცადა. მიანიშნეს, მაჩეტა გადაეგდო.
მაჩეტა უმალ მოისროლა.
მსხვილტანიან ხეს ამოფარებული, სპორტული აღნაგობის ქალი, თავისუბური ძიგძიგით გამოვიდა, ნუკრის მიეახლა.
–მაკუტა!–თითქოსდა შეახსენა, ალერსით ჩაკოცნა, ველურები, ძალუმად ახმიანდნენ.
ნუკრი დაეჭვდა; ესენი მართლა ველურები არიან, თუ პროგრამით შემზადებული ფიტნეს
ჯგუფი ჩემამდე გადმოსხეს, ჩემი საზრიანობას შესამოწმებელადო.
მერე ყოველივე, თითქოსდა, თავისთავად დალაგდა, ხიხვარელებმა, კმაყოფილების გამოხატვის ნიშნად მუსიკალურ საკრავ მარაკასის ბგერებს გამოცემა და მის გარშემო წაცეკვება დამიწყეს, თან ეკრანს გაჰყურებდნენ.
ქალმა ნუკრის ხელი მოხვია და გამოქვაბულისკენ წაიყვანა.
–მაკუტა, მაკუტა...–ჩურჩულებდა ალერსიანად.
–გიყვარვარ?–ჰკითხა უცებ წამღერებით.
ნუკრიმ გაიხარა და თავი დაუქნია.
–შეგიძლია ფრანგულადაც მელაპარაკო,–ინგლისურადაც...
–აქ რა, დასასვენებელი პანსიონი გაქვთ?!–ნუკრის, რა ეფიქრა არ იცოდა.
–არც, შენ გავხარ ამათ, ბევრად თეთრი კანი გაქვს...
–მოგიყვები–შეპირდა ქალი.
–მაგრამ მის მოყოლამდე მე გაგარკვეთ ვითარებაში!–თითქოს სიცილით ჩაუმატა პოდკასტის ავტორმა.
ნუკრი ცდებოდა, ქალი იქაური იყო, დედა ჰყავდა ფრანგი, თან, ბავშვობაში, ჰაიტიელმა მეკობრებმა, სანაპიროსთან, ძვირფასი ქვების ძიებაში გართული გაიტაცეს.
ჰაიტში დაქალდა... მერე, როცა იქ, სამხედრო გადატრიალება მოხდა, „ტონტონ–მაკუტების“ გვარდია დაიშალა, და იმ მხარის მეთვალყურე, მისი საყვარელიც ჩაცხრილეს... ქალმა თავს უშველა, შემთხვევით, იმ კატარღაზე აღმოჩნდა, რომელიც იამაიკელ ქორვაჭარს ეკუთვოდა; ოდნავადაც, არ შეყოყმანებელა; სხვა არჩევანი არც ჰქონდა, თანაც, ჩუმად ბობ მარლის რეგს უსმენდა... ერთხანს, შაქრის პლანტაციის მფლობელის ვაჟს მიეკედლა, მერე მშობლიურ ჯუნგლებისკენ გამოუწია გულმა ბევრი წვალების შემდეგ მოაგნო, თან მოიყოლია სამკაულები და ძვირფასი ქვები, რომლებიც, საყვარლის სეიფიდან „ხელს გამოაყოლა“. ადრინდელი ცხოვრებიდან, საზეიმო წვეულბებზე გადაღებული ფოტოსურათებიც, არ დავიწყნია, რომლებმაც მერე, თავის ველურ ტომში, „სათაყვანო“ ავტორიტეტი დაუმკვიდრა;
ქ, ნება მომეცით „კარიბელ ვამპირებზე“, აგიხსნათ ზოგი რამ; ასე, მაშინ, ჰაიტის, ეგრეთწოდებულ გვარდიას ეძახდნენ. „ტონტონ–მაკუტები“ მათ ეწოდათ ჰაიტურ–კრეოლური მითოლოგიის მიხედვით. ტონტონი, მითოლოგიური პერსონაჟი იყო, რომელიც, მეტისმეტად ცელქ ბავშვებს იტაცებდა, მაკუტაში, ანუ ჩვენებურად ტომარაში სვამდა, გუდავდა და მერე ჭამდა. გვარდიელები მაჩეტებით იყვნენ შეიარაღებული, ჯინსის ქურთუკუბი ეცვათ და მზის სათვალეები ეკეთათ. მოტაცებულს, გამტაცებლის გარეშე სახლიდან გასვლის უფლება არ ჰქონდა, მაგრამ მსახური ქალებისა და დაცვის ხალხის ჩურჩულიდან გებულობდა, რა საშინელი ამბები ტრიალებდა ხალხში; ადამიანებს ცოცხლად წვავდნენ; ქოლავდნენ, ჩამოხრჩობა იღბლად მიაჩდათ. ძალზე შეშინებული იყო და ისე იქცეოდა, თითქოს არაფერი იცოდა ან გაეგო... ტონტონ–მაკუტების ლიდერები ვუდუს კულტის ქურუმები იყვნენ; უმთავრესად, განსხვავბული აზრის მქონე ადამიანები, პოლიტიკოსები, ბიზნესმნები და საერთოდ, თავისუფლებისმოყვარე ხალხი ჰყავდათ აჩემებული.
მერე, თითქოსდა მსმნელთა განტვირთვის მიზნით, მუსიკა აჟღერდა
იოსები შეცბა, შეწუხდა, ბიჭს რამე, არ მოუვიდესო და დაურეკა ,მოიკითხა.
–ნუ გეშინია ჯერ, შორიდან გვივლიან გუდიანი კაცები...–მხიარულად მიუგო იმან,–მახსოვს ბებოჩემი, რომ ამუნიებით მაშინებდა და მე ბალახის პატარა ზვინში ვიმალებოდი.
–მაკუტაში!–გაეხარდა უნებლიეთ იოსებს.
–რა მაკუტაში?!
–ჩემს ბავშვობაში გამიგია, ბალახის პატარა ზვინებს კატუმას თუ მაკუტას ეძახდნენ...–სიცილი აუტყდა,–ფრხილად იყავი; ეგენი, გუდიანებს არ ჩამოუვარდებიან... ეეჰ, რა პატარაა მსოფლიო... ტონტონ–მაკუტა...–თითქოს წამოცდა.
–ბაბუ, შენ მაქ, ჯუნგლებში არ ჩარჩე! –კარგი, კარგი დაგირეკავ! უნდა გადავინაცვლო...
იოსებს ეგონა, რაღაც ძვირფასის დამალვას აპირებდა და წაასწრეს. თავის სიყმაწვილეში სამზადისის უკან დადგმულ პატარა ზვინთან ჩაკოცნილი მეზობლის გოგო გაახსენდა და შეწუხდა, იმის შემდგ, არაფერი რომ არ იცოდა მისი.
ფიქრებმა გაიტაცა; პოდკასტის მიმართ ინტერესი დაკარგა.
–აქ უარესი სადარდებელი მაქვს..–იმართლა თავი.
ჯ.გ.
*
***
*
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili 

 პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...

*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.


Комментариев нет:

Отправить комментарий