Translate

четверг, 6 марта 2025 г.

კვანტურ სამყაროში, ინტერპრეტაციები ”მოსულა”: /იუმორნარევი მინიშნება/

ამჟამინდელიდე ფაქტო საკანონმდებლო სივრციდან, მედიასივრცისეთიკური თუ იდეოლოგიური ნორმებისგაკონტროლების, იმგვარი ინიციატივები ისახება, არსებობს საშიშროება, მოზროვნე  შემოქმედი, ინტერნეტსივრცეში შექმნილმა პოეტურმა რუბრიკამ  –„კვანტურმა იმპულსებმაც“ -ვერშეიფაროს“...

ვთვლი, ურიგო არ იქნება, თუ მკითხველი, შეძლებისდაგვარად გაითავისებსკვანტური იმპულსების რაობას...

მცირე ვარიანტი

ვანტურ სამყაროში, ინტერპრეტაციები მოსულა: ვთქვათროგორცერთ ჩემსლექსში იუმორნარევი შეფერილობით მივანიშნე:

...ერთჟამიერ და ნაირგვარად თუ

გსურთ „იღვაწოთ“;

შეიმეცნეთ

კვანტური სუპერპოზიცია; ...

და მართლაცთუ „– ნაწილაკებიერთდროულადმრავალ გარემოებაში არიან;“ რატომ არ შეიძლებაჩვენი ფიქრებიაღქმებიჭვრეტანი და ასე შემდეგსხვადასხა სივრცეში ერთდროულად იმყოფებოდნენთუნდაცჩვენთვის შეუმჩნევლადაც კიდა როცა, „მღვიძარე“ გონის მონაკვეთიმიზანდასახულად თუ უნებლიეთრომელსამე მათგანს ჩაავლებს, „მონადირებული“ ფიქრიგანწყობაჭვრეტანიიმ გამოძახილის თუ გამოძახილთა არეალის დინამიზმით  წარიმართოსრომელშიც  დაფიქსირებული ანუ აღქმული იქნამსგავსი პროცესის  ნათლად და მრავალსახოვნად შეცნობის შესაძლებლობასჩვენს არსშიასე ვთქვათთითქოსდა პერპეტუუმ-მობილე დარად ასულდგმულებული ქვეცნობიერის /არაცნობიერისინტუიციურიამასთანავეხშირად ქაოსური „შემოტევები“ იძლევარომლებიცასე ვთქვათ, „გაწონასწორებული“ ცხოვრების წესის მქონე ადამიანსზოგჯერ განწყობას უფუჭებსზოგჯერზედმეტად ახალისებსვინმე, „არაფრით გამორჩეულს“ კისაკაცობრიო მნიშვნელობის აღმოჩენამიგნებასაც ჩაუნერგავს...  ”კვანტური პწკარი თავისი მეტაფორულობით, ორაზროვნულობით, აბსტრაქციზმით, პარალელიზმებით, (თუნდაც, სიურრეალიზმის კვალობაზე), თავისებურად, უნდა მიანიშნებდეს, რომ სტრიქონსა თუ სტროფში, ნართაულად ასახული აზრის გარდა, სხვა, უფრო მრავალფეროვან სააზროვნო სივრცეში გამავალი პორტალის (ფანჯრის, დერეფნის) შიფრი იმალება. იქნებ, ეს მხოლოდ სასურველი ტექსტის მცირე ფრაგმენტი იყოს, მაგრამ იგი, შესაძლოა, იმ იპულსების აღმგზნებად იქცეს, რომლებიც მკითხველის ინტუიციას გაუმახვილებს და ჯერ კიდევ უცნობი სააზროვნო სივრცისკენ, ხედვის არეალს გაუკვალავს… _იხილეთ დასაწყისი: _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები /Кв...

სრული ტექსტი

 

ნტური სამყარო გიხმობთ
კვანტურ სამყაროში, ინტერპრეტაციებიმოსულა”:

კვანტური პწკარითავისი მეტფორულობით, ორაზროვნულობით, აბსტრაქციზმით, პარალელიზმებით, (თუნდაც, სიურრეალიზმის კვალობაზე), თავისებურად, უნდა მიანიშნებდეს, რომ სტრიქონსა თუ სტროფში, ნართაულად ასახული აზრის გარდა, სხვა, უფრო მრავალფეროვან სააზროვნო სივრცეში გამავალიპორტალის” ( ფანჯრის, დერეფნის) შიფრი იმალება. იქნებ, ეს მხოლოდ სასურველი ტექსტის მცირე ფრაგმენტი იყოს, მაგრამ იგი, შესაძლოა, იმ იპულსების აღმგზნებად იქცეს, რომლებიც მკითხველის ინტუიციას გაუმახვილებს და ჯერ კიდევ უცნობი სააზროვნო სივრცისკენ, ხედვის არეალს გაუკვალავს
მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, დროისა და ეპოქის შესაბამისდ ჩასახული, გაღვივებული ლექსების ტიპები მრავალფეროვანია:
შაირი, შავთელური, ჩახრუხაული, სონეტი, ტრიოლეტი, მუხამბაზი,  რობაი,  ყაზალი, ბალადა, ტანკა, ჰაიკუ, ეპიგრამა, ვერლიბრი, ვერბლანი, ელეგია, მადრიგალი, ოდა, ქება, ბურლესკი, ტრავესტია, ოქტავა, მრჩობლედი, ეპიტაფია, ბაიათი, კაფია, ტერცინა, ფისტიკაური, ტანაგა, კატრენი, პამფლეტი, პასკვილი, სატირა, ზაუმი, ნოველა, ლიმერიკები… და . . (სხვადასხვაგვარი რითმებისსერვისებზესაუბარი ძალზეშორსწაგვიყვანს.)
ჩემს მიერ შემოთავაზებული  ”კვანტური იმპულსები”, ყველა ხსენებულტიპთანსამეგობროდაა განწყობილი. მაგრამ ამ ციკლით წარმოდგენილი ლექსების ძირითადი ნიშანი, აზრობრივი ძიების კარნახით, სახიერისა თუ არასახიერის სხვადასხვა პოეტური ფორმითა დაკვანტური ნახტომითდაკავშირებაა; პწკარები, შიგადაშიგ, თავისებური ”ულუფებით” ასხივებენ შესაბამის ჭეშმარიტებას… კვანტური მექანიკისუცნაურობები”, ხშირად ჩვეული ფანტასტიკის საზღვრებს გამომწვევად ცდება; ვთქვათ: როგორც, ერთ ჩემს, ლექსში იუმორნარევი შეფერილობით მივანიშნე:

...ერთჟამიერ და ნაირგვარად თუ

გსურთიღვაწოთ“;

შეიმეცნეთ

კვანტური სუპერპოზიცია; ...

და მართლაც, თუ „– ნაწილაკები, ერთდროულად, მრავალ გარემოებაში არიან;“ რატომ არ შეიძლება, ჩვენი ფიქრები, აღქმები, ჭვრეტანი და ასე შემდეგ; სხვადასხა სივრცეში ერთდროულად იმყოფებოდნენ; თუნდაც, ჩვენთვის შეუმჩნევლადაც კი, და როცა, „მღვიძარეგონის მონაკვეთი, მიზანდასახულად თუ უნებლიეთ, რომელსამე მათგანს ჩაავლებს, „მონადირებულიფიქრი, განწყობა, ჭვრეტანი, იმ გამოძახილის თუ გამოძახილთა არეალის დინამიზმით  წარიმართოს, რომელშიც  დაფიქსირებული ანუ აღქმული იქნა; მსგავსი პროცესის  ნათლად და მრავალსახოვნად შეცნობის შესაძლებლობას, ჩვენს არსში, ასე ვთქვათ, თითქოსდა პერპეტუუმ-მობილე დარად ასულდგმულებული ქვეცნობიერის /არაცნობიერის/ ინტუიციური, ამასთანავე, ხშირად ქაოსურიშემოტევებიიძლევა, რომლებიც, ასე ვთქვათ, „გაწონასწორებულიცხოვრების წესის მქონე ადამიანს, ზოგჯერ განწყობას უფუჭებს, ზოგჯერ, ზედმეტად ახალისებს; ვინმე, „არაფრით გამორჩეულს“ კი, საკაცობრიო მნიშვნელობის აღმოჩენამიგნებასაც ჩაუნერგავს... 
ამა თუ იმ მკითხველსთვის დასაშვებია, ჩემეული სტილი, მიუღებელი აღმოჩნდეს, ამით არც არაფერი დაშავდებათუ, რომელიმე სრული მკითხველის ცნობიერებასაც, ესა თუ ისკვანტური პწკარიუხერხულადწამოედება” (შეთამაშებით სარმასაც გამოსდებს), მაგრამ ნებსით თუ უნებლიეთ სხვა ინტერსს აღუძრავს და იმ პიკანტურიპორტალისშეცნობისა და გააზრების სურვილს გაუმძაფრებს
ერთსაც დავამატებ, პოეტური სტროფების კვანტურ ცნობიერებასთან მისადაგება არახალია; მსოფლიო პოეზიაში,  კაი ხანია, ამგვარიხედვა”  ვითარდება; (“Quantum poems”, «Квантовая поэзия»). ინტერნეტსივრცეში, ინგლისურ ენაზე შესაბამისი ჟურნალსაც (“quantum poetry magazine”) იხილავთ. ქართულ პოეზიაშიც შეინიშნებაკვანტურობისამსახველი ლექსები. და რა თქმა უნდა, არც სხვა ეროვნებათა პოეტურ სამყაროთვის იქნება კვანტური შემეცნებისკენ სწრაფვა უცხო.
მე, ჩემეული შეგრძნებითა და პოეტური სიწრფელით ვცდილობ, ამ მრავალფეროვანი სასიცოცხლო ველის მოკვლევას. ”კვანტური იმპულსებიუფრო მეტად ინტუიციური შემეცნებისკენაა მიმართული, რაც მისტიციზმის წიაღისკენ ლტოლვას აძლიერებს. არც ფსიქოლოგიური წიაღსვლებია უცხო და _არც იუმორი. შიგადაშიგ ფილოსოფიური აზროვნების უღელში შებმასაც ვცდილობ
ასე რომ, შანსი ჩნდება, ეუცნობ, თითქოსდა ალოგიკურობის შემცველ მოვლენას თავისებური ახსნა ვუპოვოთ და შესაბამისი პოეტური ხატოვანებით წარმოვაჩინოთ... 
ვისაც კვანტური ცნობიერებისბონუსებიგხიბლავთ, ამგვარ გატაცებას უშუალოდ შეიგრძნობთ

*
  და ბოლოს: იგი შესანიშნავი მაგალითია იმისა, რომ ფიზიკური მოვლენების წვდომა ძალზე იოლი იქნება, მათ შესახებ მხოლოდ პოეტური ხატებისა და იგავ-სურათების მეშვეობით თუ ვილაპარაკებთ…”
ნილს ბორი კვანტური ფიზიკის შესახებ

აქვე, ჩემეულ სტროფსაც მოვიშველიებ:

კოპენჰაგენის ინტერპრეტაციის

ინტერპრეტაცია


სამყარო ცდილობს ჩვენს გონს აამოს,

ჩვენს მშფოთავ სულებს მიესადაგოს,

ნართაულ ნირში გადასხვაფერდეს,

ჩვენს ამბიციებს გასწვდეს, უწამლოს
                                                             ..
...
და ბოლოს, ამგვარი „ინტერპრეტაციის“ ნიმუშსაც შგაშველებთ:
ამდენ „ფსევდოსგან“ ერის სულს,
ავად აჟრიალებს...
/ირონია/

სიბრძნით ვართ „დასეტყვილები“;
სამშვიდობოს გაღწევა გაჭირდა;
„გვირაბის ბოლოს სინათლეა!!!“
არ ცხრება – მარადი ილუზია...
მაქციერა საინფორმაციო ველი,
მოდურ „ნოუ–ჰაუს“ არეკლამებს;
ერთჟამიერ და ნაირგვარად თუ
გსურთ „იღვაწოთ“;
შეიმეცნეთ
კვანტური სუპერპოზიცია;
აქ, რომ „კოშმარულად“ ილაღებ;
იქვე, „ერის მხსნელივით“იქადაგებ!“;
იქვე, სავარძელსაც მოიხელთებ!
იქვე, სწავლულივით იღაღადებ;
იქვე, ქვეყნის ბიუჯეტსაც შეირგებ...
იქვე, ასნაირ ხრიკს „აპარპაშებ!“
შეიმეცნეთ
კვანტური სუპერპოზიცია;
– ნაწილაკები,
ერთდროულად,
მრავალ გარემოებაში არიან;
და თუ, რომელსამეს გამოავლენ;
–მრავალთგან, ერთ-ერთს მოირგებს!
ქრონიკული ცრუპანტელები,
მუდამ
უსაფრთხო „პოზას“ იჩემებენ...
აითვისეთ –
„კვანტური სუპორპოზიცია!“
უძღები, „მაქციერა“ სულებისთვის
გაისარჯეთ...
იქნებით აქაც, იქნებთ იქაც და
როს განგება,
„შავი ყუთის“
შიგთავს აგიფერადებთ–
არატრადიციულ „ერთობათა“,
სამყაროსაც –
უდრტვინველად
გაითავისებთ!!!
ჯ.გ.
*
***
*
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili 

 პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...

*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.

*

Комментариев нет:

Отправить комментарий