პეპლის ეფექტი თუ „პეპლის ზმორება“
/იუმორესკა/
-ხედავ! ძველბიჭური მანერებით აწვებიან...-საქმიანი იერით გამოსძახა ბერომ, აივანზე გამოსულ მეზობელს.
სიმღერის ყოფილ მასწავლებელს, ის იყო, თავისებურად, მხატვრულად გაზმორება უნდოდა და რომ არ დააცალეს გაწყრა.
-რა წამოგელანდა, ამ დილაადრიან?!-მაინც გაიზმორა, მაგრამ ისე ეშხიანად ვერა, იმ „რჩევიდან“, რომ ჰქონდა გათავისებული, სადაც, ერთი ვინმე, ვითომდაც, ჯანსაღი ცხოვრების მოყვარული, ზმორების მხატვრულ სახეობებს მიმოიხილავდა და ირწმუნებოდა; ამგვარი, პეპელასეული გაზმორება, სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და ათწუთიან ვარჯიშს უდრისო.
-ტრამპის სასტავი!.. მაგრამ ვერ გათვალეს, ზელენსკის შემოვლითი გზების, ობშჩიაკური ქსივებით, წინასწარ ჰქონდა გათვლილი...
-აუ, შენ ეტყობა, აკრძალვების შიშით, იატაქვეშ გადასულხარ და ქურდული მანერით მებაზრები, მაგრამ, ახლა, ყველაფერი გაშიფრულია...-მიხვდა ღენჭო, ისევ პახმელიაზე იყო და მიპატიჟების იმედით, „ნდობის“ მოპოვებას ცდილობდა.
იფიქრა წავუყრუებო და ოთახში შებრუნება დააპირა, მაგრამ მეზობელმა, თითქოსდა დააწია,_პეპელის ეფექტი გამიგია, მარამ ამ ზმორებას ვერაფერი გავუგე, ამიხსენი თუ კაცი ხარ...
-შენ საიდან იცი?!
-რას ჰქვია, საიდან ვიცი, ოთხი თვეა გაკვირდები, გადავჩხრიკე ინტერნტნეტი და მივაგენი..
-რას მიაგენი, მოდი, მოდი აქ შენ...-ხასიათი გამოუკეთდა, სიმღერის ყოფილ პედაგოგს.
-ვერ გადმოვხტები, თუმცა...
-კარიდან შემოდი, რავა ყველაფერს პირდაპირ გებულობ... ტრამპის სასტავს, რომ ძველბიჭური უჭირავს, იმას, ქე შიფრავ და შინაურ სიტუაციას, ზანტად უღებ ალღოს.. თუ პეპლის ეფექტის იმედი გაქვს, ვიცი, ვიცი... ქაოსური სიტუაციის შემთხვევაში, სისტემაზე უმნიშვნელო გავლენამაც კი შეიძლება იქონიოს დიდი და არაპროგნოზირებადი შედეგები...
-მე უფრო ტრადიციონალისტი ვარ, შორი გზიდნ მოიარე, შინ მშვიდობით მიდიო, ხომ გაგია...
-მართალი ხარ, ჩემო ღენჭო, მაგრამ დრო, მარტო ჩვენთვის, კი არ იცვლება, ზოგიერთ ანდაზასაც უცვლის ფოკუსს, ახლა, პეპელასაც კი, არ აცლიან გაზმორებას! თუ არ იჩქარე, ის შინ, შეიძლება, აღარც კი, დაგხვდეს..
ჯ.გ
იხილეთ:
_*_*იხილეთ ნოველები და მოთხრობები
- მიხიბვლა (იუმორისტული ნოველა)
- ყოჩივარდას გენეალოგია /იუმორისტული ნოველა/
- აფექტის ფაქტორი / ნოველა/
- ეცადე შენც! /იუმორისტული ნოველა/
- არიფ–სალბუნი, ანუ ფრაგმენტი სიურრეალისტური სცენიდა...
***
გრიგალში
*
სად,
ვინ, როგორ, რა ფერებში...
_ ანუ, არც არაფერი ხდებოდა თითქოს... (ლაშქრული, კამპანელლა, ფოქსტროტი… ცნობილაძე, მავზოლეუმი და ისევ ცნობილაძე…აფრიკა და ამერიკა…)...
*
საავტორო უფლება
Комментариев нет:
Отправить комментарий