Translate

понедельник, 3 марта 2025 г.

ეპიგრაფი – და კვლავ მრავალჯერ იქნება მავანთა მცდელობა, ქართულ არსში გასულიერებულ–განსხეულებული სიბრძის ბეღელი, სადამსჯელო კანონებით ჩარაზონ!...

 

ეპიგრაფი –

და კვლავ მრავალჯერ იქნება მავანთა მცდელობა,
ქართულ არსში გასულიერებულ–განსხეულებული
სიბრძის ბეღელი, სადამსჯელო კანონებით ჩარაზონ!...
***

"მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია,
არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია".
შოთა-რუსთაველი
მართლაც, რომ დიდებულად ნაუბარია!
ესეც რუსთაველისაა, ოღონდ, სხვა კონტექსტში ნათქვამი:
„მას მკურნალმან ვერა ჰკურნოს, თუ არ უთხრას, რაცა სჭირდეს.“
მე კი, ამ აფორიზმებისთვის თვალის გადავლებამ, ბავშობაში, სოფელში, გასაიდუმლოებული ხმით მოპუტუნე ქალებისგან გამოღწეული ფრაზა გამახსენა:
„ეს, რომ ვინმემ გაიგოს, მოგვეჭრა თავი, ჩვენიანია მაინც...“
ამგვარად უფრხილდებოდა სოფელი, თავისიანად შეგულებულის სახელს, მაგრამ ამ ყოფაში, ამა სოფლის მასშტაბით, აშკარად ჭირს იმის დადგენა, ვინ ვისიანია, ან აგერ ახლა, ვინ ვის ეფიცებოდა სამარადისო ძმობას თუ დობას.
მაგრამ ფატმანის „ბრძნობა“, საუკუნეების შემდეგაც ღირებულია, რადგან „მოყვარე მტერის“ ამპლუას, ამჯერად, ჩვენში, ბევრზე ბევრი ირგებს, თუმც ხშირად, გაუაზრებლადაც, სჩადიან ამას...
არც იმ, მოჭირისუფლო ხმას გაიგებთ საიდმედან; „ეს, რომ ვინმემ გაიგოს, მოგვეჭრა თავი, ჩვენიანია მაინც...“
უკვე, ორღობეში „მოპუტუნე“ ქალები კი არა, მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებები მიმოიხილავენ ჩვენში დატრიალებულ პროვოკაციულ ფათერაკებს... აქ კი გვაფრთხილებენ “სსუ, ხმა არ გაიღოთ, თორემ ღალატში ჩაგეთვლებათო!“
ღალტი კი, უკვე. სიკვდილით ისჯება, უნდა დაისაჯოს, მაგრამ რა ნიშნით და ვისი „ახირებაა“, ესაა მთავარი, გარკვეული ჯგუფის განწყობაზეა მორგებული თუ... და ისევ გახსენდება: „
"მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია,
არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია".
ასე გამოდის, დავით გურამიშვილიც ტყუილად ირჯებოდა, რომ გვმოძღვრავდა:
„მართალს ვიტყვი, შევიქნები ტყუილისა მოამბე რად?
ვერას უქებ საძაგელთა, უფერულთა პირ-საფერად.
მე, თუ გინდა, თავიც მომჭრან, ტანი გახდეს გასაბერად,
ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად“.
არაო უნდა თქვაო, თორემ...
ქართულ არსში გასულიერებულ–განსხეულებულ სიბრძის ბეღელს სადამჯელო კანონებით ჩავრაზავთო...
და ახლა, ამა ყოფიდან აღძრულ, ჩემს ნააზრევსაც მოვიშველიებ:

შეუძლებელი არაფერია!


იქ,
ღიმმომდგარსაც, როზგავდნენ თურმე,
სიცილისთვის კი –სიკვდილით სჯიდნენ...
შეუძლებელი არაფერია! ყოველ განსაცდელს,
უნდა მოსდევდეს იმის შეგრძნება,
რისთვის ვისჯებით;
რა თვისებაა უკეთური, დღემდე, რომ ვგუობთ;
უკიდურესი აღმაფრენა; –გულაჩუყება, - ვერაგობა,
-იჭვიანობა, -ნაჭარბი ტრფობა, –ბრმა ერთგულება..
თუმც, თავად არ ვიცით, კვლავ როდის შეგვიპყრობს
-მორიგი სიბეცე;
ხალხს, ერთგვაროვან, მასად, რომ ააგორებს და
ერთ მხარეს, ბრმად მიდრეკილთ,
რეალობაში გარკვევის მცირე უნარსაც დაუხშობს...
და კვლავ მრავალჯერ იქნება მავანთა მცდელობა,
ქართულ არსში გასულიერებულ–განსხეულებული
სიბრძის ბეღელი, სადამჯელო კანონებით ჩარაზონ!...
ისე კი; ყველა, რაღაცას ფლობს; ყველა,
რაღაცის ნიჭს ამჟღავნებს;
ყველამ, ვიღაცის სისუსტე თუ საიდუმლო იცის;
ყველას სურს, იყოს შესამჩნევი; უმეტესად, „ისე რა...“;
სხვათა წამხედურობით...
ოღონდ, არსებითი ისაა–
„მასხარა, მტანჯველ სირცხვილს“ ვერასგზით მოგვარგეს...
ადამიანის მსგავს მაიმუნებს, ვერ ჩაგვანაცვლეს!

ჯ.გ.

***

Комментариев нет:

Отправить комментарий