შემეცნებისა, რა მოგახსენოთ;
ჩვენთან ზვერავენ, რა მიიტაცონ...
ჯ.გ.
„სამყარო გთხოვთ, აღარ დაიმალოთ , რადგან ახლა თქვენი სინათლის დანახვის დრო იწყება.“ /ეზოთერიკოსის ეზოთერიკული რჩევიდან, როგოც ხალხში იტყვიან, „თქვენს პირს შაქარიო!“_სამყარო შესაძლოა მართლაც გთხოვს, მაგრამ ჩვენებურ ყოფაში, ისევ, იმ ძველებური ყაიდის ხალხით ვართ გარშემორტყმული... და წლების წინათ გამოქვეყნებული ესსე გამახსენდა - შეხმიანება პროფესიონალ ფიზიკოსთან.
იხილეთ ამონარიდი_„ასე ხელაღებით არ იცვლება საზოგადოების ფსიქიკა; უმეტესწილად, კვლავ ინერციით ვმოძრაობთ… გამუდმებით "კარგისკენ" მივექანებით, მაგრამ იმ ”ცუდს” გულმოდგინედ მივათრევთ თან… (ჯ.გ.) /5 ნოემბერი, 2011წ. /სახელდახელო აზრები_ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე.../ ეს ჩანაწერი მაშინ გამახსენდა, როცა ინტერნეტში, პტოლემეოსის გვარს წავაწყდი… არისტოტელე-პტომელეს გეოცენტრული სისტემის მიხედვით დედამიწა უძრავ მდგომარეობაში იყო და თავად მზე, იმჟამინდელი ასტრონომებისთვის ცნობილი პლანეტები მხოლოდ და მხოლოდ მის გარშემო ტრიალებდნენ. ამგვარმა წარმოდგენამ მთელი 1000 წელი იარსება. კი, არსებობდა ალტერნატული ხედვაც (ჰელიოცენტრული სისტემის შესახებ), ბერძენი სწავლულის არისტრაქ სამოსელისა (310_230 წწ.), მაგრამ მაშინდელი და მომდევნო მმართველი ელიტებისთვის, ის უფრო მისაღები გახლდათ, რომ დედამიწა ყოფილიყო სამყაროს ჭიპი. რადგან ქვეშემრდობებს, ბატონ-პატრონთა გარშემო უნდა ეტრიალათ, მზეცა და მთვარეც მათზე უნდა ამოსვლოდათ; იმდროინდელი ყოფისდა მიხედვით, ბევრი მათგანი, ქალაქების გამორჩეულ ადგლებზე აღმართულ, დიდებით შემკულ, თავიანთ ქანდაკებებზე ოცნებობდნენ.“
ასე რომ, თავის დროზე, ამგვარ დაიმედებას _„სამყარო გთხოვთ, აღარ დაიმალოთ , რადგან ახლა თქვენი სინათლის დანახვის დრო იწყება.“-ო, მრავალი „ნათელი გონის“, სიცოცხლე ემსხვერპლა.
რა თქმა უნდა, ამგვარი „ღირსებით“ გამორჩეული პიროვნება, ძაანაც, რომ მოინდომოს, ვერც დაიმალება, მაგრამ, იმ საზოგადოებაში, სადაც, გარდა გამონაკლისისა; „ფული ფარცხავს სინდისს...“- და მით უფრო ახლა; უმჯობესია ხსენებულ ლექსს, ერთხელ კიდევ მთლიანად გავიხსენებ:
და აგერ, ჩვეულებისამებრ, უჭკვიანესი ბრაუზერის მიმომხილველიც წამეშველა:
„ეს ცნობილი ფრაზა ხაზს უსვამს მატერიალური სიმდიდრის გამხრწნელ გავლენას მაშინ, როცა უღმერთო ან სუსტი ნებისყოფის ადამიანები მას პრიორიტეტად მიიჩნევენ.“
და იქვე_ცოტამ იცის _ რა, არ იცის_ „„ ცოდნის ილუზია: ადამიანებს ხშირად ჰგონიათ, რომ ბევრი რამ იციან, თუმცა რეალურად უმნიშვნელო დეტალებს ფლობენ, ხოლო მასშტაბური სურათი, მოვლენათა მიზეზ-შედეგობრივი კავშირები და საკუთარი უცოდინარობა ცოტას თუ აქვს გააზრებული.
სოკრატესეული პრინციპი: „მე ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი“. სწორედ საკუთარი უცოდინარობის (იმის აღიარება, თუ რა არ იცი) გააზრება არის ადამიანის ინტელექტუალური და სულიერი განვითარების მთავარი საწყისი.
ჰო, თავად ლექსი, არ მიმავიწყდეს:
ცოტამ იცის _ რა, არ იცის
რაც ვართ, ეს ვართ;
ჭირნათმენნი;
წარმართები, ქრისტიანნი…
გონიერნი, იქვე ბრიყვნიც,
ცოტამ იცის _ რა, არ იცის;
თოქ-შოუებს მიჯაჭვულნი,
ენით ნალესს საქმეს ვიმკით.
უსამართლო სამართალი,
გვექცა წესად, ბალღმაც იცის;
გურამიშვილს ვერა ჰგუობს,
პირუკუა განსწავლული.
არც აროდეს გვეშველება,
სანამ ფული ფარცხავს სინდისს.
(ჯ.გ).
პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები /Квантовые импульсы/ Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.
***
და რაღამც, გარვეული პირები იქადნებიან, ოჯახის სიწმინდის დღეს, ისევ მაშტაბურად ავღნიშნავთო, იქნებ, იმაზეც ეფიქრათ, რა უმსგავსობის გამოა, საქართველოს ძირითადი მოსახლეობა, ამგვარ “ბედკრულ“ ყოფაში:
ჩრჩილმა შეჭამა მცნების დავთარი…
კურნების ნიჭი, ვისაც ებოძა,
ბევრმა მოხვეჭა ოქრო დიდძალი,
განუკურნავი დარჩა ობოლი,
მიუსაფარი, გლახა მრავალი…
კურნების ნიჭი, ვისაც ებოძა,
სხვათა ნადავლის გახდა მჩხრეკავი,
სხეული კაზმა, სული დაობდა,
ჩრჩილმა შეჭამა მცნების დავთარი…
კურნების ნიჭი, ვისაც ებოძა,
ხეირი ნახა ფრიად დიდძალი,
ბევრი ილაყბა, უშნოდ იბრძოლა,
და შერჩა სული განუკურნავი…
4.09.2002
„სიზმრიდან ცხადში“ _პოეტური კრებული /თბილისი _2010
ჯ.გ.
*გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili
პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...
*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.
ცნობისთვის_”ხატოვან აღქმათა ობსერვატორიის” დღიურებიდან /არქეოლოგიური ხედვები დრო-სივრცის ლაბირინთებში /იუმორნარევი ესსე/
Комментариев нет:
Отправить комментарий