Translate

суббота, 2 мая 2026 г.

საყველპურო წაბაასეება… /ისე რა/


 _ამდენ განათლებას ვინ გაუძლებს ძამა?!

_ალბათ, გაუნათლებლობასო, გინდოდა გეთქვა

_მასე იყოს, მაგრამ ჯობია,  დავაზუსტოდ; ყოვლისმცოდნეობას თქო, დროა, საქართველოში შეიქმნას ყოვლისმცოდნეობის ფაკულტეტი, ჯერ ამის მინისტრად, რომ, წამოაყუნცულებენ, და აქებენ, იშვიათი პროფესიონალიაო, მერე იმის, აქაც უქებენ, იმ იშვიათობას, მერე კიდევ მოანაცვლებენ ადგილს, მოკლედ, სანამ არ დაიჭერენ...

_ყოვლისმცოდნეობის ფაკულტეტი! კი ივარგებს, ისეთი კაცი გვყავს სათავეში, ყოვლისმცოდნეობის ყოვლისმცოდნეა, თვალი თუ დაგადგა, ერთ წამში გახდები ყოვლისმცოდნე... ათგზის მინისტრი, პრემიერმინისტრიც... ძნელი გასარკვევია, ტვინი უდევთ თავში, თუ ილუზია

_რა ილუზია, ტვინის 85 პროცენტი წყალია

_ჰოდა, ეს კვლევები, მიგნებები და მტკიცებებიც წყალივით...   მინდობილი ხარ ამ   ყოვლისმცოდნეს და მერე უცებ გადამალავენ  ან ელჩად, ან მრჩევლად, ან სულაც, ვითომ ტუსაღად, კი დიდებული სტრატეგიაა... ქალი ქალია, კაცი კაცი! დედალი დედალია, მამალი მამალი!

_აჰ, არა! აგერ ახლა ოფიციალურად ითქვა,_მთელი დღე, ქალი, რომ ქუჩაშია და აპროტესტებს, ქალი არ არისო...

_რას ერჩი, ქეა სიმართლესთან! რად უნდა ამას, ერიხ ნოიმან ან მისი "ახალი ეთიკა!".

_შენ, სად დაგმარხავენ თუ იცი?

_არასტანდარტული შეკიხავა, რეალობაში დასაბრუნებლად თუ... მართალი გითხრა, ძაანაც არ მაინტერესებს... გააჩნია, ვინმეს დასამარხად თუ ეცლება ხალხს...

_არა, გული რომ ამიჩუყდება, არ მინდა, ძაანაც შორს მომიწიოს სიარული...

_კი, მაგარი ცუღლუტი ხარ! ტექნოლოგები, ისე სწრაფად ვითარდება, დამარხვა, როგორც მტკივნეული პროცესი, მალე უნდა გაქრეს ყოფიდან...

_აბა, როგორ კრემაცია? ჩვენ ხომ...

_კაი ხანია, კოფეინშემცველი მასალის მშრალ ექსტრაჰირებას ანუ სუბლიმირებას ახდენენ...

-მერე?!

_მერე ის რომ ტექნოლოგიები, უსწრაფესად ვითარდება... მაშინ, ყველას, სამყაროს უსასრულო სივრცეში გვექნება ბინა!

_მერე სამშობლო?!

_შენ გინდა თქვა, რომ წინაპართა საფლავები, ჰო, რთულია, რითიმე ჩაანაცვლო, თითქმის, მაგაზე დგას ჩვენი ყოფის, მრავალ ძლევამოსლთა იდეოლგია, კრემაციაც, მაგის მომცველია... თუ აქ არ ხარ და არც იმ სუბსტანციისგან შედგები, რაც ადრე გაგაჩნდა, არც მოთხოვნილება გექნება იმგვარი, რადგან არსიც იცვალე, ზნეცა და..

_კი, მაგრამ, ცოცხალი ორგანიზმის სუბლიმირება, რავა წარმოგიდგენია?  და შენ რავარ სუბსტანციად გინდა იქცე?

-გააჩნია რა დევს შენში მოჭარბებულული სიკეთე, მოაჭბებულული ღვარძლი, მოჭარბებული რომანტიზმი, მოჭარბებული პედანტიზმი, მოჭარბებული გულჩვილობა...

_გასაგებია! რაღაც საშუალო არითმეტიკული და...

-პლიუს თავად ტერმინ sublimatio-ს, არომატი, რაც ქართულად ამაღლებას ნიშნავს... მერე იქნებ, წინაპართა ხსოვნის უკვდავსაყოფად, ჰოლოგრამიული სამყაროც მოვიშველიოთ... მაგრამ, ამაზე შემდგ! ახლა კი, იქაც ვართ, აქაც ვართ, იმის და იმის იქათაც... და სერთოდ, არსადაც არ ვართ!

_შენ გინდა თქვა, ევროკავშირშიც ვართ, ამერიკასთან, ჩინეთთან სტრატეგიული გვიჭირავს, რუსეთსაც ვაიმედებთ, უბრძოლველად გნებდებითო... ბოლოს კი, თურქმენეთთან, ყირგიზეთთან, ყაზახეთთან და...

_ხომ გაგია: შორი გზა მოიარე და შინ მშვიდობით მოდიო...

_ არ მეგონა, ასე წინასწარმეტყველური თუ გამოდგებოდა, 2006 წელს, „წამოსროლილი“ ერთი, ჩემი მეგობრის,  სახუმარო ლექსი:

და ჩვენ მივიწევთ დასავლეთისკენ,
აღმოსავლური გზების შემოვლით,
გზაში, ვისწრაფვით მუდამ შინისკენ,
და შევეჩვიეთ უწყვეტ მოლოდონს

ჯ.გ.

 

***
*
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili 

 პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...

*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.

იხილეთ:  

_*_*იხილეთ ნოველები და მოთხრობები

***
გრიგალში
*
ად, ვინ, როგორ, რა ფერებში... _ ანუ, არც არაფერი ხდებოდა თითქოს... (ლაშქრული, კამპანელლა, ფოქსტროტიცნობილაძე, მავზოლეუმი და ისევ ცნობილაძეაფრიკა და ამერიკა…)...
 *

 

Комментариев нет:

Отправить комментарий