Translate

вторник, 28 апреля 2026 г.

მწარე გამოცდილებად, მაინც ვერ შევირგეთ! /იუმორნარევი რეალობა/

 

მწარე გამოცდილებად, მაინც ვერ შევირგეთ! /იუმორნარევი რეალობა/

 

სანამ მარსიდანმოვლინებისსიზმრისეულ  ეპიზოდს ერთხელ კიდევ ჩავუღრმავდებოდე, მინდა იმედი ვიქონიო, მკითხველთა მცირე ნაწილი მაინც, გაგებით მოეკიდა ჩემს თხოვნას და ფეისბუკზე აფიშირებულ დედამიწისეულატრიბუტიკითშეფერდებული საგნები, ხედები, ანუ სხვადასხვა სახის დედამიწისეულირეკვიზიტებით“ „მოსვირინგებულიფოტოები გადაათვალიერა.

მრჩება შთაბეჭდლება, რომ მარსის, ამგვარიგაადამიანურებისპროცესს კომერციული ხრიკი უდევს.

მსგავსი კი, აქაურ ყოფაში მრავად მომხდარა, მოხერხებულ ვიგინდარებს, ოფიციალურად შექმნილი ბანკების სახელით დაუყიდიათ ამერიკის კონტინეტზე, ვითომდაც, თავიანთ ფლობაში არსებული მიწის ნაკვეთები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ; უფრო შესაგრძნობად, რომ აღვიქვათ, საშუალო ასაკის ადამიანებს ემახსოვრებათ, ჩვნთან   ფუფლოზეშექმნილი კომერციული ბანკები; მეანაბრეებს, უსწრაფეს გამდიდრებას, რომ პირდებოდა და ბევრი მოგებას დანატრებული, უსწრაფესად გააღატაკა, მაგრამ მწარე გამოცდილებად, მაინც ვერ შევირგეთ, აგერ ახლაუფასო ფულისხრიკზეც გვარიანად წამოვეგეთ! 

თუმც, მსგავსი ხრიკებიქრისტიანულ  სამყაროშიც არ ახალია; აი ამონარიდი, მორიგი შემეცნებითი ხასიათის  

სტატიიდან:                           

„...ბოლო ათწლეულებში პოპულარული გახდა .. Prosperity Gospel - „კეთილდღეობის სახარება“.

მისი მთავარი გზავნილებია ღმერთს სურს შენი წარმატება, რწმენა შეიძლება ფინანსურ წარმატებასთან იყოს დაკავშირებული და პოზიტიური აზროვნება ცვლის ცხოვრებას...

კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს სწავლება ზედმეტად აკავშირებს რწმენას სიმდიდრესთან და ხშირად უგულებელყოფს სოციალური უსამართლობის თემებს.“

ჩვენი საზოგადოებაც, ამგვარ წარმატებასაა ადევნებული, მიტომაც, ადვილად ვტყუვდებით...

და მარსზე მიწის ნაკვეთი, რომ შემოგთავაზოთ ვინმემ, ზედმეტად, შიგა პოლიტიკური ინტრიგებითდატვირთულებმა“, წუთით, თვალები დავხუჭოთ და იმის გახსენებას შევეცადოთ, სად მდებარეობს, ინტერნეტში დედამიწისეული რეკვიზიტებითმოსვირინგებულიეს მარსი!  

აუ, დაპირებული სიზმრის გამხელა დამავიწყდა. ამისთვის კი, ჩემივე მოთხრობის, ერთი ეპიზოდი უნდა გავიხსენო: ანუ

_აუ, საცოდავი კაცობრიობა, ბედი არ გინდა, ნეტა უფრო რომანტიკულ საუკუნეში დავბადებულიყავი!_ალალად ინატრა გოგომ,_ისე მეც შემემთხვა უცნაური რამ, ერთხელ,სიზმარში ნათლად და გააზრებულად ვიხილე, რომ დედამიწაზე, ტელეპორტაციის სახით მარსიდან აღმოვჩნდი. უფრო სწორად ჩემი პირველადი სუბსტანცია სულის სახით შემოიჭრა დედამიწის ატმოსფეროში და ჩემს მედ განსხეულდა; ეს მოვლინება ფიზიკურად და აზრობრივად იმდენად სახოვნად განვიცადე, რომ დაბნეულობისგან ვიფიქრე, ეგეთი უცნაურობა, ასე ძალუმად, რატომ განვიცადე მეთქი...“ 

ახლა, იმასაც გაგიმხელთ,  /ავტორი/ რომ ეს სიზმარი თავად, მე ვნახე, თანაც ყმაწვილკაცობაში, მაშინ როცა, მარსზე და მისთანებზე მწირი ინფორმაცია მქონდა.

სხვათაშორის, თავის დროზე, ამგვარმაინფორმაციის ნაკლებობამ მრავალ ფათერაკს გადამყარა; არ დავიზარებ და იმავ მოთხრობიდან კიდევ ერთ ეპიზოდს შეგაშვე ლებთ:

იუნგის კონცეფცია გვაუწყებსრომ თითოეული ინდივიდის ფსიქიკაში არქეტიპები თავს იჩენენ ოცნებებისფანტაზიებისა და ესთეტიკური (ესთეტიკა (ბერძ. aisthētikos — გრძნობაშეგრძნებაქმნადობის გზითანუ ამგვარ არქეტიპებს ხელოვნებისა და მშვენიერების ბუნების შეცნობა-გააზრების ესა თუ ის უნარი მოსდგმთამ საკითხთით დაინტერესებულთ ვურჩევ შვეიცარიელი ფსიქიატრისა და ფსიქოთერაპევტისანალიტიკური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი კარლ იუნგის შრომებს გულდასმით გაეცნონ… 

ის სიზმარი, მალე მიმავიწყდამაგრამ წლების მერემულოდნელადგამახსენდა და გამიკვრდაიმ წამიერი მოვლინების სცენაშთამბეჭდავად  შემორჩენოდაჩემს მეხსიერებას და კარგა ხნის შემდეგროცა ეს მოგონებაასე ვთქვათ მყარადდამემგზავრაჩემში იმის რწმენა გაძლიერდარომ მარსზე სიცოცხლე იყოუფრო ნათლად,ოდესღაც ფიზიკური სახეც გააჩნთუმცახლა იქაურობა სულთა საბუდარსწარმოადგენდაჰოდამიუხედავად იმისარომ გამოთქმა მარსიდან მოფრენილსჰგავხარო… ჩვენთან დამცინავ კონტექსტში მოიხსენიებამაინც გადავწყვიტე იმსიზმრისეული ფრაგმენტის ნაკვალევს მივყოლოდიიქნებისიც გამერკვიარა სახის ჰუმანოიდი იდგაჩემი პირვანდელი მეს მიღმათუმცშესაძლოაეს პლანეტალტოლვილსულთა თავშესაფარიაშევეცადე უკუტელეპორტაცია განმეხორციელებინამაგრამ მალედავრწმუნდირომ იგი განსაკუთრებულ უნარსა და დახვეწილობას მოითხოვდაამგვარასტრალურ სიღრმეშირომ გამეღწიარეგრესიული გიპნოზის საშუალებითსაკუთართავში ჩაღრმავება ვცადეოღონდრეინკარაციის მაგივრად კინაღამ არარაობაში ჩავრჩიბოლოს ისევბოლო დროს ლამის მოდურად ქცეული კვანტური მიდგომა მოვიშველიე ანუ, ყველგან ხარ და არსად არ ხარ!

მაგრამ მინდა საკუთარ თავსცივი წყალი გადავასხამსგავსი შეგრძნებები შემოქმედებითი ბუნების ადამიანებისთვის უცხო არაა… არც იმის დავიწყება გვმართებსრომ ყოფითობა მოზარდის ცნობიერებას თავისებურ კორექტირებას უკეთებს და ფანტაზიურ სამყაროში გახიზნულს მოულოდნელად აგემებსმწარე სინამდვილის სუსხს… (თუმცარამატო მოზარდს).

ყმაწვილობის ასაკშიწარმოსახვით ხშირად ვტრიალებდი საქართველოს ისტორიულ ქრონიკებშისადაც რაინდად მოვლენილიმძიმე გასაჭირში ჩავარდნილ ხან ერთ ქართველ მეფეს ვშველოდიხან მეორესმესამეს მეოთხესმეხუთეს... ვაირომ ავბედითობის გამობევრი მათგანიერთთავად დახმარებას ითხოვდა

რისი ახსნაც მე შევძელივფიქრობ საკმარისიაიმისთვის რომ ჩემი ყმაწვილკაცური სწრაფვების მომცველი ეპიზოდებიმკითხველისთვის მეტნაკლებად გაიოლდეს

და, რაც მთავარია, ომის პლანტად შესახელებულ მარსზე, დემიწისეული ხედებითმოსვირინგებულიმიწის ნაკვეთები, „უფასო ფულისკვალობაზე არ გაითავისოთ; იოლი ცხოვრების სატყუარებით, ისევ და ისევ არ მოიხიბლოთ...

..

 

***
*
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili 

 პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...

*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.

 

 

Комментариев нет:

Отправить комментарий