Translate

понедельник, 20 апреля 2026 г.

„ესე ასეთი სოფელი, არვისგან მისანდობელი...“

 ესე ასეთი სოფელი, არვისგან მისანდობელი...“

 ეს ამბავი, თურქეთში მოსახლე ქურთთა განმათავისუფლელ მოძრაობის აქტივობის შედეგად, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის, მორიგმა გაგულისებამ შემახსენა, უნებლიეთ, ისიც ამოტივტივდა მეხსიერებაში, მსგავსად გაგულისებული საჯარო გამოსვლისას, რომ საყვედურობდა ჭორების მოყვარულთ:

ჩემზე ამბობენ ლაზიაო, ან კიდევ, სულაც იმას სომეხიაო; არც ერთი და არც მეორე, მე თურქი ვარ, მხოლოდ თურქი! კი ბატონო, მაგრამ მაქვს ეჭვი, რომ სიღრმის სიღმეში, გენეტიკურად, მაინც ლაზია, თუმცა ეს, ჩემი დასადგენი, ნამდვილად არ არის, კარიერას ხომ არ დავუნგრევ კაცს...

ისე კი, ცნობილი ამერიკელი მწერლის ჯეიმს ოლდრიჯის ავტორობით, მე-20 საუკუნეში გამოცემულ რომანის სიუჟეტი, მაშინდელი ირანის ტერიტორიაზე ვითარდება და პირადად მე, ბედის უკუღმართობით ჩაგრულ ქურთთა წაქეზებაში, ბრალს ვერ დამდებს...

აქვე, ის მცირე წყენაც მომაგონდა, 1984 წელს, გამომცემლობანაკადულში“, გამომცემლობის მიერ, ჩემი მოთხრობების კრებულის რედაქტირებისას, განყოფილების გამგემ, რომელიც სხვათაშორის, თავისი საქმის პროფესიონალი, ღირსეული მამულიშვილი გახლდათ, მეგობრულად გამიზიარა, რომანიდან მოყვანილი ეპიზოდი, უნდა ამოვიღოთ, ქურთების განმანთავისუფლებელი მოძრაობა ჩვენი საქმე არაა... ამოვიღოთ მეთქი, გამომცემლობის რედაქტორებთნ, მთლად კარგი ურთიერთობა, ისედაც არ მქონდა და...

დაცვას კი, კრებულში შესული ჩემი მოთხრობის ერთ-ერთი პერსონაჟი ნამდვილად იმსახურებდა, ან ამ ლაღმა ხალმა, ორმოცმილიონიანმა, სხვადასხვა ქვეყნების ტერიტორიებზე ნებსით თუ უნებლიეთ მიმოფანტულმა ქურთულმა ეთნოსმა, რა დააშავა ასეთი, საუკუნეების მანძილზე, თავისი, ქურთული სახელმწიფო,  რომ ვერდაადგინეს“. აშკარაა, ამაზე ჩემი ბაასი მოსაწყენი იქნება, თუმც, იმას კი ავღნიშნავ, რომ თბილისელ ქურთებს ყმაწვილკაცობიდან, შინაურებად ვთლიდი და ჩემს მოთხრობაშიც, კეთილად ავსახე შორეული, ძირეული სამშობლოს მოყვარული, ქურთი წარმომავლობის ყმაწვილი.

ბარემ, მასზედშესახელებულეპიზოდიდან, მცირე ამონაკრებსაც  მოვიშველიებ:

ახალ სკოლასა და თანაკლასელეს გირშელი ადვილად შეეთვისა, მაგრამ გამოსარჩევად დათო დვალიშვილს და გიორგი ჯნდის დაუმეგობრდა. დათო მეზობელ კორპუსში ცხოვრობდა. ბიჭებმა თანატოლები შეკრიბეს, მკვდარი ტბის მომიჯნავე მინდორი ნაგვისგან გაწმინდეს და მომავალი შეჯიბრის მოთავის, სპორტის ვეტერანის, ვახტანგ დვალის ხელმძღვანელობით, ზედ ფეხბურთის მოედანი მოაწყვეს.

...

_სირცხვილი კია, ამხელა კორპუსში, თერთმეტი ბიჭი, ვერ მოგროვდით,_კვლავ განაგრძნო ქილიკი დათომ, თაფლისფერი თვალები აუციაგდა, გიორის მხარზე ხელი დაჰკრა,_მამაშენს, მაინც რა დაემართა...

_სადოქტოროს ამზადებს,_გულუბრყვილოდ მიუგო გიორგიმ, თანაც, _იგი უცებ გამოცოცხლდა,_თუ გაინტერესებთ, ჯეიმს ოლდრიჯისმთებსა და იარაღსგათხოვებთ. ხელნაწერია, ქართულად, მამაჩემმა თარგმნა. იქ ნახავთ, როგორ იბრძვიან ქურთები!.. წაიკითხავთ?

_შენ, ოღონდ გვათხოვე..._შესცინა გირშელმა,_იმიტომაა, ჩვენი კორპუსის სახურავზე, რომ ადიხარ და სულ სამხრეთით იცქირები, ახ, შე რევოლუციონერო!

გიოგის სახეზე სიწითლემ გადაჰკრა.“

ეს იყო და ეს...  ოლდრიჯისეული ფრაგმენტი, ალბათ ქურთი მეომრების თავდადებას ასახავდა. არადა, ახლახან ვიხილე, საბჭოეთი თურმე, ირანში მაცხოვრებელი ქურთების განმათავისუფლებელ ბრძოლას მხარს უჭერდა.

ისე კი, „ქურთთა წარმოშობის საკითხი ჯერ კიდევ ბურუსით არის მოცული... ძველი შუმერული წარწერები მოწმობენ, რომ მდ. ტიგროსის შუა დინების იქით მდებარე ტერიტორიაზე ––- გუდის მთიდან (ბოჰთანის ოლქი) ზაგროსის მთებამდე, ძველთაგანვე მრავალრიცხოვანი ტომები ცხოვრობდნენ. ძველი ასურელები ამ ტომებს გუთეის, ქუთიის ან ქურთიის სახელწოდებით იხსენიებენ.

...

ისლამის გავრცელებამდე კარგა ხნით ადრე არაბები ქურთებს ქარდუს უწოდებდნენ, სომხები –– ქურთებს, ხოლო ბერძენი და რომაელი მწერლები კი –– კარდუხებს...“

P.S.

სხვათაშორის, ჯეიმს ოლდრიჯი, -1966 წელს, შოთა რუსთაველის დაბადების 800 წლისთავისადმი მიძღვნილ იუბილეს ესწრებოდა და სიტყვითაც გამოვიდა.

შეგახსენებთ -„შოთა რუსთაველი, რუსთველი (*დაახ. 1160/65 – ? ) — XII საუკუნის დიდი ქართველი პოეტი და მოაზროვნე, ავტორი საქვეყნოდ ცნობილი პოემისა ვეფხისტყაოსანი. მსოფლიოს მრავალ ლიტერატურათმცოდნეთა მიერ მიიჩნევა შუასაუკუნეების მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმომადგენლად.

...

..

***
*
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili 

 პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...

*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.

Комментариев нет:

Отправить комментарий