მოყვასთ!
***
ამგვარი გულთბილი მილოცვა,
80 წლის შემოქმედისთვის ნუგეშია!
მადლობა მწერალთა კავშირს,
„მწერლის -გაზეთის“ მესვეურთ,
თავად
ტექსტის ავტორს,_
ქართული
მწერლობის ერთგულ მოამაგეს,
ყოველ მკითხველს,
ნაცნობ თუ უცნობ მეგობრებს,_
მხნეობა და წარმატებები თქვენ!
და რაღამც, კარგა ხანია, ჩემი შემოქმედების,
ძირითადი არეალი, ინტერნეტსივრცეში დაარსებული
„ბლოგებია“, ამჟამადაც, ერთერთი მათგანის მეშვებით გაგიმხელთ:
80 წელი, 2026 წლის 31 იანვარს მოვლიე.
სიყვარულითა და პატივისცემით
ჯანრი გოგეშვილი
და აქვე გთავაზობთ, გაზეთის ნომერს, შესაძლოა,
მის, რომელსამე გვერდზე, თქვენთვის, ჩემზე, უფრო ახლობელის გვარსა
და სახელს წააწყდეთ, ჰოდა, ნუ დაიზარებთ, გადაათვალიერეთ...
ისე კი, ჩემდამი მილოცვა, მე-14 გვერდზეა განთავსებული...
/რუბრიკა „სპექტრი“/
file:///D:/Users/GOGJAI-%D0%9F%D0%9A/Desktop/%D0%9D%D0%BE%D0%B2%D0%B0%D1%8F%20%D0%BF%D0%B0%D0%BF%D0%BA%D0%B0/Mwerlis_Gazeti_2026_N2.pdf
***
zeTi Ti საქართველოს მწერალთა კავშირის გაზეთი №9 (257) 1-30 ნოემბერი 2017 ფასი 1 ლარი გამოდის თვეში ორჯერ
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/121226?offset=0
zeTi Ti საქართველოს მწერალთა კავშირის გაზეთი №9 (257) 1-30 ნოემბერი 2017 ფასი 1 ლარი გამოდის თვეში ორჯერ
***
ჯანრი გოგეშვილი – 80
საქართველოს მწერალთა კავშირი
80 წლისა შესრულდა თვალსაჩინო ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ჯანრი ავთანდილის ძე გოგეშვილი. ამის გამო საქართველოს
მწერალთა კავშირმა იუბილარს მისალმება გაუგზავნა. მისალმებაში ნათქვამია:
ბატონო ჯანრი!
ჩვენო ერთგულო და საყვარელო მეგობარო!
საქართველოს მწერალთა კავშირი, თქვენი თნამოკალმენი სიყვარულით მოგესალმებიან ღირსებით სავსე შემოქმედსა და მამულიშვილს, მრავალწახნაგოვანი ნიჭიერებით გამორჩეულ მწერალს და გილოცავენ დაბადების 80 წლისთავს.
ეს რვა ათეული წელი სამშობლო ქვეყნის უებრო სამსახურისა და ერთგულების ერთი მშვენიერი მაგალითია.
1968 წელს ადიგენის რაიონულ გაზეთ „განახლებულ მესხეთში“ დაიბეჭდა თქვენი პირველი მოთხრობა „მესხური ყაყაჩოები“.
მას შემდეგ თქვენი თხზულებანი - რომანები, მოთხრობები, ლექსები, პიესები, იუმორესკები, ზღაპრები, პუბლიცისტური სტატიები. პერიოდ-
ულად ქვეყნდება ქართულ სალიტერატურო ჟურნალ-გაზეთებში, გამოდის ცალკე წიგნებად.
ქართველი მკითხველის ცხოველი ინტერესი გამოიწვია თქვენმა რომანებმა („შეშლილთა ტკბილი სულები“, „სიყვარულის კრემატორიუმი“, „გამთენებელი ღამისა“, „თეთრი კედელი“), მოთხ-
რობების კრებულებმა („მემკვიდრე“, „ლტოლვილი სიზმარეთიდან“, „მიმიკრია“, „იოგობანა“)
პოეტურმა კრებულმა „სიზმარიდან ცხადში“).
მართლაც რომ მრავალწახნაგოვანი შემოქმედი ხართ და გატაცებით, ერთნაირი ძალმოსილებით ემსახურებით სიტყვაკაზმული ლიტერატურის სხვადასხვა ჟანრს, ემსახურებით რწმენითა და
იმედით... თქვენი შემოქმედება ერთი გულმდუღარე ქართველი პატრიოტის სულიერი ღაღადისია, რომელმაც დიდი ცხოვრებისეული გზა განვლო, ჩაუღრმავდა მისი სათაყვანებელი სამშობლოს ყოფას, ქართველთა ბედისა თუ უბედობის გენეზისს და ეს ყველაფერი მხატვრულად განავრცო და განაზოგადა თავის ნაწარმოებებში.
სხვადასხვა დროს გიმუშავიათ სცენისმოყვარეთა დასის ხელმძღვანელად, უსაფრთხოების ტექნიკის ინჟინრად, უფროს ტექნოლოგად, ღამის დარაჯად, ელექტროამწის მემანქანედ,
სტამბის მბეჭდავად, სასოფლო კლუბის გამგედ, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორად, დრამატული თეატრის დასის გამგედ, სარეკლამო სააგენტოს უფროს რედაქტორად, გამომცემლობის რედაქტორად...
დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი იყავით ჟურნალ „ხატოვანი მოტივაციებისა“, დააარსეთ გამომცემლობა „კიდევაც დაიზრდებიან“, ეროვნული ცნობიერებისა და მწიგნობრულ-მისიონერულ მცნებათა მხარდამჭერი ფონდი, რომლის პრეზიდენტიც თავად იყავით,
აგრეთვე მწერალთა ასოციაცია „ეროვნული ცნობიერების ანალიტიკური ცენტრი.“ ამ ცენტრის თანაპრეზიდენტი იყავით წლების განმავლობაში
და სულ ცდილობდით თქვენი წვლილიც შეგეტანათ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღორძინებაში, ცდილობდით ქედუხრელად გევლოთ დიდი ილია ჭავჭავაძის - წმინდა ილია
მართლის გაკვალულ გზაზე.
ბატონო ჯანრი!
ბედისწერამ არაერთი უმკაცრესი გამოცდა მოგიწყოთ, არაერთხელ დაგაყენათ უმძიმესი პრობლემების წინაშე, მაგრამ ყველგან და ყოვ-
ელთვის ქართველი კაცისთვის დამახასიათებელი შეუპოვრობით დაგვამახსოვრეთ თავი და იობის მოთმინებით შეხვდით განსაცდელებს.
კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ საიუბილეო თარიღს მშვენიერ შემოქმედსა და ერისკაცს, გისურვებთ დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და თქვენი საესავი სამშობლოს გაბრწყინებას.
საქართველოს მწერალთა კავშირი
***
მადლობის მეტი, რა მეთქმის, მაგრამ, რადგან ჩემს შესახებაა საუბარი, დაინტერესებულ მკითხველს, მინდა სრული ინფორმაცია მივაწოდო ანუ
„დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი იყავით ჟურნალ „ხატოვანი მოტივაციებისა.“
ამ მიმართულების ლიტერატურული კრებული, ამჟამადაც გამოდის, იგივე სახელწოდებითა და იგივე მოტივაციით, ოღონდ, ინტერნეტში განთავსებულ, ბლოგების მეშვეობით და ნათლად ჩანს, თავისი მკითხველიც ჰყავს.
ამ შენიშვნას, იმასაც მივადევნებ, რომ, ბოლო წლების მანძილზე, ჩემი შემოქმედების წარმოჩენა, იგივე ბლოგების შემწეობით ხორციელდება და მათზე „ნათლობა“ მიიღეს, ვფიქრობ, საინტერესო ფაბულის რომანებმა:
https://janri-gogeshvili-gjj.blogspot.com/
*
https://janrigogeshviliwhitewallnovel.blogspot.com/2023/12/blog-post.html
*
ასევე,
ჩემეულ
ბლოგებზეა
გამოქვეყნებული
ჟურნალ
ამერიმერში დაბეჭდილი /ამერიმერი / დამოუკიდებელი ლიტერატურული ჟურნალი 2/2.../ რომანი
ბუმბულის სახლი /რომანი/ ჯანრი გოგეშვილი | AT HOME ...
ასევე, წიგნად, ასე ვთქვათ, სახელდახელოდ გამოცემული
მრავალი დაუბეჭდავი მოთხრობა, ნოველა, პუბლიცისტური შენიშვნა, ფელეტონი, ნარკვევი, პიესები და ასე შემდეგ...
ცალკე აღვნიშვნას იმსახურებს პოეტური ციკლი სახელწოდებით „პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები /Квантовые импульсы/ Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.
https://janrigioomgalengogeshvili.blogspot.com/2018/01/poetry-quantum-thoughts-j-g_28.html
მინდა მოგახსენოთ, რომ მრავალი წელია ვცდილობ, ლიტერატურული მიმართებით თუ საგამომცემლო არსით მოვლენილმა ოფიცოზმა, გაავითცნობიეროს, რომ შემოქმედებითი ბლოგები, მიიჩნიონ და აღიარონ „ცოცხალი შემოქმედებითი პროცესების“ საგულისხმო ნაწილად, მაგრამ ამ მიმართებით, სამწუხაროდ, ისევ, კომუნისტური რეჟიმით განსაზღვრული დოგმებს ექვემდებარებიან, ალბათ, ამიტომაც არ ხერხდება, „ეროვნული ბიბლიოთეკის“ დაარსებულ „ბიბლიოგრაფიული ლექსიკონის“ რედაქციამდე, ხმის მიწვდენა, ანუ ინტერნეტბლოგებზე გამოქვეყნებული ჩემეული რომანების ასახვა, ის კიარა, რამდენჯერმე მინიშნების მიუხედავად, თავად სააჯარო ბიბლიოთეკის წიგნად ფონდში აღრიცხული კრებულის -პოეტური ინტერპრეტაციები იგავ-არაკებითა და ზღაპრებით... https://gogjuansher.blogspot.com/2022/07/blog-post.html
/კრებული / -ს შეტანაც, ვერ მოხერხდა, ჩემს ბიოგრაფიაში ჩამოთვლილი გამოცემული წიგნების ნუსხაში.
P.S.
ისე რა...
https://www.poemhunter.com/gioom-galen/
*
ასევე, სხვა ბრაუზერიდან:
Gioom Galen (также известен как Джанри Гогешвили) — поэт, писатель и публицист, чье творчество охватывает поэзию, прозу, эссе и драматургию. Он известен своими работами на английском и грузинском языках, P,S. И на русском –
Gioom Galen /ცნობილი, როგორც ჯანრი გოგეშვილი/ _პოეტი, მწერალი და პუბლიცისტი, რომლის შემოქმედება მოიცავს პოეზიას, პროზას, ესეებსა და დრამატურგიას. ის ცნობილია, თავისი ნაშრომებით ინგლისურ და ქართულ ენებზე. P.S. ბლოგის ავტორის შენიშვნა_ჯანრი გოგეშვილის პოეზია შეგიძლიათ იხილოთ რუსულ საიტებზე /https://samlib.ru/g/gogeshwili_d/ -Гогешвили Джанри
Занимательные строфы
Джанри Автандилович Гогешвили — грузинский писатель, поэт, драматург, юморист, сказочник, эссеист и публицист. Родился 31 января 1946 года, проживает в Тбилиси. Получил среднее и высшее образование на грузинском языке.
ჯანრი ავთანდილის ძე გოგეშვილი -ქართველი მწერალი, პოეტი, დრამატურგი, იუმორისტი, მეზღაპრე, ესეისტი და პუბლიციცისტი ... საშუალო და უმაღლესი განათლება მიიღო ქართულ ენაზე...
*
და მაინც -ჯანრი გოგეშვილი,_პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი, იუმორისტი, მეზღაპრე, ესეისტი, პუბლიცისტი… /Джанри Гогешвили, _ прозаик, поэт, драматург, юморист, сказочник, эссеист, публицист.../ Janri Gogeshvili,_ prosaist, poet, playwright, humorist, storyteller, essayist, publicist…/Tbilisi,Georgia.
*
****
პატივისცემით
ჯანრი გოგეშვილი
*გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili
პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...
*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.
ცნობისთვის_”ხატოვან აღქმათა ობსერვატორიის” დღიურებიდან /არქეოლოგიური ხედვები დრო-სივრცის ლაბირინთებში /იუმორნარევი ესსე/
Комментариев нет:
Отправить комментарий