Translate

воскресенье, 12 апреля 2026 г.

„ინტერპრეტაციული“ იაღლიში /პუბლიცისტური რეპლიკა/

 Janri Gogeshvili

1 სთ 
გაზიარებულია აუდიტორიასთან „საჯარო“
საჯარო
ინტერპრეტაციული“ იაღლიში /პუბლიცისტური რეპლიკა/
ფრაზა -Gogle -ის საძიებო სისტემიდან:
Gogle -ისავე ნათარგმნი.
„ეს ფრაზა — „მხოლოდ სამშობლო მიჰქონდა უბით“ — ჯანრი გოგეშვილის პოეზიაში გვხვდება. ის გამოხატავს სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარულს, ერთგულებასა და მის გულში ტარებას, რაც ხაზს უსვამს სამშობლოს, როგორც ყველაზე ძვირფასი საუნჯის, ემიგრაციაში ან ხეტიალის დროს თან ატარებ...“
*
კვლავ მადლობა მის მიმომხილველს. ისე კი, ძნელად წარმოვიგენდი, ეს ფრაზა ამრიგ განმარტებას, ასე მოხდენილად, თუ მოირგებდა, რადგან ძალზე მომრავლდნენ, სხვათა სტრიქონების თავიანთი ახირების მიხედვით, გაშარჟების, ზოგჯერ კი, დასახიჩრების მოსურნენი... და თუ ეს, ავტორთან შეუთანხმლებლად ხდება, მით უფრო თუ იგი გარდაცვლილია, ყოველივე, ხუნტრუც-ცთომილებასთან ერთად, სხვა სახის, დანაშაულებრივი შემცველობის, ძალადობის ნიშნებსაც მოიცავს, რადგან, ერთეულთა მორალური შეფასების გარდა არ არსებობს, იურიდიული განაწესი, ამგვარი აჟიოტაჟის შექმნის მიზნით, გარკვეულ პიროვნებას; რა სახით და ფორმებით ეძლევა უფლება „გადაუაროს“, ვთქვათ, სხვადასხვა ეპოქაში მცხოვრებ, ასგვარ ავბედითობა გამოვლილ ავტორს.
*
ბევრი, სეირით ვერ ძღება...
„გული, გრძნობა და გონება
ერთმანეთზედა ჰკიდიან...“
ცოდნისა სხივთა მკრეფავნი;
ჯავრში ვერ ჩაილევიან...
ბევრი, სეირით ვერ ძღება;
რეალურს მიღმა ფრთვინავენ;
საქვეყნო თემებს ადგენენ;
სამშობლო, ვერ შეუცვნიათ...
ჯ.გ.
***
*
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili 

 პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...

*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.

 

Комментариев нет:

Отправить комментарий