ჯიგარი, ვერც იმას დაეწვება...
კვლავ მადლობა, მიმომხილველს. /შესაძლოა, ხელოვნური ინტელექტი იყოს.../
ფრაზა -Gogle -ის საძიებო სისტემიდან:
Gogle -ისავე ნათარგმნი.
„ეს ფრაზა — „მხოლოდ სამშობლო მიჰქონდა უბით“ — ჯანრი გოგეშვილის პოეზიაში გვხვდება. ის გამოხატავს სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარულს, ერთგულებასა და მის გულში ტარებას, რაც ხაზს უსვამს სამშობლოს, როგორც ყველაზე ძვირფასი საუნჯის, ემიგრაციაში ან ხეტიალის დროს თან ატარებ...“
*
კვლავ მადლობა, მიმომხილველს. /შესაძლოა, ხელოვნური ინტელექტი იყოს.../ ისე კი, ძნელად წარმოვიგენდი, ეს ფრაზა ამრიგ განმარტებას, ასე მოხდენილად, თუ მოირგებდა, რადგან, უნდა ვაღიაროთ... უმჯობესია ხსენებული ლექსი, ერთხელ კიდევ შეგახსენოთ:
მხოლოდ სამშობლო მიჰქონდა უბით...
ჩამოიღვარა
ფანტაზიის უცხო ნაყოფი,
აცდუნა სული
და აამბოხა…
მან მიატოვა ყველაფერი,
გადაიკარგა,
მხოლოდ სამშობლო მიჰქონდა უბით,
სადაც დასახლდა,
იქ დაასახლა და
როგორც იქნა,
მისი ალერსით
იჯერა გული…
4.04.1976
***
პოეზიის კრებულიდან „სიზმრიდან ცხადში...“ /თბილისი-2010
P.S.
ეეჰ, ნეტა ახლა, ახურა რას შვება? მახსოვს, საარჩევნო შოუებში, მაგრად ახურებდა, უცხოეთში, მოგონებებით ტკბობაც არ ივარგებს, თორემ მალე, „ხელოვნური ინტელექტიც“, ქე გაძვრება დეპუტატად, „იქართველებს“, სლოგანებს მოგვაყრის, იცეკვებს და დაუვლის! ოღონდ, ჩვენს საცოდაობაზე, ჯიგარი, ვერც იმას დაეწვება...
ჯ.გ.
*გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili
პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...
*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.
ცნობისთვის_”ხატოვან აღქმათა ობსერვატორიის” დღიურებიდან /არქეოლოგიური ხედვები დრო-სივრცის ლაბირინთებში /იუმორნარევი ესსე/
Комментариев нет:
Отправить комментарий