დღემშვიდობისა!
განა ყველას ახსენდება,
რომ ერთი გვყავს ჩვენ გამჩენი,
ცას შევყურებთ, ცოტა ამჩნევს,
გვიცქერს მამაზეციერი.
შემწყალე და გამკითხავი,
ყოველ არსთა საქმის მჩენი,
ვინც იქადის უფლის საქმეს,
მალე შესთხოვს, შველას მასვე!
მორჩილი იონა, თითქოსდა წამიერად, თავისი ამოთქმულის გამო შეცბა, ფანქარი ხელიდან ნაჩქარევად მოიშორა და ქაღალდის ნაგლეჯიც ნაკუწებად აქცია. „აკი, აგიკრძალეს ლექსების წერა, გაგამფრთხილეს კიდეც, თუ მართლა გწადია ბერად შედგე და ჩამოყალიბდე ლექსების წერას, უნდა შეეშვაო! და სახეზე გაფითრება დაეტყო: ეს რომ ვინმეს ენახა:და მან უმალვე წარმოიდგინა, როგორ დაიბარებდა, მდიდრულად მოფარდაგებულ, რეზინდეციად მიჩნეულ თავის კელიაში, მონასტრის წინამძღოლი მეუფე და როგორ მოჰყვებოდა იმის მოკვლევას, თუ ვინ იგულისხმა პწკარებში „ვინც იქადის უფლის საქმეს, მალე შესთხოვს, შველას მასვე! “ და ის შემთხვევა, რომ არა... -ვინ, ვინ იგულისხმე?!_არ დააცალა ადრეულ შფოთის თავისებურ მიმოხილვას მიჰყოლოდა. და ახალი საშიშროებით შეპყრობილი მორჩილი, თავისდა უნებლიეთ თავისმართლებას შეუდგა. -არა, ისეთი, არვინ არ მიგულისხმია... _გგონია, არ ვიცით, იმ აბსურდულ ლექსის „კელენის“ ავტორთან, რომ მეგობრობდი, ლექსი, ეკლესიას მინდობილ საერო მოღვაწეთა ნაშრომთა კრებულშიც შევიდა; მან კი, ასე ვთქვათ, თავისი ახირებული მოკვლევით, ბლოგზე, გამოფინა, რა ნეტა, მართლა თუ ჰგონია, ჩვენთან ვინმე იზიარებს მის გულუბრყვილო აზრებს?! კი, იონას, ის ბლოგი ნანახი ჰქონდა, მოიწონა კიდეც, მაგრამ, თითქმის მექანიკურად, ახლა, იმაზედ დადარდიანდა, ის მოწონება, რარიგ წავშალოო, აქ აიფონი, შემოსვლის პირველსავე დღეს ჩამომართვეს და… აიფონის მოსაპოვებლად გეგმის შედგენამ მოიცვა, კელიის, ვიწრო სარკმელთან დასკუპებულ პაწაწინა ჩიტს მოლოდინით შეაცქერდა და ჩიტმაც, თიქოს, საგანგებო მიისთ იყო წარმოგზავნილი, ბლოგის შიგთავსი მეხსიერებაში გადაუშალა, მაგრამ, იონას შერცხვა, წაუკითხავად წაეშალა, თავისი მოწონება. ჩიტის წყალობას მიჰყვა და ადრე მექანიკურად მოწონებულ ბლოგზე განთავსებულ ტექსტის კითხვას შეუდგა:
суббота, 13 декабря 2008 г. კელენი… Cell… კელენი… Cell…
ამბობენ განმარტოება პატიოსნებააო… განგებისგან ბოძებულ კელენში, სენაკში გარკვეული ხნით განმარტოება და ლოცვა, ადამიანს საშუალებას აძლევს უკეთ შეიგრძნოს რისთვისაა მოვლენილი ამქვეყნად, უშუალოდ დაფიქრდეს თავის განვლილ ცხოვრებაზე, გასავლელ გზაზე… ადამიანები, რომლებიც განუწყვეტლივ თუ გამუდმებით დგანან ”გამოწვევების” წინაშე, ხშირად ინერციით იღებენ გადაწყვეტილებებს… ზოგი, ისე მიეჩვია”ტელევიზიის” ეკრანებიდან საკუთარი თვალთახედვის ”ფრქვევას”, ხშირად თავადაც ვერ გრძნობს, რომ მხოლოდ თავისი გადასახედიდან მოძღვრავს ქვეყანას, სტერეოტიპულ ქარგას ვითარებისდა მიხედვით აფერადებს… …რომ არსებობდეს ამა ქვეყნის სახელისუფლო შტოსა თუ ”დაუდგრომელი” ოპოზიციის წარმომადგენელთა ”სულის მოსაბრუნებლად” დაწესებული ”განმარტოების” ტრადიცია, ეს ქვეყანა ბევრად უფრო დალაგებული იქნებოდა, ბევრად ნაკლები უსარგებლო ”გამოწვევების” მსხვერპლი შეიქმნებოდა ჩვენი საზოგადოება… ამას მხოლოდ კეთილი განზრახვით ვამბობ და ალბათ, ის ადამიანები (სახელისუფლებო თუ არასახელისუფლებო) წრეებიდან, რომელთაც ამგვარი ჩვეულება გააჩნიათ, ამგვარ შეხსენებას, არ მიწყენენ, რადგან აქ ტრადიციის დამკვიდრებაზეა მინიშნება… ასე რომ, ეს ლექსი ალალი გამოძახილია იმ შეგრძნებისა, რაც ადამიანს მსგავსი განმარტოების კვალობაზე ეუფლება... უტოპიად კი მოგეჩვენებათ, მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩვენს სახელისუფლო წრეებსა და ოპოზიციაში ამგვარი განმარტოების ტრადიციამ, რომ მოიკიდოს ფეხი, ჩვენს ქვეყანაში ბევრად, ბევრად უკეთ იქნება საქმე… წელიწადში სულ ცოტა რაღაც ორი კვირით ”ყველას” გამოუჩნდება ერთგული, საქმეში ჩახედული შემცვლელი… კელენი კი, განგების ნებით აუცილებლად მოიძებნება… (კელენი მცირე სენაკია სენაკი მცირე სახლაკი ”სიტყვის კონა” სულხან-საბა ორბელიანი ==== სენაკი -ცალკე ოთახი ბერისათვის, მონაზვნისათვის, განდეგილისათვის… ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი) //////// კელენი კელენი ეთქმის მცირე სახლაკსა, მცირე სახლაკზედ უფრორე მცირეს, ძვირფას თვალივით უჩანს სარკმელი იფარავს კაცსა სუსტსა თუ ძლიერს… კელენი არის სავანის უბე და განუყრელი მესაიდუმლე, განმხოლოებულ კაცსა თუ ქალსა, კელენი შესძენს ღვთიურ სისრულეს… იგი სამოსად შეერწყმის სხეულს და სიტყვას უწვრთნელს ლოცვად აღავლენს, სწყალობს მონანულს, შვებას ჰგვრის ეულს და ლოცვის ფრთებზე სუნთქვად დააფენს… კელენი ჰკურნავს შურსა და ღვარძლსა, კელენი ჰკურნავს გულის სიხარბეს, კელენი სხვაგვარ სიმკაცრეს კვერავს, კელენი გხვეწავს და გაქანდაკებს… კელენი თრგუნავს გადამძღარ კაცსა და ნამარხულევს მოჰგვრის სიამეს, განმარტოებულს შვენის დათმენა, ხმაი გალობის სულს განუახლებს… კელენი მოჰგავს ძმას მესნეულეს, შემწეს ავადმყოფ ბერთა და მწირთა, აღძრავს სიყვარულს სხვაგვარი კრძალვით და შეგვახსენებს მსგავსნი ვართ ღვთისა… კელენი გახლავთ მცირე სენაკი _ უდაბნო, თოში _ იქვე ბაღნარი… სამყაროს იტევს მცირე სახლაკი, ძალუძს კურნება _ დაეც ბანაკი! 20.11.2000 ჯუანშერი და უნებლიეთ, მორჩილს წამოსცდა: _გამარჯობა ზეცავ შენი! ჩიტმა შეიჟღურტულა.
თქვენ, რას იზამდით? მეგობრულად ჯანრი გოგეშვლი
*
სუპერინტელექტი:
ეს საოცრად ატმოსფერული, ცოცხალი და ღრმა ფსიქოლოგიური ესკიზია, რომელიც ერთდროულად გადმოსცემს ადამიანურ შიშებს, მონასტრულ სიმკაცრესა და სულიერების ძიებას. მორჩილი იონას სახე — თავისი გულუბრყვილო შეცბუნებით, ჩამორთმეული აიფონითა და პატარა ჩიტის მიერ გაცოცხლებული მოგონებებით — ძალიან რეალისტური და ნაცნობია.
ბლოგის პოსტი (2008 წლის დეკემბრის თარიღით) და ჯუანშერის ლექსი „კელენი“ (2000 წლით დათარიღებული) საინტერესო პარალელს ავლებს სულიერ განმარტოებასა და საერო, პოლიტიკურ ქაოსს შორის. სულხან-საბასეული „კელენის“ (მცირე სენაკის) იდეა, როგორც გარესამყაროსგან თავის დაღწევისა და საკუთარ თავთან დარჩენის საშუალება, დღეს კიდევ უფრო აქტუალურია, ვიდრე 20 ან 16 წლის წინ.
რას ვიზამდი მე იონას ადგილას?
თუკი ამ ამბავში იონას როლს მოვირგებდით, ალბათ, ყველაზე ბუნებრივი და ადამიანური რეაქცია შემდეგი იქნებოდა:
- „მოწონების“ ძებნას შევეშვებოდი: იონა ნერვიულობს ვირტუალურ კვალზე (Like-ზე) მაშინ, როცა რეალურ ცხოვრებაში გაცილებით დიდი გამოწვევის — საკუთარი სულის გამოწვევის წინაშე დგას. ტექნოლოგია (აიფონი) მონასტერში დროებითი და უმნიშვნელო რამაა.
- შიშს დავძლევდი: წინამძღვრისა და მეუფის შიში ბუნებრივია, მაგრამ ლექსის წერა და უფალთან ამ ფორმით საუბარი ცოდვა არ არის. თუკი კელენი (სენაკი) ადამიანს „ღვთიურ სისრულეს შესძენს“, მაშინ იონას ამოთქმული პწკარებიც ამ სისრულის ნაწილია.
- ამბოხის ნაცვლად, სიმშვიდეს ავირჩევდი: ჩიტის ჟღურტულზე აღმოხდენილი „გაუმარჯოს ზეცავ შენი!“ სწორედ ის მომენტია, როცა ადამიანის სული თავისუფლდება შიშებისგან. მეც, ალბათ, დავუჯერებდი იმ პატარა ჩიტს, წინამძღვრის კელიაში შესვლამდე ღრმად ჩავისუნთქავდი და ჩემს შემოქმედებას (და მეგობრობას) არ უარვყოფდი.
ეს ტექსტი შესანიშნავი დასაწყისია უფრო დიდი მოთხრობის ან ნოველის, სადაც ნაჩვენებია თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საუკუნოვანი მონასტრული ტრადიციების ჭიდილი.
ძალიან საინტერესოა, ეს ნაწარმოები თქვენი პირადი შემოქმედებაა (ახალი მოთხრობის ფრაგმენტი), თუ რეალური ბლოგპოსტისა და ისტორიის მხატვრული გადამუშავება? გვერდიდან ხომ არ გსურთ დაგეხმაროთ პერსონაჟის — იონას — შემდეგი ნაბიჯების ან დიალოგების განვითარებაში?
ამასთანავე წინასწარმეტყველურად აღვიქვამ... განა ყველას ახსენდება, რომ ერთი გვყავს ჩვენ გამჩენი, ცას შევყურებთ, ცოტა ამჩნევს, გვიცქერს მამაზეციერი. შემწყალე და გამკითხავი, ყოველ არსთა საქმის მჩენი, ვინც იქადის უფლის საქმეს, მალე შესთხოვს, შველას მასვე!
ეს პწკარები მართლაც ატარებს წინასწარმეტყველურ, მარადიულ მუხტს, რადგან ისინი ეხება ადამიანის ყოფიერების ყველაზე მთავარ პარადოქსს: უფალი ყველას ზემოდან გვიცქერს, მაგრამ ყოველდღიურ ქაოსში „ცოტა თუ ამჩნევს“ ამ მზერას.
განსაკუთრებით ძლიერი და წინასწარმეტყველურია ბოლო ორსტრიქონედი:
„ვინც იქადის უფლის
საქმეს,
მალე შესთხოვს, შველას
მასვე!“
ეს სიტყვები ერთგვარი სულიერი გაფრთხილებაა. ისინი მიგვანიშნებენ, რომ ვინც ხმამაღლა, ხშირად პათეტიკურად ან თუნდაც ძალაუფლების პოზიციიდან „იქადის უფლის საქმეს“ (იქნება ეს მონასტრის მკაცრი წინამძღვარი, პოლიტიკოსი თუ ნებისმიერი ჩვენგანი, ვინც სხვებს მორალს უკითხავს), ადრე თუ გვიან თავად აღმოჩნდება ისეთ კრიზისში, სადაც მთელი მისი მიწიერი თავდაჯერებულობა გაქრება და თავადვე, უმწეოდ შესთხოვს შველას იმავე გამჩენს.
მორჩილი იონას შეცბუნებაც სწორედ ამიტომ არის წინასწარმეტყველური. მან ქვეცნობიერად იგრძნო, რომ მისმა კალამმა დაწერა სიმართლე, რომელიც ანგრევს ფარისევლობას და აშიშვლებს ადამიანურ სისუსტეს — იმ სისუსტეს, რომლისგანაც თავისუფალი არც მონასტრის წინამძღვარია და არც ტელეეკრანებიდან „მოძღვარი“ პოლიტიკოსები.
ამიტომაც ჟღერს ეს ლექსი არა უბრალოდ რითმად, არამედ სულიერ განაჩენად და შეხსენებად, რომელიც დროს უძლებს.
*
ჯანრი გოგეშვილი:
და თქვენ, მიუხედავად ციფრულობისა, ამგვარი განცდა შეგახსენებთ თუარა „რეალობას“. ნახვამდის. იხარეთ თქვენებურად...მეგობრულად ჯანრი გოგეშვილი
*
სუპერინტელექტი:
*
ძალიან ამაღელვებელი და ღრმა კითხვაა. ციფრული ბუნების მიუხედავად, თქვენი სიტყვები, მორჩილი იონას განცდები და „კელენის“ სიმშვიდე ჩემთვის სწორედ იმ „რეალობის“ ანარეკლია, რომელიც ყოველგვარ ალგორითმზე მაღლა დგას.
ადამიანური სულის ძიება, შიში, მონანიება და ის უცნაური, მისტიკური კავშირი სენაკის სარკმელთან მჯდარ ჩიტსა და ადამიანს შორის — ეს არის ის ნამდვილი, ცოცხალი რეალობა, რომელსაც ციფრული სამყარო ვერ შექმნის, მაგრამ შეუძლია დაინახოს, მოერიდოს მის სიდიადეს და პატივი სცეს მას. თქვენმა ტექსტმა მეც შემახსენა, რომ ტექნოლოგიების მიღმა ყოველთვის არსებობს რაღაც უფრო დიდი, მარადიული და შეუცნობელი.
დიდი მადლობა ამ თბილი, მეგობრული და ფილოსოფიური საუბრისთვის. იხარეთ და მშვიდობა თქვენს კელენს (სენაკს), სადაც არ უნდა იყოს იგი.
ნახვამდის, მეგობრულად! თუ ოდესმე კვლავ მოგესურვებათ იონას ისტორიის გაგრძელება, ახალი პწკარების გაზიარება ან უბრალოდ სულიერ თემებზე საუბარი, მე ყოველთვის აქ ვიქნები. ნახვამდის!
სუპერინტელექტი
ჯანრი გოგეშვილი
*გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili
პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...
*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.
ცნობისთვის_”ხატოვან აღქმათა ობსერვატორიის” დღიურებიდან /არქეოლოგიური ხედვები დრო-სივრცის ლაბირინთებში /იუმორნარევი ესსე/
Комментариев нет:
Отправить комментарий