Translate

четверг, 6 марта 2025 г.

კვანტურ სამყაროში, ინტერპრეტაციები ”მოსულა”: /იუმორნარევი მინიშნება/

ამჟამინდელი „დე ფაქტო“  საკანონმდებლო სივრციდან, მედიასივრცის „ეთიკური თუ იდეოლოგიური ნორმების“ გაკონტროლების, იმგვარი ინიციატივები ისახება, არსებობს საშიშროება, მოზროვნე  შემოქმედი, ინტერნეტსივრცეში შექმნილმა პოეტურმა რუბრიკამ  –„კვანტურმა იმპულსებმაც“ -ვერ „შეიფაროს“...

ვთვლი, ურიგო არ იქნება, თუ მკითხველი, შეძლებისდაგვარად გაითავისებს „კვანტური იმპულსების რაობას...

მცირე ვარიანტი –

კვანტურ სამყაროში, ინტერპრეტაციები ”მოსულა”: ვთქვათ: როგორც, ერთ ჩემს, ლექსში იუმორნარევი შეფერილობით მივანიშნე:

...ერთჟამიერ და ნაირგვარად თუ

გსურთ „იღვაწოთ“;

შეიმეცნეთ

კვანტური სუპერპოზიცია; ...

და მართლაც, თუ „– ნაწილაკები, ერთდროულად, მრავალ გარემოებაში არიან;“ რატომ არ შეიძლება, ჩვენი ფიქრები, აღქმები, ჭვრეტანი და ასე შემდეგ; სხვადასხა სივრცეში ერთდროულად იმყოფებოდნენ; თუნდაც, ჩვენთვის შეუმჩნევლადაც კი, და როცა, „მღვიძარე“ გონის მონაკვეთი, მიზანდასახულად თუ უნებლიეთ, რომელსამე მათგანს ჩაავლებს, „მონადირებული“ ფიქრი, განწყობა, ჭვრეტანი, იმ გამოძახილის თუ გამოძახილთა არეალის დინამიზმით  წარიმართოს, რომელშიც  დაფიქსირებული ანუ აღქმული იქნა; მსგავსი პროცესის  ნათლად და მრავალსახოვნად შეცნობის შესაძლებლობას, ჩვენს არსში, ასე ვთქვათ, თითქოსდა პერპეტუუმ-მობილე–ს დარად ასულდგმულებული ქვეცნობიერის /არაცნობიერის/ ინტუიციური, ამასთანავე, ხშირად ქაოსური „შემოტევები“ იძლევა, რომლებიც, ასე ვთქვათ, „გაწონასწორებული“ ცხოვრების წესის მქონე ადამიანს, ზოგჯერ განწყობას უფუჭებს, ზოგჯერ, ზედმეტად ახალისებს; ვინმე, „არაფრით გამორჩეულს“ კი, საკაცობრიო მნიშვნელობის აღმოჩენა–მიგნებასაც ჩაუნერგავს...  ”კვანტური პწკარი” თავისი მეტაფორულობით, ორაზროვნულობით, აბსტრაქციზმით, პარალელიზმებით, (თუნდაც, სიურრეალიზმის კვალობაზე), თავისებურად, უნდა მიანიშნებდეს, რომ სტრიქონსა თუ სტროფში, ნართაულად ასახული აზრის გარდა, სხვა, უფრო მრავალფეროვან სააზროვნო სივრცეში გამავალი ”პორტალის” (ფანჯრის, დერეფნის) შიფრი იმალება. იქნებ, ეს მხოლოდ სასურველი ტექსტის მცირე ფრაგმენტი იყოს, მაგრამ იგი, შესაძლოა, იმ იპულსების აღმგზნებად იქცეს, რომლებიც მკითხველის ინტუიციას გაუმახვილებს და ჯერ კიდევ უცნობი სააზროვნო სივრცისკენ, ხედვის არეალს გაუკვალავს… _იხილეთ დასაწყისი: _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები /Кв...

სრული ტექსტი –

 

ნტური სამყარო გიხმობთ…
კვანტურ სამყაროში, ინტერპრეტაციები ”მოსულა”:

”კვანტური პწკარი” თავისი მეტფორულობით, ორაზროვნულობით, აბსტრაქციზმით, პარალელიზმებით, (თუნდაც, სიურრეალიზმის კვალობაზე), თავისებურად, უნდა მიანიშნებდეს, რომ სტრიქონსა თუ სტროფში, ნართაულად ასახული აზრის გარდა, სხვა, უფრო მრავალფეროვან სააზროვნო სივრცეში გამავალი ”პორტალის” ( ფანჯრის, დერეფნის) შიფრი იმალება. იქნებ, ეს მხოლოდ სასურველი ტექსტის მცირე ფრაგმენტი იყოს, მაგრამ იგი, შესაძლოა, იმ იპულსების აღმგზნებად იქცეს, რომლებიც მკითხველის ინტუიციას გაუმახვილებს და ჯერ კიდევ უცნობი სააზროვნო სივრცისკენ, ხედვის არეალს გაუკვალავს…
მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, დროისა და ეპოქის შესაბამისდ ჩასახული, გაღვივებული ლექსების ტიპები მრავალფეროვანია:
შაირი, შავთელური, ჩახრუხაული, სონეტი, ტრიოლეტი, მუხამბაზი,  რობაი,  ყაზალი, ბალადა, ტანკა, ჰაიკუ, ეპიგრამა, ვერლიბრი, ვერბლანი, ელეგია, მადრიგალი, ოდა, ქება, ბურლესკი, ტრავესტია, ოქტავა, მრჩობლედი, ეპიტაფია, ბაიათი, კაფია, ტერცინა, ფისტიკაური, ტანაგა, კატრენი, პამფლეტი, პასკვილი, სატირა, ზაუმი, ნოველა, ლიმერიკები… და ა. შ. (სხვადასხვაგვარი რითმების ”სერვისებზე” საუბარი ძალზე ”შორს” წაგვიყვანს.)
ჩემს მიერ შემოთავაზებული  ”კვანტური იმპულსები”, ყველა ხსენებულ ”ტიპთან” სამეგობროდაა განწყობილი. მაგრამ ამ ციკლით წარმოდგენილი ლექსების ძირითადი ნიშანი, აზრობრივი ძიების კარნახით, სახიერისა თუ არასახიერის სხვადასხვა პოეტური ფორმითა და ”კვანტური ნახტომით” დაკავშირებაა; პწკარები, შიგადაშიგ, თავისებური ”ულუფებით” ასხივებენ შესაბამის ჭეშმარიტებას… კვანტური მექანიკის ”უცნაურობები”, ხშირად ჩვეული ფანტასტიკის საზღვრებს გამომწვევად ცდება; ვთქვათ: როგორც, ერთ ჩემს, ლექსში იუმორნარევი შეფერილობით მივანიშნე:

...ერთჟამიერ და ნაირგვარად თუ

გსურთ „იღვაწოთ“;

შეიმეცნეთ

კვანტური სუპერპოზიცია; ...

და მართლაც, თუ „– ნაწილაკები, ერთდროულად, მრავალ გარემოებაში არიან;“ რატომ არ შეიძლება, ჩვენი ფიქრები, აღქმები, ჭვრეტანი და ასე შემდეგ; სხვადასხა სივრცეში ერთდროულად იმყოფებოდნენ; თუნდაც, ჩვენთვის შეუმჩნევლადაც კი, და როცა, „მღვიძარე“ გონის მონაკვეთი, მიზანდასახულად თუ უნებლიეთ, რომელსამე მათგანს ჩაავლებს, „მონადირებული“ ფიქრი, განწყობა, ჭვრეტანი, იმ გამოძახილის თუ გამოძახილთა არეალის დინამიზმით  წარიმართოს, რომელშიც  დაფიქსირებული ანუ აღქმული იქნა; მსგავსი პროცესის  ნათლად და მრავალსახოვნად შეცნობის შესაძლებლობას, ჩვენს არსში, ასე ვთქვათ, თითქოსდა პერპეტუუმ-მობილე–ს დარად ასულდგმულებული ქვეცნობიერის /არაცნობიერის/ ინტუიციური, ამასთანავე, ხშირად ქაოსური „შემოტევები“ იძლევა, რომლებიც, ასე ვთქვათ, „გაწონასწორებული“ ცხოვრების წესის მქონე ადამიანს, ზოგჯერ განწყობას უფუჭებს, ზოგჯერ, ზედმეტად ახალისებს; ვინმე, „არაფრით გამორჩეულს“ კი, საკაცობრიო მნიშვნელობის აღმოჩენა–მიგნებასაც ჩაუნერგავს... 
ამა თუ იმ მკითხველსთვის დასაშვებია, ჩემეული სტილი, მიუღებელი აღმოჩნდეს, ამით არც არაფერი დაშავდება… თუ, რომელიმე სრული მკითხველის ცნობიერებასაც, ესა თუ ის ”კვანტური პწკარი” უხერხულად ”წამოედება” (შეთამაშებით სარმასაც გამოსდებს), მაგრამ ნებსით თუ უნებლიეთ სხვა ინტერსს აღუძრავს და იმ პიკანტური ”პორტალის” შეცნობისა და გააზრების სურვილს გაუმძაფრებს…
ერთსაც დავამატებ, პოეტური სტროფების კვანტურ ცნობიერებასთან მისადაგება არახალია; მსოფლიო პოეზიაში,  კაი ხანია, ამგვარი ”ხედვა”  ვითარდება; (“Quantum poems”, «Квантовая поэзия»). ინტერნეტსივრცეში, ინგლისურ ენაზე შესაბამისი ჟურნალსაც (“quantum poetry magazine”) იხილავთ. ქართულ პოეზიაშიც შეინიშნება ”კვანტურობის” ამსახველი ლექსები. და რა თქმა უნდა, არც სხვა ეროვნებათა პოეტურ სამყაროთვის იქნება კვანტური შემეცნებისკენ სწრაფვა უცხო.
მე, ჩემეული შეგრძნებითა და პოეტური სიწრფელით ვცდილობ, ამ მრავალფეროვანი სასიცოცხლო ველის მოკვლევას. ”კვანტური იმპულსები” უფრო მეტად ინტუიციური შემეცნებისკენაა მიმართული, რაც მისტიციზმის წიაღისკენ ლტოლვას აძლიერებს. არც ფსიქოლოგიური წიაღსვლებია უცხო და _არც იუმორი. შიგადაშიგ ფილოსოფიური აზროვნების უღელში შებმასაც ვცდილობ…
ასე რომ, შანსი ჩნდება, შეუცნობ, თითქოსდა ალოგიკურობის შემცველ მოვლენას თავისებური ახსნა ვუპოვოთ და შესაბამისი პოეტური ხატოვანებით წარმოვაჩინოთ... 
ვისაც კვანტური ცნობიერების ”ბონუსები” გხიბლავთ, ამგვარ გატაცებას უშუალოდ შეიგრძნობთ…

*
  და ბოლოს: ”…იგი შესანიშნავი მაგალითია იმისა, რომ ფიზიკური მოვლენების წვდომა ძალზე იოლი იქნება, მათ შესახებ მხოლოდ პოეტური ხატებისა და იგავ-სურათების მეშვეობით თუ ვილაპარაკებთ…”
ნილს ბორი კვანტური ფიზიკის შესახებ

აქვე, ჩემეულ სტროფსაც მოვიშველიებ:

”კოპენჰაგენის ინტერპრეტაციის”

ინტერპრეტაცია


სამყარო ცდილობს ჩვენს გონს აამოს,

ჩვენს მშფოთავ სულებს მიესადაგოს,

ნართაულ ნირში გადასხვაფერდეს,

ჩვენს ამბიციებს გასწვდეს, უწამლოს…
                                                             ჯ.გ.
...
და ბოლოს, ამგვარი „ინტერპრეტაციის“ ნიმუშსაც შგაშველებთ:
ამდენ „ფსევდოსგან“ ერის სულს,
ავად აჟრიალებს...
/ირონია/

სიბრძნით ვართ „დასეტყვილები“;
სამშვიდობოს გაღწევა გაჭირდა;
„გვირაბის ბოლოს სინათლეა!!!“
არ ცხრება – მარადი ილუზია...
მაქციერა საინფორმაციო ველი,
მოდურ „ნოუ–ჰაუს“ არეკლამებს;
ერთჟამიერ და ნაირგვარად თუ
გსურთ „იღვაწოთ“;
შეიმეცნეთ
კვანტური სუპერპოზიცია;
აქ, რომ „კოშმარულად“ ილაღებ;
იქვე, „ერის მხსნელივით“იქადაგებ!“;
იქვე, სავარძელსაც მოიხელთებ!
იქვე, სწავლულივით იღაღადებ;
იქვე, ქვეყნის ბიუჯეტსაც შეირგებ...
იქვე, ასნაირ ხრიკს „აპარპაშებ!“
შეიმეცნეთ
კვანტური სუპერპოზიცია;
– ნაწილაკები,
ერთდროულად,
მრავალ გარემოებაში არიან;
და თუ, რომელსამეს გამოავლენ;
–მრავალთგან, ერთ-ერთს მოირგებს!
ქრონიკული ცრუპანტელები,
მუდამ
უსაფრთხო „პოზას“ იჩემებენ...
აითვისეთ –
„კვანტური სუპორპოზიცია!“
უძღები, „მაქციერა“ სულებისთვის
გაისარჯეთ...
იქნებით აქაც, იქნებთ იქაც და
როს განგება,
„შავი ყუთის“
შიგთავს აგიფერადებთ–
არატრადიციულ „ერთობათა“,
სამყაროსაც –
უდრტვინველად
გაითავისებთ!!!
ჯ.გ.
*
***
*
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili 

 პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...

*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.

*

понедельник, 3 марта 2025 г.

ეპიგრაფი – და კვლავ მრავალჯერ იქნება მავანთა მცდელობა, ქართულ არსში გასულიერებულ–განსხეულებული სიბრძის ბეღელი, სადამსჯელო კანონებით ჩარაზონ!...

 

ეპიგრაფი –

და კვლავ მრავალჯერ იქნება მავანთა მცდელობა,
ქართულ არსში გასულიერებულ–განსხეულებული
სიბრძის ბეღელი, სადამსჯელო კანონებით ჩარაზონ!...
***

"მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია,
არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია".
შოთა-რუსთაველი
მართლაც, რომ დიდებულად ნაუბარია!
ესეც რუსთაველისაა, ოღონდ, სხვა კონტექსტში ნათქვამი:
„მას მკურნალმან ვერა ჰკურნოს, თუ არ უთხრას, რაცა სჭირდეს.“
მე კი, ამ აფორიზმებისთვის თვალის გადავლებამ, ბავშობაში, სოფელში, გასაიდუმლოებული ხმით მოპუტუნე ქალებისგან გამოღწეული ფრაზა გამახსენა:
„ეს, რომ ვინმემ გაიგოს, მოგვეჭრა თავი, ჩვენიანია მაინც...“
ამგვარად უფრხილდებოდა სოფელი, თავისიანად შეგულებულის სახელს, მაგრამ ამ ყოფაში, ამა სოფლის მასშტაბით, აშკარად ჭირს იმის დადგენა, ვინ ვისიანია, ან აგერ ახლა, ვინ ვის ეფიცებოდა სამარადისო ძმობას თუ დობას.
მაგრამ ფატმანის „ბრძნობა“, საუკუნეების შემდეგაც ღირებულია, რადგან „მოყვარე მტერის“ ამპლუას, ამჯერად, ჩვენში, ბევრზე ბევრი ირგებს, თუმც ხშირად, გაუაზრებლადაც, სჩადიან ამას...
არც იმ, მოჭირისუფლო ხმას გაიგებთ საიდმედან; „ეს, რომ ვინმემ გაიგოს, მოგვეჭრა თავი, ჩვენიანია მაინც...“
უკვე, ორღობეში „მოპუტუნე“ ქალები კი არა, მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებები მიმოიხილავენ ჩვენში დატრიალებულ პროვოკაციულ ფათერაკებს... აქ კი გვაფრთხილებენ “სსუ, ხმა არ გაიღოთ, თორემ ღალატში ჩაგეთვლებათო!“
ღალტი კი, უკვე. სიკვდილით ისჯება, უნდა დაისაჯოს, მაგრამ რა ნიშნით და ვისი „ახირებაა“, ესაა მთავარი, გარკვეული ჯგუფის განწყობაზეა მორგებული თუ... და ისევ გახსენდება: „
"მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია,
არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია".
ასე გამოდის, დავით გურამიშვილიც ტყუილად ირჯებოდა, რომ გვმოძღვრავდა:
„მართალს ვიტყვი, შევიქნები ტყუილისა მოამბე რად?
ვერას უქებ საძაგელთა, უფერულთა პირ-საფერად.
მე, თუ გინდა, თავიც მომჭრან, ტანი გახდეს გასაბერად,
ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად“.
არაო უნდა თქვაო, თორემ...
ქართულ არსში გასულიერებულ–განსხეულებულ სიბრძის ბეღელს სადამჯელო კანონებით ჩავრაზავთო...
და ახლა, ამა ყოფიდან აღძრულ, ჩემს ნააზრევსაც მოვიშველიებ:

შეუძლებელი არაფერია!


იქ,
ღიმმომდგარსაც, როზგავდნენ თურმე,
სიცილისთვის კი –სიკვდილით სჯიდნენ...
შეუძლებელი არაფერია! ყოველ განსაცდელს,
უნდა მოსდევდეს იმის შეგრძნება,
რისთვის ვისჯებით;
რა თვისებაა უკეთური, დღემდე, რომ ვგუობთ;
უკიდურესი აღმაფრენა; –გულაჩუყება, - ვერაგობა,
-იჭვიანობა, -ნაჭარბი ტრფობა, –ბრმა ერთგულება..
თუმც, თავად არ ვიცით, კვლავ როდის შეგვიპყრობს
-მორიგი სიბეცე;
ხალხს, ერთგვაროვან, მასად, რომ ააგორებს და
ერთ მხარეს, ბრმად მიდრეკილთ,
რეალობაში გარკვევის მცირე უნარსაც დაუხშობს...
და კვლავ მრავალჯერ იქნება მავანთა მცდელობა,
ქართულ არსში გასულიერებულ–განსხეულებული
სიბრძის ბეღელი, სადამჯელო კანონებით ჩარაზონ!...
ისე კი; ყველა, რაღაცას ფლობს; ყველა,
რაღაცის ნიჭს ამჟღავნებს;
ყველამ, ვიღაცის სისუსტე თუ საიდუმლო იცის;
ყველას სურს, იყოს შესამჩნევი; უმეტესად, „ისე რა...“;
სხვათა წამხედურობით...
ოღონდ, არსებითი ისაა–
„მასხარა, მტანჯველ სირცხვილს“ ვერასგზით მოგვარგეს...
ადამიანის მსგავს მაიმუნებს, ვერ ჩაგვანაცვლეს!

ჯ.გ.

***

воскресенье, 2 марта 2025 г.

პეპლის ეფექტი თუ „პეპლის ზმორება“ /იუმორესკა/

 

პეპლის ეფექტი თუ „პეპლის ზმორება“
/იუმორესკა/
-ხედავ! ძველბიჭური მანერებით აწვებიან...-საქმიანი იერით გამოსძახა ბერომ, აივანზე გამოსულ მეზობელს.
სიმღერის ყოფილ მასწავლებელს, ის იყო, თავისებურად, მხატვრულად გაზმორება უნდოდა და რომ არ დააცალეს გაწყრა.
-რა წამოგელანდა, ამ დილაადრიან?!-მაინც გაიზმორა, მაგრამ ისე ეშხიანად ვერა, იმ „რჩევიდან“, რომ ჰქონდა გათავისებული, სადაც, ერთი ვინმე, ვითომდაც, ჯანსაღი ცხოვრების მოყვარული, ზმორების მხატვრულ სახეობებს მიმოიხილავდა და ირწმუნებოდა; ამგვარი, პეპელასეული გაზმორება, სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და ათწუთიან ვარჯიშს უდრისო.
-ტრამპის სასტავი!.. მაგრამ ვერ გათვალეს, ზელენსკის შემოვლითი გზების, ობშჩიაკური ქსივებით, წინასწარ ჰქონდა გათვლილი...
-აუ, შენ ეტყობა, აკრძალვების შიშით, იატაქვეშ გადასულხარ და ქურდული მანერით მებაზრები, მაგრამ, ახლა, ყველაფერი გაშიფრულია...-მიხვდა ღენჭო, ისევ პახმელიაზე იყო და მიპატიჟების იმედით, „ნდობის“ მოპოვებას ცდილობდა.
იფიქრა წავუყრუებო და ოთახში შებრუნება დააპირა, მაგრამ მეზობელმა, თითქოსდა დააწია,_პეპელის ეფექტი გამიგია, მარამ ამ ზმორებას ვერაფერი გავუგე, ამიხსენი თუ კაცი ხარ...
-შენ საიდან იცი?!
-რას ჰქვია, საიდან ვიცი, ოთხი თვეა გაკვირდები, გადავჩხრიკე ინტერნტნეტი და მივაგენი..
-რას მიაგენი, მოდი, მოდი აქ შენ...-ხასიათი გამოუკეთდა, სიმღერის ყოფილ პედაგოგს.
-ვერ გადმოვხტები, თუმცა...
-კარიდან შემოდი, რავა ყველაფერს პირდაპირ გებულობ... ტრამპის სასტავს, რომ ძველბიჭური უჭირავს, იმას, ქე შიფრავ და შინაურ სიტუაციას, ზანტად უღებ ალღოს.. თუ პეპლის ეფექტის იმედი გაქვს, ვიცი, ვიცი... ქაოსური სიტუაციის შემთხვევაში, სისტემაზე უმნიშვნელო გავლენამაც კი შეიძლება იქონიოს დიდი და არაპროგნოზირებადი შედეგები...
-მე უფრო ტრადიციონალისტი ვარ, შორი გზიდნ მოიარე, შინ მშვიდობით მიდიო, ხომ გაგია...
-მართალი ხარ, ჩემო ღენჭო, მაგრამ დრო, მარტო ჩვენთვის, კი არ იცვლება, ზოგიერთ ანდაზასაც უცვლის ფოკუსს, ახლა, პეპელასაც კი, არ აცლიან გაზმორებას! თუ არ იჩქარე, ის შინ, შეიძლება, აღარც კი, დაგხვდეს..
ჯ.გ

 საძიებელი

იხილეთ:  
_*_*იხილეთ ნოველები და მოთხრობები
***
გრიგალში
*
სად, ვინ, როგორ, რა ფერებში... _ ანუ, არც არაფერი ხდებოდა თითქოს... (ლაშქრული, კამპანელლა, ფოქსტროტი… ცნობილაძე, მავზოლეუმი და ისევ ცნობილაძე…აფრიკა და ამერიკა…)...
 *
საავტორო უფლება