Translate

четверг, 21 августа 2025 г.

„ნაბიჭვრული“ ტრიუკი„ /პუბლიცისტური შენიშვნა/

 „ნაბიჭვრულიტრიუკი/პუბლიცისტური შენიშვნა/

 ომებია; დაჭერები; ასნაირისტიქიებიდა უმეტესობისთვის ცხოვრება, უფრო მეტად მავნე შეიქმნა, მაგრამ, იმას კი არ ვაღიარებთ, რომ გარკვეულწილად, ამ მავნებლობაში, რიგით, ვითომდა; უწყინარ ადამიანებსაც მიუძღვის წილი;

ქართულ ფეისბუქსივრცეში შემოიღეს, მორიგინაბიჭვრულიტრიუკი„ –„ნახეთ, პირველ კომენტარში!“ –ესნახეთკი, ათასი ჯურის რკლამითაა ჩახერგილი; შეპირებულიამინდის პროგნოზისპოვნაში, შეიძლება, ინერვიულო კიდეც... ალბათ, თავისუბურკომერციულგათვლებზეადაპროგრამებული“, მაგრამ ჩანაფქირი ალბათ ისაა, რომ მომხმარებელი გაწვალდეს, დაოსდეს. და უფრო „გზააბნეული“ შექმნას... ჰოდა, „სიბოროტე, რომ ასეჯეჯილობს...“, ნებსით თუ უნებლიეთ, ჩვენც მიგვიძღვის წილი; ჰოდა,  ერთმა ლექსმა შემახსენა თავი...

  მერეროცა იმ გუბეში ერთიც გაიშხლართა

გამოვიდა და კარს იქით დააფურთხაიქსმა”,
და ამაყად შემობრუნდა სისუფთავის ცნებით,
მერე ძაღლი გაიყვანა აქნევინა ფისი,
გუბედ იქცა ის ნაფურთხი ჩამვლელების ნებით

მერე, როცა იმ გუბეში ერთიც გაიშხლართა,
ცოლმა სახლში არ შეუშვა; ”უი, რავა ყარხარ?!”
თანაც, ”იქსზეგაიფიქრა, რა სუფთაა, მართლაც…_
თავს დახრის და შემჩურჩულებს იასამანს გავხარ

13.03.2000

მერე, ტელეკრანიდან; ურვალედ მოსაუბრე ქალბატონის ხმაც მომწვდა; მართლად იყო აღშფოთებული, მაგრამ... ჩვენი პასუხისმგებლობა, აქაც მიფუჩეჩებულია; ანუ მასმედიაში, მოქმედ პირთაგმირულ ეპიზოდებზე“  ხშირადაა  საუბარი; ქვეყანა კი, ისევ და ისევ... აღარ გავაგრძელებ, რადგან, მეც ამ ქვეყნის შვილი ვარ...

ფრაგმენტი განმარტებიდან ცნება გმირი: „–გმირობა – (გმირი) (ძვ. ბერძნული ჰეროესგმირი, ლეგენდარული ბელადი) – საზოგადოებრივი მნიშვნელობით გამორჩეული საქციელის ჩადენა, რომელიც შეესაბამება ხალხის მასების ინტერესებს და ადამიანისგან მოითხოვს განსაკუთრებულ ვაჟკაცობას, სიმტკიცეს, თავგანწირვისთვის მზადყოფნას. ატარებს ინდივიდუალურ ან მასობრივ ხასიათს, დამახასიათებელია ყველა ხალხისა და ყველა დროის წარმომადგენლებისთვის.“

გმირული შემართებისა, მართლაც, ღირსეულები გვყვანან, მაგრამ ყოველდღიური ცხოვრების ხასიათი, ვერა და ვერ მოგვიგვარებია; ანუნახეთ, პირველ კომენტარში!“

იმედია, გამიგეთ!

..


 ბლოგთა კრებულის საძიებელი

***
*
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili 

 პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...

*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.

пятница, 11 июля 2025 г.

ნამეტნავად დაჩქარებული ცივილიზაცია /იუმორესკა/

 

ნამეტნავად დაჩქარებული ცივილიზაცია

 –შემზარავი ამბავი, შემზარავი ამბავი, შემზარავზე, შემზარავი ამბავი!!!––გააბმით იცხადებდა ლურცია, ოთხმოცდაათ წელს მიღწეული, ჯერ კიდევ, ყოჩაღად მოაზროვნე და ყოჩაღად მოძრავი, ყოფილი დაწყებითი სკოლების, ყოფილი პედაგოგი, რომელსაც ნამდვილად სურდა, მასთან მცხოვრები ნათესავის ქალიშვილი, რომელიც, წვეულებიდან დაბრუნების შემდეგ, ტანსაცმლით და გაუნძრევლად ეძინა, შესაფხიზლებად აღძრულიყო.

ამგვარი შეძახილებით, რომელიც, შესაძლოა, სენტეციადაც კი აღექვა, ოდნავ წიგნიერ ადამიანს, ქალბატონმა ლურციამ, ოცამდე წრე მაინც გააკთა, და ყოველგვარი იმედი, რომ გადაეწურა, ხმას, ვინმეს მიწვდებოდა, გვერდითი აივნიდან, ალეს ხმა გაისმა:

–ხომ მშვიდობაა, ქალბატონო ლურცია?!

ადრესატმა შვებით ამოისუნთქა და უმალ აივანზე გაიჭრა.

–ჩვენებურად, კი, ამჯერად, გადაშენებს, მგონი უგანეთ, მაგრამ ნაღდი გადაჯიშება, ცივილიზაციიდან გვემუქრება!

–რა, კიდევ ცადა ვინმემ...

–ცადა კი არა, სრულად განახორციელა, აგერ, ახლა წავიკითხე ჰუმანოიდი რობოტები სხვადასხვა შეხებას ადამიანივით იგრძნობენ —დარტყმას, ტემპერატურის ცვლილებასა დანით დაჭრასაც კი... კანი ჟელატინისგან დამზადებული ელექტროგამტარი მასალისგან შეუქმნიათ... კი ბატონო, ამათ ტექნიკურ სრელყოფას ვერ მოშლი მეთქი, მაგრამ, აგერ დილით, უკვე გვაცნობეს, რომელიღაც კერძო ფირმას, ჩვილების გამჩენი ბიორობოტებიც დაუპროგრამებიათ, ყველაფერი ისე აქვთ, როგორც ადამიანებს, ოღონდ, გამარტივებული სახით, ბიოქალი მშობიარობს კიდეც, ოღონდ, კვანტურად, და თუ ინდომებს, რამდენიმე ბავშვსაც დაჩქარებული მეთოდით აშუშებს... შემზარავზე, შემზარავი ამბავია!!!

–გააჩინოს მერე, მე მაინც არ ვაპირებ!–ნებიერი ხმით მოისმა ოთახიდან; ძილბურანში მყოფმა გოგომ, ეტყობა მხარი იცალა.

–ცივილიზაციას, წინ ვერ აღუდგები...–ბრძნული კილოთი განაცხადა ალემ.–მერე თავის დაზღვევის მიზნით დაუმატა–ფეიკი იქნება, აგიჟებს ხალხს, ეგ კომპიუტერი!–ისიც პენსიონერი გახლდათ. მთლად ლურციასავით ხანდაზმული ვერა, თუმც, თავს ხშირად იწონებდა, ჩემმა ბადიშმა თუ იმარჯვა, და ამ მარშებში, დაქორწინდა კიდეც, ჩემს სანათესაოში, საპატივცემულო პეპერას ტიტულს მომანიჭებენო...

–ასე იძახოდი შენ! მორჩა, ბოლშევიკები ისტორიას ჩაბარდაო და აჰა... ნახე რა დაჭერების სერია წავიდა...

–ეგ რა შუაშია, ხულიგნობისთვისაა შეყრილი ის ხალხი, ყველა რეჟიმს, თავისი პროფილაქტიკა აქვს!

–ჰო გუშინ, ძლივს დავაღწიე თავი; მაგ პროფილაქტიკას, რავი, ისე მოიწევდა რომ... ამათ, ის ბიო–რობოტი ნამდვილად აჯობებს...–ნებიერმა ხმამ კვლავ გამოღწია ოთახიდან.

ოღონდ, ამჯერად, სრულად აღიქვა მასპინძელმა.

–ჰოდა, მიბრძანდი, იმ ბიოკომუნაში, ერთჯერადი ტვინიც, აქვთ შექმნილი, ჩაგიდგამენ და იქნები ბედნიერად...–მერე ხმის კილო უცებ შეცვალა––გაიღვიძე?!–თბილად მიმართა შვილობილად შემოსახლებულს,–ოთახში შეიხედა–ძილში ლაპარაკობს, მგონი მთვარეულია!

–აჯობებს მეთქი!–გაჯიუტდა გოგო, სექსიც უნივერსალური ექნებათ...

–ჰო ტვინებიც, პროგრამების მიხედვით ააქვთ გახედნილი; შენ, შენსას მოგარგებენ...–ლურცია სიბრაზეს, მაინც ვერ მალავდა, –შენი შვილიშვილი, რობოტუნა გოგოს, რომ მოგისრიალებს შინ, მაშინ, ნამდვილად, ახალი შთამომავლობის ნოე შეიქმნები!–არ დაინდო მეზობელიც,–რომელიც მღელვარებაში, სათანადრდ, ვერ აჰყვა.

ალე, დაფიქრდა; უნებლიეთ, აღარც მეზობლის მოპოვებული ინფორმაცია, მიაჩნდა „ფეიკად“.

–რა ვიცი...– ძალზე უნდოდა, მოესწრო და პეპერა გამხდარიყო;–ნეტა, შვილები, როგორი ეყოლებათ?–წამოცდა უნებლიეთ. ჩვენ ტრადიცების ხალხი ვართ, მაგათაც, ჩვნებურად მოვაქცევთ!–მეზობელთან ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას ცდილობდა.

–რა, ასე, ნამეტნავად დაჩქარებული ცივილიზაცია არ გინდოდა ხომ?; პეპერობა გიუქმდება!–ნიშნისმოგებით შეაგება მეზობელმა, კი ნამდვილად ყოჩაღად იყო.

–მე მაინც არ ვაპირებ, რამეს გაჩენას!–ლუღლუღებდა, ჯერ კიდევ, გონებააბურდული, –თუმც, მაგათი სექსი, მაგარი პონტი იქნება...

–ეგ, დროზე, თუ არ ჩაბარდა პატრონს, ცოდვას შეგვყრის!–და უცებ აზრად მოუვიდა–ალე, შენი ბადიში რამდენი წლისაა?

–ოცდაშვიდის!–არ დააყოვნა იმან.

–ჰოდა, მასტუმრე ამ შაბათს, ისეთ გოგოს გავაცნობ!

–სადაურია?

–აგერ, მეზობლად გეყოლება, დავასწროთ უნდა, იმ ცუღლუტ რობოტუნებს, ბიძაშვილის შვილიშვილია, კაი ჯიშის, გარეგნულად ჩემს ახალგაზრდობას მაგონებს! გამოიღვიძებს და შეგახდებ!–ლურცია, ისე იყო აღგზნებული, საკუთრ თავს ვერ ცნობდა, და უცებ მხიარულად გაიფიქრა „ნაჩქარევი ცივილიზაციის ბრალია!“

ჯ.გ.

 ბლოგთა კრებულის საძიებელი

***
*
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili 

 პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...

*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.

 

 

четверг, 10 июля 2025 г.

ინგრესია /ტრაგიკომიკური ნოველა/

 

ინგრესია

/ტრაგიკომიკური ნოველა/

 

ეს ამბავი, ნიკომ. თითქოსდა, შემთხვევით  გაიგო და საშინელი უხერხულობა იგრძნო; „ასე გამოდის, შემოძმაკაცების პირველ დღეებიდანვე, ინგრესიაში, შეგნებულად   მამყოფებს! ვითომ, ერთად ვმართავთ, მაგრამ შეფარვით მაწვება და ჩემს შეხედულებებს განსჯის მიზეზადაც კი, არ თვლის! გაიფიქრა უნებლიეთ.

ინგრესია, ეს სიტყვა, ბოლო ხანებში, ხშირად ფიგურირებდა; სხვასდასხვა ჯურის ეზოთერიკოსებში; მეტადრე, ასტროლოგიით გატაცებულ პირთა სატელევიზიო თუ ინტერნეტ მიმომხილვებში.

შეწუხდა და ინტერნეტში მისი განმარტების მოძიება გადაწყვიტა, იქ კი, ასეთი რამ იხილა:

ინგრესია (ლათ. ingressio – შესვლა) — ზღვის წყლის შეჭრა სანაპიროს დადაბლებულ ნაწილში ზღვის დონის აწევის ან ხმელეთის ტექტონიკური დაძირვის შედეგად. აღსანიშნავია, რომ ინგრესია წყლით არა მთელ ქვეყანას, არამედ მის დადაბლებულ ადგილებს ფარავს...“ და უცებ, ბედის უღმართობაზე, იმგვარად გამრაზდა, რომ განმარტების ბოლომდე ჩაკითხვაც არ ინდომა;

მე კიდევ, ადამიანურად დამთმობი ვიყავ, და აჰა იგნესიი მსხვერპლი აღმოვჩდი...“ სწრაფად გადაწყვიტა, შეძმაკაცებულისთვის“, მკაცრი პასუხი გაეცა, რადგან ატმოსფეროში, ფსიქოლოგიური გარემო სუფევდა ასეთი; ამა და ამ ზოდიაქოში მოვლენილები, უეცრად წამოჭრილ საკითხს, უეცრადვე წყვეტდნენ; ჩანათაში, ხედვის არეალში მოხელთებული, საბჭოთა წარმოების აირწინაღი შეაცოცა, რომლის მასიურ ფილტრ, თითებით, რამდენჯერმე მოსინჯა და ახალშექმნილი პარტიის ოფისისკენ გაუჩქარა; იმავე შენობაში, ყოფილ ფოტოატელიში იყო გახსნილი.

ინგრესია, ახლა ნახე შენ! შესძახა ოფისში შესულმა, ჩანთიდან აირწინაღი ფიცხლად ამოიღო და კოპანიონს, ფილტრის მხრიდან, თაში ჩაცხო...

მომინდომა აქ  ინგრესია!!! მნახა დაბალი ღობე!ეს ამბავი, ისე სწრაფად განვითარდა, იქ მყოფებმა, ვერც კი გაიაზრეს რა მოხდა. არც ის იცოდნენ, რა იყო, ესავისმომასწავლებელი ინგრესია; მერე იცოცხლეთ ჭორები მრავლად გავრცელდა...

ისიც ითქვა; რაჟა, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილობას, მის გარეშე აპირებდა და მიტომ გაიმეტა, ასე სასტიკადო, მაგრამ, ყელაზე დელეკატურად ოფისის სამდივნოს ხელმძღვანელი,; ცეცხლისფრად გადაღბული თმით მობრიალე გოგო განმარტავდა;

ისეთი არაფერი; ინგრესიის მაშტაბებზე ვერ შეთანხმდნენ და...–საკითხს ამოწურულად თვლიდა,

თანაც, ყოველნაირადგანსწავლულითანაპარტიელები, იმის შეკითხვასაც თაკილობდნენ; ეკითხათეს ინგრესია, რაღააო...

..

***
*
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili 

 პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...

*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.