ჩაკეტილი მოგონებების „შეფხიზლება..“
და უნებლიეთ გამახსენდა, რომ ბლოგის „შინაარსი“, კომპიუტერზე ფაილში მქონდა
გადანახული. კარგა ხანს ვეძებე და რომ ვიპოვე, ერთხელ კიდევ დავრწმუნდი, ბლოგებზე მოგონებების
განთავსება, შემოქმედთათვის, უდაოდ ღირებულია, ოღონდაც, მეხსიერების ფრაგმენტების
სათადარიგო საინფორმაციო ფაილებში „დაბინავება“,
მოსალოდნელი კომპიუტერული ხიფათის შემთხვევაში, სალბუნივით წაგადგებათ... ჰოდა, ამ
„ჩაკეტილი“ ბლოგის ასლი „ხატოვანი მოტივაციების“ რუბრიკით შექმნილ, ახალ ბლოგზე განვათავსე,
თან, ყოველ ფოტოსურათს შესაბამისი მინაწერიც მივადევნე...
ვინც გაიკვირვებს, რა „ბლოგომანია“ შეგეყარაო, გაუმხელ; დაილოცოს, იმათი სახელი,
ვინაც ეს „ინტერნეტსერვისი“ მოიგონა. ერთგან, კი მაქვს ახსნილი, ისევ არ დავიზარებ,
ბევრი შემოქმედისთვის, სულის მოთქმაა; განსაკუთრებით კი იმათთვის, რომლებსაც, სხვადასხვა
ეგიდით „ნომეკლატირებულ“ გამოცემებში, გამაგრებულ პერსონებისგან, ამგვარი სტანდარტული
პასუხი მოსმენა უწევთ: „იცით, კარგია, მაგრამ საჩვენო არაა...“ , და „სამაგათაგისო“,
რომ გახდეს, ავტორმა, თავისი „მეობა“ უნდა მიივიწყოს...
ღვთის წყალობით, ხალასი მკითხველის ნიჭით „შემოსილი“ მკითხველი, ისევ ამკობს
ინტერნეტს...
ჯ.გ.
News in pictures... _ დრონი _ ”ფოტომატიანე” _”ექსპონირება” _ განწყობის გამოწვევისა და ”რუბრიკებში განთავსების მიზნით...”
თემატური; იხილეთ -მართალი საქართველო… THE TRUTHFUL GEORGIA
====
გზამკვლევი... _ გამოცემული
წიგნები; ანოტაციები, ამონაკრები კრებულებიდან, ფაქტები,
ფოტოები, ჟურნალ ”ხატოვან
მოტივაციების” მიმოხილვა, სტატიების ნუსხა...
შავნაბადას მონასტრის გზაზე...
***
ჯანრი გოგეშვილი –ქალაქ ოზურგეთში მოღვაწე მხატვრის შემოქმედებით სახელოსნოში, (სამწუხაროდ გვარი არ მახსოვს, მე და ცირა ჟურნალისტმა ალეკო მითაიშვილმა, თავისი პიესის პრემიერაზე მიგვიწვია და მერე „ბანკეტზე“, აქ აღმოვჩნდით...
ცირა ბაჯიაშვილი
–თბილისი –პოეტური
„გარინდება...“
ეს დედაჩემია ანეტა ოტიას ასული კვირკველია–ცეკავშირს,
ანუ
საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირის ლანჩხუთის, კერძოდ, ნიგოითის ფილიალის მთავარი ბუღალტერი, მის გვერდით უმცროსი ბუღალტერი; კეთილი ქალბატონი, ჟუჟუნა კალანდარიშვილი.
სახლი, სადაც დავბადებულვარ... რომელშიც
აკრეფილი სითბო ახლაც მომყვება...
ქვის მოაჯირზე, ფეხი რომ აქვს
ჩამოდებული, ნიგოითის კარლ ლიბკნეხტი–ს სახელობის კოლმეურნეობის უმაღლესდამთვრებული აგრონომი– სახელი მგონი
ბიძინა, კეთილ პიროვნებად მახსოვს - მამაჩემი ავთანდილ თედორეს ძე გოგეშვილი; კოლმეურნეობის თავმჯდომარე, გვარიანი
სტაჟით -თავად მე;, ჯანრი ავთანდილის ძე გოგეშვილი
–ვასო კალანდარიშვილი , იმჟამად, სოფელში არსებული, ერთადერთი მანქანის „პოლტონკის“
მძღოლი; ბორის დოლიძე მძღოლის „პამოშნიკი“.
მე და ჩემი და -დალი ავთანდილის ასული გოგეშვილი
***
თბილისის მსუბუქი მრეწველობის სტუნდენტები იმჟამინდელ
ფეხსაცმელების ფაბრიკაში პრაკტიკულ
სამუშაობზე გამწესებულები –
შესვენებისას, ფაბრიკის ბაღში –ირაკლი ამირანაშვილი,
ელგუჯა ბარამიძე, ჯანრი გოგეშვილი -დგას ნოდარ კვერნაძე.
ნიგოითი –ახალაშენებული სახლის დალოცვა კრამიტის
სახურავის „კენწეროდან“
***
თბილისის მსუბუქი მრეწველობის დამამთავრებელი
კურსის სტუდენტები: ქებაძე, გოგეშვილი, ფესვიანიძე, მერკვილაძე, ბარამიძე, მგონი, ბოლო ხანს შემოერთებული, ამავე ტექნიკუმის სტუდენტი.
მაშინდელი ალექსანდროვის ბაღი
ჯანრი გოგეშვილი, ცირა გოგეშვილი, ლექსო გაბრიჭიძე;
ჩემი ნათლული, პოლიტექნიკური ინსტიტუტის მათემატიკის ფაკულტეტის ლექტორი;
მომავალში მართლმადიდებლური ეკლესიის არქიმანდრიტი, შავნაბადას მონასტრის ამაღორძინებელ–აღმშენებელი
და პირველი წინამძღოლი.
***
ვილნიუსი– სტუმრად დალი გოგეშვილისა
და იონას იოდიშიუსის ოჯახში– ჯანრი გოგეშვილი, ცირა გოგეშვილი, გვარად მელაძე
(დისიდენტ ალეკო მელაძის შვილობილი) ნუგზარ ბაკურაძე, ოჯახის დიასახლისი და მისი
მეუღლე.
***
შავნაბადას მონასტერი– ცირა და ჯანრი გოგეშვილები;
ჩვენი პატარები; ავთანდილ და ანა გოგეშვილები; ჟურნალ „დილას“ თანამშრომელი მაყვალა
გიორგაძე,–იცქირებიან ვაჟა ყუბუსიძე, ზაალ ბოტკოველი, არქიმანდრიტი შიო...
***
ადგილმდებარეობა ჩემავის უცნობია –ბიძაჩემი– მაკარ
გოგეშვილი, მისი მეუღლე ვერა წილოსანი, ბიძაჩემ იონა გოგეშვილის მეუღლე ნადია
იმნაიშვილი, თავად იონა, რომელსაც მუხლზე უზის ქალიშვილი მაყვალა გოგეშვილი.
ავთანდილ გოგეშვილი –იმჯერად ნიგოითის თემის სოფლის
საბჭოს თავმჯდომარე...
სამწუხაროდ, ფეხზე მდგომთა გვარები ჩემთვის უცნობია.
***
კურორტი წყალტობო; დედაჩემი ანეტა კვირკველია;
პირველ ეპიზოდში – პირველი, მეორე ეპიზოდშიც ქვის მოაჯირზე ჩამომჯდარი...
***
თბილისი –ეკსკურსიაზე – იმ დროს „შვიდწლედად“ წოდებული
ნიგოითის სკოლიდან. მასწავლებელთაგან ორი ამოვიცანი -ქვემოთ გენბანის განაპირას ბორის გოგეშვილი და ზემოთ სკოლის დირექტორი რევაზ გვარჯალაძე.
შავნაბადას მონასტერში–სატრაპეზოსთან- ჯემალ ჭელიძე,
ვაჟა ოთარაშვილი, ჯანრი გოგეშვილი, ემზარ კვიტაიშვილი, ავთანდილ ადეიშვილი ვაჟითურთ, არქიმანდრიტი შიო, მთავარეპისკოპოსი ანანია
ჯაფარიძე, გენო კალანდია, გურამ ბენაშვილი, სამწუხაროდ შემდგომთა გვარები ჩემთვის
უცნობია
***
ნიგოითის „შვიდწლედის“ ჯგუფი დედაქალაქში...
მორიგი სტუმრობა ვილნიუსში –ჩემთვის ნაცნობნი: ლექსო გაბრიჭიძე, პატარა დალიტე, დალი გოგეშვილი, ჯანრი გოგეშვილი, სანდრო მამასახლისი.
***
თბილისი –თანაკურსელები; ალეკო მერკვილაძე, ჯანრი გოგეშვილი
***
მაშინდელი „ალექსანდროვის ბაღი“ – პირველ რიგში:
ზურა თორია, ამირან კალაძე, ნუგზარ კობერიძე, ჯანრი გოგეშვილი, ალუდა არაბული
–ზემოთ – მურად ნებიერიძე, ავთანდილ ჩხაიძე,
შერმადინ ქალდანი, რაინდი ნოზაძე
***
სტუმრად შავნაბადას მონასტერში –
თემურ შავლაძე, ვაჟა ოთარაშვილი, არქიმანდიტი შიო,
ჯანრი გოგეშვილი, ჯემალ დავლიანიძე, ლევან ბაბუხადია, ზაალ ბოტკოველი, ზაზა
ქინქლაძე .... მურად ნებიერიძე
***
საბჭოთა ჯარში - შუაში ჯანრი გოგეშვილი
***
ქ. ლანჩხუთი –ჯანრი გოგეშვილი, რევაზ ლორია, ვალოდია წულაძე, ავთანდილ ჩხაიძე
თბილისი „დედის დღის“ დაარსებისადმი
დემოგრაფიული საზოგადოების მიერ გამართულ
დემონსტრაციაზე – **** ზაურ კალანდია, ავთანდილ
ადეიშვილი, ჯანრი გოგეშვილი
***
”ექსპონირება” _ განწყობის გამოწვევისა და ”რუბრიკებში განთავსების მიზნით...”
****
*გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili
პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...
*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.
ცნობისთვის_”ხატოვან აღქმათა ობსერვატორიის” დღიურებიდან /არქეოლოგიური ხედვები დრო-სივრცის ლაბირინთებში /იუმორნარევი ესსე/