Translate

вторник, 7 мая 2024 г.

არ გაბრიყვდე და არ დათმო…

 

Janri Gogeshvili

25 წთ 
გაზიარებულია აუდიტორიასთან „საჯარო“
ახლახანს, ისევ შემახსენეს
https://gogjuansher.blogspot.com/2021/05/blog-post_13.html იმგვარი „პოლიტიკური ჟრიამულია“, რომ, ჯერ კიდევ 2021 წლის 13 მაისს, ჩემეულ ბლოგსფეროში გამოქვეყნებული, იუმორის პირობაზე „წინასწარმეტყველური“ პროგნოზის მომცველი პუბლიცისტური მინიშნებები, ისევ უნდა შეგახსენოთ... ჯ.გ.
თქვენ გააზიარეთ ეს თქვენს პროფილზე
თქვენი პოსტი არღვევს ჩვენს საზოგადოების სტანდარტებს სპამის შესახებ.
რა უნდა იცოდეთ
ჩვენმა ტექნოლოგიამ დაადგინა, რომ თქვენი შიგთავსი არ შეესაბამება ჩვენს საზოგადოების სტანდარტებს. ამის შედეგად, ჩვენმა ტექნოლოგიამ მიიღო შესაბამისი ზომები.
ჩვენ ვხელმძღვანელობთ ერთი და იმავე წესებით მთელ მსოფლიოში, რომლებიც ყველასთვის მოქმედებს.“
ამგვარმა, მორიგმა შეხსენებამ, თავად მე, უნებლიეთ, ორი ათეული წლის წინათ, გაზეთ „მესამე ათასწლეულში“ გამოქვეყნებული პუბლიცისტური წერილი – ეროვნული ცნობიერების ადეპტი _ თანამედროვე კულტურტრეგერების სამიზნე… _ ”მესამე ათასწლეული”, №18, 23-29 ივნისი. გამახსენა.
იყო შემთხვევა, როცა მაშინდელ პოლიტიკურ ასპარეზზე, თავისებურად წარმატებულმა პიროვნებებმა მიმანიშნეს, ჩვენ ხომ დემოკრატიას ვაშენებთ და ცნება „კულტურტრეგერებისა“ და „ეროვნული ცნობიერების ადეპტის“ ხაზგასმით წარმოჩენა, არამიზანშეშონილიაო... /რავარი დემოკრატიაც მოვაკვრახჭინეთ, ქე მოგეხსენებათ/
ხელისუფალთ, რომ მეტი წინდახედულება გამოეჩინათ, ახლა, საზოგადოება, არც, ამგვარი უკიდურესობისკენ იქნებოდა მიდრეკილი...
*
P.S.
სტატიაში ცნება „კულტურტრეგერი“ –ჩამორჩენილ ხალხებში განათლების შემტან პერსონებზე, ირონიულად მიგვანიშნებს...
ადეპტი
E. adept
Fr. adepte მომხრე, მიმდევარი
L. adeptus მიღწეული
რომელიმე სწავლების, იდეის მიმდევარი...ეროვნული ცნობიერების ადეპტი _ თანამედროვე კულტურტრეგერების სამიზნე… (პუბლიცისტიკა)
janri-juansher-gogeshvili-jg.blogspot.com
ეროვნული ცნობიერების ადეპტი _ თანამედროვე კულტურტრეგერების სამიზნე… (პუბლიცისტიკა)
–––
ბარემ, ერთ, ჩემს ლექსაც გავიხსენებ:
 არ გაბრიყვდე და არ დათმო

აქრომ მიწა შენს ნაკვალზ,
დახნულიადათესილი,
ნერგჩაყრილიმობიბინე
და ცის გუმბათს მორგებული,
ის ქმნის შენგან ციხე-ტაძარს
და მასშია დაფარული
ჭირთათმენასიტყვის გემო,
ტრფობის ალიწვა გრძნეული
ამ ხეების ფესვებშია
მკვიდრთა შენთა სისხლთა საზრდო,
სხვა ქვეყნისაიმ სხვამ უწყის,
იქქვა უჩანთ ფუძედ _ სანდოდ
შენგანგებამ სალოცავად, _
ეს გისაგზლამოგცაგანდო, _
მზით გამთბარი ვაზის გული
შენთვისა სცემსშენთვის დარდობს
შენ კიჰეისად მიიწევ,
ვის ნაგავში ითხრი ხაროს,
ვის ჰკიდია შენი მშვილდი,
შენს მაგივრად ვინ ვაჟკაცობს?!
შენი სივრცით ვინ გალაღდა, _
ფარი იგივისთვის ფარობს,
ფრინველ-ნადირს ვინ გიხოცავს,
შენი ჩიტივის უგალობს?! 

არ გაბრიყვდე და არ დათმო 

შენი ქვეყნის საგანძური

ის ქმნის შენგან ციხე-ტაძარს

კვლავაც იყავ ღვთის რჩეული!

 

. ***© გახსოვდეთ!.. 
საავტორო უფლება
  

***
*
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili 

 პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...

*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.

*

 

და ასე შემდეგ...

вторник, 23 апреля 2024 г.

ჰოი და ჰოი... / ისე კი, 23 აპრილი - წიგნის საერთაშორისო დღე.../

Janri Gogeshvili გააზიარა მოგონება.

2 სთ 
გაზიარებულია აუდიტორიასთან „საჯარო“
23 აპრილი, 2021 
გაზიარებულია აუდიტორიასთან „საჯარო“
23 აპრილი - წიგნის საერთაშორისო დღეა. თარიღი - ”იუნესკოს” უილიამ შექსპირის საპატივცემულოდ შეურჩევია…
ისე კი _ ”სხვათაშორის” _
”1592 წლიდან შექსპირი მოღვაწეობდა ლონდონის თეატრის დასში. სწორედ ამ პერიოდში დაუპირისპირდა მას მისი მეგობარი დრამატურგი რობერტ გრინი, რომელიც დევნიდა შექსპირს იმის გამო, რომ მას არ ჰქონდა მიღებული უმაღლესი განათლება.”
***
დღესდღეისობით კი, იუნესკოს მიერ _
”2021 წელს, თბილისს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო ლიტერატურული საზოგადოების ყურადღება თბილისისკენ, როგორც მთავარი კულტურული ცენტრისკენ იქნება მოპყრობილი…”
ჰოდა, აქტივისტი ლიტერატორებიც, მრავალჯერ წარმოგვიჩენენ თავიანთ ღვაწლს…
მე კი, ამგვარი შეხსენებისკენ გამიწია გულმა…
\/
გული ნაოცნებარი…
კითხვას გადაეჩვია
დღეს ასობით მკითხველი,
თამაშ-თამაშ, უვიციც _
გახდა მიმომხილველი,
ქარაგმებით ღვივდება
"პოლიტსახის" იმიჯი,
ტელეეკრანს შეაცვდა _
შვილიცა და მშობელიც…
და ოცნებაც არ ელავს,
არის მიუსაფარი…
გახსოვს?
ლექსის ნაპერწკალს
გაურბოდა მზაკვარი...
ახლა,
თითქოს წრფელ გრძნობას
მიაყარეს ნაცარი,
მაგრამ, მაინც გუგუნებს _
გული ნაოცნებარი…
7.04.2000
პოეტური კრებულიდან ”სიზმრიდან ცხადში…” / თბილისი _2010
***
P.S. 

ჰოი და ჰოი...

და მოგონებამ

შეიფარა,

ჩემი თაობაც,

თუმცა, ის ღვაწლი,

არად უღირ,

მომდევნო  ნორჩებს“, 

ეჩვენებათ, რომ შეირგეს

ევროპის გემო“, და

აქციებით იმკვიდრებენ

საჯარო  სივრცეს...

ჰოი და ჰოი,

საქართველო,

ხმაურს ახერხებს,

არ ეპუება,

ქედს არ იხრის,

კიჟინს  იფერებს...

ერთობისცნება,

გერბს კი ამშვენებს;

თუმცა ქვეყანა,

საამისოდ,

ვერ ირჯება და

ვერ ფუსფუსებს...

..

  ***© გახსოვდეთ!.. 
საავტორო უფლება
 

***
*
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili 

 პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...

*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.

*
***