კლასიკოსებთან თანაავტორობის ჟინით შეპყრობილნი
მსგავსი ტენდენცია, სარეჟისორო ასპარეზზე ტრაგიკომიკურად ”მძვინვარებს”, და ანეგდოტების თემადაც იქცა. ამ მხრივ, თითქოს შეუმჩნეველია ლიტხელოსანთა თავგამოდება, არადა, ზოგიერთი ”კრიტიკოსს-მიმომხილველი” რომელიმე ცნობილი ლიტერატორის შემოქმედებას (განსაკუთრებით უცხოელი ავტორისა), იმგვარი ”ტონით” მიმოიხილავს, თითქოსდა, იქამდე შეუცნობელის აღქმა და ახსნა მხოლოდ მან შესძლო.
…ხაზგასმით იშველიებს უცხოურ ტერმინოლოგიებსს, გასაქანს აძლევს, თემას აცდენილ მისეულ ”ხედვებს”; დაჟინებით მიანიშნებს, რომ ავტორის მიერ ოსტატურად შენიღბულ, სხვებისთვის შეუცნობ, პალიტრას ჰფენს ნათელს. და მჟღავნდება რომ იგი”გამორჩეულთან” თანაავტორობის ილუზიითა შეპყრობილი. რომ მხოლოდ მისი განსწავლულობისა და ალღოს წყალობით, გახდა შესაძლებელი, მკითხველს სრულიად ახლებურად შეეცნო და ეგრძნო ამა თუ იმ ცნობილ ნაწარმოებთ იდუმალი სისავსის წარმოჩენა.
მახსოვს, ლიტერატურის, ერთმა ”თავგამოდებულმა” მიმომხილველმა,, ირლანდიელი მწერალ ჯეიმზ ჯოისის რომან ”ულისეზე” — იმგვარად მიქარგულ-მოქარგული ტექსტი გამოაქვეყნა, იფიქრებდით ქართველ მკითხველთა უმეტესი ნაწილი სიბრიყვეში ამხილა, შეარცხვინა, აჰ, თქვე ინტელექტნაკლულებო, რა ვერ გაიგეთ, ვეფხისტყაოსანივით იკითხებაო. არადა მახსოვს, ცნობილი მთარგმნელის ნიკო ყიასაშვილის მშვენივრად გადმოქართულებული ”ულისე”, ქართველ მკითხველთა უმეტესობამ ან საერთოდ ვერ წაიკითხა ან ნებისყოფის მოკრების კვალობაზე დაუდო გული…
წიგნი, თავის დროზე, 80 000 ათასი ტირაჟით დაიბეჭდა, მართალია დახლებიდან უსწრაფესად გაქრა (ეჰ, რა დრო იყო, წიგნების შეძენა, მით უფრო თუ მათ სახელოვანი ავტორების გვარსახელი ამშვენებდა, ობივატელთა გამორჩეულ ჰობად ითვლებოდა…
ჰო, ერთგან რუსულენოვან პუბლიკაციაში, ჩემთვის უცნობი ავტორის წერილში, მსგავს შენიშვნას წავაწყდი: მე ძნელად წარმომიდგენია, რომ მკვლევარს შეუძლია უშუალოდ აღწეროს ვან გოგის ტკივილი და ემოციური ფონი, რომელსაც იგი, საკუთარი ყურის ბიბილოს ჩამოჭრისას განიცადა. ან თუნდაც, თუ რა მშვიდად შესვა ქვეყნის ღალატისთვის სიკვდილმისჯილმა, სოკრატემ, ჯალათის მიერ მიწოდებული, შხამით სავსე თასი… დავამატებ, ან თუნდაც… გალაქტიონის მტკივნეულ განცდებს, რომ წადაუწუმ ”გვითარგმნიან”. არსებობს მისი დიდებული პოეზია, ავტოგრაფისეული ჩანაწერები… ადროვეთ დაინტერესებულ მკითხველს… თუმც, ისიც უნდა ავღნიშნო, ნიჭიერ, სახელოვან ავტორთა შემოქმედების, გულწრფელად გააზრების მოსურნე დამწყებ, დაგვიანებულ თუ ვირტუალურ სივრცეში ორიენტაციააბნეულ მკითხველისთვის, საშურველია, მართლაცდა მკითველის ნიჭით დაჯილდოებულ პიროვნებასთან ”დამოწაფება”…
და აქვე ამონარიდი, ჩემი წერილიდან _ რეფერატი _ ”ქართული ლიტერატურის ეროვნულ ფონდს” რეფერატი _ ”ქართული ლიტერატურის ეროვნულ ფონდს” _ ქართული ანდაზისა არ იყოს: ზოგისა ბამბა ჩხრიალებს, ზოგისა კაკალიც არაო, სამწუხაროდ დღესაც გვარიანად ქმედითია.
მაგრამ მე ყოველთვის ნაღდი მკითხველის იმედი მქონდა, რომელიც საბედნიეროდ ჯერ კიდევ შემორჩა… ჰოდა, ჩემს ბლოგზე კარგა ხნის წინათ გამოქვეყნებული წერილიდან თემატურ ამონარიდსაც მოვიშველიებ…
_განა ერთხელ მაინც არ შეხვედრიხართ, სადღაც მიყრუებულ სოფელში, ან ჩვეულებრივ დაბაში, ან დიდი ქალაქის რომელსამე ბინაში ”ჩარჩენილ” ადამიანს, რომლის ნაკითხობით და უშუალობით, ამა თუ იმ ტექსტის შეცნობისა და განჭვრეტის უნარით მოხიბლულს, გაოცებით გიფიქრიათ, ასეთმა სამაგალითო ”შემტყობარმა” მხოლოდ უანგარო მკითხველად დარჩენა როგორ მოახერხაო… იგი წიგნის მცოდნე, წიგნის დამგემოვნებელია… ჭეშმარიტი მადლის მატარებელი, გამავრცელებელი და მცველი. ნატიფ მკითხველთა ერთობის წევრები იმდაგვარად არიან შემფასებელნი, რამდენადაც მათი სასიცოცხლო მოთხოვნილებაა, სიტყვების ძალასა და მადლზე აგებული მხატვრული წარმოსახვების საშუალებით შეიგრძნონ და შეაფასონ გარესამყარო. უანგარო მკითხველთაგან ბევრს მიაჩნია, რომ ლიტერატორმა მარტივად და ყველასთვის გასაგებად უნდა წეროს… მაგრამ არიან ისეთებიც, რომლთაც მწერლის მიერ ენობრივ ქსოვილში ჩანერგილი ფსიქოლოგიური პასაჟების, კოდირებული ნიშნების შეცნობა იტაცებს. ისინი თავად ხდებიან შემოქმედებითი ძიების, მოკვლევის თანამოზიარენი… _(”უანგარო” მკითხველთა კოჰორტა / 23 აპრილი, 2010 წ.)
დიახ, ავტორებს, რომლებიც მოვლენების მართლად ასახვისა და განჭვრეტის ნიჭითა და უნართ გამოირჩეოდნენ, არც მაშინდელი ლიტოფიციოზისგან ეძლეოდათ შესაბამისი სარბიელი; ”კრიტიკოს-მიმომხილველები კი, მათ ნააზრევს ან განაქიქებდნენ, ანდაც საერთოდ ვერ ამჩნევდნენ… (თუმცა, იყო კეთილი გამონაკლისიც…) ჰოდა, ”ინდივიდუალისტი” ავტორებიც, სწორედაც, ამგვარ ”უანგარო” მკითხველთა კოჰორტას იყვნენ მინდობილნი. მაგრამ დღეს, მათი რაოდენობა ვირტუალური სამყაროს ზემოქმედებით საგრძნობლად შემცირდა. და დარჩა ”ოფიციოზის” მიერ ლიბერასტულად ვერ მოწონებული პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი საკუთარი საწერი მაგიდის ამარა… /
ჰო,ზემოთ, (ამონარიდის მოშველიებამდე/, ლიტხელოსანთა იმ სახეობაზე მქონდა მინიშნება, რომლებსაც შესაშური ჟინი და გაქნილობა აქვთ, თავისებური დილეტანტური ინტერპრეტაციებით დაასახლონ ლ;იტერატურული სივრცე. და ამგვარად ”სახელგავარდნილები” კლასიკოსთთა მიმართ უპრაგონოდ ავრცელებენ ინტრიგულ ”დიაგნოზებს”… ლამის, ცხონებულ მოაზროვნეებზე, ბევრად მეტად იციან, თუ რა ადარდებდა, რას განიცდიდა, რა მიზნებისკენ ილტვოდა ამა თუ იმ სტროფების ამოთქმისას ავტორი… ჩინბოძებულნი, ბიუროკრატული გაქნილობით ხერგავენ სააზროვნო და სამოღვაწეო სივრცეს. იღებენ პრემიებს, ინიშნებიან ”ჭკუასაკითხავ” პერსონებად და… დანარჩენი თქვენც იცით… სტანდარტულად უკითხავ ობივატელს კი, უჩნდება ”შანსი” მედიასივრციდან, თითქმის მუქთად ”გაეცნოს” რჩეულ შემოქმედეთა მემკვიდრეობას… ”სწრაფი კვების ობიექტის” პირობაზე, ამგვარად ”დატრენინგებული” კი, დღევანდელი ვითარებისდა მიხედვით, შესაძლოა სხვების ”განმანათლებლადაც” ქე მოგვევლინოს...
ჯ.გ.
ჯანრი გოგეშვილის პუბლიცისტიკა:
*”წოვა, ყურება, ტაცება და ხელის კვრა…” / დისკუსიისთვის ”ერის საარსებოპრობლემები”...