ურჩად ეზრდება ნატანჯი ფესვი…
/დავით გურამიშვილის სამყაროსთან მიგეგება…/
ესსე
*
ამჯერად, ფეისბუქმა, მოგონებების არქივიდან მორიგი”’პოსტი” შემახსენა:
ზნეობრივი შეგონებების პირობაზე, ამ ქვეყნის სახელმწიფოებრივი მსოფლმხედველობა, იმგვარად ჩამოიშალა, რომ უკვე მორალის კუთხით გამოთქმულ ბრალდებებს, იუმორად აღიქვამენ… როგორც ჩანს, ხელისუფალთ, ქართული ეროვნული მწერლობის მიმართ ალერგია განუვითარდა… და ვფიქრობ, სანამ მაგათი ”კოლექტიური ჭკვა”, დავით გურამიშვილის აფორიზმებით არ გაიწკეპლება, არც არაფერი გვეშველება…
*
მსგავი მოტივის შემცველი ტაეპები, ჩემს შემოქმედებაში მრავლადაა :
ცოტამ იცის _ რა, არ იცის
*
რაც ვართ, ეს ვართ;
ჭირნათმენნი;
წარმართები, ქრისტიანნი…
გონიერნი, იქვე ბრიყვნიც,
ცოტამ იცის _ რა, არ იცის;
თოქ-შოუებს მიჯაჭვულნი,
ენით ნალესს საქმეს ვიმკით.
უსამართლო სამართალი,
გვექცა წესად, ბალღმაც იცის;
გურამიშვილს ვერა ჰგუობს,
პირუკუა განსწავლული.
არც აროდეს გვეშველება,
სანამ ფული ფარცხავს სინდისს.
(ჯ.გ).
ანუ, ”ხაზგასმით” რომ აღვიქვათ:
უსამართლო სამართალი,
გვექცა წესად, ბალღმაც იცის;
გურამიშვილს ვერა ჰგუობს,
პირუკუა განსწავლული
*
ეროვნული, საკაცობრიო შეგნებით, ქრისტიანული მრწამსით ამაღლებული პოეტისადმი/დავით გურამიშვილი (დ. 1705, საგურამო — გ. 1 აგვისტო [ძვ. სტ. 21 ივლისი], 1792, მირგოროდი, უკრაინა)/, მიძღვნილი ეს ლექსი კი, მისდამი, ჩემს სიყვარულსა და პატივისცემას, ვფიქრობ, გამორჩევით შესაცნობს ხდის:
და ლექსთა სიბრძნე ცადაზიდული…
…ლექსის სიბრძნე
გურამიშვილს აეზიდნა ცამდე…
/ზედაზენის გზაზე…/
*
სულით უდრეკი და გულოვანი,
მამულის ალერსს დანატრებული,
მოყმე შემკული ზეციურ მადლით,
სხვათა ბრძოლებშიც,
ივერთა დარად თავდადებული…
იქეც ლტოლვილად! _
მოქიშპეთ მიერ, გატაცებული.
და ლამისყანის წყარო შეგვრჩა,
იმ მწველ ნიშნულად,
სად,
რელიქვიად შეიგრძენი
სივრცე მამულის…
გზად, უამრავი ტკივილი გერგო,
თუმცა, დიოდი არსთ ნაწილობით…
ვერა ვერ დათმე სამშობლოს ხსოვნა,
ვერც ორგულთ გამო,
ვერც ხიბლთა როკვით…
წინაპართ ხატი, კვლავაც იფარე,
და ცათა შინა, ცათა მპოვნელმა,
ზეგრძნობადი განცდებით ქარგე:
”ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!”
*** იქ, ზუბოკაში,
ბედის ნებით, დამკვიდრებული,
და მოძმე ხალხის ცა და მიწით გალაღებული,
ნაფერებ სიბრძნეს აფუძნებდი ლექსთა სულებში,
იქვე, ”ქართლის ჭირს” ქომაგობდი ნაცადი გეშით…
აწ, ლექსთა სიბრძნე ცადაზიდული _
კვლავ ფერავს წარსულს, აწყმოს და მერმისს…
ერთობით გვმოსავს, წრფელად გვალაღებს,
სულთა მეოხი ”დავითიანი”...
21. 07. 2012
ჯ.გ.
*
კარგი მოქართულე, მეომარი, მოღვაწე და მოაზროვნე-პოეტი მთელი თავისი არსებით საქართველოს ატარებდა.
ბევრჯერ მიფიქრია დავით გურამიშვილზე, როგორც პოეტზე, როგორც მოაზროვნე ქართველზე, როგორც მამულიშვილზე, როგორც ბედის უიღბლობით განწირულ ლტოლვილზე…
თუნდაც, იმ საოცარ, შესაძლოა, ზოგისთვის შეუმჩნეველ ფაქტზე, ანუ, ერეკლე მეორის რუსეთის იმპერატორთან მირიან ბატონიშვილს წინამძღოლობით მივლინებულ საქართველოს ელჩიონის, 1787 წელს, გზად, უკრაინაში, მირგოროდში შეყოვნებაზე, _ამ დასახლების განაპირას ხომ _ დავითის მამული გახლდათ.
თუნდაც, _ იმ, თითქოსდა, მისტიური წადილით განსხეულებულ რეალობაზე, რომლის წყალობით, მირიან ბატონიშვილის მეშვეობით, საქართველომდე ”დავითიანის” ერთადერთმა ხელნაწერმა ჩამოაღწია.
რამდენიმე, დახვეწილი, ლიტერატურული მოკვლება, მონოგრაფია და მიძღვნაა გამოქვეყნებული ამ ბუმბერაზი პოეტისა და მოაზროვნის შესახებ… და ჩემი სურვილი მის სულიერ სამყაროს დავემგზავრო, ვინმე შესაძლოა, თავისებურად გააღიზიანოს, მაგრამ, თუ გავიხსენებთ: ” და შექმნა ღმერთმან კაცი იგი სახედ თჳსად და ხატად ღმრთისა შექმნა იგი...“ (შესაქ. 1,26-27)”, და იმან, რომ მე ჩემდა უნებლიეთ, ”დავითიანის” ავტორთან, უშუალო, სულიერ ნათესაობის მოკვლევა და ასახვა მოვიწადინე, კეთილ მკითველს უხერხული განწყობა, არ უნდა შუქმნას.
ისე კი, მოსალოდნელია, მაინც თავისებურად გაიქილიკონ: კი მაგრამ, გურული წარმომავლობის გოგეშვილს, რა ნათესაობა უნდა ჰქონდეს, ქართლელი თავადიშვილის, ზევდგინიძეების გვარიდან, კერძოდ კი, წიწამურის ბატონ, გურამ ზევდგინიძის შტო-გვარიდან მომდინარე დავით გურამიშვილთანო?!
ამ მიმართებით თუ ვიმსჯელებთ, მოკვლევის, რაიმე არეალიც კი, არ არსებობს…
სულიერი სამყაროს რეალიებიდან კი, თუნდაც ის, რომ საუკუნების წინათ მოღვაწე ქართველ პოეტსა და აგერ, 1946 წელს დაბადებულ რიგით შემოქმედს, ერთნაირი სიმძაფრითა და მონატრებით გვიყვარს საქართველო… და ისიც, განწყობათა მონაცვლეობისას, თან რომ მსდევს განცდა, _ საქართველოს სატკივარს მასთან ერთად დავატარებ…
აქვე გავამხელ, ჩემეულ ესეში, გურამიშვილის მრავალმხრივი, მრავალფეროვანი სამყაროს მოკვლევასა და სხვათა შეცნობის მიზნით მის სრულად წარმოჩენას, ნამდვილად ვერ შევძლებ და არც ვაპირებ…
”ქართლის ჭირსა ვერვინ მოთვლის თუ არ ბრძენი, ენა-მჭევრი!
იფქლი ღვარძლად გარდაიქცა, ზედ მობრუნდა ცეცხლის კევრი. (სტრ.163)”
მე, თავად მის შემოქმედებაში, უპირველესად, ადამიანის (განსაკუთრებით კი ქართველთა ბუნების) ქცევის, განცდების ანალიზის ალღო, უნარი მხიბლავს, ანუ, იმჟამინდელ ქართველთა, ფსიქოლოგიური სამყაროს სხარტი დასურათხატება, რაც დღევანდელი ქართული საზოგადოებისთვის, ანაბანასავით აღსაქმელი უნდა იყოს…
ჰოდა, ნებსით თუ უნებლიეთ მომინდა, აბა, თხრობაში გადავამოწმო, მის შეგირდობას, რარიგ დავწაფებივარ მეთქი… ანუ _
ურჩად ეზრდება ნატანჯი ფესვი
*
სამშობლოს განცდა მარადიული…
ზესიყვარული იდუმლად მშველი,
და განსაცდელში ჩამტკბარ კაეშანს,
ურჩად ეზრდება ნატანჯი ფესვი.
ვერ აიცილებ სამყაროს შფოთვას,
თუნდაც წინსვლაში ჰპოვო ნუგეში.
ეცადე ლოცვის სიმშვიდით მორთო,
ფარულ ზრახვათა სახნავ-სათესი.
(ჯ.გ.)
თუმც, მე ჩემს ქვეყანაში ყოფნით, ასე თუ ისე ვიჯერე გული და მასავით შორიდან, არ მიგლოვია ქართველთა ბედიღბალზე.
ძირითადათ კი, ჩვენი ხედვები და განცდები ემთხვევა ერთმანეთს, სრულად ვაცნობიერებ, ის კლასიკოსია, მე ნიჭიერ შემოქმედად აღქმული ”რიგითი”, მაგრამ ასე მგონია, ვითარებისდა მიხედვით დაძმაკაცებას ნამდვილად შევძლებდით.
წიგნიერება, ცხოვრებისეული გამოცდილება და იდუმალი ალღო, ორივეს მოგვსდგამს, რა თქმა უნდა, ყოველივე შედარებითია და რაც გურამიშვილს ბრძოლებში გადახდენია, თანაც ხმალდახმალ, იმას, როგორ მივედრები, მაგრამ ყმაწვილკაცობაში, რაინდულ სულს ალალად ვეთაყვანებოდი:
კიდევ ერთი დამოწმება:
ავად ძრწოდა მხრჩოლავი შიში
*
მას არიგებდნენ, ყოფილიყო დამჯერე, მშვიდი,
მაგრამ, ჩვეოდა შეშველება ჩაგრულის, სუსტის,
და როს, მოხშირდა მოქიშპეთა ცილი და შარი,
ძმობის ზღაპრებზე დაიბლანდა მძახე ძონძები.
სათნოდ ნაჩენმა, ალალ მოყვასს უგანა ფარვით,
მერე ინანა, იტანჯა და შესაბრალი შეიქმნა მისი,
ეჭვების რკალში, ავად ძრწოდა მხრჩოლავი შიში,
ბავშვობის ხსოვნას, შემოაცვდა ცნება რაინდის.
(ჯ.გ.)
მოკლედ, მგონი იმდენი კი ვიძალე, რომ ამ ჩემს ესსეში, ცხონებულს თავისებურად შევეძმაკაცე… კიდევ კარგი, გულმადლიანი კაცია და ხელს არ მკრავს…
თანაც, მრავალ სიკეთესთან ერთად, იგი ნათლად ამჟღავნებს კითხული კაცის მადლს… და მისი ”დავითიანი”, აგერ საუკუნეების მანძილზე მოძღვრავს ქართველთ და მათ გულშემატკივართ…
ცნება ”კითხულის” გახმოვანებამ, უნებლიეთ, ღიმილი მომგვარა და ჩემი ცხოვრებისეული თავგადასავლებიდან ერთი ეპიზოდის გახსენება მომინდა:
ათეული წლების წინ, როცა ეროვნული ცნობიერების, ზოგი ნიუანსის წარმოჩენის მიზნით გაზეთ ”მესამე ათასწლეულში” პუბლიცისტური წერილი გამოვაქვეყნე, სახელწოდებით ”ეროვნული ცნობიერების ადეპტი _ თანამედროვე კულტურტრეგერების სამიზნე... http://janri-juansher-gogeshvili-jg.blogspot.com/2010/10/normal-0-false-false-false-ru-x-n _და როცა, მას ერთი, (ბოლო ჟამს, თავისებურად მიკერძოებული ”პატრიოტული გაცხადებებით” საცნობი), პოეტი გაეცნო, რომელთანაც, ერთი ხანობა. ვითარებათა გამო, საოფისე ფართს ვიყოფდი, ჩვენს შორის, წერილში აღძრული თემის თაობაზე, სახელდახელო საუბარი შედგა… ჩემს მიერ ”კითხულ კაცთა” ინსტიტუტის მოწონებით მოხსენიებას, და იმის ხაზგასმას, რომ კარგი იქნება თუ ამ ცნების გავრცელებას, ყველანი შევუწყობთ ხელს მეთქი, იგი ამრეზით შეხვდა: შენ, კითხულს რას ეპატრონები, ეგ ჩვენებური ჯილაგისაა და სხვა ვერ შეიმშვენებსო…
უხერხულობა ვიგრძენი, თავისი კუთხის ტრადიციებზე თავგადაკლულად კი მოჰქონდა თავი, მაგრამ, ამგვარ მიკერძოებას არ ველოდი.... წერილი ხომ წაიკითხე, ეროვნული ცნობიერების ადეპტის რაობაზეა საუბარი მეთქი…
”ბარემ, ანდრეზებიც მიითვისეთო…” თავისებურად ბოღმამორეული ხმით დაამატა…
_შენ, ნასვამი ხარ, თუ…_ჯიქურ მივაჩერდი…
უცებ გაიკრიჭა, მზერა თავისებურად წაიელამა და გამეცალა.
კი ვიცოდი, ეს თემა, რომ თავის ”საუფლისწულოდ” მიაჩნდა, მის ლექსებსაც ხშირად ისახებოდა, იმ მომხიბლელი კუთხის მკვიდრთა, გონებამახვილური ნაააზრევი, მაგრამ, ეს სფერო, ასე ”ცხოვლად” მისაკუთრებული თუ ჰქონდა, რა წარმოვიდგენდი…
რაკი, ამ თემამ, ასე მწვავედ შემახსენა თავი, მკითხველთა ფართო სპექტრის ”დასაკვალიანებლად”, ინტერნეტში განთავსებულ ”ილიაუნის გამოცემებით” მოხსენიებულ, ბატონ ზურაბ კიკნაძის ავტორობით გამოცემულ წიგნში (სახელწოდებით ”ანდრეზები”) ასახულ აღწერას მთლიანად მოგიყვანთ, რათა დაინტერესებულ მკითხველს სრული წარმოდგენა შეექმნას, რისი მისაკუთრების უფლება შეიძლება მიეცეს, ხალხური სიბრძნის კვლევა-დაჩემებით აღძეულ ამა თუ იმ ავტორს.
იხილეთ _
”აღწერა
ანდრეზები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის რელიგიურ-მითოლოგიური გადმოცემებია.
წიგნის ავტორია პროფესორი ზურაბ კიკნაძე, ხოლო რედაქტორი - პროფესორი მერაბ ღაღანიძე.
სიტყვა ”ანდრეზი” დიალექტური ფორმაა ირანული წარმოშობის სიტყვისა ”ანდერძი”, რომელიც რაიმე სიტყვიერ - ზეპირ ან წერილობით დანატოვარს ნიშნავს.
აქვე ავტორი ხსნის, რომ:
„ანდრეზებში გადმოცემული ამბავი სამაგალითოა,
ფუძემდებლურია, მასზე დგას საზოგადოების საკულტო თუ საერო ინსტიტუციები,
ქცევა, ზნეობა,
ფორმალური თუ არაფორმალური ურთიერთობანი,
ყველაფერი, რითაც საზოგადოება არსებობს და ფუნქციონირებს,
როგორც საზოგადოება,
სოციუმი, ადამიანთა ისტორიულად ჩამოყალიბებული კრებული“.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი – ფშავ-ხევსურეთი, გუდამაყარ-მთიულეთი, ხევი,
თუშეთი – მითოლოგიური ზეპირი ტექსტების გავრცელების არეალად არის მიჩნეული და, ამდენად,
ამ ნაშრომში თავმოყრილი მასალა ერთიორად მნიშვნელოვანია.”
და ა.შ.
…
რაც შეეხება, ცნება ”კითხულს”, ინტერნეტშივე საკმაო მასალაა მისი წარმომავლობისა და შინაარსიის შესახებ.
ფეისბუქზე ასახული გვერდის (”მთის შვილნი”) ერთ-ერთი ”პოსტი ” გვაუწყებს:
”სამედიატორო სასამართლობი - ფშავი, მთიულეთი, ხევი, თუშეთი
სამედიატორო სასამართლო სვანეთის და ხევსურეთის მსგავსად მოქმედებდა საქართველოს მთის სხვა კუთხეებშიც, თითქმის ხევსურეთის ანალოგიური პრინციპით, მხოლოდ განსხვავებული სახელწოდებებით. ფშავში მედიატორ-მოსამართლეებს იხსენებენ როგორც "თავკაცებს", "კაცთ საკითხავებს", "ნაცად კაცებს", "კითხულ კაცებს", "რჯულის კაცებს", "სოფლის თავკაცებს", "მებჭეებს", "მერჯულეებს", "ბჭეებს", ასევე მედიატორებს. ისინი იყვნენ სამართლიანობით ცნობილი ხალხი, ხალხური სამართლის კარგი მცოდნენი, "ცოდვა_მადლით დაშინებულნი".
ხევშიც მედიატორ მოსამართლეებს "თემის კაცები", "კითხული კაცები" ან "თემის ხალხი" ეწოდებოდა. ზოგიერთი წყაროს ცნობით, ხევში სასამართლო საქმის განხილვა "სამების საბჭეოში"
ფშავში მედიატორ-მოსამართლეებს იხსენებენ როგორც “თავკაცებს”, “კაცთ საკითხავებს“, “ნაცად კაცებს”, “კითხულ კაცებს”, “რჯულის კაცებს”, “სოფლის თავკაცებს”, “მებჭეებს“, “მერჯულეებს“, “ბჭეებს“, ასევე მედიატორებს. ისინი იყვნენ სამართლიანობით ცნობილი ხალხი, ხალხური სამართლის კარგი მცოდნენი, “ცოდვა-მადლით დაშინებულნი“.
ამ თემის შინაარს, უფრო ვრცლად აშუქებს _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მიერ გამოცემულ ჟურნალში, სახელწოდებით _ ”სამართლის ჟურნალი №1, 2020” გამოქვეყნებული მოკვლევის ქვეთავი, რომელიც საქართველოს ადრინდელ პერიოდში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს წარმოებასა და განივითარებას ეხება.
სხვათაშორის, თემასთან დაკავშირებით ინტერესს იწვევს ცნობილი ქართველი მწერლის თამაზ ბიბილურის რომანის (”ჟამი კითხულისა”) შესახებ მწერალ მაია ჯალიაშვილის მიმოხილვითი წერილში მოხმობილი მინიშნება:
22 ნოე. 2013 — სოფელს ჰყავდა ბრძენკაცი – კითხული იმ ჟამისა, განმკითხველი და მსაჯული ...)
…ამ უცნაურ სიტყვა „კითხულს“ მწერალმა შემთხვევით მიაგნო. ამის შესახებ აღნიშნავს იგი ერთ ინტერვიუში: „ეს სიტყვა ვიპოვე ექიმ თევდორაძის წიგნში, რომელიც ავტორმა ოციან წლებში გამოსცა და ხევსურეთში მის დასტაქრობას აღწერს. ამ წიგნში ერთადერთი, სულ ერთაბზაციანი ეპიზოდია, ვინმე კითხულ კაცზე, რომელიც სოფლის ბედ-იღბალს განაგებდა, იყო ყველას მრჩეველი და განმკითხავი, მოსამართლე და მოწყალე“. შემთხვევით ნაპოვნი სიტყვა მარჯვე და ზუსტი აღმოჩნდა სოფლის თავკაცის ზედწოდებად. ამ სიტყვას თითქოს ქვეტექსტური ინფორმაცია ახლავს თან, რაც მკითხველს თავიდანვე განაწყობს ამ კაცის მიმართ, რომელიც რაღაც იდუმალების ბურუსშიც ეხვევა…”
…აგერ, ინტერნეტგამოცემა ”ოდიშინიუსის” ვებგვერდზე ამგვარ მინიშნებასაც წავაწყდი:
” ... გადაყოლილი გლოვა არ ეგების) – გეტყოდათ სოფლის კითხული ძველი მეგრელი კაცი.”
აგაშენათ ღმერთმა! გავიხარე მე, ”კითხულის” ამბავი, კაი ხანია კოლხეთამდეც ჩასულა და უცნაურია, მე რატომ აღმოვჩნდი, ამ ჭეშმარიტად, ქართული ცნობიერების წიაღიდან ამოზრდლი, ეროვნული ცნების მიმთვისებელი…
ჩვენდა სამწუხაროდ, გარკვეულ კაცთ, ხასიათში აქვთ გამჯდარი, ჯიქურ დაესაკუთრონ ხალხურ საუნჯეს, სხვადასხვა, სამეცნიერო ელფერით მოსვირინგებული ძიებებით, თავისად შეფერონ და თავისი სახელით წარმოაჩინონ ფართო ასპარეზზე…
თითქოსდა, გურამიშვილის თემას ავცდი, მაგრამ, ძირეულად ისევ იქა ვარ, რადგან, თავად მას, თავკერძა ქართველთა ხასიათი, მშვენივრად ჰქონდა გათვლილი…
”— სოფელს ჰყავდა ბრძენკაცი – კითხული იმ ჟამისა, განმკითხველი და მსაჯული ...” კი, მშვენიერია… ვაი, რომ დღევანდელ მედიაორომტრიალში შეუმჩნეველნი არიან…
კვლავაც გავიხსენებ: ”ისინი იყვნენ სამართლიანობით ცნობილი ხალხი, ხალხური სამართლის კარგი მცოდნენი, “ცოდვა-მადლით დაშინებულნი“.
,,ქართლის ჭირი’’, უპირველესად ერთიანი საქართველოს სატკივარით იყო განპირობებული.
წლებთა მანძილზე, სამშობლოდან თვალშეუდგამი სივრცეებით დაშორებული მამულიშვილი, ფიქრით, განცდებითა და შემოქმედებით, ისევ მის შუაგულში იღწვოდა…
პოეტის ბიოგრაფია, შემოქმედება, მისი მსოფლმხედველობა, საკმაოდაა ასახული და შემეცნებული ქართული ლიტერატურის სინამდვილეში…
ჩემს ესეში, ამ მიმართებით თავგამოდებით ჩაღრმავებამ, არ მგონია, რაიმე სიახლე შესძინოს, მისეულ სამყაროს… რომელიც, რიგ ნიჭიერ ავტორთა მიერ, მაღალმხატვრული ღირსებითა და რუდუნებითაა დასურათხატებული.
მის შემოქმედება და ნატანჯი ბიოგრაფია, თავისებურად ვიფარე, რათა დღევანდელი სატკივარით გეზაბნეულ ქართველობას შევხმიანებოდი…
მწადია, პოეტის ლოცვას, როგორმე მივეახლო, ანუ:
ეს კაცი ასე ილოცავს
(ავტოპორტრეტზე წარწერილი ლექსი)
ღმერთო, მაჩვენე ყანები
ამ
სარწყავთ
მონაყვანები;
ღმერთო,
დამასწარ
ზაფხულსა,
ფქვილს
ამ
წისქვილზედ
დაფქულსა.
ყოვლად წმინდაო, დამადევ
წყლურზედ
წამალი
სამთელი,
შემაძლებინე
აღვანთო
მე
შენს
წინაშე
სანთელი.
…
რადგან, მგონია, რომ ჩემეული პოეტური განცდები, გურამიშვილისეულ შემოქმედებასთან უბრად არ არის…
უმჯობესია, ისევ, ჩემი სტროფები დავიმოწმო:
დუღს ტრალივალი შეუსაბამო
(ირონია)
*
ფიქრიან კაცის სულში ანთია,
აზრთა აღმასვლის ფილოსოფია,
და ეძალება მისტიურ წვდომას,
ცრუ იდეალთა უკუსაგდებად.
თუმცა, უამრავს აფრაკად უჩანს,
ამგვარი ჟინით თავდადებული,
წინ, არენაზე მედროვე ლაღობს,
მისთვის, ეს ყოფა არის რჩეული.
გვეყო ულევი ღალატით ”ტკბობა”;
ქვეყნის მხნეობა ჭკნება და ქრება;
დუღს ტრალივალი შეუსაბამო,
პრემიებად ჩქეფს და გვეპრნჭება.
(ჯ.გ.)
*
ტილო გაწბილდა…
*
ფუნჯი გახევდა, ტილო გაწბილდა,
ვეღარ შეიტკბო ნანატრი სურნელი,
ოჰ, რა სიამეს გვიქადდა აღგზნება,
მაგრამ ბოგინობს სიხარბის ფითრი.
სასიცოცხლოა _ მტყუან-მართალი
გარკვევით ჩანდეს ჩვენს არჩევანში;
სად სამართალი ვაჭრებს უპყრიათ,
იქ, შესაფერი მძლავრობს მონასმი.
(ჯ.გ.)
*
წრფელი განცდების მესაფლავეა…
*
აწ, სასეიროდ იფრქვევა სიბრძნე,
აწ, ლამის ყველა ინტელექტია,
თუ სენტენცია სმენიათ სადმე,
მიუჩანთ, როგორც ბიჟუტერია…
გათავისება, ვერ შეძლო ბევრმა,
მაგრამ იმოწმებს სხვათა გენიას,
და ნაკითხობა, ნიღბად ქცეული,
წრფელი განცდების მესაფლავეა…
ჯ.გ.
*
ცუღლუტ ფიქრს ნაბავს…
სატირა უშუალო ხედვით…
*
ცუღლუტი კაცი ითხოვს სიმართლეს,
თითქოს არც ახსოვს, რა ზნისა არი…
შესჩივის უფალს, რომ არ დაინდეს
და რომ ცხვირიდან ადინეს ძმარი…
ცუღლუტი კაცი ითხოვს სიმართლეს,
სჯერა სხვას ადევს კაცობის ვალი,
და ჰყვედრის უფალს, ვერ უერთგულეს,
წაღლიტეს ფული, ფლიდობდა ქალი…
ცუღლუტი კაცი ცუღლუტ ფიქრს ნაბავს,
უნდა, რომ უფალს აუბას თვალი,
თავს მოისაწყლებს საკუთარ თავთან,
ლამის განქარდეს თვალთმაქცის კვალი…
და როს უსაფრთხოდ თავს დაიგულებს,
კისერს წაიწვდენს საკბილოს წვდება,
გამოხრავს ათგზის მოყვასთა გულებს,
მალე კი ისევ სამდურავს ჰყვება…
*
ჯ.გ.
*
უფალსაც ფეხი იმან დაბანოს…
*
ის გეხმარება,
როგორც მას აწყობს,
როგორც ამაყი ბუნება ჰგუობს,
სხვაც, ასე ცდილობს ჩაგჭიდოს ხელი,
ხელი ხელს ბანსო და განა ცრუობს…
მაგრამ ვის პირს ბანს საქმე ისაა,
ვის ხოცავს ნამუსს,
ვის სამკალს იმკის,
ვინ ვის შველის და ვისი ზრახვაა
შემნახავი თუ წამხდენი სიტყვის…
ვის ართობს შენი ტანჯვა-ვაება,
თვალთვალით გაწვდის
სარჩო ლუკმა-პურს,
ქვეყნის ფერხულში, რომ არ ჩაება,
გშველის და გხატავს,
ვითარც უსახურს…
მაგრამ ვინც წყალობს,
მწყალობელს თვისას,
ვინც შეგეწევა, ისე არ გავნოს,
ქველიც ისაა, მსახური ღვთისა,
უფალსაც ფეხი იმან დაბანოს…
ჯ.გ.
*
*
*
*და ასე, შემართებით…
შეგიძლიათ იხილოთ: · *
პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge.../*
იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები /Кв...
დღევანდელ საქართველოს კი, ნამდვილად სჭირდება “ცოდვა-მადლით დაშინებულნი“ “თავკაცები”, “კაცთ საკითხავები“, “ნაცადი კაცები”, “კითხული კაცები, “რჯულის კაცები”, “სოფლის თავკაცები”, “მებჭეები“, “მერჯულეები“, “ბჭეები“, ანუ ყოველმხცრივ დახვეწილი მედიატორები…
მაგრამ როგორც, ერთგან ლექსში გავამჟღავნე:
განსჯას გვერდს უვლით…
*
ერთი ქართველი, მე, ასე ვწვალობ;
მინდა, რომ იყოს ”თანხმობა” ერში,
რა მარტივია, სათქმელად ძმანო,
მაგრამ, შეაცვდა სიცოცხლე ჩვენი…
განსჯას გვერდს უვლით
და კამათს იწყებთ,
ცხარედ, მოსისხლედ და უპირობოდ,
მერე, თითქოსდა ვარდებით ტრანსში,
ერის გამკილავთ, ექსტაზით უსმენთ…
ჯ.გ.
*
თუმც, ესეში წამოჭრილი ”კითხულ კაცთა” ინსტიტუტის დანერგვა, უშუალოდ საზოგადოებრივი ცხოვრების გაჯანსაღების მიზნითაა ჩაფიქრებული… რადგან ”ისინი იყვნენ სამართლიანობით ცნობილი ხალხი, ხალხური სამართლის კარგი მცოდნენი, “ცოდვა-მადლით დაშინებულნი“.
ჩვენს, სატელევიზიო დისპუტებში კი, ხშირად სრული განუკითხაობაა, მთელი ”ლოგიკა” აგებულია საწნააღმდეგო მხარის პროვოცირებაზე…
ჰოდა,ისევ გავიხსენებ:
…ზნეობრივი შეგონებების პირობაზე, ამ ქვეყნის სახელმწიფოებრივი მსოფლმხედველობა, იმგვარად ჩამოიშალა, რომ უკვე მორალის კუთხით გამოთქმულ ბრალდებებს, იუმორად აღიქვამენ… როგორც ჩანს, ხელისუფალთ, ქართული ეროვნული მწერლობის მიმართ ალერგია განუვითარდა… და ვფიქრობ, სანამ მაგათი ”კოლექტიური ჭკვა”, დავით გურამიშვილის აფორიზმებით არ გაიწკეპლება, არც არაფერი გვეშველება…
ოღონდ, დავით გურამიშვილს, რომელსაც ბედკრული საქართველოს დარდი იმქვეყნად თან გაჰყვა, მაინც ასე შევეხმიანები:
***
გმადლობთ უფალო…
გმადლობთ უფალო, რომ არის ქვეყანა საქართველო!
უბელო ჟამიდან გვსმენია, მის ხალხზე, ამბები საარაკო,
მოცილეთ რა გამოლევს; შური წესად აქვთ, საეშმაკოდ.
მომავლის ეპოქა, ქართველთა ხმებს იკრებს, საამაყოდ!
ჯ.გ.
8 დეკემბერი / 2021
P.S.
* *„შეადარეთ გურამიშვილის მიერ დახატული ისტორიული პირების და მაღალი საზოგადოების სურათი იმ სურათებს, რომლებსაც მეჩვიდმეტე და მეთვრამეტე საუკუნის ქართველი პოეტები და მემატიანეები იძლევიან და თქვენ დაინახავთ, რა მიუწვდომლად მაღლა დგას ის მათთან შედარებით როგორც ადამიანი და როგორც მწერალი. ყველა ეს ფეშანგი ფაშვიბერტყაძეები, იასე ტლაშაძეები, ფარსადან გორგიჯანიძეები, სეხნია ჩხეიძეები, ომან ხერხეულიძეები და სხვები ფერმკრთალნი ჩანან მის გვერდით: ისინი ხშირად ენის ბორძიკით ლაპარაკობენ და ძალიან ადვილად ჰკარგავენ გზას გაცვეთილ ალეგორიებში, უსარგებლო დეტალებსა ან არაფრის მთქმელ მაღალფარდოვან ფრაზეოლოგიაში. გრძნობის სისუსტე მათ ხელს უშლის გაარჩიონ, რა არის მთავარი და რა არის მეორეხარისხოვანი მათ მიერ აღწერილ ამბებში. პირიქით, გურამიშვილი თავისუფალია ემპირიული მოვლენების ტყვეობისაგან, ის ჰქმნის ჰარმონიულ პოეტურ სამყაროს, რომლის გვერდით მისი თანამედროვეების პოემები და ქრონიკები ხშირად, ცოტა არ იყოს, ქაოტურ შთაბეჭდილებას ახდენდა“ (გერონტი ქიქოძე 1963: 53)
Analytical Center of National Consciousness…JVJ Home Page (www.jvj.20m.com)
. ***© გახსოვდეთ!..
”საავტორო უფლება”
*გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili
პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...
*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.
ცნობისთვის_”ხატოვან აღქმათა ობსერვატორიის” დღიურებიდან /არქეოლოგიური ხედვები დრო-სივრცის ლაბირინთებში /იუმორნარევი ესსე/
ჯანრი გოგეშვილის პუბლიცისტიკა:
***
*”წოვა, ყურება, ტაცება და ხელის კვრა…” / დისკუსიისთვის ”ერის საარსებოპრობლემები”...