გინებამდე დასული „მჭერმეტყველება“
/ყოფითი ქრონიკა/
ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ. თითქოს დიდი ხნის ოცნება აღისრულესო, ისე გადაეშვნენ მოგონებებში. თუმც, იქამდე. ერთმანეთს არ იცნობდნენ. მაგრამ ერთი მხარის შვილები იყვნენ, საერთო ნაცნობებიც ჰყავდათ. დედაქლაქს მიკედლებულებს, მშობლიური მხარე მონატრებოდათ.
თავდაპირველად, უფლის, სამშობლოს, სტუმარ–მასპინძლობის სადიდებლად მასპინძლის მიერ წარმოთქმული სადღეგრძელოები, ისე მოხდენილი ენაწყლიანობით აიტაცეს, რომ გული აუჩვილდებოდა ქართველ კაცს...
მერე, ყმაწვილკაცობიდან გამოყოლილ ნანახ-გაგონილი, მათი მეხსიერებიდან ერთბაშად დაიძრა… ამგვარ განწყობას, ისიც ამძაფრებდა, რომ ერთ დროს, საქებრად შეგულებული ადგილ-მამული გაუკაცრიელებული ეგულებოდათ.
ჰოდა, ბახუსით შეთამამულები შეჰყვნენ აქეთურს თუ იქეთურს, ყმაწვილობისდროინდელი შეგრძნებები გაუმძაფრდათ; სარიტუალო დღესასწაულებში რჩეულ მოჩხუბართა შესახებ აკრეფილი თვაგადასავლები გადმოალაგეს და ყოჩ მოლექსეთა გამონათქმებიც მოიშველიეს.
ერთი ხელოსანი გახლდათ, მეორე გადამყიდველი. ისე კი, ორივეს, უმაღლესი განათლების დიპლომი ჰქონდა აღებული და ერთი ორჯერ დაიჩივლეს კიდეც, რა ტყუილად მოვცდითო.
ქრონიკათა უმეტესობა, გასაკენწლად შეგულებულ, ამა თუ იმ პირისადმი, დამისამართებული დედის გინებით მთავრდებოდა.
მასპინძელი, რომელის ეზოშიც ერთმანეთი გაიცნეს, ლამის მიავიწყდათ.
_არ მოგწყინდათ?!_ცოტა არ იყოს წყენით შეახსენა, მოძალებული განცდებით გატაცებულებს.
_რა?!_შეხმატკბილებულად იკითხეს ერთურთის ბაქიაბით გათამამებულებმა.
_ამდენი გინება!.._სუფრაა ბოლობოლო… წამხდარ პარტაქტივისტების დებატები ხომ არა–?!
აუ, ეს ვის შეგვადარეო?! ახლა, ამაზე გადაივრინენ და მოჰყვნენ „პარტიული ელიტის“ გაცხარებით გინებას.
თქვენი შემხედვარე, ნამეტნავად ლიბერასტმა ტელევიზიებმა, გინების კონკურსი, რომ ჩაატარონ, არც გამიკვირდება, სახელი და დიდება გარანტირებული გაქვთ..
ჭკუაში დაუჯდათ... და მორიგი „თემის“, თავისებური ”მიმოქარგვა” გააგრძელეს. ჩვეული აზარტით...
”შენი დედაც …….!” რეფრენივით გასდევდა მათ ”შეხმატკბილებას”. სხვა საგინებლებსაც აზარტულად ურთავდნენ… ქვეცნობიერში შემორჩენილი ჟინით ატაცებულები, ერთმანეთისკენ, თითქოსდა საჩხუბრად მიიწევდნენ.
მასპინძელი სუფრას გაეცალა, შორიახლო ჩამავალ მთაგრეხილს შეაჩერდა. უნებლეთ, მთებში მიკარგული გატიალებული სოფლები წამოელანდა.
მოეჩვენა, რომ იქაურობას, ამათგან ”მივარდნილი” გინება სულს უხუთავდა
_გვეყოფა, წავიხემსეთ და საქმესაც მივხედოთ!_მკაცრად თქვა,_მერე, სადმე ცალკე შეხვდით ერთმანეთს და ოღონდ, მაგ საგმირო ამბების გახსენებამდე, ჯერ, თქვენი წინაპრების სალოცავები გაიხსენეთ…_რჩევა შეაწია თან.
როშვას დახარბებულები, უნებლიეთ შეკრთნენ…
_ჰო, ძაან გავერთეთ…_ჩაილაპარაკა მერე ხელოსანმა და წამოდგა. ”გაბიზნესებულმაც” მიბაძა. წამით, თითქოსდა დაირცხვინეს კიდეც.
”მგონი, სულ მთალად არ გავტილებულვართ…” შვებით გაიფიქრა მასპინძელმა.
(ჯ.გ.)
და აქვე
- ***გრიგალში*სად, ვინ, როგორ, რა ფერებში... _ ანუ, არც არაფერი ხდებოდა თითქოს... (ლაშქრული,კამპანელლა, ფოქსტროტი… ცნობილაძე, მავზოლეუმი და ისევ ცნობილაძე…აფრიკა დაამერიკა…)...*
- სანამ ქვეყანა ნიჭით კვლავ ხარობს / სად, ვინ, როგორ...
- სანამ ქვეყანა ნიჭით კვლავ ხარობს /გაგრძელება
- თუ გაქვს აქსიომა _ პირველსაწყისი… /სად, ვინ, როგორ...
- კვეს-აბედისა, კი არ ჰქონდა, ცოდნა და განცდა…/სად, ...
- ყველა მთავრობა ჩემთვის გახლდათ დედინაცვალი / სად, ...
- გული ნაოცნებარი /ანონსი
- ***
- ***
- *
- პოეტური ინტერპრეტაციები იგავ-არაკებითა და ზღაპრებით...