_ბახმაროში ხომ ხარ ნამყოფი?_რიხით მკითხა მოკეთე კაცმა, რომელმაც იმხანად, მესხეთის ქედზე მდებარე, ნაქებ კურორტის გამორჩეულ უბანში, ხის აივნიანი სახლი შეიძინა.
_აბა რა..._თამამად მივუგე მე_ მგონი რამდენჯერმე, და იმის მოგონებამ, რომ იქ ყოფნის ცხოვრებისეული ეპიზოდები ,,თითქმის, არც კი მახსოვდა ღიმილი მომგვარა; მინდოდა ამეხსნა, რომ ყოველივე, შორეულ ბავშვობაში იყო, ჩვილობის ასაკიდან ორ წლამდე. უფრო ჩაძიებით, იმ ხანებში, ბახმაროში გდაღებული ფოტოების უმრავლესობაზე 1948 წელი გარკვევითაა აღნიშნული, ერთგან კი დედაჩემს კაბის კალთაში, ჯერ კიდევ ჩვილი „ვპოზირებ“... 1948–ორი წლისა და ექვსი თვისა ვიქნებოდი, ერთერთი ფოტოსურთი „გვიმხელს“, რომ „ძმაკაციც“ მყოლია, რასაც ამ სურათის მეორე მხარეს, ფანქრით მინაწერი გვამცნობს, ანუ „სახსოვრად ჩემს ძმას ჯანრი გოგეშვილს ბიჭანჭური ორმოცაძიდან 7/VII 48 წე /რა თქმა უნდა, მშობლის, ან სხვა ვინმე ახლობელის მინაწერი/, მაგრამ იმ ამბებისა, არც არაფერი მახსოვს... რადგან, ისე უიღბლო გამოდგა, ის ჩვენი „ძმაკაცობა“, მას შემდეგ, ეთხელაც კი, ვერ განახლდა ჩემი და იმ ბიჭის ურთიერთობა... ერთმანეთს, რამდენიმე სოფლით ვიყავით დაშორებულები... სოფლის გზაზე კი, იშვიათად, „პოლტონკა“ თუ ჩაივლიდა. მიმოსვლის ძირითადი საშუალება, ხარ–ურემი და შეკაზმული ცხენი გახლდათ, თან ამის შესაძლებლობაც, ბევრს არ ჰქონდა... მას შემდგომ, ჩემს მშობლებს ბახმარზე არც ურემით და არც ცხენით, მით უფრო „პოლტონკით„ არ „ავუყვანივარ“... მერე კი. თბილისში გადავედი სასწავლებლად, მერე კი, ერთგან და მგონი მეტადაც, ჩემეული „ოდისეის“ შესახებ, მოყოლილი მაქვს... თუმც, იმ ჩემი ძმაკაცის სახელი „ბიჭანჭური“, ყმაწვილკაცობაში, უნებლიეთ მახსენებდა თავს, ერთი პირობა კი ვფიქრობდი, მიმოვძებნი მეთქი, მაგრამ არ აეწყო, თანაც, სამეგობრო ურთიერთობებით, ჩემი ღია ხასიათის გამო, თავისებურად, განებივრებულიც კი ვიყავი...
_დიდებული ადგილია, გაზაფხულზე, აუცილებლად გაგიყოლიებ..._ და შეძენილი სახლისა და მისი მიმდებარე გარემოს ქება-დიდებას, ისეთი აღტყინებით მოჰყვა, ჩემეული „რემარკის“ შეპარების ხალისი მალევე წამერთავა...
კეთილი განწობის ნიშნად, ჩვევაში შემონახული გულისყურით ვუსმენდი და უნებლიეთ მეხსიერებაში, იმ რაღაცის გაცოცხლებას ვცდილობდი, რაც შესაძლოა, ჩემს ცნობიერსა თუ არაცნობიერს ჰქონდა შემონახული, მაგრამ ნურას უკაცრავად, რაღაც ბუნდოვანი ფრაგმენტები საამო განცდას კი მგვრიდა, მაგრამ, რაიმე ნათელი „მოგონების“ ჭაჭანებაც არ შეიმჩნეოდა...
არადა, ოჯახის ფოტოალბოში ნანახი სურათები ნათლად მიდასტურებდნენ, რომ იმ „შორეულ წარსულში“ ოჯახთან ერთად ბახმაროში ვისვენებდი, უმეტესწილად, დედის მზრუნველობით დაიმედებული... ვერ დავიჩემებ, საქვეყნოდ ცნობილ „მარულასაც“ დავსწრებივარ მეთქი, მაგრამ, იმჟამინდ ბახმაროს გზაზე, დიდი ალბათობით ცხენის უნაგირზე ქე წამომასკუპებდნენ... ჰო, ახლობლებისგან, ისიც მქონდა გაგონილი, გოგოები ხშირად „გიტაცებდნენ“და სულ ჩაკოცნილი იყავიო... ოჯახურ ალბომში, ამ სცენების დამადასტურებელი ფოტოები არ მოიპოვება, მაგრამ, იმისა, რომ „შიშველი დავტანტალებდი...“ ფრიად, არსებითადაა „დასურათხატებული“.
„ეეჰ, იმ გასათხოვრებიდან, შემორჩა კი, ვინმე ცოცხალი...“ სევდიანად გავიფიქრე, რადგან, ნათესავი ქალის მონათხრობიდან მახსოვდა, „გოგოები უძახე შენ და გასათხოვრად ქე აქიცქიცებდნენ თვალებს...“ უნებლიეთ, ღიმილიანი შეგრძნებით გამიტყუა იმაზე ფიქრმა, რომ კაი ხანია, მხატვრულ ფილმებში, მეხსიერების აღმდგენი ჩიპებით აღჭურვილ ადამიანებს, სურვილისამებრ შეეძლოთ თავიანთ არსში, მოვლინების წამიდან, გრძნობისმიერი იმპულსებით თუ გაცნობიერებულად აღბეჭდილი ნანახისა თუ განცდილის „რესტარვაცია“, მივიწყებულის რეალურად ასახვა...
მართლაც , რომ მოხერხდეს, უამრავი მიჩქმალული ნიჭი გაიფურჩქნება... ჰო, მონაყოლიდან, ისიც მახსოვს, ტანსაცმელს, არ იჩერებდი ტანზე, წვიმაშიც შიშველი დარბოდიო... ერთხელ, წყაროსთან თუ ჭასთან, ხავერდის ნაჭრისგან შეკერილი ხალათით შემოსილ დედაჩემისთვის, რომელის გვრდზე შიშველი, „მივტანტალებდი“, უცნობ ქალს გაოცებით უკითხავს, შენ, ამ ბავშვის დედინაცვალი ხარ თუ დედაო?! რა ვქნა, ტნსაცმელს არ იჩერებს ტანზეო, უშფოთველად უთქვამს დედაჩემს... მოკლედ, „ფოტოფაქტებითა“ და ახლობლების მონაყოლებით მტკიცდება, რომ ბახმაროში, ნამდვილად ვიყავი...
მერე კი, ვერა და ვერ მოხერხდა ბახმაროში „ასვალა“, ვერც, იმ მოკეთე კაცმა მოხერხა მისი დანაქადნის შესრულება...
კი, სიზმარივით მახსოვდა, რომ იმ ადრეულ ბავშვობაში, სიყვარულით ვიყავ გარემოცული; ერთხელ ჭაბუკობისას, წუთიერად, მსგავსი სცენის ამსახველი ეპიზოდი, არაცნობიერიდან შემოხეტებულ წარმოსახვაში, მხიარულ ქალთა „დასის“ ზმანებით წამომელანდა. ეს იყო და ეს... მაგრამ კაი ხანს ვგრძნობდი, რომ ბახმარო, თავისი ბუნებითა და იმდროინდელი განწყობით, ჩემს არსში, სევდაში შეზავებულ სიტკბოს დარად ჩაღვრილიყო...
უნებლიეთ, ჩემი მეხსიერებას, იქნებ, როგორმე შევეშველო მეთქი და ინტერნეტში მაშინდელ სოფელ ბახმაროს ხედები მოვიძიე... „გათვიცნობიერებულმა“ ვისურვე ბახმაროს ირგვლივ მდებარე მთების –გადრეკილის, იგივე შედრეკილის, კონცხის, ბუქსიეთის, ფაფარას, საყორნიას, ბახვის, რომელსამე კალთიდან მონაბერი ნიავი ოდნავ, მაინც შემეგრძნო... ბავშურ გულუბრყვილობას ადევნებულმა, ისევ „რეალურ ფაქტებთან“ დაბრუნება ვამჯობინე...
–ბიჭანჭური, ნახეთ, რა ბიჭი ყოფილა! ამისგან, კარგი კაცი დადგებოდა...
იმ, ჩემი ბახმაროში „მოღვაწეობის“ ამსახველ ფოტოებს, მივიწყებული ობლის შეგრძნებით დავაცქერდი, რაიმე „იდუმალების“ ამოცნობას არც ვცდილობი... მერე, უნებლიეთ, ინტერნეტში მოძიებულ ანტონ გოგიაშვილის /გოგეშვილის - ქართული ნაბეჭდი გამოცემების, პირველი გრაფიკოსი ანტონ გოგიაშვილი _ შვილი ქაიხოსრო გოგეშვილისა/ ნახატს დავაცქერდი. ჩემს ნათესავს, ბახბაროსეული ზამთრის პეიზაჟი აქვს ასახული, წარწერა კი ამგვარია: „ბახმარო, სააგარაკო სოფ. გურიაში, –სურ. გოგიაშვილისა, ავტოტაჰთ „ცნობის ფურცლისა“
მაგრამ ისეთი განცდა მეუფლება, რომ ყველაფერი ეს, წარსული არ არის, არც აწმყოა, მით უფრო მომავალი... თუმც, ჩემს სულიერ სამყაროს, წლების მანძილზე, უჩუმრად, სათუთი განცდებით ასაზრდოებდა...
და უცებ, რეალური ვითარებისდა მიხედვით პროტესტის გამოხატვა მომინდა:
–დამიბრუნეთ ჩემი ორი წელი!–შევძახე ხმამაღლა,–დამიბრუნეთ წინარეშემეცნება... მერე თითქოს, ჩემი ხმის ექოს ავედევნე და საკუთარ თავს ვუსაყვედურე–ორზე მეტი იყო, იმაზე მეტიც...–და ვიგრძენი რაღაც მეტის, ბევრად მეტის, ანაზღაურებას ვითხოვდი... შესაძლოა, ჩემი არსების, როგორც, სამყაროსეული ქმნილების სადაურობის უტყუარ შემეცნებას...
მინაწერი:
- ***გრიგალში*სად, ვინ, როგორ, რა ფერებში... _ ანუ, არც არაფერი ხდებოდა თითქოს... (ლაშქრული,კამპანელლა, ფოქსტროტი… ცნობილაძე, მავზოლეუმი და ისევ ცნობილაძე…აფრიკა დაამერიკა…)...*
- სანამ ქვეყანა ნიჭით კვლავ ხარობს / სად, ვინ, როგორ...
- სანამ ქვეყანა ნიჭით კვლავ ხარობს /გაგრძელება
- თუ გაქვს აქსიომა _ პირველსაწყისი… /სად, ვინ, როგორ...
- კვეს-აბედისა, კი არ ჰქონდა, ცოდნა და განცდა…/სად, ...
- ყველა მთავრობა ჩემთვის გახლდათ დედინაცვალი / სად, ...
- გული ნაოცნებარი /ანონსი
- ***
- ***
- *
- პოეტური ინტერპრეტაციები იგავ-არაკებითა და ზღაპრებით...
Комментариев нет:
Отправить комментарий