Translate

четверг, 31 октября 2024 г.

საარჩევნო თაღლითობის ქრონიკულობა... / პუბლიცისტური შენიშვნა/

 

საარჩევნო თაღლითობის ქრონიკულობა... / პუბლიცისტური შენიშვნა/

 ფარულობა“ –ამჟამინდელ საარჩევნო დავაში,  ლამის ამოსავალ წერტილად იქცეს, რაც ვგონებ, ზედმეტად დრამატიზირებულია და ნებსით თუ უნებლიეთ,  იმ ამომრჩეველთა  შეურაცხყოფაა, ვინაც აშკარად გამოხატავდა, თავის ჯანმრთელ განწყობას და ფსევდო მოაზროვნე პოლიტიკოსებით განაწამებ, უიღბლო ქვეყანაში; ნათლად გრძნობდა, რომ ცვლილებების დროა, –თვალსაჩინო გახლდათ, სამშობლოს გარეთ მცხოვრები, ჩვენი ათასობით თანამემამულეს შემართება...

და სიტყვა ფარულმა, უნებლიეთ შემახსენაპლაზმა შედგება ფარული მასისა და ფარული ენერგიისაგან. ყველა ვარსკვლავი წარმოადგენს პლაზმას

მერმე, თითქოს დავაზუსტე:

„...აირებისგან განსხვავებით, მაგნიტური ველის გავლენით, პლაზმაში შესაძლებელია სხვადასხვა  სტრუქტურების ფორმირება, როგორიცაა ფილამენტები, ნაკადები და ორმაგი შრეები; პლაზმის ტიპიური მაგალითებია ალი, ელვა და მზე

აგერ, „შესაფერისი“ ლექსიც:

 ოღონდ...

აბეზარი მზრუნველობა,
სადავედ თუ მოგვარგეს,
ხედნა მამულისა ვერა,
ვერ იუფლეს...
ავანსად გახარება;
ხშირად ხაფანგია;
მავანთა აღტინება,
ატმოსფეროს ზაფრავს;
ზოგთა სურვილები,
ოცნებაში იშლებიან;
ქარბორბალამ აიტაცა–
ტრიუმფისთვის,
იალქნებ აღმართული
არმადა...
ცოტა მიუყვება
ციდან ბოძებულ,
იდუმალ აღქმას;
„...ფარული ენერგიისაგან.
შედგება პლაზმა...“
გონივრული განსჯა,
აბეზარ მზრნველთა
წყრომას იმსახურებს...
ოღონდ,
ინარჩუნებს მამულის განცდას...
ჯ.გ.

კი, შიგადაშიგ, ზოგიერთ კანდიდატსვარსკლავივითმოაქვს თავი, მაგრამ, მერე მათგან, ამომრჩევლები სინათლის ნასახსაც ვერ მოიხელთებენ...

ჩემი დამკიდებულება ამა თუ პოლიტიკური გაერთიანების მიმართ, არც არასდროსგამისაიდუმლოებია“; ამჯერადაც, ფეისბუკზე, არჩევნებამდე გამოვხატე,  დადებითი დამოკიდებულება, ჩემის აზრით, ანალიტიკური აზროვნებით გამორჩეულ,  ახალგაზრდა პოლიტიკოსთა მიმართ და საარჩევნო უბანზე მისულმა,  კაბინაში, ის რგოლი შევაფერადე, რომელიც მიანიშნებდა, რომ ავირჩიე 25 ნომერი, ანუგახარია საქართველოსთვისრაც, ასევე, მალევე ავღნიშნე ფეისბუქის პირად გვერდზე.

5 დღე 
გაზიარებულია აუდიტორიასთან „საჯარო“

გახლდით საარჩევნო უბანზე –მივაგე ხმა– კოალიციურ მმართველობას–ფოტოც, შესაბამისად „ აგენტურულია“...

არ დავიწყებ, ესაო და ისაო, მსგავსპუბლიცისტურ შენიშვნებსათეული წლებია ვაქვეყნებ, მაგრამ პარტიული ნიშნით აჟიტირებულებს; მსგავსი შენიშვნები არ აინტერესებთ, ანუ ეგრეთ წოდებულისაზოგადოებრივი აზრიმმათვის არაღირეულია, თუმც; თაავიანთი მსჯელობლისშესაფერადებლად“, ხშირად იმოწმებენ, ამტერმინს“.

არჩევნების პროცესი მრავლნაირი აქცნტით შეფასდა, მე ერთ მათგანს დავიმოწმებ:

ღირსეული, გამჭვირვალე და კანონიერი პროცესის ნაცვლად, ქართველმა ხალხმა ფარსი მიიღო. ამის შესახებ განცხადებას ამერიკელი სენატორი, როჯერ უიკერი (რესპუბლიკური პარტია) ავრცელებს.

და ისევ მისეული ანალიზიდან

ეს საარჩევნო თაღლითობაა, და მის არალეგიტიმურ შედეგებს უნდა დაუპირისპირდეს სიცხადე და ნება. ვიდრექართული ოცნებაარადემოკრატიული ზომების მეშვეობით და მოძალადე ავტორიტარების მეთვალყურეობის ქვეშ ძალაუფლებას ებღაუჭება, ისინი მოიმკიან ზიზღსა და იზოლაციას, რომელსაც სავსებით იმსახურებენ”, - ამბობს უიკერი.

ამის შესახებაც მქონდა ჩემს ბლოგზე ნაუბარიმიღრეკილი დიქტატურა“/პუბლიცისტური შენიშვნა/

ვინაც, ჯერ კიდევ არ იცის... ანუ „კოალიციური  მთავრობის ადეპტები“ /პუბლიცისტური მინიშნება/ 

როგორც, ქართველი ერის ისტორია გვამცნობს, ჩვენი წინაპრები, დღევანდელზე, ბევრად უფრო, თავისუფალ ნებას ამჟღავნებდნენ, სახალხო საქმის მსახურებაში ჩადგომის მოსურნე, პიროვნებათა შეფასებისას... 

..

***
*
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili 

 პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...

*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.

*

ჯანრი გოგეშვილის პუბლიცისტიკა:

ფსევდობელადების კარნავალი /იუმორნარევი მინიშნება/