Translate

вторник, 1 октября 2024 г.

ფსევდობელადების კარნავალი /იუმორნარევი მინიშნება/


 ფსევდობელადების კარნავალი

 ორიგი სცენა; ფსევდობელადების კარნავალი!!!..“

გამთენიისას ძილ–ბურანში იხილ–ისმინა ლენტომ.

კაი ხანი იყო, ასე ემართებოდა.

ვა, რიოში ვარ?!“–გაეხარდა.

თუ რიო-დე-ჟანეირო არ გულისხმ, კი... ქართული გაგებით, რიოში, არა ნამდვილს, ყალბს ნიშნავს, სინონიმებია; ტყუილი, ტუფტა, თაღლითი, შერყვნილი... 

კარგი ახლა, ნუ გიყვარს ეს გროტესკი...

–გროტესკი უძახე შენ! ქვეყანა ფუყე ბელადებითაა სავსე,  თავისივე ასლებს სტერეოტიპიულად ამრავლბენ...

– ეგაა ძალაუფლება!

საკუთარ თავთან გააბა დიალოგი და სხარტად ფსევდობელადების კარნავალის მსვლელობაც გაუკრთა თვალწინ, ქართველების ფიტულებსაც მოჰკრა თვალი, გულუბრყვილოდ გაეხარდა,  „მაინც, ყოჩაღები ვართ, პირველობას, არსად არ ვთმობთ, სპორტივითაა რა...~

და უცებ ერთმა, საიდუმლოდ გაანდო:

– სიცხადესა და ზმანებას შორის ზღვარის წაშლა... აი ბედნიერება!

–ნირვანა, ანუ გაქრობა... –უნებლიეთ წაეშველა –ბუდისტების მისტიკური მოძღვრების მიხედვით: უდიდესი ნეტარება, რომელსაც აღწევენ ადამიანური ზრუნვისა და მისწრაფებათაგან სრული განთავისუფლებით...

და იგრძნო გამქრალი კი იყო, მაგრამ ხმის უფლება ჰქონდა.

–ეს როგრ?!

–ეს, ჩემი პატარა ტრიუკია...–თითქოს მეგობრულად გაუმხილა ფიტულმა.

დამფრხალი შეფხიზლდა; და იმის გასარკვევად, ცოცხალი  რომ იყო ინტერნეტში, ერთ–ერთ ბლოგზე აღმოჩდა, მეხსიერებაში თავისთავად ამოტივტივდა:

სიბნელის ნათება

მაწანწალა მოტივი სტრიქონს ეტენება,
ლამობს აღგზნება ნათელში შენიღბოს,
სადღაც, შორეთში ეპოქად იტალღება,
საფრთხეა, ვაება კერპივით აღმართოს.
არადა, პლანეტა ძეგლებით დამძიმდა,
სულები მოაჭკნო სიხარბის სინდრომმა,
 ნება და გონება ლაყბობით დადღაბნა,
სიბნელის ნათება ემოგვრჩა იმედად.

და იქვე, ფიქრმა ფიქრს  ურჩია :

რა გეტაკა ამ დილაადრიან, თუ მაინცადამაინც, ტროპობანას თამაშობ,  აგერ, წლების წინ ინტერნეტში დაფიქსირებული ეს შენიშვნა  გაიხსენე, თვალწინ, მრავალი წლის წინათ გამოქვენებული ბლოგი „გადაუშალა“:

среда, 10 июня 2009 г.

მტაცებელსაც კი ეშინია გახდეს ნადავლი!.. EVEN THE BIRD OF PREY IS AFRAID…



მტაცებელსაც კი ეშინია გახდეს ნადავლი!..

თავს იმკვდარუნებს მაქციერა
ჩიტი ერთგვარი,
თუ დაჭერასაც გადაურჩა, აი იღბალი…
თავს იკატუნებს, გამიგია, ამგვარად ძერაც,
მტაცებელსაც კი ეშინია გახდეს ნადავლი!..

და მოძალადე ხელისუფალსაც იპყრობს პანიკა,
განწირულია, მაგრამ მაინც რიხით ხმაურობს...
სიმულირებას ლაღად ფრენის, ფრანივით ახდენს,
თითქოს ბედია, სულ იფრინოს, არ ჩამოვარდეს..

9.08.2001

( იხ. თარგმანი _ EVEN THE BIRD OF PREY IS AFRAID… )

თავის მოკატუნება ძალზე გახშირდახალხი ხშირად იხიბლება ამგვარიმეტამორფოზით”…
მაგრამ თუ ფრინველებსა და ცხოველებშიმტაცებლისძირითად მახასიათებლად მონადირებული მსხვერპლის ხორცით კვება ითვლება, ადამიანებში წამგლეჯს, წამღლეტს, მძარცველსა და დამპყრობს ჩასაფრებისა და თავდასხმის გარდა, ბევრად მეტი და მრავალფეროვანი არსენალი აქვს
მათ შორის, ”ეგზოტიკურადთავის მოკატუნებააქპოზიცია-ოპოზიციაერთიანიაევროპელებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ჩვენი საზოგადოება პერმანენტულად ამგვარი ხიბლის მსხვერპლია
და, აქ, ”მიმიკროსიგამახსენდა:

/\

\/მიმიკროსი
მიმიკრია _ ზოგი ცხოველებისა და მცენარეების თავდაცვითი შეგუება _ ფორმით ან ფერით დამსგავსება გარემო საგნებთან, სხვა ცხოველებთან და მცენარეებთან” _ ამოიკითხა სადღაც ლევარსიმ და მერე სულ იმას ცდილობდა, ”მიმიკროსიგამხდარიყო. …ზოგჯერ გულუბრყვილობასაც კი ჩემულობდა, უცოდველივით მიიბნიდებოდა. წავარჯიშება ძილშიაც დასჩემდა. კაბინეტში გამოკეტილს ჩასთვლემდა სავარძელშიჩამოივლიდნენ მესაფლავენი. ხელებში ტრანსპარანტები ეჭირათ და მოიმღეროდნენ: ”ვასაფლავებთ იაფად და ხარისხიანად…” ელვისებურად გაიხდიდა პიჯაკს, გადმოაბრუნებდა, მოისხამდა. პიჯაკი შიგა მხრიდან ქათქათა ფერისა გახლდათ. ლევარსი ანგელოზს ემსგავსებოდა, ფრთებიც კი ამოეწვერებოდა ზურგს უკან. …მაგრამ ერთხელ, ძილში წავარჯიშებისას, მესაფლავეთა ხმაზე, ძალზე შეშინდა, ძალზე მოუნდა ანგელოზს დამსგავსებოდა, სული გასძვრა და ზეცას გაფრინდა.
ერიდეთ მიმიკრიას, _ რისკის ფაქტორი მეტისმეტია, მართლაც უცოდველსა და პატიოსანს რომ დაემსგავსოთ, სად მიხვალთ მერე?! 
1982

მიმიკრია” (სატირულ-იუმორისტული კრებული), ”ნიანგის ბიბლიოთეკა”, 1984 . _ "Mimicry." A satirical-comic collection. P. H. "N. B," 1984 _ იქვე: მაგარი კაცი

© გახსოვდეთ!..
საავტორო უფლება
იუმორესკა იუმორესკააარადა, სად 1982 წელი და სად დღევანდელობა, მაგრამ თუ იმას ვიგულისხმებთ, რომ ჩვენს ამჟამინდელ ქცევებში, ასე ოცდაათი წლის მერმინდელი საქართველოს ბედისწერის ხაზები ლაგდება, ვფიქრობთვითგამორკვევისპროცესი ძლზე გაგვიგრძელდა
ჩვენი უმთავრესი პრობლემა ფარისევლობაარამონსტრიშევქმენით ისეთი, რომ რა ხანია გულამოსკვნით მოვსთქვამთ… ”ეს რა მივქარეთო?!”
მიმიკროსები ძალზე მომრავლდნენმალე ხეებზე გაიკეთებენ ბუდეებსპოლიტიკური წრეები უფრო და უფრო ხშირად იყენებენ ქართულ ეკლესიას თავდებადდაპირისპირებული მხარეები ერთმანეთსშემოქმედებითტრენინგებს უტარებენ… ”ხალხში გასვლათავის შედეგს გამოიღებს
თავისმომკვდარუნებასკი, რისკის ფაქტორიც თან ახლავს

 ლექსის ავტორი და მიმომხილველი ..

P.S. `ტროპი : ტროპი სიტყვის საკუთარი მნიშვნელობის ისეთი შეცვლაა, როდესაც ხდება მნიშვნელობის გამდიდრება“. მთავარია მკითხველმა შეძლოს „მნიშვნელობის გამდიდრების“ დანახვა, ანუ იმ ახალი აზრის დანახვა, რომელიც ჩნდება მხატვრულ ტექსტში სიტყვის „გარდასახვის“ მეშვეობით.

***
*
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili 

 პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...

*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.

*

ჯანრი გოგეშვილის პუბლიცისტიკა:

***

შეხმიანება პროფესიონალ ფიზიკოსთან (ესსე)

***



Комментариев нет:

Отправить комментарий